სადიდებელ-სავედრებელი გალობანი

წმიდისა ნიკოლოზისა, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედისა

ხმა 5

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

ფსალმუნი 50

მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

ტროპარი

კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კონდაკი

მირონთ გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა და იხსნენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

 

გალობა 1

ძლისპირი: ეტლთა სიმრავლე მხედრებითურთ ზღვასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხივნეს სიმტკიცითა მკლავისათა, ქრისტეს მიერ იხსნნეს ისრაილნი და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შეეთვისე ღმერთსა, მამაო, სარწმუნოებისა მიერ და სიყვარულისა და ყოვლად წმიდანი აღასრულენ ნებანი მისნი, რომლისა მიერ ყოვლითურთ წმიდა-იქმენ, მღვდელთმთავარო ბრძენო ნიკოლოზ.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შენ, რომელსა გაქვს შუა-მდგომელობაჲ მოწყალისა მიმართ, შეპყრობილნი მწუხარებათა მიერ და განსაცდელთა მოვივლტვით შენდამი, წმიდაო ნიკოლოზ, მოგვეც ჩვენ ხელი შენი, ცხოვნებად ჩვენდა ყოველთაგან იწროებათა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მიროელთ მღვდელთმთავრად ცხებულ იქმენ შენ, ქრისტეს მიერ, კეთილსუნელებითა საკვირველებათათა განმასუნელებელი ჩვენი, ამისთვის გევედრებით, ჰოი ნიკოლოზ, სუნმყრალობისაგან ცოდვათასა მიხსნენ ჩვენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდმან წინასწარმეტყველთამან წინათ მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთვისცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგვიხვენ ჩვენ, ქალწულო.

 

გალობა 3

ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქვეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერება ყოვლადვე კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთმოყვარე.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დააბრჯგვენ ისარნი ბოროტისანი, ღირსო, წმიდა განწყობითა საღმრთოჲთა შრომათა შენთათა, არამედ მეოხებითა შენითა, ბრძენო, მოქმედებისაგან და მძლავრებისა მისისა დაგვიცვენ უვნებელად მგალობელნი შენნი, დიდო ნიკოლოზ.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ცხოვრებაჲ ანგელოზებრი აჩვენე ქვეყანასა ზედა და აწ მარადის ანგელოსთა თანა მდგომარე ხარ წინაშე საყდარსა სამებისასა სამღვდელოო, და ითხოვ დაჰხსნასა ცოდვათა ჩვენთა და განსაცდელთასა, მღვდელთმთავარო, მამაო ნიკოლოზ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განსდევნე, ნიკოლოზ, სიბნელე ყოველი გონებისა ჩემისა, ნათელშემოსილითა მეოხებითა შენითა და გრიგალი ვნებათა დააყუდე და წარმიმართე მე, მამაო, უვნებელისა მიმართ ნავთსაყუდელისა გევედრები, რათა ქებით გადიდებდეთ შენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარჯვენით ქრისტესა მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაჲ ზეციერი გვითხოვე ჩვენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლად წმიდაო.

 

გალობა 4

ძლისპირი: ესმა მოსვლა შენი დიდებული, დაუკვირდა ამბაკოს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხვედ მაცხოვრად ერისა შენისა და ხსნად ცხებულთა შენთა.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

რომელმან განსცვალე წარმავალი ყოფადად, ზიარ-გვყვნე ჩვენცა მისსა, მეოხებითა შენითა წმიდითა, ნიკოლოზ, და ყოველთაგან სოფლისა განსაცდელთაგან გვიხსნენ.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

რომელიცა მიროელთა პირველ მოსაყდრე იქმენ, ნიკოლოზ, ყოველნი საცნობელნი გულისა ჩემისანი მირონითა განასუნელენ, წმიდაო, და სიმყრალენი ვნებათანი განსდევნენ მისგან მარადის მეოხებითა შენითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შემუსრენ მტერისა ღონენი ხილულნი და უხილავნი, ნიკოლოზ, მარადის მბრძოლნი ჩვენნი და მტერნი ჩვენნი დაუსრულებელისა მიმართ წარწყმედისა წარგზავნენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებათა მიერ ხორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკვნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.

 

გალობა 5

ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვილტვი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლო მრავალმოწყალე.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შემუსრენ, წმიდაო ნიკოლოზ, ტაძარნი საკერპონი და უქმად გამოაჩინენ განზრახვანი მწვალებელთანი, ხოლო იხსნენ სიკვდიდ მოყვანებულნი.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

აღმსთობილი სიჩჩოთგან უფლისა მიმართ, ღირსო, ნათელგანფენითა მის მიერითა განათლდი ყოვლითურთ, ამისთვის გევედრები: განსდევნენ ღრუბელნი სულისა ჩემისანი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელნი გევედრებით შენ, მამაო ნიკოლოზ, იყავ ჟამსა ამას ყოველთა შორის მწოდებელთა შენთა და მოგვანიჭენ თხოვანი მაცხოვნებელნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაჲ, ხორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკვიდრებელად თვისად შეგიწყნარა და იხსნნა კაცნი გარემოდგომილთა ჭირთაგან.

