გალობანი წმიდისა ანგელოსისა მიმართ,
მცველისა სულისა და ხორცთა ჩვენთასა

გალობა 1

უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თვისი, ზღვასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

გალობად და ქებად მაცხოვარო ჩემო, მონა ესე შენი ღირსად გამომაჩინე, უხორცოსა მის ანგელოსისა, წინა მძღვრისა და მცველისა ჩემისა.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

შემიწყალე მე, რამეთუ მხოლო უდებებით, და უგულისხმოებით მდებარე-ვარ, წინა-მძღვარო ჩემო მცველო ანგელოსო, ნუ დამიტევებ მე წარწყმედილსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გონება ჩემი წარმართე ვედრებითა შენითა ყოფად ბრძანებათა ღმრთისათა, რათა მივემთხვიო მისგან მოტევებასა ცოდვათასა, და მოძულებად ძვირთა წარმიძეღუ გევედრები შენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ევედრე ქალწულო, ჩემ მონისა შენისა-თვის სახიერსა ღმერთსა მცველისა მის ჩემისა თანა, და მიძღოდე მე ყოფად მცნებათა ძისა შენისათა.

გალობა 3

შენ ხარ დამამტკიცებელი, მვედრებელთა შენთა ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთა, და გადიდებს სული ჩემი.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

ყოველი გონება ჩემი და სული, შენდამი დამიძს მცველო ჩემო ანგელოსო, და ყოვლისაგან განსაცდელისა მტერთასა განვერები.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

მაჭირვებს მე მტერი და მჰსწავლის მარადის ყოფად თვისისა ნებისა, არამედ შენ წინა-მძღვარო ჩემო ნუ დამიტევებ მე წარწყმედულსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღირს-მყავ მე შესხმად ქებისა ღმრთისა, და შენ მცველისა ჩემისა ანგელოსისა, და გამომიხსენ მე მტერთაგან, ჭირვეული ესე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნე ყოვლად-წმიდაო, ფრიად სნეული ესე სული ჩემი, და სულიერნი მტერნი ჩემნი იოტენ, რომელნი იგი მარადის მბრძვანან.

წარდგომა

სულიერითა მით სურვილითა გიგალობ შენ მცველო სულისა ჩემისაო წმიდაო ანგელოსო, დამიცევ და დამიფარე, საფრთხეთაგან ბოროტთა, და ცხოვრებისა მიმართ წარმართებად გულის-ხმა-მიყავ, და განმწმიდე, და განმაძლიერე მე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთის-მშობელო სძალო, ყოვლად უთესლოდ მშობელო ყოველთა, მეუფისაო, მას ევედრე ანგელოსისა ჩემისა მცველისა თანა, რათა გამომიხსნეს მე ყოვლისაგან უგულის-ხმოებისა, და მოჰსცეს ლმობიერება და ნათელი სულსა ჩემსა, და მოტევება მომადლოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ მჰსწრაფლ შემწე.

გალობა 4

მესმა უფალო განგება, საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღვთაება შენი.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

ევედრე კაცთ-მოყვარესა ღმერთსა, მცველო ჩემო, და ნუ დამიტევებ, არამედ ცხოვრება ჩემი მშვიდობით დაიცევ, და მომეც მე ცხოვრება უძლეველი.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

შემწედ და მცველად ცხოვრებისა მომიგიე შენ ღმრთისა მიერ ანგელოსო, და გევედრები შენ წმიდაო, ყოველთა ჭირთაგან თავის-უფალ-მყავ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მწიკულევანება ესე ჩემი სიწმიდითა შენითა წმიდა-ჰყავ მცველო ჩემო, რათა ნაწილსა მარცხენესა განვერე მე ვედრებითა შენითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უმეცარ-ვიქმენ მე ფრიად, გარემოდგომილთა ძვირთაგან ყოვლად წმიდაო ქალწულო, არამედ მჰსწრაფლ მიხსენ, რამეთუ შენდა მხოლოსა მოვივლტი.

