ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენჩუენ, ამენ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგანხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო,მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ,სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათაჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანიჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაიშენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაიმომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთამათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითააღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგანგანმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთადა სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვამე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისაშენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროისთოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გულიწმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებმე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარულიმაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთაგზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისაჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირიჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა,არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილიდა დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსადა აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავიდა ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გაქებთ შენ მღდელობისა და მარტვილობისა გვირგვინითა შემკულსა მოღუაწესა, დამეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რამეთუ გაქუს შენ კადნიერებაი მისა მიმართ, აღაგზოს გულთაშინა ჩუენთა ცეცხლი საღმრთოისა მოშურნეობისაი და მოგუანიჭოს სული სიწმიდისა და კაცთმოყუარებისაი,რაითა კეთილად ვმსახურებდეთ წმიდასა ეკლესიასა და ერსა, და არცაღა დავსცხრეთ ქებადდა გალობად შენდა: გიხაროდენ, სიყუარულისათვის ღმრთისა და ერთგულებისათვის მოყუასისათავისა თვისისა დამდებელო, წმიდაო ზოტიკე ხუცესო!
ანგელოზთა მიმსგავსებული ცხორებაი აჩუენე ქუეყანასა ზედა, და ქადაგებდი რაისარწმუნოებასა ჭეშმარიტსა, მოიგე მადლი მოწყალებისაი, და იწოდე მამად ქურივ-ობოლთადა მოღუაწედ გლახაკთა, ხოლო მღდელობასა შეაერთენ რაი პატივი მარტვილობისაი, ქრისტემანგადიდა შენ საკვირველებითა შემდგომად სიკუდილისა, და ვითარცა მხსნელი უმხურვალესი ყოველთამომწოდებელთა შენთა გამოგაჩინა, აწ ჩუენცა მეოხ გვეყავ წინაშე მისა, გუასხუროს ცუარიმადლისა შენისაი, რაითა შეუძლოთ წინა-აღდგომაი ბოროტისა და გაქებდეთ შენ ძალისაებრჩუენისა:
გიხაროდენ, კეთილშუენიერად აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, სარწმუნოო მღდელო ქრისტეს ეკლესიისაო;
გიხაროდენ, გამოუკვლეველო უფსკრულო სიმდაბლისა და სიყუარულისაო;
გიხაროდენ, დაუშრეტელო ზღუაო კაცთმოყუარებისაო და უშურველო წყაროო მოწყალებისაო;
გიხაროდენ, თუალუხვავო მსაჯულო სიმართლისაო;
გიხაროდენ, ჯუარისმტვირთველო დაგლახაკებულისა ერისაო;
გიხაროდენ, სიყუარულისათვის ღმრთისა და ერთგულებისათვის მოყუასისა თავისათვისისა დამდებელო, წმიდაო ზოტიკე ხუცესო!
იყავ რაი ფრიად წარჩინებული კარისკაცი კონსტანტინე დიდისაი, თანა-წარჰყევმას ჰრომითგან კონსტანტინეპოლეს, და ერთგულებითა მსახურებდი კეთილმსახურსა მას მეფესა,გარნა აღრჩეულ იყავ რაი ქრისტეის მიერ მსახურად მისად, აღვსილმან შურითა საღმრთოითადაუტევე დიდებაი მსოფლიოი და აღიძარ შერთვად მხედრობასა მისსა, აწ ჩუენცა შეგვეწიე,სანატრელო, რაითა ყოველთა მართლმორწმუნეთა კეთილად განგუემარჯვოს და ლოცვაი ჩუენი აღიწიოსწინაშე ღმრთისა: ალილუია.
