ევედრებიან სიმართლის, გულითადი სიხარულის,
ურთიერთისადმი გულწრფელი სიყვარულის მოსაპოვებლად,
მამულის მშვიდობისა და დაცვისათვის
ხატი 1917 წლის 2 მარტს გამოჩნდა, მოწამე მეფის ნიკოლოზ II ტახტიდან გადმოგდების დღეს. ამის გამო მისი ყველა ასლი იდევნებოდა ეკლესიებიდან. დედნის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
ანგელოსნი კრძალვითა გმსახურებენ შენ და ყოველნი ზეციურნი ძალნი დაუდუმებელად გაქებენ შენ, ღვთისმშობელო ქალწულო, და მხურვალე ვხმობთ შენდა მომართ, დედუფალო, რაჲთა მადლმან ღუთისამან დაივანოს წმიდასა ძლევაშემოსილსა ხატსა შენსა ზედა და ნათელი დიდებისა სხივბრწყინუალეჲ გარდამოივლინოს ყოველთა სარწმუნოებით შენდა მომართ მლოცუელთა და მხმობელთა ღუთისა მიმართ: ალილუია.
ჰოი, დედუფალო ძლევაშემოსილო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შენ შორის მტვირთუელო ყოვლისა სოფლისა მტვირთუელისა ზეცათა მეუფისაო! გმადლობთ შენ გამოუეთქმელთა მოწყალებათა შენთათვის, რომელთა ჩუენებაჲ კეთილად ინებე შენ ჩუენ ცოდუილთა და უღირსთა ზედა, წმიდითა და სასწაულთმოქმედითა ხატითა ამით შენითა დღეთა მათ შინა მწარეთა და სასტიკთა, რაჟამს ქარიშხალი, ვითარცა გრიგალი სულიერი აღიძვროდა ერსა ჩუენსა ზედა ჟამსა მას ჩუენისა მოსვრისა და აღმოფხურისასა, ჟამსა მას განკრახუისა და შეურაცხებისასა სიწმიდეთა ჩუენთა კაცთაგან უგუნურთა, რომელნი არა ოდენ გულითა, არამედ ბაგითა იკადრებდნენ თქუმად: არა არს ღმერთი და საქმითაცა უჩუენებდნენ სისაძაგლესა ამას.
გმადლობთ შენ მეოხო ჩუენო, რამეთუ სიმაღლთგან შენით გარდამოიხილე მწუხარებათა ჩუენთა ზედა და ჭირთა ზედა მართლმადიდებელთასა და ვითარცა მზემან მანათობელმან განამხიარულენ ჭირთაგან მოუძლურებულნი თუალნი ჩუენნი ხილვითა ყოვლადტკბილისა ძლევაშემოსილისა ხატისა შენისათა, ჰოი, უფროსადკურთხეულო ღმრთისა დედაო, ძლევაშემოსილო შემწეო, მტკიცეო შუამდგომელო. შიშითა და ძრწოლითა გმადლობთ შენ, ვითარცა მონანი უხმარნი ლმობიერებითა შევრდომილ ვართ შენდა, გულითა შემუსვრილითა და ცრემლითა და გევედრებით შენ სულთქმისა გალობითა: გვიხსნენ, გვიხსნენ ჩუენ. შეგვეწიენ, შეგვეწიენ ჩუენ! შეგვიწყალენ, დავინთქმებით ჩუენ, ცხოვრებაჲ ეს ჩუენი ჯოჯოხეთამდე მიწევნულ არს: დღითი დღეთ ცოდუანი ჩუენნი დამძიმებულ არნ, ჭირნი მრავალ, მტერნიცა მრავალ, ჰოი დედუფალო ზეცისაო, განდევნე კუერთხითა საღმრთოჲსა ძლიერებისა შენისაჲთა უპატიოებაჲ სასჯელისა მტრისა, ხილულისა და უხილავისა, ვითარცა მტუერი და ვითარცა ნისლი. შემუსრე დიდადმეტყუელებაჲ განსჯისა მათისა და აღხოცენ იგინი: და ვითარცა დედამან ყოველთამან გზასა ზედა სიმართლისასა და კეთილწიაღობრივსა დაადგინენ იგინი. შთანერგე გულთა შინა ჩუენ ყოველთასა სიმართლეჲ, მშვიდობაჲ და სიხარული სულითა წმიდითა. განფინენ გულთა შინა ჩუენთა მყუდროებაჲ, კეთილდღეობაჲ, უშფოთველობაჲ, ურთიერთსიყუარული შეუორგებელი, კუერთხითა და ყოვლადძლიერითა შენითა, ყოვლადწმიდაო, დააყენე ღუარი უსჯულოებათა, რომელი ესწრაფის დანთქმასა ქუეყანისა ამის ჩუენისასა საშიენელსა უფსკრულსა თვისსა. შეგვეწიე ჩუენ უმწეოთა, სულმოკლეთა ულძლურთა და უსასოთა, განგვამტკიცენ, აღგვადგინენ და გვაცხოვნენ: რაჲთა შენითა ძლიერებითა მარადის დაცულნი ვუგალობდეთ და ვადიდებდეთ ყოვლადპატიოსანსა და დიდადშუენიერსა სახელსა შენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჰოი, ყოვლისა ქუეყანასა შუამდგომელო, ყოვლადსაგალობელო დედაო, შიშითა, სარწმუნოებითა და სიყუარულითა შევრდომილვართ ძლევაშემოსილსა ხატსა შენსა და ყოვლითა გულითა გიხმობთ შენ! ნუ გარემიიქცევი შენდა მოლტოლვილთაგან, ევედრე, მოწყალეო დედაო ნათლისაო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, ტკბილსა უფალსა იესო ქრისტესა, რაჲთა მშვიდობით დაიცვეს მამული ჩუენი, განამტკიცოს კეთილდღეობაჲ ჩუენი, გვიხსნას ჩუენ ძმათამკულელთა ომთაგან და განამტკიცოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიაჲ ჩუენი, შეურყეველად დაიცვეს იგი ურწმუნოებისაგან, განწუალებისა და ერესისა, არა არს ჩუენდა მწე, არა არს ჩუენდა სასო, თვინიერ შენსა, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შენ ხარ ყოვლადძლიერი მეოხი წინაშე ღუთისა ყოველთა ქრისტიანეთა, სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხუისა მისისა მომალბობელი. გვიხსნენ ჩუენ შენდა მომართ სარწმუნოებით მლოცუელნი ზედამოსულისაგან ცოდუათასა, ცილისწამებისაგან კაცთასა, სიყმილისაგან, მწუხარებისა და სნეულებისა. მოგუმადლენ ჩუენ სული სინანულისაჲ, მორჩილებაჲ გულისა, სიწრფელე ზრახუათა, რაჲთა განვერნეთ ცოდუილსა ცხორებასა ამას ზედა და დაუტევნეთ ცოდუანი ჩუენნი. რაჲთა ყოველი, რომელი მადლობით განადიდებს სახელსა შენსა, ღირს იქმნეს ზეცისა სასუფეველსა და მუნცა ყოველთა წმიდათა თანა ადიდებდეს ყოვლადწმიდასა და ყოვლადბრწყინუალესა სახელსა სამსახოვანისა ღუთისასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, ამინ.