ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სახიერისა ძისა სახიერო დედაო, სამეუფოისა ქალაქისა და წმიდისა ამის ტაძრისა მფარველო და ყოველთა ცოდვილთა მწუხარებათა, განსაცდელთა და სნეულებათა შინა მყოფთა უეჭველო წინამბრძოლო და ხელისაღმპყრბელო! მიითვალე სავედრებელი გალობაჲ ესე ჩვენ უღირსთა მონათა შენთაგან, შენდა შეწირული და ვითარცა ძველ-ოდესმე პატიოსნისა ხატისა შენისა წინაშე მრავალგზის მლოცველი ცოდვილი არა მოიძაგე, არამედ მიანიჭე მოულოდებელი სიხარული სინანულისა და მოწყალე ჰყავ ძეჲ შენი და ღმერთი ჩვენი, ეგრეთცა ჩვენ ყოველთა, სარწმუნოებითა და შემუსვრილებითა გულისათა თაყვანისმცემელთა წინაშე კურნებისმომნიჭებელისა ხატისა შენისათა, მოგვანიჭებს მოულოდებელსა სიხარულსა სახმართაებრ: ბოროტებათა და ვნებათა უფსკრულში შთაგდებულთა ყოვლადქმედითსა გულისხმისყოფასა, სინანულსა და ცხონებასა; მწუხარებათა და უსასოობათა შინა მყოფთა – ნუგეშინის-ცემასა; უბედურებათა და განბოროტებათა შინა პოვნილთა – ამათგან ერთიანად დახსნასა; სულმოკლეთა და სასოწარკვეთილთა – სასოებასა და მოთმინებასა; სიუხვეთა და სიხარულთა შინა მყოფთა – განუწყვეტელსა მადლობასა ქველისმოქმედისა ღვთისადმი; ჭირთა შინა შთაცვევნილთა – მოწყლებასა; სნეულებათა შინა მყოფთა და მკურნალთაგან დატევებულთა – მოულოდებელსა კურნებასა და განმტკიცებასა; სნეულებისაგან გონების წარმგებელსა – მოაგებ გონებასა და მიჰმადლი განახლებასა; სამარადისოსა და დაუსრულებელსა ცხოვრებასა წარმავალთა – ხსენებასა სიკვდილისასა, შემუსვრილებასა გულისასა და განცდასა თვისთა ცოდვათა; სულსა ფხიზელსა და მსაჯულისა მოწყალებისადმი სასოებასა მტკიცესა. ჰოი, დედუფალო ყოვლადწმიდაო! მოწყალე იქმენ ყოველთა ზედა პატივისმცემელთა ყოვლად პატიოსნისა სახელისა შენისა და ყოველთა გამოუცხადე ყოვლადძლიერი მზრუნველობა შენი და შემწეობა: ღვთისმოსაობითა, სიწმინდითა და პატიოსნებითა ცხორებულნი ვიდრე აღსასრულამდე სახიერებითა დაიცვენ; ბოროტეულნი კეთილ-ჰყვენ; გზაშეცდომილნი მოაქციენ; ყოველთა კეთილთა საქმეთა და ძისა შენისათვის სათნოთა შემწე-ეყავნ; ყოველი საქმე ბოროტი და წინააღმდგომი ღვთისა დაჰხსენ; მოუხვდომელთა და საძნელოთა და საშიშართა გარემოებათა შინა მყოფთა გარადამოუვლინე ზეცით გამო შემწეობა და გულისხმის-ყოფა; საცთურთაგან და წარწყმედისაგან მიხსენ, კაცთაგან ბოროტთა და ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დამიცვენ და დამიფარენ ჩუენ; მენავეთა თანამენავე ექმენ, მოგზაურთა თანამოგზაურ, ხელმოკლეთა და მშიერთა ექმენ მასაზრდოებელ; უსახლ-კაროთა – საფარველ და თავშესაფარ; შიშველთა სამოსელ, უსამართლოდ დევნულთა და შეურაცხყოფილთა თანამდგომელ; ცილისმწამებელნი და მაგინებელნი წინაშე ყოველთა ამხილე; განძვინებულად დამტერებულთა მოულოდებელი მიჰმადლე შერიგებაჲ და ჩუენ ყოველთა – სიყვარული ურთიერთას, მშვიდობა, ღვთისმოსაობა და ჯანმრთელობა დღეგრძელობისა თანა. მეუღლეობაი სიყვარულითა და ერთითა აზრითა დაჰმარხე; მტერობასა და განხეთქილებასა შინა მყოფნი ცოლ-ქმარნი დაამშვიდენ. შეჰრთე ურთიერთას და საკრველი სიყვარულისა დაჰრთე განუხსნელად; დედათა მიდგომილთა მიანიჭე მშობიარობა მარჯვეი, ყრმანი აღზარდე, სიჭაბუკე განსწავლე, განახვენ გონებითნი ნიჭნი მათნი შესამეცნებელად ყოვლისა სარგებელისა მოძღვრებისა, შიში ღმრთისაი, მოთმინებაჲ და სიყვარული შრომისა ასწავე; სახლეულნი მშვიდობითა და სიყვარულითა გარეშეზღუდე შფოთისა და მტერობისაგან; ობოლთა ექმენ დედა. ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან გარე მიაქციე, და ყოველსა კეთილსა და ღვთივსათნოსა შეჰრთე, ხოლო ცთუნებულნი და ცოდვათა და არაწმიდებათა შინა შთაცვენილნი, ცოდვისა შეგინებითა მიმძლავრებულნი, უფსკრულთაგან წარწყმედისათა აღმოიყვანე; ქვრივთა ნუგეშინისმცემელ და შემწე ექმენ; სიბერესა კერთხდასაყრდნობელ; მოულოდებელისა სიკვდილისა, უნანელად განყვანებისაგან მიხსენ და ჩუენ ყოველნი ქრისტიანულსა აღსასრულსა და წინაშე ქრისტეს საშინელსა სამსჯავროსა უვნებელად, ურცხვენელად, მშვიდობით და კეთილად სიტყვის-გებად ღირს-მყუენ; სარწმუნოებითა და სინანულითა აღსრულებულნი ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა ცხოვრებასა განაწესე; მოულოდებელად აღსრულებულთა მოწყალე ექმენ და შეჰვედრე ძესა შენსა, და ყოველთა ნათესავთა გარეშე დაშთენილთა შესვენებულთა განსვენებისთვის ევედრე ძესა შენსა და თჳთ ექმენ მათ თბილ და მიურულებელ მვედრებელად და შუამდგომელად; ყოველთა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა მყოფთა უწყოდიან, ვითარმედ შენ ხარ მტკიცე და ურცხვენელ წინააღმდგომ ნათესავისა ქრისტიანეთასა და გადიდებენ შენ და შენ მიერ ძესა შენსა თანადაუსაბამოით მამით და თანაარსით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.