იქმენ რაი ხელდასხმულ ხუცესად, პატიოსნებითა აღასრულებდი ღმრთისმსახურებასა,ნეტარო, და სამწყსოსა შენსა უჩვენებდი რაი გზასა მას ცხორებისასა, ლმობიერობითა გულისაითამარადღე იღუწიდი მშვიდობით დაცვისათვის ქურივთა და ობოლთასა, ნუგეშსა-სცემდი მწუხარეთადა სნეულთა, და ფარულად შეეწეოდი უპოვართა და პყრობილთა, ეგრეთვე აწ მეოხ გვეყავ წინაშეღმრთისა, რაითა დაგვიცვას უძლურებათაგან, და სინანულისა მიმართ წარგვიმართოს შემსხმელთაშენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, ხეო მრავალნაყოფიერო, ნერგად მოღუაწებისად აღორძინებულო;
გიხაროდენ, გულითა განწმედილო და სულითა განათლებულო;
გიხაროდენ, სიკეთითა და კაცთმოყუარებითა განშუენებულო;
გიხაროდენ, მოწყალებითა, სიმდაბლითა და სიმშვიდითა შემკულო;
გიხაროდენ, გულსა შინა შენსა საღმრთოისა შიშისა და მოყუასისა სიყუარულისადამნერგველო;
გიხაროდენ, შეჭირვებულთა სულთა მსწრაფლ-შემწეო და ხელის-აღმპყრობელო;
გიხაროდენ, სიყუარულისათვის ღმრთისა და ერთგულებისათვის მოყუასისა თავისათვისისა დამდებელო, წმიდაო ზოტიკე ხუცესო!
იტყოდი რაი „კაცთათვის მსახურებაი მსახურებაა ღმრთისაი“, ნეტარო, სახლიცაშენი ყავ სავანედ ქურივ-ობოლთა და გლახაკთა, რამეთუ უშურველად გამოზრდიდი, და იცევდირაი ცოდვათაგან ბოროტთა და უძლურებათაგან, მღდელთა შორის განთქუმულ იქმენ სიმაღლითამით მოწყალებისაითა, და კაცნი სახელ-გდებდენ „მზრდელად ობოლთასა“, ეგრეთვე აწ გამოზარდესული ჩემი პურითა გულისხმის-ყოფისაითა და მომეც მე სლვაი კეთილ სახედ სოფელსა ამასშინა, რაითამცა ვდგეთ მტკიცედ და შეურყეველად გზასა მას ზედა ქრისტეის ღმრთისასა დავაქებდეთ ძალსა და ძლიერებასა მისსა: ალილუია.
ზეობასა მას კოსტანტინე მეფისასა მძვინვარებდა რაი კეთრი სამეუფოსა მას ქალაქსა,ბრძანა ყოველთა კეთროვანთა მოშთობაი ზღუასა შინა, ხოლო შენ გესმა რაი უწყალოი ესე განჩინებაი,ზეგარდამოისა ძალისაგან გულსავსე-ქმნულმან განიზრახე გამოხსნაი მათი უმსჯავროისაგანსიკუდილისა და წარსდეგ რაი წინაშე თვითმპყრობელისა მის მეფისა, გამოითხოვე დიდძალისაფასეი, რეცა შესასყიდად პატიოსანთა თუალთა საჭურჭლისათვის მისისა, ამისთვის კეთილქებისაგალობითა შეგასხამთ შენ, ვითარცა მამასა მოწყალესა და მღდელსა ჭეშმარიტსა:
გიხაროდენ, საღმრთოო ტარიგო, პირმეტყველთა კრავთა დამწყსველო;
გიხაროდენ, მწყემსო სულიერო, განბნეულთა ცხოვართა შემკრებელო;
გიხაროდენ, მსგავსად აბრაჰამისა უცხოთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, გლახაკთა შესავედრებელო და შიშველთა შემმოსელო;
გიხაროდენ, ჩაგრულთა ქომაგო და მსწრაფლშემსმენელო;
გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელო;
გიხაროდენ, სიყუარულისათვის ღმრთისა და ერთგულებისათვის მოყუასისა თავისათვისისა დამდებელო, წმიდაო ზოტიკე ხუცესო!
