ევედრებიან ჩაგრულნი, ბეჩავნი, წამებულნი; შეტევებით, ხელების სისუსტით, ყელის სნეულებით ტანჯულნი და ტუბერკულოზით დაავადებულნი
ხატი მოსკოვის ფერისცვალების ტაძარში იმყოფება, მასზედ არის წარწერა: „შიშველთა სამოსელი, სნეულთა მკურნალი“. ამ ხატმა XVII ს-ში რუსეთის პატრიარქის და - ეფემია განკურნა, რომელიც გაურკვეველი სნეულებით იტანჯებოდა.
ყოვლადწმიდასა ქალწულსა ღუთისმშობელსა მარადის აღმომდინარესა წყაროსა გულმოწყალებისასა მიველტვით კაცნი ყოველნი, მღუდელნი და მონაზონნი, დედანი და მამანი, პირმშონი, სნეულნი და კურნებულნი, სინანულითა მგალობელნი და ლმობიერად მხმობელნი: დედუფალო, შეწევნაჲ შენი ცოდუილთა მონათა ამათ შენთა ზედა გარდამომივლინე, ვითარცა სახიერი დიდებაჲ შენი, მარადის ისწრაფე შეწყალებად ჩუენდა, ითხოე განწმედაჲ სულთა და ხორცთა ჩუენთა, ცხორებისა წყაროჲსა ჩუენისა - ღუთისაგან, რომელიცა შევ, მხოლოო კურთხეულო!
უსასოთა სასოო, უძლურთა ძალო, ნავთსაყუდელო აღძვრასა შინა ჭირვეულთაო, მეოხო ჩაგრულთაო, პურო მანანაჲსაო, მწყურვალთა დამარწყლულებელო, ნექტარო წყურიელთათვის ზეციურისა განსვენებისაო, დედაო უფროსადსკურთხეულისა ღმრთისაო, მხოლოჲსა შენდა მოვილტვით ყოველთა სულითა, მოვუდრეკთ მუხლთა ჩუენთა საფარველსა შენსა, დედუფალო. ნუ უგულებელსჰყოფ ცრემლთა და გოდებათა ჩუენთა, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელო! დაღაცათუ შიშითა აღამავსებს მე უღირსებაჲ ესე ჩემი და უბადრუკებაჲ ცოდუათა ამათ ჩემთა, არამედ მარწმუნებს მე აღმადგინებელი ხატი ესე, რომელსა ზედა არს ძალი და მადლი შენი. ვითარცა ზღუაჲ დაულევნელი, ვხედევდ ვითარმედ, ბრმანი ხედვენ, მკელობელნი ვლენან, მწირთა დაიფარავ საფარველითა შენითა, შესვენებულთა დედაო და ყოველთათვის ვედრებათა უხუებათა აღმასრულებელო. მათისა შეწყნარებისა სახისა მხილველი, შენდა შევრდომილ ვარ მე, დაბრმობილი ესე თუალითა სულიერითა და მკელობელი სულისა საგრძნობელითა. აღიღე ყოველი მწუხარებაჲ ჩემი, აღიღე ყოველი ჭირი ჩემი; ნუ უგულებელსჰყოფ ვედრებასა ჩემსა, ჰოი, კეთილისამომღებელო! ნუ მომიძაგებ მე ცოდუილსა, ნუ უგულებელსმყოფ მე შემწკივლებულსა. ვუწყი, ვითარმედ ყოველივე ძალგიძს, რაჲცა გენებოს, ჰოი, სახიერო სასოო ჩემო ძუძუჲთგან დედისა ჩემისათა, შენდა შევრდომილ ვარ წიაღითგან დედისა ჩემისა, შენდამი დატევებულ ვარ, ნუსადა დამიტევებ მე, ნუმცა გარემიიქცევი ჩემგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დედუფალო ჩემო სახიერო, საოო ჩემო ღმრთისმშობელო, ობოლთა მოყუარეო და ყარიბთა შუამდგომელო, მწუხარეთა სიხარულო და ჩაგრულთა მფარველო! ხედვედ ჭირსა ჩემსა, ხედვედ მწუხარებასა ჩემსა. შემეწიე მე, ვითარცა უძლურსა, გამომზარდე მე, ვითარცა ყარიბი, შეურაცხებაჲ ჩემი აღიღე და დახსენ იგი, ვითარცა გენებოს; რამეთუ არა მივის სხუაჲ შემწე, თვინიერ შენსა, არა მივის სხუაჲ შუმადგომელ და არცა სახიერი ნუგეშინისმცემელი, მხოლოო შენ, ჰოი ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ მცავ მე და მიფარავ მე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, ყოველთა ქერუბიმთა უპატიოსნესო და სერაფიმთა უზეშთაესო, ღვთივრჩეულო ყრმაო, მომძიებელო წარწყმედულთაო და მწუხარეთა ყოველთა სიხარულო, მომმადლე ჩუენცა ნუგეშინისცემაჲ შენი დანთქმულთა და მწუხარებასა შინა მყოფთა ამათ, რამეთუ არა არს ჩუენდა მფარველ და შემწე თვინიერ შენსა, შენ მხოლო ხარ სიხარულისა ჩუენისა მიზეზი და ვითარცა დედა ღუთისა და დედა გულმოწყალებისა წარდგომილ ხარ წინაშე საყდრისა ყოვლადწმიდისა სამებისა. ძალ-გიც შეწევნაჲ ჩუენი, არსადა სირცხვილეულ იქმნეს ყოველი, რომელი შენდა მოლტოლვილ არს. ისმინე აწცა დღესა ჭირისა და მწუხარებისა ჩუენისასა, რომელნი შევრდომილ ვართ ხატსა შენსა და ცრემლითა გევედრებით: განმაშორენ ყოველნი ტანჯუანი და ვნებანი მოწევნულნი ჩუენ ზედა ცხორებასა ამას შინა, ნუ მომაკლებ ყოვლადძლიერსა მეოხებასა და საუკუნოსა დაუსრულებელსა სიხარულსა სასუფეველსა მას ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისასა, ამინ!