გალობა 5

აღმსთობილნი შენ გიგალობთა უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ ვითარცა სახიერ-ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

გაქუს კადნიერება ღმრთისა მიმართ, მცველო ჩემო წმიდაო და ევედრე მას, რათა მიხსნეს ჭირთაგან და მცხოვნოს მე.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

ნათელო ნათლისაო, ნათლად გამოაბრწყინვე სული ჩემი, წინა-მძღვარო და მცველო ჩემო ღმრთისა მიერ მოცემულო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ძილსაცა შინა დამიცევ მე ანგელოსო ღმრთისაო, ვითარცა რა მღვიძარე, და აღმადგინე მე ვედრებად შენდა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარიამ ღმრთის-მშობელო, სასოო მორწმუნეთაო, მტერთა სილაღე დაამხუ და შემსხმელნი შენნი მხიარულ-ჰყუენ.

გალობა 6

მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად ღმერთო, მეოხებითა მოწამეთათა.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

ყოველთავე განსაცდელთა მიერ განმათავისუფლე მე, და ზრუნვისაგან მიხსენ გევედრები, შენ წმიდაო ანგელოსო, და დამამტკიცე გონიერებასა ზედა კეთილსა.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

წმიდა-ჰყავ გონება ჩემი ნეტარო, და განმანათლე მე, გევედრები შენ წმიდაო ანგელოსო, და ცნობა ჩემი ყოვლადვე უმჯობესისა მიმართ წარმართე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განრინე გული ჩემი ბოროტთაგან, აღძრვითა გულის-თქმისათა, და მღვიძარებად განმაძლიერე მე კეთილთა შინა მცველო ჩემო, და მიმიძეღუ მყუდროსა ცხოვრებისა მიმართ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კონდაკი

გამომიცხადე მე მოწყალება შენი, წმიდაო ანგელოსო ღმრთისაო მცველო ჩემო, და ნუ განმეშორები მე მწიკულევანსა ამას, არამედ განმანათლე მე ნათლითა მიუახლებელითა, და მყავ ღირს ზეცისა სასუფეველისა.

იკოსი

შეურაცხი ესე სული ჩემი მრავლითა მიცთუნებითა წმიდაო წინა-მდგომელო, ღირს-ჰყავ გამოუთქმელისა მის ზეცისა დიდებისა გალობად გუნდსა თანა უხორცოთ ძალთასა, და შემიწყალე მე, და დამიცევ გონებითა მით კეთილითა, და სული ჩემი განანთლე ანგელოსო ჩემო, რათა დიდებითა მით შენითა განვჰმსდიდრდეთ, და უკუნაქციე მტერი იგი, რომელი აზმნობს ჩემდა მომართ ძვირსა, და ღირს-მყავ მე ზეცისა სუფევასა.

გალობა 7

ყრმათა ღმრთის-მსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა ოქროსასა და მით სახმილსა შეითხივნეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

მოწყალე მექმენ და ევედრე უფალსა ღმერთსა ანგელოსო ჩემო, რამეთუ მაქუ შენ ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა წინა-მძღვრად, და მცველად ღმრთისა მიერ მოცემულო ჩემდა უკუნისამდე.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

ნუ დაუტეობ გზასა შინა სლვად სულსა ჩემსა უბადრუკსა, რათა არა მოიკლას ავაზაკთა მიერ, წმიდაო ანგელოსო, რამეთუ შენ მოცემულ-ხარ ღმრთისა მიერ მცველად, არამედ წარუძეღუ მას გზასა სინანულისასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ყოვლითურთ ისწრაფის სული ჩემი სირცხვილეული, მიყვანებად ბოროტთა ზედა გონებისა ჩემისა, არამედ უსწრვე წინა-მძღვარო ჩემო, და მომეც კურნება და გონება კეთილი, რათა მივიდრიკო ყოვლადვე სიმართლისა მას გზასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიბრძნით აღივსო ყოველივე, და ძლიერებითა ღვთაებისათა გვამოვანისა მაღლისა სიბრძნისა მიერ გულის-ხმისყოფით და ღმრთის-მშობელისა მიმართ ვჰხმობთ, კურთხეულ ხარ შენ დედოფალო, ღმრთისა ორცითა მშობელო.