ჰოი, განსკრთომელი სიმხნეი და სიქველეი, რამეთუ ლოცვითა მხურვალითა საღმრთოდშეჭურვილმან მსწრაფლ მიიწიე ნაპირსა მას ზღვისასა, და სიკუდიდ განწირულნი კეთროვანნიიყიდნე რაი სამეუფოითა საფასითა, იდუმალ დაამკვიდრე იგინი სახლსა შენსა და გამოზარდე,ვითარცა მწყემსმან კეთილმან, ეგრეთვე აწ თავს-მდებ და დამგებელ ღმრთისა მიმართ გუექმენჩუენ და აღმასუბუქებელ სიმძიმესა ცოდვათასა, რაითა მსწრაფლ განვიღვიძოთ მსგავსად ნინეველთაისადა გულსმოდგინებითა შევკრბეთ ყოველნი გალობად ღმრთისა: ალილუია.
იყავ რაი მოძღუარი ბრძენი, კეთილად მზრახვალი და შემკული საღმრთოითა მგზებარებითა,არა ეც ძილი თუალთა შენთა, და არცარა ჰრული წამთა შენთა, ვიდრემდის სრულ ჰყავ საქმეიიგი ღმრთივშუენიერი, - აღაშენე სამოთხეი ქრისტეისი - სახლი შენი, ვითარცა საღმრთოიკარავი მოწყალებისაი, რომელსა შინა განაძლიერენ კეთროვანნი და უძლურნი კურნებათა შენთამადლითა, აწ ჩუენცა დაგვიცევ ყოვლისაგან ჭირისა და ამაოისაგან სიკვდილისა, რაითა მადლთადა ნიშთა შენთა სიმრავლისა მაქებელნი არა დავდუმნეთ ქებად სიმხნისა შენისა და სიმტკიცისა:
გიხაროდენ, ქრისტეისმიერისა სიყუარულისა აღმასრულებელო;
გიხაროდენ, წარწყმედულთა დაუღალავად მეძიებელო და ღმრთისად მიმყვანებელო;
გიხაროდენ, შეცოდებულთა ლოცვად აღმძრველო და უნანელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ღმრთისმსახურთა და ერთა შორის მრავალთა მანკიერებათა აღმომფხურელო;
გიხაროდენ, სიცრუისა თანაზიართა მამხილებელო და უსამართლოთა ბჭობათა დამარღვეველო;
გიხაროდენ, სიმართლის მოძულეთა და ბოროტის კეთილად დამდებთა შემრისხველო;
გიხაროდენ, სიყუარულისათვის ღმრთისა და ერთგულებისათვის მოყუასისა თავისათვისისა დამდებელო, წმიდაო ზოტიკე ხუცესო!
შემდგომად კონსტანტინე დიდის სიკუდილისა, საყდარსა მისსა ზედა აღზევდა ძეიმისი კონსტანციუს, შედგომილი ცრუ სწავლებასა არიანელთასა, და მოგიძულა მან ერთგულებისათვისჭეშმარიტისა სარწმუნოებისა, რამეთუ სიყუარულითა განსწავლიდი ყოველთა, რაითა ბოროტსაწვალებასა განეშორონ და სულისა თვისისათვის ზრუნვიდენ მოწყალებითა, ლოცვითა, და მარხვითა,აწცა ევედრე ქრისტესა, მხსნელსა ჩუენსა, გამოავლინოს ღირსნი მოღუაწენი და მოქმედნისამკალსა თვისსა, განსანათლებელად ყოველთა, რაითა ადიდებდენ მას, ვითარცა მეუფესა დაღმერთსა: ალილუია.
ხატად სათნოებისა და სიკეთისა გამოსჩნდი შენ, ღმერთშემოსილო, და არცა ჰრიდებდირაი ქედფიცხლობასა მწვალებელისა მის მეფისასა, მხსნელ ექმენ ასულსაცა მისსა, დასნეულდარაი კეთრითა, და იგიცა წარიყვანე სახიდ თვისად ვითარცა მამამან კეთილმან, და ჩვეულებისაებრსიტკბოებისა შენისა ნუგეშინისცემდი და ზრუნევდი მას ზედა თანალმობითა დიდითა, აწ ჩუენცათანამავალ გუექმენ, და შთანერგე გულთა შინა ჩუენთა შიში და მოძაგება ცოდვისაი და სიყუარულისათნოებისა, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და გნატრიდეთ შენ სიყუარულითადა სურვილითა:
გიხაროდენ, ეშმაკის ცთუნებათა მარხვითა და მხურვალითა ლოცვითა დამშრეტელო;
გიხაროდენ, მძლავრთა უწყალოებისა თავსა შენსა დამთხეველო;
გიხაროდენ, უღონოთა და სნეულთა უწყალოისა სიკუდილისაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, მრავალთა სულთა წარწყმედისაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, ყოვლისა კაცობრივისა შეწევნისაგან მოკლებულთა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, თვისტომთათვის თავისა გაწირვითა ყოველთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, სიყუარულისათვის ღმრთისა და ერთგულებისათვის მოყუასისა თავისათვისისა დამდებელო, წმიდაო ზოტიკე ხუცესო!