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, უფროსადკურთხეულო დედაო ქრისტეს
ღმრთისა, მაცხოვრისა ჩუენისაო, ყოველთა მწუხარეთა სიხარულო, სნეულთა მომხილველო,
უძლურთა საფარველო და მეოხო, ქურივთა და ობოლთა დამფარველო, მწუხარეთა დედათა
უფროსად აღმატებულო ნუგეშინისმცემელო, ყრმათა უძლურთა სიმტკიცეო, და ყოველთა
შეუწევნელთა შეწევნად მარადის განმზადებულო და მტკიცეო ნავთსაყუდელო. შენდა, ჰოი
ყოვლადმოწყალეო, მოცემულ არს მადლი მაღლისა მიერ, რაჲთა ექმნა შუამდგომელად ყოველთა
და ხსნად მათ და მწუხარებათაგან და სნეულებათა.
რამეთუ მწუხარებანი და სნეულებანი სასტიკნი დაითმინე შენ, რაჟამს ხედევდი ნებსით
ვნებასა საყუარელისა ძისა შენისასა და ჯუარსა ზედა იხილე იგი, რაჟამს მახუილი
წინაუწყებისაებრ სიმეონისა განვიდოდა გულსა შენსა. ამისთვისცა უმეტესად შეისმინე
ვედრებაჲ ჩუენი, დედაო შვილთმოყუარეო, ნუგეშინისგვეც ჩუენ მწუხარებათა ჩუენთა შინა,
ვითარცა ჭეშმარიტისა სიხარულისა მომატყუებელმან, რომელი წარდგომილ ხარ წინაშე
საყდრისა ყოვლადწმიდისა სამებისა, მარჯუენით ძისა შენისა და ქრისტეს ღმრთისა
ჩუენისა. ძალგიძს უკეთუმცა გენებოს, ვედრებად მისდა, რაჲთა მოგუანიჭოს სარგებელი
ყოველი; ამისთვისცა სარწმუნოებითა გულისათა და სიყუარულითა სულთა ჩუენთასა
შევრდომილ ვართ შენდა, ვითარცა დედუფლისა და ფსალმუნთა გალობასა ვიკადრებთ: ისმინე,
ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი, შეისმინე ვედრებაჲ ჩუენი და გარემოდგომილთა
მწუხარებათა ჭირთაგან გვიხსენ ჩუენ: რამეთუ შენ ხარ ყოველთა მართალთა განმართლებაჲ,
ვითარცა მწუხარეთა სიხარულითა აღმავსებელმან და სულთა მათთათვის მშვიდობისა და
ნუგეშინისცემისა მომატყვილებელმან, რომელიც ხედვედ მწუხარებათა და ჭირთა ჩუენთა,
გვიჩუენე მოწყალებაჲ შენი, გარდამოუვლინე ნუგეშინისცემაჲ ნაღვლითა მოწყლულთა გულთა
ჩუენთა. გვიჩუენენ და განგვაკვირვენ ჩუენ ცოდუილნი სიმდიდრითა მოწყალებისა შენსითა.
მოგუეც ჩუენ ცრემლი სინანულისა განსაწმედელად ცოდუათა ჩუენთა და დამაცხრობელად
ღმრთისა რისხუისა, რაჲთა წმიდითა გულითა და სინდისითა კეთილთა და შეუორგულებელითა
სასოჲთა მოველტვოდეთ შუამდგომელობასა და მეოხებასა შენსა. მიიძღუანე,
ყოვლადმოწყალეო დედუფალო ჩუენო, გულისმოდგინებითი ვედრებაჲ ჩუენი შენდა შეწირული და
ნუ განგუაშორებ ჩუენ უღირსთა ამათ გულმოწყალებასა შენსა, არამედ მოგუმადლე ჩუენ
განთავისუფლებაჲ მწუხარებათაგან და სნეულებათაგან ჩუენთა და ყოვლისა საშჯელისაგან
მტერისა და ცილისწამებისაგან კაცთასა დამიცევ მე, მეყავნ მე შემწედ განუშორებელად
ყოველთა დღეთა ცხორებასა ჩემისათა რაჲთა დედობრივსა საფარველსა შენსა ქუეშე მარადის
ვეგნეთ სიმრთელით, დაცულნი შენითა შუამდგომელობითა და ვედრებითა წინაშე ძისა და
მაცხოვნებელისა ღმრთისა ჩუენისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და
თაყუანისცემა, დაუსაბამოჲთ მამით და სულით წმიდითურთ, აწ დამარადის და უკუნითი
უკუნისამდე. ამინ.