1. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა ბრძოლაი. 2. წყალობაო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და მხსნელო ჩემო; შესავედრებელი ჩემი, და მე ვესავ მას, რომელმან დაამორჩილა ერი მისი ჩემ ქუეშე. 3. უფალო, რაი არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ შეჰრაცხე იგი. 4. კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილი წარვლენ. 5. უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოხედ შეახე მთათა და კუმოდიან. 6. გამოაბრწყინვენ ელვანი და განაბნინე იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და შეაძრწუნნე იგინი. 7. გამოავლინე ხელი შენი მაღლით, მიხსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა, ხელთაგან შვილთა უცხო თესლთაისა. 8. რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა. 9. ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ და ათძალითა საფსალმუნისაითა გიგალობდე შენ. 10. რომელმან მისცა ცხოურებაი მეფეთა, რომელმან იხსნა დავით მონაი თვისი მახვილისაგან ბოროტისა. 11. მიხსენ და განმარინე მე ხელთაგან შვილთა უცხო თესლთაისა, რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა. 12. რომელთანი ძენი მათნი ვითარცა ახალ-ნერგნი განმტკიცებულ არიან სიჭაბუკესა შინა მათსა, ასულნი მათნი განშუენებულ არიან და აღმკულ, ვითარცა მსგავსებაი ტაძრისაი. 13. საუნჯენი მათნი სავსე არიან და გარდაეცემიან ურთიერთას. ცხოვარნი მათნი მრავლის მშობელ არიან, განმრავლებულ გამოსავალსა მათსა, და ზროხანი მათნი ზრქელ არიან. 14. არა არს დაცემაი ზღუდისაი, არცა განსავალ, არცა ღაღადებაი უბნებსა მათსა. 15. ჰნატრეს ერსა მას, რომლისა ესე ესრეთ არს; ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი.
1. აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. 2. ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. 3. დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისაი არა არს დასასრულ. 4. ნათესავი და ნათესავი აქებდინ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა უთხრობდენ. 5. დიდად შუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკვირველებათა შენთა მიუთხრობდენ. 6. და ძალი საშინელებათა შენთაი თქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ. 7. ხსენებაი მრავალი სიტკბოებისა შენისაი აღმოთქუან და სიმართლითა შენითა იხარებდენ. 8. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე. 9. ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა. 10. აღგიარებდედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ. 11. დიდებაი სუფევისა შენისაი წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან. 12. უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაი შენი და დიდებაი დიდად შუენიერებისა სუფევისა შენისაი. 13. სუფევაი შენი სუფევაი არს ყოველთა საუკუნეთაი, და მეუფებაი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; სარწმუნო არს უფალი ყოველთა შენთა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. 14. განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი. 15. თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა. 16. აღაღებ შენ ხელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ. 17. მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. 18. ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით. 19. ნებაი მოშიშთა მისთაი ჰყოს და ვედრებისა მათისაი შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი. 20. დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს. 21. ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ხორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. დიდებაი.
1. აქებს სული ჩემი უფალსა. 2. ვაქებდე უფალსა, ცხორებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. 3. ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაი. 4. გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი. 5. ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა; 6. რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი არს მას შინა; რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; 7. ჰყვის სამართალი ვნებულთაი და ჰსცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰხსნნის კრულნი; 8. უფალმან განაბრძვნის ბრმანი უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი; 9. უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზაი ცოდვილთაი წარწყმიდოს. 10. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ თესლითი თესლადმდე.
1. აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაი, ღმერთსა ჩუენსა, ტკბილ ეყავნ ქებაი. 2. აღაშენოს იერუსალემი უფალმან და განბნეულნი ისრაელისანი შეკრიბნეს. 3. რომელმან განკურნნის შემუსრვილნი გულითა და შეუხვნნის წყლულებანი მათნი. 4. რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკვლავთაი და ყოველთავე მათ სახელით უწესნ. 5. დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისაი არა არს რიცხვი. 6. შეიწყნარნის მშვიდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე. 7. აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა. 8. რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წვიმაი ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივაი მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა; 9. რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას. 10. არა თუ ძლიერებაი ცხენისაი უნდა, არცა სხვილბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს. 11. არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა.
1. აქებდ, იერუსალემ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ; 2. რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა, 3. რომელმან დასხნა საზღუარნი შენნი მშვიდობით და სიპოხითა იფქლისაითა განგაძღო შენ; 4. რომელმან მოავლინის სიტყუაი მისი ქუეყანად, და სწრაფით რბინ ბრძანებაი მისი; 5. დადვის თოვლი ვითარცა მატყლი და ნისლი ვითარცა ნაცარი მიჰფინის; 6. რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი ნებეულად; წინაშე ყინელსა მისსა ვინ-მე დაუდგეს? 7. მოავლინის სიტყუაი მისი და დაადნვის იგი; ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი; 8. რომელი უთხრობს სიტყუათა მისთა იაკობსა, სიმართლეთა და განკითხვათა მისთა _ ისრაელსა. 9. არა უყო ესრეთ ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ. დიდებაი.
1. აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. 2. აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი. 3. აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი. 4. აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი. 5. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს. 6. და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს. 7. აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი; 8. ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა; 9. მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი; 10. მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი; 11. მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი. 12. ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; 13. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა. 14. და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.
1. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. 2. იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა. 3. აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას. 4. რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა. 5. იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა. 6. ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა. 7. ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა, 8. შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა, 9. ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; დიდებაი ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.
1. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა. 2. აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა. 3. აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა. 4. აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა. 5. აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა. 6. ყოველი სული აქებდით უფალსა. დიდებაი.
უმცირეს ვიყავ მე ძმათა შორის ჩემთა და უმრწემეს სახლსა შინა მამისა ჩემისასა და ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩემისათა. ხელთა ჩემთა ქმნეს საგალობელი, და თითთა ჩემთა განაგეს საქებელი. და ვინ-მე მიუთხრას ესე უფალსა ჩემსა და თავადმან უფალმან შეისმინა. და თავადმან გამოავლინა ანგელოზი მისი და აღმიღო მე ცხოვართაგან მამისა ჩემისათა და მცხო მე ზეთითა ცხებულისა მისისაითა. ძმანი ჩემნი იყვნეს კეთილ და დიდ, და არა სთნდეს იგინი უფალსა. განვედი მე შემთხუევად უცხო თესლისა მის, და მწყევდა მე კერპთა მიმართ თვისთა; ხოლო მე ვიხადე მახვილი მისი და წარვჰკუეთე თავი მისი და აღვხოცე ყუედრებაი ძეთაგან ისრაელისათა.