ოდეს მოიცვა სამეუფოი იგი ქალაქი სიყმილმან, ცილი შეგწამეს მწვალებელთა, გხადოდენრაი ყოველთა ძვირთა მიზეზად, ვითარცა მართლმორწმუნესა მღდელსა და წინააღმდგომსა არიანელთასა,და მოახსენეს მეფესა, თუ ვითარ მოგცა შენ დიდძალი საგანძური მამამან მისმან, ხოლო გეძიებდარაი შეპყრობად, ნეტარო, მღდელობაი მარტვილობისა მიმართ განსცვლად მოისიბრძნე, და უშიშადწარსდგეგ რაი წინაშე მისსა, გკითხვიდა განძისათვის, და წარიყვანე რაი სახლსა შენსა,აჩუენე კეთროვანნი, წმიდაო, და ეტყოდი კადნიერად: „აჰა, მარგალიტნი ესე, რომელ მოვისყიდესამეფოითა მით საფასითა“, და ადიდებდი ქრისტესა, განმაბრძნობელსა შენსა: ალილუია.
იხილა რაი მეფემან სახლი შენი, ვითარ განსასუენებელი სულთა ურიცხუთაი, დასაწყალობელნი იგი კეთროვანნი ნაცულად პატიოსანთა თუალ-მარგალიტთა და იაკინთთა, უმეტესითარისხვითა აღეგზო და ბრძანა წმიდათა ფერხთა შენთა გამობმაი ჯორთა უხედნელთა, რაითა მოგაკუდინონგზათა ზედა მიმოთრევითა, გარნა შენ უახოვნეს იქმნებოდი წინა მდებარისა ღუაწლისა მიმართდა ადიდებდი ღმერთსა უმეტესითა მხურვალებითა, აწცა მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რაითაკადნიერებაი მათი შეჰმუსროს, რომელნი უღმრთოებითა აღჭურვილ არიან მართლმორწმუნეთა ზედა,და გზასა მას მცნებათასა წარგვიმართოს მოსავთა შენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, მადლითა მხილებისა შენისაითა ერისა სულიერისა ძილისა განმაფრთხობელო;
გიხაროდენ, გამოუკვლეველითა მით სიბრძნითა უგულისხმოთა გულისხმისყოფად განმკრძალველო;
გიხაროდენ, ქუად-ქმნილთა და ფიცხელთა გულთა მომალბობელო;
გიხაროდენ, ქრისტეისმიერისა სიმდაბლისამასწავლელო;
გიხაროდენ, მოყუასთა შემაერთებელო და მტერთა დამლახვრელო;
გიხაროდენ, დიდთა სიქველეთა და სათნოებათა შენთა დამფარველო;
გიხაროდენ, სიყუარულისათვის ღმრთისა და ერთგულებისათვის მოყუასისა თავისათვისისა დამდებელო, წმიდაო ზოტიკე ხუცესო!
ჰოი, დიდებული სიმხნეი შენი, სანატრელო, რამეთუ წარგიტაცეს რაი ჯორთა მათველსა ზედა, ქუათა მიერ განპობილნი ხორცნი შენნი დაშთებოდა მათ ზედა, ხოლო შენ არადჰრაცხვიდი ქრისტეისთვის ვნებასა და წმიდასა სულსა თვისსა შეჰვედრებდი ქრისტესა ღმერთსა,რომელმანცა შეგრთო დასსა მას მარტვილთასა, და მოგანიჭა მადლი მოსავთა შენთა შეწევნისაი,აწ მოიხილე ჩუენ ზედა სიტკბოებით, რაითა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, და ღირს-ვიქმნეთდიდებად ღმრთისა: ალილუია.