 

გალობა 6

ძლისპირი: ზღვა აღძრული ღელვითა წარწყმედელი დააცხვრე, ქრისტე, შერისხვით დააყუდე. მეცა დანთქმული ცოდვათაგან აღმომიყვანე, მოწყალე.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მოწყალე ჰყავ მეუფე მეოხებითა შენითა ყოველთა პატივისმცემელთა შენთათვის, ნიკოლოზ, რათა მოგვანიჭოს დახსნაჲ შეცოდებათა ჩვენთა.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

უძლურებათაგან და სოფლიურთა შებრკოლებათა გვიხსნენ და განსაცდელთაგან და ჭირთა, ნიკოლოზ, რომელთა ესე მოგვიგიე მეოხად უფლისა მიმართ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მკურნალკეთილ გამოგაჩინა შენ, წმიდაო ნიკოლოზ, ქრისტემან მეუფემან, რომლისათვის უძლურებანი განჰკურნენ პატივით შენდა მოლტოლვილთანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უმამაკაცოდ მშობელო ღმრთისა დედაო, წმიდაო, სარწმუნოებით გევედრები შენ, განსდევნენ მოწყინებანი სულისა ჩემისანი.

 

გალობა 7

ძლისპირი: უფროსად ამაღლებულმან, ღმერთმან მამათა ჩვენთამან, სახმილი მოტყინარე ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო შენ კურთხეულ ხარ.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ყოვლითურთ ღმრთისა მიმართ შევედრებულმან, მამაო ნიკოლოზ, ყოვლითურთ მაცხოვნე მე შთავრდომილი მარადის უბადრუკად ვნებათა შინა სოფლისათა, ღმრთივგანბრძნობილო.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ღმრთივუცისკროვანესო მნათობო, ცისკროვან ჰყავ გონებაჲ ჩემი, ნისლითა ვნებათათა მარადის დაბნელებული და მომეც მე სვლაჲ კეთილ სახედ სოფელსა ამას შინა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

პირნი ყოველნი ბოროტად აღებულნი ჩემ ზედა, წმიდაო ნიკოლოზ, დაჰყვენ მეოხებითა შენითა და მიხსენ მე ხილულთა და უხილავთა მტერთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმოგვიბრწყინდა ჩვენ შენ მიერ მზე იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფსა, ღმრთისმშობელო.

 

გალობა 8

ძლისპირი: შენ მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა, გალობა სულიერი გიღაღადეს ყრმათა, ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

რომელიცა მირო-ქალაქსა შინა იქმენ მღვდელთმთავარ დიდ, საცნობელნი სულისა ჩემისანი მირონითა განასუნელენ, ნიკოლოზ, რათა განვერემცა სუნმყრალობისაგან ვნებათასა და მადლი ნუგეშინისმცემელისა მოვიღო.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დააყუდენ ყოვლად ბრძენო, ნაკადულითა ენისა შენისა წმიდისათა ნაკადულნი გმობილნი არიოზისნი, ამისთვის გიგალობთ შენ: ნაკადნი ვნებათა ჩვენთანი განახმენ მეოხებითა შენითა, ყოვლად სანატრელო ნიკოლოზ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გვიხსნენ ცოდვათაგან მეოხებითა შენითა, საეშმაკოთა მიერ განბოროტებათა და ტყვენვისაგან წარმართთასა და ყოვლისაგან უბოროტესისა ძვირისა ვნებისა კაცთა ბოროტთასა, რათა ვითარცა მხსნელსა ჩვენსა გაქებდეთ შენ, მამაო ნიკოლოზ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მიერ ჩვენთვის ხორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდა და ყოლად უბიწო, ყოვლისა ნათესავისა ჩვენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთვის მორწმუნენი ხმამაღლად გიგალობთ შენ.

 

გალობა 9

ძლისპირი: ისაია მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, ჰშვა ძე დაუსაბამო, ემმანუილ ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ და რომელმან ჰშვა იგი, ვნატრიდეთ.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მღვდელთმთავარმან სათნოქმნილმან, დაიცვენ ყოველნი მცნებანი ქრისტესნი, რომლითა მორწმუნეთა ყოველთა მცველ-საღმრთო იქმენ, მამაო ნიკოლოზ, და დაიცვენ ესენი ყოველთაგან განსაცდელთა და ჭირთა.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ვითარცა ოდესმე გამოზარდე ქალაქი შენი სიყმილისა მიერ მოუძლურებული, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, ღირსო, ეგრეთვე აწცა გამოზარდე სული ჩემი პურითა გულისხმისყოფისათა, მამაო ნიკოლოზ, რომელსაცა შემწედ მომიგიე შენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ დიდსა მაგას მზესა სიმაღლესა ზედა ქრისტეს ეკლესიისასა მდებარესა, მწყემსო ღირსო, სარწმუნოებით გევედრებით ნათელ შემოსილითა ელვარებითა ნათლისათა, განსდევდე სულთაგან ჩვენთა ღრმაჲ იგი ბნელი ცოდვისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინასწარმეტყველმან წინათ გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტეს გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩვენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთვის გნატრით შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა, და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.