დიდი შაბათის ცისკარზე წასაკითხი კანონი, ჴმაჲ ვ

გალობაჲ ა

რომელმან დაჰფარა სიღრმესა მდევარი, ესე დღეს დაჰფარეს ქუეყანასა ქუეშე შჳლთა მათ ზღჳსა ჰჴსნილთასა, ხოლო ჩუენ შემსხმელთაებრ ჴმა ვჰყოთ: უფალსა უგალობდეთ, რომელიცა დიდებულ არს.

უფალო ღმერთო ჩემო, გალობასა განსვლითსა და ქებასა ეპიტაფიითსა გიგალობთ შენ, დაფლვითა შენითა განმხმელსა ცხოვრებისა შესავალთასა და სიკუდილითა მომკვლელსა სიკუდილისა და ჯოჯოხეთისასა.

ზე საყდართა ზედა და ქუე საფლავთასა შინა გიხილეს რაჲ ქრისტე ზესთა სოფლისათა და ქუენათა, განმგულისმსიტყუელნი შეირყეოდეს სიკუდილითა შენითა, რამეთუ ზესთა ბუნებისა იხილვებოდი მკუდრად, დასაბამი ეგე ცხვრებისაჲ.

რაჲთა დიდებითა შენითა აღავსო ყოველივე, შთაჰჴედ შენ სიღრმეთა ქუეშე ქუეყანისათა, რამეთუ არა დაგეფარა შენ ადამის შინაჲ არსებაჲ ჩემი და დაფლული განმაახლე მე განხრწნილი ესე, კაცთმოყვარე.

 

გალობაჲ გ

შენ დამკიდებელი წყალთა ზედა ქუეყანისა, გიხილეს რაჲ შექმნილთა დამოკიდებული თხემისა ადგილსა, მრავლისა მიერ განცჳფრებისა შეირყეოდეს და გიგალობდეს: არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, არცა მართალ უფალო თჳნიერ შენსა.

ხატნი დაფლვისა შენისანი აჩუენენ და ხილვანი განამრავლენ, ხოლო დაფარულნი შენნი ღმერთმამაკაცად მცხინუარე უკუე ჯოჯოხეთს შინათა, მეუფეო, რომელნი ჴმობდეს და გიგალობდეს: არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, არცა მართალ უფალო თჳნიერ შენსა.

განირთხენ ნებნი და შეაერთენ ძუელად განშორებულნი, ხოლო საფლავსა შინა შემოსითა არმენაკისაჲთა განჰჴსნენ კრულნი, რომელნი ჰჴმობდეს და გიგალობდეს: არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, არცა მართალ უფალო თჳნიერ შენსა.

საფლავისა მიერ და ბეჭედთა შეპყრობილ იქმენ ნებსით, დაუტევნელო, რამეთუ ძალი შენი აჩუენე ყოვლად მოქმედებითა ღმრთივმოქმედად მგალობელთა მიმართ: არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, არცა მართალ უფალო თჳნიერ შენსა.

 

წარდგომაჲ, ჴმაჲ ა

მჴედარნი, რომელნი საფლავსა შენსა სცჳდეს, მაცხოვარ, ელვარებითა ანგელოსისაჲთა მკუდარ იქმნნეს, რომელი დედათა ახარებდა აღდგომასა და გადიდებდეს შენ დამჴსნელსა ხრწნილებისასა; შენ შეგივდებით საფლავით აღდგომილსა ღმერთსა ჩუენსა მხოლოსა, უფალო დიდებაჲ შენდა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იგივე.

 

გალობაჲ დ

ჯუარსა ზედა რაჲ საღმრთოსა წარმოცალიერებაჲ შენი წინათიხილა ამბაკომ, ღაღადჰყო შიშით: განჰსჭერ, სახიერ, შენ ძლიერთა სიმტკიცეჲ, მზიარებელმან ჯოჯოხეთისა შინათამან, ვითარცა ღმერთან ყოვლადძლიერმან.

დღე მეშჳდეჲ განსწმიდე დღეს, ძუელად რომელიცა იგი კურთხეულ ჰყავ საქმეთა განსუენებითა, რამეთუ ჰსცუალებ ყოველთა და განაახლებ მშაბათებელი, მაცხოვარო ჩემო, და აღმგებელი სიტყუაჲ მხოლოდშობილი მლხინებელი სოფლისაჲ

ძალითა უაღრესითა შენ ვითარცა ღმრთისა მძლისათა ხორცთაგან ყოვლადსაღმრთოთა განეყო ქრისტე სული შენი და განხეთქნა ორნივე საკრუელნი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი სიმტკიცითა შენითა, სიტყუაო.