ჰოი, ვითარი სასწაული ყო შენ თანა ღმერთმან, რამეთუ კაცებრ აღამეტყველნა უტყუელნიიგი პირუტყუნი და მათ მიერ არცხვინეს კონსტანციუსს, მოკუდინებისათვის შენისა, ხოლოუფროის განკვირდეს მეფეი და ყოველნი მის თანანი, ოდეს ადგილსა მას სადაცა დაითხია წმიდაისისხლი შენი, აღმოედინა წყაროი სასწაულთმოქმედი, სარწმუნოებითა მხუმეველნი მისნი მოიღებდენრაი სულთა და ხორცთა ლხინებასა, ამბორს-უყოფდენ პატიოსანთა წყლულებათა შენთა ცრემლითადა შეგამკობდენ ქებითა:
გიხაროდენ, მოღუაწებისა უცთომელითა სიმხნითა შეჭურვილო;
გიხაროდენ, სულიერისა მღვიძარებისა ზარისა დამარისხებელო;
გიხაროდენ, მოწევნულთა განსაცდელთა ახოვნად თავს-მდებელო;
გიხაროდენ, კიცხევისა და ტანჯვისა ლოცვითა დამთმენელო;
გიხაროდენ, უძლურითა ხორცთა ბუნებითა ფიცხელთა სატანჯუელთა მიმთუალველო;
გიხაროდენ, აღბორგებულთა მწვალებელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, სიყუარულისათვის ღმრთისა და ერთგულებისათვის მოყუასისა თავისათვისისა დამდებელო, წმიდაო ზოტიკე ხუცესო!
იხილნა რაი სასწაულნი ესე მეფემან, სირცხვილეულ-იქმნა ფრიად და ბრძანა რაიდამარხვაი შენი პატივითა, მრავალმოღვაწეი გუამი შენი შემურნეს ნელსაცხებლითა, და დაკრძალესრაი ადგილსა ჯეროვანსა, უშურველად აღმოაცენებდი კურნებასა და მადლსა ჭეშმარიტსა, ხოლო სენთა და განსაცდელთა მიერ შეიწრებულნიმარადის მიივლტოდენ რაი მიმთხვევად სამარხოსა შენსა, გმადლობდენ შენ - მიმღებელნი ლხინებისა,და ადიდებდენ ქრისტესა, ღუაწლისდამდებელსა შენსა: ალილუია.
ქუეყნიერი სრბაი შენი სიმხნითა აღასრულე და განახუნე რაი კარი მღდელმოწამეობისაი,ბრწყინვალედ განშუენებული წარმოუდეგ უფალსა, რომელმან შემდგომად სიკუდილისაცა კეთროვანთადა გონჯთა მწყალობელად და განწირულთა მწედ გამოგაჩინა, აღუშენა რაი მეფემან სასნეულოიმოსახსენებლად სიქუელისა შენისა, ხოლო ცხორებაი შენი და საქმენი საკვირველნი აღწერნესმოყუარეთა შენთა, რაითამცა ყოველნი გიგალობდეთ, ვითარცა სახელოვანსა და საკვირველსამოწამესა:
გიხაროდენ, ახოვანო და უძლეველო, სულისა თვისისა თვისტომთათვის დამდებელო;
გიხაროდენ, ღუარითა სისხლთა შენთაითა მძლავრთა სიცბილისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, უსჯულოისა მის მსჯავრისა და რისხვისა საღმრთოისა დამაყენებელო;
გიხაროდენ, მწყემსო კეთილო და მღვიძარეო, სამწყსოისა შენისა უვნებელად დამცველო;
გიხაროდენ, სიტყვითა ტკბილო და ზრახვითა საწადელო, სიძულვილისა და შფოთისადამაწყნარებელო;
გიხაროდენ, სულითა ძლიერო, ხორციელად ძლიერთა ხელმწიფეთა მძლეველო;
გიხაროდენ, სიყუარულისათვის ღმრთისა და ერთგულებისათვის მოყუასისა თავისათვისისა დამდებელო, წმიდაო ზოტიკე ხუცესო!
