ლოცვანი ჩერნიგოვ-გეთსიმანიის
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი

ევედრებიან ეშმაკეულთათვის და თვალების დაავადების განსაკურნებლად

ეს ხატი ილინ-ჩერნიგოვის ხატის ზუსტ ასლს წარმოადგენს და ტროიც-სერგიევის ლავრის ახლოს, გეთსიმანიის სკიტის გამოქვაბულშია დაბრძანებული. მას შემდეგ, რაც იგი მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარს შესწირეს, მრავალ სასწაულს აღასრულებს და მისგან განკურნებული ადამიანების მიერ მდიდრული შემოწირულობებითაა შემკული.

ტროპარი, ხმა 5

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, სასოო ყოველთა ქრისტეანეთაო, არა გუაქუს ჩუენ სასოებაჲ თვინიერ შენსა, ყოვლადუხრწნელო დედუფალო ჩუენო, ქალწულო ღუთისმშობელო, დედაო ქრისტეს ღუთისა ჩემისაო, შემივედრე და ყოვლისაგან ბოროტისა მიხსენ მე და ევედრე მოწყალესა ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს უბადრული სული ჩემი და მიხსნეს მე სამარადისოჲსაგან ტანჯუისა და ღირს მყოს თვისსა სასუფეველსა.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო, დედაო ქრისტეს ღუთისა ჩუენისაო, დედუფალო ზეცისა და ქუეყანისაო, ისმინე სულთქმაჲ მრავალვნებულთა სულთა ჩუენთაჲ, გარდამოიხილე მაღლით ჩუენ ზედა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა თაყუანის-ვცემთ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა, რომელნი დამძიმებულნი ცოდუითა და შეპყრობილნი მწუხარებითა ვჭვრეტთ გამოსახულებასა შენსა და მოგიძღუანებთ მდაბალთა ლოცუათა ჩუენთა. არა არს ჩეუნდა შემწე, არა არს ჩუენდა მეოხ და ნუგეშინისმცემელ თვინიერ შენსა, ჰოი, დედაო ყოველთა მწუხარეთა და მაშვრალთაო, შეეწიე უძლურებათა ჩუენთა, დააცხრენ მწუხარებანი ჩუენნი, გზაჲ ჭეშმარიტი წარგვიმართენ შეცდომილთა ამათ, განაგრძენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი და სინანულად მოგვიყუანენ, ქრისტეანობითნი აღასასრულნი მომმადლენ და მექმენ ხელისამპყრობელ წინაშე საშინელსა სამშჯავროსა ღუთისასა, რამეთუ მარადის გიგალობთ, გაკურთხებთ და გადიდებთ შენ, მეოხსა სახიერსა ერისა ქრისტეანეთასა, ყოველთა წმიდათა თანა, ამინ!