ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ მიმართ

ევედრებიან მრავალთა უძლურებათა - სიბრმავის, კოჭლობის, სისუსტის ჟამს, ასევე ტყვეობისა და გემის დაღუპვისას

ტროპარი, ხმა 4

ღუთისმშობელისა მომართ მოვილტვით ჭირსა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა. სიღრმით სულისაჲთ მხმობელნი სარწმუნოებითა, ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცუა ჩუენი, ქალწულო, რომელი მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ღუთისა მაღლისაო, მსწარფლშემსმენელო მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ზეციურისა დიდებისა შენისაგან გარდამოიხილე ჩემ ზედა - უხმარისა, რომელ ხატსა შენსა შევრდომილ ვარ, მსწრაფლ ისმინე მდაბალი ლოცუანი ცოდუილისა ამისანი და შესწირენ ძესა შენსა. მას ევედრე, რაჲთა განანათლოს დაბნელებული სული ჩემი მადლითა ღუთაებისა მისისათა და განწმიდოს გონებაჲ ჩემი ზრახუათაგან ამაოთა. მოამდოვროს აღძრული გული ჩემი და განკურნნეს წყლულებანი მისნი და დანერგნეს მას შინა საქმენი კეთილნი და შიშითა მოზღუდოს ყოველნი ღუაწნი ჩემნი, შემინდვეს ყოველნი ბოროტებანი ჩემ მიერ ქმნილნი, განმათავისუფლოს მე სატანჯუელისაგან საუკუნოჲსა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა, ჰოი, უფროსადკურთხეულო ღუთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელად სახელ-სდევ ხატსა შენსა და ყოველთა მოუწოდებ ხმობად შენდა სარწმუნოებითა: ნუ უგულებელს-მყოფ მწუხარესა ამას, რაჲთა არა დავინთქა სიღრმესა შინა მწუხარებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი და მომნიჭებელ ცხოვნებისა და შენსა საფარველსა და მეოხებასა შევვედრებ თავსა ჩემსა საუკუნოდ, ამინ.