ყოველსა ქუეყანასა ზედა განითქუა თავდადებაი შენი საკვირველი, თუ ვითარ ზრუნვიდიქურივ-ობოლთათვის და კეთროვანთა, და წმიდაი სისხლი შენი დასთხიე ხსნისათვის მათისა,აწ იხილე ურიცხუთა მტერთა საფრხენი ბოროტად განფენილნი ნათესავსა ამას ჩუენსა ზედადა გვიხსენ ურთიერთმძლავრებისა და შინა-განცემისაგან, რაითა სიყუარულითა ღმრთისაითაერთ ზრახვად შეკრულნი მარადის ვსძლევდეთ ყოველთა მბრძოლთა მათ ჩუენთა და ღუაწლითა შენითაახოვან ქმნილნი ვაქებდეთ გვირგვინოსანმყოფელსა შენსა, ქრისტესა ღმერთსა: ალილუია.
იყავ რაი პატიოსანი მღდელი, ზოტიკე, უზეშთაეს იღუაწე კაცობრივისა მის ბუნებისაუძლურებითა, და სახელი შენი განადიდე რაი საღმრთოითა მით მოქალაქობითა, სამართლად შეგრაცხაეკლესიამან დასსა მას წმიდათასა, რამეთუ არა დაკლებულ იყავ მათგან არცა სარწმუნოებითა,არცა მოღუაწებითა და არცა კადნიერებითა წინაშე ღმრთისა, ამისთვისცა მეოხად მიგავლენთმისა მიმართ, რაითა შეგვინდოს ყოველნი ცოდვანი და უსჯულოებანნი ჩუენნი, და ღირს-გვყოსქებად და გალობად სიწმიდისა შენისა:
გიხაროდენ, ახოვანო მღდელო და მოწამეო, აღმძრველო მამაცობისაო;
გიხაროდენ, მასწავლელო მოწყალებისა და სულგრძელებისაო;
გიხაროდენ, დიდ-ხელოვანო მტერთა უბრძოლველად ძლევისაო;
გიხაროდენ, ღუაწლითა შენითა კეთილად სრულმყოფელო საღმრთოისა სარბიელისაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტო ხატო ძუელთა მამათა კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, შუენებაო მარტვილთა ბრწყინვალისა დასისაო;
გიხაროდენ, სიყუარულისათვის ღმრთისა და ერთგულებისათვის მოყუასისა თავისათვისისა დამდებელო, წმიდაო ზოტიკე ხუცესო!
მადლი მოგეცა, ღირსო მამაო, ღმრთისა მიერ განკურნებად უძლურთა, დახსნილთა,განხმელთა და განბოკლებულთა, რომელნი იგი ვითარცა მეგობარმან ქრისტეისმან შეიწყნარენდა მხურვალემან ლოცვამან მათმან და ქურივ-ობოლთა ცრემლთა მდუღარედ დათხევამან, წმიდაო,ტაძრად საღმრთოდ უბიწოდ გამოგაჩინა და განგიხუნა რაი ბჭენი სასუფეველისანი, აწ ბრწყინვალედიხარებ წინაშე ღმრთისა, და განსაცდელთაგან იხსნი, რომელნი სარწმუნოებითა ითხოვენ შენმიერ შეწევნასა და ადიდებენ ძალსა მისსა: ალილუია.
ნიშთა მიერ შემდგომად სიკუდილისაცა ჰქადაგებ უძლეველსა ძალსა ღმრთისასა, მოსავთამისთა ზედა განცხადებულსა, მამაო, და აწ მადლობაი გვიღირს მისა მიმართ, რამეთუ შენმიერ მოველით განქარვებასა ყოველთა ჭირთა და უმეტეს ცოდვათა და უშჯულოებათა ჩუენთასადა ვესავთ მრავალმოწყალებათა მისთა, რაითა არა გაგვწიროს ოხითა შენითა და მოგუცეს ძლევაიხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა და ღირს გვყოს ქებად და გალობად შენდა:
გიხაროდენ, ღმრთისმსახურებისა ღუაწლისა კეთილად მომმუშაკებელო;
გიხაროდენ, მოყუასთა ზედა ბოროტისა ყოფად აღძრულთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, მიუთხრობელთა ჭირთაგან მრავალთა განმარინებელო;
გიხაროდენ, სნეულთა და დავრდომილთა სულიერისა სიმხნისა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, გლახაკთა შესავედრებელო და ჭირვეულთა და ძვირ-ხილულთა ხელის-აღმპყრობელო;
გიხაროდენ, განსაცდელთა და ღელვათა დამაყუდებელო;
გიხაროდენ, სიყუარულისათვის ღმრთისა და ერთგულებისათვის მოყუასისა თავისათვისისა დამდებელო, წმიდაო ზოტიკე ხუცესო!
