ევედრებიან წარმართებისათვის გზისა, რომელიც ცხონებასთან და ზეციური სასუფევლის დამკვიდრებასთან მიგვიძღვება.
გადმოცემის მიხედვით ეს ხატი სმოლენსკიდან მოსკოვში ლიტვის დიდი მთავრის ვიტოვტის ასულმა სოფიომ გადმოაბრძანა, როდესაც იგი მოსკოვის მთავარს გაჰყვა ცოლად (XV-XVI სს.).
რაჲმე სახელგდვათ შენ, ჰოი, მიმადლებულო? ცად, რამეთუ აღმოგვიბრწყინვე სოფლად მზე სიმართლისა, სამოთხედ, რამეთუ აღმოუცენე ყუავილი უხრწნელებისა, ქალწულად - რამეთუ დაადგერ უხრწნელად, წმიდად დედად, - რამეთუ იტვირთე წმიდათა წიაღთა ძე და ყოველთა ღმერთი, მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათვის.
რაჲმე სახელგდვათ შენ, ღუთივმიმადლებულო ღუთისმშობელო, ყოვლადწმიდაო მარიამ, ვითარითა გალობითა განგადიდოთ შენ, რომელსაცა გადიდებენ ამგელოსნი და კაცნი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეთვე ქუეყანასა ზედა. გამოჩნდა შენ ზედა კაცთაგან მოუგონებელი და ცათა შინა ანგელოსთაგან გამოუკვლეველი საიდუმლო, უპირატესი გონებისა და სიტყვისა, განკაცება სიტყვისა ღუთისა, მამისაგან უთესლოდ მიდგომილებითა უდედოდ შობილისა, განხორცილებულისა წიაღსა შენსა და უხრწნელებისა ბეჭდითა ქალწულებისა შენისათა შობილისა. ჰოი, სასწაული, ყოველთა სასწაულთა უპირატესი. სიტყუა ჭეშმარიტისა ღმრთისა განხორციელდა და იშუა ქორწილისა გამოუცდელისა ქალწულისა მიერ. ჰოი, სიღრმეჲ განუზომელი სიბრძნისაჲ და დიდებულებისაჲ ღუთისა. რაჲმე სახელგდვათ შენ, ჰოი, სძალო ღმრთისა უსძლოო? ვითარ სახელ გდვად შენ ცისკრად, მზედ აღმომავალად ცასა ზედა? უკუეთუ ხარ ზეცა, რომლისაგან აღმოგვიბრწყინდა ქრისტე ღმერთი - ცოდუათა ჩუენთა დამხსნელი, ვითარ სახელ-გდვათ შენ კარიბჭედ, შემავალად სამოთხედ, რომელ დაგუეხშა პირველთა მშობელთა ჩუენთა მიერ - სავსეჲ ყოვლითა სიკეთითა?! - უკუეთუმცა ხარ თვით სამოთხეჲ ღუთივკურთხელი, რომელმან აღზარდა დაუშრეტელი ნათ ლი განმაკურნებელი სიმყრალისა ცოდუათა და ხრწნილებათა პირველთა მშობელთა ჩუენთა. ვითარ სახელ-გდვათ შენ მცნობელად ქორწილისა?! უკუეთუმცა ვიდრე მიძინებადმდე შენისა ეგე გამოუცდელად ქორწილისა, - ვიდრე შობადმდე, ჟამსა შობისასა და შემდგომად შობისა ძისა შენისასა. ვითარ სახელგდვათ შენ წმიდად და უბიწოდ მარიამ, რომელ აღემატე სიწმიდითა შენითა ყოველთა მშობელთა და პირველთა მშობელთაცა ზედა?! უკუეთუმცა არა ხოლოთუ შევ ყრმა ქრისტე ღმერთი ჩუენი, არამედ მიიქუ იგი მკერდსა შენსა ზედა და ქალწულებრივსა სძესა აწოებდი მას, რომლისა მიერ ვიხსენებით ყოველნი დაბადებულნი. აწცა, წინაშევე მისსა შიშითა და ძრწოლითა წარდგომილ არნ ყოველნი ზეციური დასნი და ყოველნი სულნი დაბადებულთანი ადიდებენ მას. ჰოი, ჭეშმარიტად კურთხეულ ხარ დედათა შორის, საკვირველ-შორის ქალწულთა და უპირატეს - შორის მშობელთა, კურთხეულთა ფერხთა შენთა ქუეშე შთავრდომილ ვართ და დავსდებთ გულისთქუმათა, ზრახუათა და სულთქუმათა ჩუენთა. მოიხილე დედობრივითა თუალითა შენითა ყოველთა ვედრებათა ზედა და აღამაღლენ წინაშე ღუთისა, ვითარცა მსხუერპლი შემუსვრილისა გულისა და წვლილი უკნინესი უპოვართა სულთა ჩუენთა - წინაშე ძისა შენისა და მაცხოვარისა ჩუენისა, რამეთუ მის მიერ არს გზაჲ ხსნისა წარმართებულ წინაშე სასუფეველისა მისისა, რომელსა არა აქუს დასასრულ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!