დიდი შემწეა ხანძრის დროს. სინას მთაზე, როდესაც ჭექა-ქუხილი საშიში ხდება, ამ ხატის წინაშე პარაკლისს აღასრულებენ
ისევე როგორც მოსე წინასწარმეტყველის მიერ ხილულ ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა, ასევე ქალწული მარიამის წიაღში იყო ძე ღვთისა - ვითარცა ცეცხლი, იშვა მისგან და ქალწული ქალწულადვე დარჩა.
ვითარცა ცეცხლსა შინა მაყუალი შეუწველი ძველთაგანვე მოსეს მიერ ხილული წინა ხატად ქმნა თვისისა განკაცებისათვის ქორწილისა გამოუცდელისა ქალწულის მიერ, რომლითა აწცა, ვითარცა საკვირველებათა მოქმედითა სასწაულითა განდიდებულსა ხატს თვისსა სნეულებათა განსაკურნებლად მოჰმადლებს მართალთა, მცუელად სიფიცხლისაგან ცეცხლისა. ამისთვისცა უგალობთ უფროსადკურთხეულსა: სასოო ქრისტეანეთაო, მძვინვარეთა ჭირთა, ცეცხლისა და ქუხილისაგან მიხსენ მონანი შენნი და აცხოვნენ, მოწყალეო, სულნი ჩუენნი.
ჰოი, ყოვლადწმიდაო და უფროსადკურთხეულო დედაო ქრისტეს ტკბილისა ჩუენისა! შეგივრდებით და თაყუანისგცემთ შენ წინაშე ყოვლადპატიოსნისა ხატისა შენისა, რომლისა მიერ მრავალთა დიდებულთა და საკვირველთა სასწაულთა აღმოგვიცენებ. ცეცხლისაგან მძვინვარისა და ქუხილისაგან ყოვლისა დაიცვნე სახლნი ჩუენნი, განკურნე უძლურნი და აღმისრულნე კეთილად ყოველნი კეთილნი ვედრებანი ჩუენნი. სიმდაბლით გევედრებით შენ, ყოვლადძლიერსა შუამდგომელსა ერისა ჩუენისასა. ღირს მყვნენ უძლურნი და ცოდუილნი ესე მიმთხუევად დედობრივითა ნაწილთა შენთა და კეთილსა ცხორებასა. იხსენ და დაიცევ მოწყალითა საფარველითა შენთა წმიდაჲ ეკლესიაჲ, სავანე ესე, მართლმადიდებელნი ერნი ყოველნი შენდა შევრდომილნი და მოსალმობიერითა ცრემლითა შუამდგომელობისა შენისა მვედრებელი. ჰოი, დედუფალო ყოვლადსახიერო, მოწყალე იქმენ მრავლითა ცოდუითა მოწყლულთა ამათ ზედა, რომელთა არა გუაქუს კადნიერებაჲ წინაშე ღუთისა თხოვად შეწყალებისა და შენდობისა: არამედ გევედრებით შენ, ხორციელად დედასა მისსა: ყოვლადსახიერო, განპყარ ღუთისმტვირთუელნი ხელნი შენნი და მეოხებთა შენითა წინაშე სახიერებისა მისისა ითხოე მოტევებაჲ ცოდუათა ჩუენთაჲ. რაჲთა მშვიდი და ღუთისმოშიშებითი ცხორებაჲ მომანიჭოს ჩუენ, აღასასრული ქრისტეანობითი და კეთილი სიტყვის-გებაჲ წინაშე საშიენლისა სამშჯავროსა მისსა მომმადლოს. მას ჟამსაცა, საშინელსა მოსვლისა მისისასა, რაჟამს ცეცხლითა დაიწუებოდიან სახლნი ჩუენნი და ელვისა ქუხილისა შიშითა დაცემულ ვიქმნებით, გამოაჩინე მოწყალე შუამდგომელობაჲ და ყოვლადძლიერი შემწეობაჲ შენი, რაჲთა ხსნილნი ლოცუითა შენითა წინაშე ღუთისა დროებითსა საშჯელსა ამას განვერნეთ და სამოთხისა სამარადისოჲსა ნეტარებისა მემკვიდრედ გამოსჩნდეთ და ყოველთა წმიდათა თანა უგალობდეთ ყოვლადწმიდასა და დიდებულსა სახელსა სამებისასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო უფლისა მაღლისაო, მეოხო და მფარველო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო!
გარდამოიხილე სიმაღლითგან სიწმიდისა შენისათა ჩემ ცოდუილსა ზედა, შევრდომილსა სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა: ისმინე სიმდაბლით ლოცუისა ჩემისა და მიუძღუანე იგი წინაშე შენგან შეყუარებულისა ძისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, მას ევედრე, რაჲთა განანათლოს ბნელი ესე სუილი ჩემი თვისა საღმრთოჲსა მადლისა ნათლითა, რაჲთა მიხსნას მე ყოვლისაგან ჭირისა, მწუხარებისა და სნეულებისა და ყუდროჲ და მშვიდობითი ცხორებაჲ მომივლინოს მე. სიმრთელეჲ ხორცისა და სულისა და განუსუენოს ვნებულსა გულსა ჩემსა და აღადგინოს წყლულებანი მისნი, რაჲთა განმაბრძნოს მე კეთილს საქმესა შინა, განწმიდოს გონებაჲ ჩემი ამაოთაან ზრახუათა, დამადგინოს მე აღსრულებად მცნებათა თვისთა, მიხსნას მე საუკუნოჲსაგან სიკუდილისა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა. ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შენ ხარ - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“. ისმინე მწუხარისა ამის ჩემისაცა, შენ სახელ გდებთ - „დამშრეტელად ნაღულისა“ დაშრიტე ნაღულიცა ესე ჩემი, შენ ხარ „მაყუალი შეუწველი“ და დაიცევ სოფელი ესე და ჩუენთაგანი ყოველი სიკუდილშემოსილისა და ცეცხლოვანისა ისრისაგან ყოვლისა, შენ ხარ „მომპოვნებელი წარწყმედულთაჲ“ და ნუ მიმიშუებ მეცა წარწყმედად უფსკრულისა შინა ცოდუათა ჩემთასა. შენზედა დამიძს ღმრთისა მიმართ სასოებაჲ ჩემი ყოველი! მექმენ მე მფარველ ცხორებასა ამას ჟამიერსა და საუკუნოსაცა და შუამდგომელ წინაშე საყუარელისა ძისა შენისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი.
მასწავენ მე, თუ ვითარ ვმსახურებდე მას სარწმუნოებითა და სიყუარულითა და ღმრთისმოსაობითა პატივსგცემდე შენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისა დედაო, უფროსადკურთხეულო მარია! შენთა წმიდათა ლოცუათა შევვედრებთ თავსა ჩემსა ვიდრე აღსასრულადმდე ცხოვრებისა ჩემისასა. ამინ.