ტაძრად ყოვლადწმიდისა სულისა გიცნობთ, ჰოი, ღირსო მამაო ზოტიკე, რამეთუ უახოვნესიაჩუენე რაი ღუაწლის-მოყუარებაი, თავს-იდევ მარტვილებრივი სიკუდილი მოლოდებითა საუკუნოისამის ცხორებისაითა, და ჰსუფევ რაი წინაშე ღმრთისა, გვითხოვე მისგან ხსნაი საფრხეთაგანეშმაკისათა და ბოროტებისაგან კაცთაისა, რაითა სიყუარულითა და მშვიდობით ვცხონდებოდეთდა ვაქებდეთ ღმერთსა სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.
ქრისტეს ახოვან მხედრად განსცხადდი რაი ასპარეზსა მას ვნებისასა, მცხინვარებაისიმხნეთა შენთაი ცისკროვან-ჰყოფს გულსა მარტვილთმოყუარეთასა და გევედრებით, მღვდელმოწამეოზოტიკე, შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, განაქარვოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგანცოდვათა ჩუენთასა, და ლაზარესაებრ აღგვიდგინოს მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავედიდებასა, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხო ტომთა და ნათესავთაგან დაგულსმოდგინებითა გნატრიდეთ შენ, მღდელობისა და მარტვილობისა მრჩობლ-გვირგვინითა განშუენებულსა:
გიხაროდენ, უფლისაგან არაწმიდათა სულთა ზედა ხელმწიფებისა მიმღებელო;
გიხაროდენ, საუნჯეთაგან სულისა წმიდისათა სულიერთა ნიჭთა უხვად მომმადლებელო;
გიხაროდენ, ვარსკულავო, ხსნისა მეძიებელთათვის გზისა მაჩუენებელო;
გიხაროდენ, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და წყალობისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, შენდამი მოლტოლვილთა ვნებულთა სულთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, კეთილთა თხოვათა აღმასრულებელო და უჯეროთა ლტოლვათა აღვირ-მსხმელო;
გიხაროდენ, სიყუარულისათვის ღმრთისა და ერთგულებისათვის მოყუასისა თავისათვისისა დამდებელო, წმიდაო ზოტიკე ხუცესო!
იობის მსგავსად შემძლებელ იყო ღმერთი განრინებად შენდა ყოვლისაგან ჭირისა,გარნა ეგზებოდი რაი სარწმუნოებითა მართლმადიდებლობისაითა, ვითარცა ოქროი პატიოსანი,მიგცა ბრძმედთა მათ შინა წამებისათა, და შუენიერებაი სულისა შენისაი ყოველთა სახილველადგამოაბრწყინვა, აწ მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა მართლ-მსაჯული იგი უფალი, რაითა არა გარდავხდეთგზისაგან სიმართლისა და ჭეშმარიტებისასა და ვადიდებდეთ დამბადებელსა ქუეყანისა და ზეცისასა:ალილუია.
