ლოცვანი იერუსალიმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის მიმართ

ევედრებიან ხანძრის, ეპიდემიის დროს, ასევე პირუტყვის ხანძრისაგან დასახსნელად;
ამასთან, სიბრმავისა და დამბლის განსაკურნებლად

ტროპარი

სახეჲ მტკიცისა შუამდგომელობისა და გულმოწყალებისა შენისა, დედუფალო, ხატი იერუსალიმისა გამოგვიბრწყინდა ჩუენ და აღვავლენთ ლოცუასა სულთა ჩუენთგან წინაშე მისსა, და სარწმუნოებითა ვხმობთ შენდამო: გულმოწყალეო, მოხედენ ერსა შენსა, ყოველნი მწუხარებანი და ვნებანი ჩუენნი დაშრიტენ, კეთილნი ნუგეშინის-ცემანი გულთა შინა ჩუენთა დანერგენ და ცხორებაჲ სამარადისოჲ ითხოე სულთა ჩუენთათვის.

ლოცვა

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, სასოო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, მწუხარეთა მეოხო, უსასოთა ნავსაყუდელო, ობოლთა და ქურივთა გამომზრდელო, შემივრდენ და შემიწყალენ ჩუენ ცოდუილნი და უღირსნი მონანი შენნი, ლმობიერად შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა, ევედრე, დედუფალო გულმოწყალეო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაჲთა მოგვიტევნეს ცოდუანი და უსჯულოებანი ჩუენნი, რაჲთა მოწყალებითა მისითა ღირს ვიქმნეთ კეთილსა აღსასრულსა ცხორებისა ჩუენისასა და წყალობაჲ მისი ყოველთა რჩეულთა მისთა ზედა აჩუენე, რამეთუ კურთხეულ და უფროსად დიდებულ ხარ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!