მომგებებელი, სიტყუაო, შენდამი ჯოჯოხეთი განმწარდა ღმერთ-მამაკაცისა მხედი, გუემათა მიერ მოწყლულისა და ყოვლად ძლიერმოქმედისა, გარნა საშინელითა ხატითა წარჰსწყმდა იგი და შეიმუსრა.

 

გალობაჲ ე

ღმრთივგანცხადებაჲ შენი, ქრისტე, ჩუენდა მომართ ქმნილი წყალობით იხილა რაჲ ისაია ნათელი იგი დაუმწუხრებელი ღამითგან აღმსთობილი ჰჴმობდა: აღდგენ მკუდარნი და ქუეყანისა ნაშობნი იხარებდენ.

ახალ-ჰყოფ ქუეყანისათა შემოქმედო, მიწიერ-ქმნილნი და არმენაკი და საფლავი ცხდჰყოფენ შენსა საიდუმლოსა, რამეთუ შუენიერი მზრახველი მოასწავებს განზრახვასა მამისასა ახალყოფასა ჩემსა.

სიკუდილითა მოკუდავებასა და დაფლჳთა ხრწნილებასა შესცუალებ, რამეთუ უხრწნელ-ჰყოფ ღმრთივ-შუენიერად უკუდავმყოფელი მიღებულისა, რამეთუ ჴორცა შენთა ხრწნილება არა იხილეს, არცა სული შენი დატევევულ იქნა ჯოჯოხეთს შინაა.

უქორწინებელისაგან გამოსრულმან და გუერდ-განგმერილმან მის მიერ ჰყავ განახლებაჲ ევასი ადამ მეორე ქმნილმან და დაძინებულმან ძილითა უაღრეს ბუნებისათა აღადგინე ცხოვრებად სიკუდილისაგან, ყოვლადძლიერო.

 

გალობაჲ ვ

დაცულ იქნა, გარნა არ დაჰშთა მჴეცისა მკერდსა იონაჲ, რამეთუ სახედ შენისა ვნებისა და დაფლვისა ვითარცა სასძლოთ აღმოჰჴდა ვეშაპით და უღაღადებდა იგი მჴედართა მათ: მცველნო ამაონო ცრუნო, წყალობაჲ თქუენი დაუტევეთ თქუენ დღეს.

რაჟამს მოჰკუედ სიტყუაო ღმრთისაო ნებსით, არავე განეშორე გუამსა, რომელიცა შეგემოსა შენ, დაღაცათუ დაჰჴსნდა წმიდა ტაძარი შენი ჟამსა ვნებისა შენისაჲსა დღეს, ხოლო ღმრთაებაi და კაცებაi ერთბამად განუყოფელად და შეურწყმელად ეგო.

ცოდვათაჳს ადამ პირველისა მოკუდა უკუდავი კაცობრივ, ხოლო დაღათუ ივნო ჴორცითა, არამედ ეგო ღმრთაება უვნებელად და განხრწნილი იგი ბუნებაჲ ჩუენი შეერთებულ ბუნებასა თჳსსა ჰყო იგი უხრწნელ სახიერებით.

მუეუფებდა ჯოჯოხეთი პირველ ნათესავსა ზედა ჩუენსა, არამედ არა დაადგრა, რამეთუ რაჟამს დაეფალ ნებსით, ქრისტე, და სიკუდილისა მოქლონნი შეჰმუსრნე და საუკუნითგანთა მომკუდართა ახარე, რაჟამს იქმენ შენ პირმშოჲ მკუდართა, მჴსნელო.

 

კონდაკი, ჴმაჲ ზ, მჯდომარეჲ

რომელმან დაჰჴსნა უფსკრულნი, მკუდრად იხილვების, მურითა და ალოითა შემურვილი საფლავსა დაიდების წარგრაგნილი სუდარითა ვითარცა მკუდარი, უკუდავებისა მომცემელი, და დედანი ნელსაცხებლის მომღებელნი საფლავსა მისსა ზედა გოდებით ჰღაღადებდეს: ესე არს დღეჲ უფროჲსად კურთხეული შაბათისა წმიდაჲ, რომელსა ქრისტესა ღმერთსა ვითარცა რაჲ ძილისაგან აღდგომაჲ ჰნებავს საფლავისაგან მესამესა დღესა.