არა თუ სოფლიურისა დიდებისთვის დასდევ თავი და სული შენი, ჰოი, ზოტიკე სანატრელო,არამედ სამწყსოისათვის ქრისტეისა, ხოლო აწ მგელნი მტაცებელნი გარე მოგვადგეს სიტყვიერთაცხოვართა განხრწნად, გარნა შენ შეგვეწიე, ყოვლად ქებულო, და დაღათუ არა ვართ ღირს ცოდვათაამათ ჩუენთათვის, ვითარცა მღდელმოწამემან ითხოვე ქრისტეს მიერ შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაიდა მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, სიმტკიცეი მორწმუნეთა და დიდი წყალობაი შემსხმელთაშენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, უძლურთა ძლიერებაო და მძლავრთა დამცემელო;
გიხაროდენ, ბორგნეულთა შემაბრკოლებელო და უგულისხმოებისა მათისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, პატიოსნებისა და მამაცობისა დამნერგველო;
გიხაროდენ, სასოებითა მტკიცითა წინააღმდგომთა სიბოროტისა წარწყმედელო;
გიხაროდენ, ქედფიცხელთა და გონებაურჩთა განმსწავლელო;
გიხაროდენ, კეთილად განკრძალულთა მღდელთა ნუგეშო და ხელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, სიყუარულისათვის ღმრთისა და ერთგულებისათვის მოყუასისა თავისათვისისა დამდებელო, წმიდაო ზოტიკე ხუცესო!
ჰოი, წმიდაო მღდელმოწამეო ზოტიკე! უწყით რაი ოხათა შენთა და მოწყალებათა სიმრავლეი,სიყუარულითა მოგიძღუნით სამადლობელისა გალობასა და გევედრებით სასოებითა შეწევნისაშენისაისა, აწ მამობრივითა კადნიერებითა გვიოხე წინაშე ღმრთისა, არა განგვსჯოს ჩუენუსჯულოებათა ჩუენთაებრ, და უვნებელად დაგვიცვას ცოდვათაგან ბოროტთა და უძლურებათაგან,რაითა დაუღამებელსა ნათელსა ღმრთისასა მივიწივნეთ და შენ თანა ვუგალობდეთ ღმერთსა:ალილუია.
ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 კონდაკი 1
ჰოი. ყოვლად ტკბილო და მოწყალეო ზოტიკე ხუცესო, მოწამებრივითა სისხლითა განშუენებულოდა მოყუასისათვის სისხლდათხეულო; მამათა სამკაულო, მღდელთა გვირგვინო და ანგელოზთამოდასეო, სნეულთა მკურნალო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, ღმრთისა მიმართმეოხო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და შენდამი მოლტოლვილთა შესავედრებელო, ზღუდეოდა საფარველო!
ჰოი, საკვირველო და ჭეშმარიტად ახოვანო ხუცესო ზოტიკე ობოლთ-მზრდელო, რომელმანცხორებაი შენი განამტკიცენ კეთილმსახურებითა და ღმრთივბრწყინვალედ შეამკევ წამებისასისხლითა, აწ ყურად-იღე ლოცვანი ჩუენნი და მარტვილებრივითა კადნიერებითა გვითხოვე უფლისაგან,რაითა ერი ჩუენი დაიცვას საფრხისაგან მტერისა და დაიფაროს წვალებათაგან და სჯულისაგანუცხოისა, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარულიმოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერემსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაიჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნისამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტეისმოყუარემხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ღუაწლისა-მძლეო წმიდაო მღდელმოწამეო ზოტიკე, ჟამსა ქუეყნიერისა ცხორებისასასიყმილისაგან იფარავდი ქურივ-ობოლთა და გლახაკთა, და სიკუდილისაგან დაიხსნიდი რაი კეთროვანთა,მრავალნი ცოდვილნი მოიყვანენ სინანულად, და მწუალებელნი - ჭეშმარიტებად, ხოლო შემდგომადსიკუდილისა ზეცათა შინა იშუებ სასუფეველსა და მარადის განიცდი სიკეთესა, გამოუთქმელსაქრისტეისსა, აწცა მეოხ გუეყავ წინაშე მისსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთაპატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაიდა დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაი, სიმართლისმოყუარებაი,მრავალშვილიანობაი, და ქურივ-ობოლთა შეწყალებაი. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული,უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაი, წმიდათა თანა გვირგვინოსნებაიდა ცათა სასუფეველისა დამკვიდრებაი, რაითა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესადა წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადისსანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასადა აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსაღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა,წმიდისა მღდელ-მოწამისა ზოტიკე ხუცესისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ,ამინ.
ავტორ-შემდგენელი თინათინ მჭედლიშვილი