ევედრებიან სნეულებათაგან აღსადგენად
ღუთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ცოდუითა მოწყლულნი ესე, სასწაულთმოქმედსა მოალერსესა ხატს მისსა ამბორს-უყოფდეთ და ცრემლით უგალობდეთ: დედუფალო, შეიწირენ უღირსთა მონათა შენთა ლოცუანი და მოგუანიჭე ჩუენ, მვედრებელთა შენთა, დიდი წყალობაჲ.
ჵ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო! შეიწირენ უღირსნი ლოცუანი ჩუენ კაცისაგან ბოროტისა და მოულოდნელისაგან სიკუდილისა, მწუხარებისა წილ სიხარული მომანიჭე და მიხსენ ჩუენ, დედუფალო ღუთისმშობელო, ყოვლისაგან ბოროტისაგან და ღირს მყვენ ცოდუილნი ესე მონანი შენნი მარჯუენით დგომასა ჟამსა მეორედ მოსლვისასა ძისა შენისა ქრისტესა ღუთისა ჩუენისა და ცათა სასუფეველისა მკვიდრად გამომაჩინენ და საუკუნოჲ ცხოვრებაჲ მომმადლენ, ყოველთა წმიდათა თანა, დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ.
მიიღე ყოვლად-კეთილ-მოღუაწეო, ყოვლადწმიდაო დედუფალო, ესე პატიოსანი ძღუენი, შენ მხოლოსათვის ჩუენ მიერ უღირსთა მონათა შენთაგან. ყოველთაგან ნათესავთა გამორჩეულო, ყოველთაგან არსთა ზეცისათა უმაღლესად გამოჩინებულო. ამისთვისცა ხოლო შენ მიერ ძე ღუთისა ვცანთ და ღირს ვიქმნენით წმიდასა ხორცსა მისსა, და პატიოსანსა სისხლსა მისსა. ამისთვისცა ნეტარ ხარ თესლითი - თესლამდე, ღუთივ-სანატრელო, ქერუბიმთა უბრწყინვალესო, სერაფიმთა უპატიოსნესო მხოლოო. და აწ ყოვლად-საგალობელო ღუთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ჩუენ უღირსთა მონათა შენთათვის ნუ დასცხრები, რაჲთა ვიხსსნეთ ჩუენ ყოვლისაგან ზრახუისა ბოროტისა გარემოდგომილისა ვნებისა. დავიცვნეთ უჭირველად ყოვლისაგან შემჭამელისა საფრხისა ეშმაკითასა. არამედ ვიდრე აღსასრულამდე ვედრებითა შენითა დამიცვენ ჩუენ, რაჲთა შენითა შუამდგომელობითა და შეწევნითა ცხოვნებულნი თაყუანის-ცემასა ყოველსა ზედა, ყოვლისათვის, სამებისა წმიდისა და ყოველთა შემოქმედისა აღვავლენთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.