ევედრებიან რათა მიიღონ სული გონიერებისა, კეთილმსახურებისა,
გულმოწყალებისა,
მოკრძალებისა, სიწმიდისა და სიმართლისა, რათა დაიცვას ქრისტიანთა ქვეყნები და
ქალაქები
ბრწყინვალედ დღესასწაულობს ერი ჩუენი დღეს, რამეთუ მსგავსად ნათლისა მზისა მივიქუამთ ხატსა შენსა, დედუფალო და ერთობით მისდა მოლტოლვილნი და მლოცუელნი ვხმობთ შენდამი: ჰოი, ყოვლადსაკვირველო დედუფალო ღმრთისმშობელო, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა იხსნეს ერი ჩუენი და ყოველნი ქუეყანანი ქრისტეანეთანი უვნებელად დაიცვნეს ყოვლისაგან ზედამოსვლისა და იხსნნეს სულნი ჩუენნი, ვითარცა მოწყალე არს.
ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო უფლისა ყოველთა უმაღლესთა ძალთაო, დედუფალო ცისა და ქუეყანისა, ქალაქისა და მამულისა ჩუენისა მეოხო მხურვალეო! შეისმინე ლოცუაჲ ესე ჩუენი და ითხოვე ღუთისა - ძისა შენისაგან მოშურნეობაჲ და მღვიძარებაჲ სულთათვის მწყემსთა ჩუენთასა, სიბრძნეჲ და ძლიერებაჲ - მთავრობათათვის, სიმართლე და სიწრფელე გულთა - მსაჯულთათვის, გონიერებაჲ და სიგლახაკე სულთა - წინამძღუართათვის, სიყუარული და ურთიერთშოვრის თანხმობაჲ მეუღლეთათვის, მორჩილებაჲ - ყმაწვილთათვის, მოთმინებაჲ - ჩაგრულთათვის, შიში ღუთისაჲ - მჩაგვრელთათვის, მხიარულებაჲ - მწუხარეთათვის, ზომიერებაჲ - მხიარულთათვის. გონიერებისა და კეთილმსახურებისა სული დაჰნერგე ჩუენ ყოველთა შორის. მომანიჭე სული მოწყალებისა და მოკრძალებისა, სული სიწმიდისა და სიმართლისა. ჰოი, დედუფალო ყოვლადწმიდაო მოწყალე იქმენ უძლურებათა ერისა შენისა ზედა: განბნეულნი შეკრიბენ, ჭეშმარიტებისა გზასა შეცთომილნი განამტკიცენ, მოწყლულნი განკურნენ, მოხუცებულნი აღადგინენ, ყრმანი აღზარდენ, ჭაბუკნი განაბრძვენ და გარდამოიხილე მოწყალითა თუალითა შენითა ყოველთა ზედა, შემიწყალენ ჩუენ ამიერ და იმიერ ქუეყანასა წინაშე სამშჯავროსა ძისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ დედუფალო ჩუენო, დიდებულება ზეცისა და სასოება ქუეყანისა, რამეთუ შენ ხარ მეოხი ჩუენდა ყოველთა სარწმუნოებით მოლტოლვილთა წინაშე შენსა და შენდა მომართ აღვავლენთ ლოცუათა ჩუენთა, და ვითარცა უძლეველსა შუამდგომელსა თავსა თვისსა და ურთიერთსა და ყოველსა ცხორებასა ჩუენსა შეგვედრებით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!