ევედრებიან ეშმაკეულთა და სხვადასხვაგვარი სნეულებით შეპყრობილთა განკურნებისათვის
XIX ს-ში ბერ მარტინიანეს დიდი მოღვაწის კონსტანტინე თეოდულეს მიერ დანატოვარი ღვთისმშობელის ხატი ხვდა წიალდ. ბერს სურდა, ხატთან ერთად მიუვალ ადგილებში დამკვიდრებულიყო, მაგრამ ღვთისმშობელისაგან მას ხალხის სამსახური ებრძანა. ხატი მრავალ სასწაულს აღასრულებდა. 1889 წლის 17 ოქტომბერს ის ახალი ათონის მონასტერში გადააბრძანეს.
ღმრთისა დედაო, შეწევნაო და მცუელო ჩუენო, რაჟამს გევედრნეთ, გვექმნენ ჩუენ განმანთავისუფლებელ, შენ ზედა დავსდებთ სასოებასა ჩუენსა და ყოვლითა სულითა ვხმობთ შენდა მომართ ყოვლისა ჟამსა: მოწყალე გვექმენ და შეგვეწიენ ჩუენ, მოჰყავ ყური შენი და შეიწირე მწუხარენი და ცრემლით ვედრებანი ჩუენნი და ვითარცა გენებოს, ნუგეშინისგვეც და განგვამხიარულე ჩუენ მოყუარულნი დაუსაბამოსა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისანი. ამინ.