გალობა 8

მეუფესა ცათასა, რომელსა მსახურებენ გუნდნი ანგელოსთანი უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

ღმრთისა მიერ მოვლინებულო, ყოვლად-სახიერო ანგელოსო, დაამტკიცე ცხოვრება ჩემ მონისა შენისა, და უნ დამიტევებ მე უკუნისამდე.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

ანგელოსო სახიერო, სულისა ჩემისა წინა-მძღვარო, და მცველო ყოვლად-სანატრელო გიგალობ შენ უკუნისამდე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეყავ მე მფარველ დღესა მას განკითხვისასა ყოველთა კაცთასა, რომელსა შინა ცეცხლითა გამოიცდებოდნე საქმენი კეთილნი და ბოროტნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეყავ მე შემწე მყუდრო ღმრთის-მშობელო, მარადის ქალწულო მონასა შენსა, და უნ მყოფ დაკლებულ სასუფეველისაგან.

გალობა 9

ღმრთის-მშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ მიხსნენით ქალწულო უბიწოო, და გუნდსა თანა უხორცოთასა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

იესო შემიწყალე მე მხოლოო მაცხოვარო ჩემო, და მართალთა მათ კრებულისა თანა ღირს-მყავ მე თანა-ზიარად, რათა გადიდებდე.

წმიდაო მცველო ანგელოსო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

გუნებითა ჩემითა მარადის ყოფა კეთილისა მის, და სარგებელისა მომანიჭე წმიდაო ანგელოსო, და უძლურებასა შინა ძლიერად გამომაჩინე და უბიწოდ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რამეთუ გაქუს კადნიერება მეუფისა მიმართ ზეცათასა, მას ევედრე სხვათა მათ უხორცოთა თანა, შეწევნად ჩემდა უბადრუკისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდი კადნიერება გაქუს შენგან შობილისა მიმართ ქალწულო, მე შეკრული ცოდვითა განმხსენ და მომეც შეწევნა შენი, რათა გიგალობდე.

ლოცვა ანგელოსისა მიმართ, კაცთა ცხოვრებისა მფარველისა

წმიდაო ანგელოსო, უბადრუკისა სულისა ჩემისა და ვნებულისა ცხოვრებისა ჩემისა შემწეო, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები მე უძღებებისა ჩემისა-თვის, ნუ აცლი ბოროტსა ეშმაკსა, რათა დამიპყრას მე მოძალეობითა მოკუდავისა ამის ხორცისათა, განაძლიერე საწყაობელი და უძლური ხელი ჩემი, და მასწავე მე გზა ცხოვრებისა. ჰოი ანგელოსო წმიდაო, მომეც მე სინანული პეტრესი, ცრემლნი მაგდალინელისანი, აღსარება ავაზაკისა მის ჯვარცმულისა, მომიტევენ ცოდვანი ჩემნი აქამომდე ქმნილნი. ჰოი წმიდაო ანგელოსო ღმრთისაო, მცველო და მფარველო უნდოსა სულისა და ხორცისა ჩემისაო, მომიტევე მე ყოველივე, რაოდენთა მიერ განგარისხე, და მწუხარე გყავ, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და უკეთუ რაიმე შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა, დამიფარე აწინდელსა ამას ღამესა და მიხსენ მე ყოვლისაგან განსაცდელისა წინა-აღმდგომისა, რათა არცა ერთისა რითამე ცოდვითა განვარისხო ღმერთი, და ევედრე ჩემ-თვის უფალსა, რათა განმამტკიცოს მე შიშსა შინა თვისსა, და გამომაჩინოს მე მონად ღირსად მადლისა მისისა, ამინ.