იკოსი, ედემი

მპყრობელი ყოველთა დაბადებულთა ჯუარსა ზედა ამაღლდა და შეძრწუნებულ იქმნნეს ყოველნი არსნი იხილეს რაჲ იგი ძელსა ზედა უმსჯავროდ დასჯილი ხორცითა; მზემან ნათელი თჳსი დაიფარა და ქუეყანა ზარტეხილი შეიმუსრვოდა, ხოლო ზღუამან დაუტევნა საზღვარნი და ივლტოდა და კლდენი განიპნეს და საფლავნი აღეხუნეს და მრავალნი გუამნი შესვენებულთა წმიდათანი აღდგეს, ჯოჯოხეთი დაირღუა და დედანი ჰჴმობდეს: ესე არს შაბათი უფროსად კურთხეული, რომელსა შინა აღჰსდგეს უფალი.

 

გალობაჲ ზ

ჵ სასწაული საჴმილსა შინა გამომჴსნელი ღირსთა ყრმათა ალისაგან სამარესა მკუდრად უსულოდ დაიდების მაცხოვრად ჩუენდა, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, მჴსნელო ჩუენო, კურთხეულ ხარ შენ.

იწყლა ქუესკნელი, გულითა შეიწყნარა რაჲ მოწყლული გუერდსა ლახურითა და ექუს ცეცხლითა საღმრთოჲთა განლეული მაცხოვრად ჩუენდა, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, მჴსნელო ჩუენო, კურთხეულ ხარ შენ.

ეჰა საფლავი, რამეთუ მის შორის შემცველი მძინარებაჲ შემოქმედისა საუნჯედ ჰჴსნისა საღმრთოჲსა გამოჰსჩნდების მაცხოვრად ჩუენდა, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, მჴსნელო ჩუენო, კურთხეულ ხარ შენ.

სჯული მოკუდავთა საფლავსა დადებისა ყოველთა ცხოვრებასა შეიწყნარებს და ამას წყაროდ ცხოვრებისად აჩუენებს მაცხოვრად ჩუენდა, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, მჴსნელო ჩუენო, კურთხეულ ხარ შენ.

ერთივე იყო ჯოჯოხეთს, საფლავსა და ედემს, და მამისა და სულისა თანაღმრთაება ქრისტესი განუჭრელი მაცხოვრად ჩუენდა, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო მჴსნელო ჩუენო, კურთხეულ ხარ შენ.

 

გალობაჲ ჱ

განჰკრთი განცჳფრებით ცაო და შეირყიენით მიწისა საფუძველნი, რამეთუ შეერაცხების მკუდართა მყოფი მაღალთა შინა და კნინსა საფლავსა ესტუმრების: ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

დაჰხსნდა უხრწნელი ტაძარი და აღემართა მხოლოჲ დამჴობილი კარავი, რამეთუ ადამ პირველისაჲ მის ჰშასრულ იქნა მეორე ჯოჯოხეთისა საუნჯეთამდე; ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

დასცხრა კადრი მოწაფეთა არიმათიელი, რჩეულ იქმნა იოსებ, რამეთუ მკუდრად შიშუელად სახილველი ყოველთა ზედა ღმერთი მოითხოვა შემურვად და ჰჴმობდა: ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ჵ ახალი საკჳრველი, ჵ სახირებაჲ და უსაზღვრო თავსდებაჲ, რამეთუ საფლავსა დაიბეჭდვის მყოფი მაღალთა შინა და მაცთურით ჰჴადიან ღმერთსა ბილწნი; ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

გალობაჲ თ

ნუ მტირ მე დედაო, მხილველი საფლავსა შინ ძისა, რომელი მუცლადმიღე თჳნიერ თესლისაჲ, რამეთუ აღვსდგე და ვიდიდო მე ღმრთაებრ და მაღალ-ვჰყუნე სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.

უცხოსა შობასა შენსა ზესთაქმნილი ლმობათა უფროსად ნეტარ-ვიქმენ დაუწყებელო ძეო და აწ ღმერთო ჩემო, გხედავ მკუდრად უსულოდ ტკივილთა ლახურითა განგმერილი სიმწარით, არამედ აღჰსდეგ, რაჲთა უმეტესად ვიდიდო.

ქუეყანაჲ დამფარავს ნებსით, გარნა ჯოჯოხეთისა მე ბჭენი მიძრწიან, მხედვენ რაჲ შემოსილსა შეღებულითა მით შურისძიებისა სამოსლითა, დედაო, რამეთუ დამთრგუნველი ჯუარითა მტერთა აღვდგე და გადიდო შენ.

იხარებდინ აღგებული და იშუებდინ ყოველნი ქუეყანისა ნაშობნი, ესერა ტყუე-იქმნების მტერი ჯოჯოხეთი, დედანო მირონი შემომწირეთ, რამეთუ ადამს ნაშობითურთ ვიჴსნი და მესამესა დღესა აღვჰსდგები მე.