ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი „შვიდისრიანი“

ევედრებიან კოჭლობის და სისუსტის განსაკურნებლად, ასევე მოშუღართა შესარიგებლად

ტროპარი, ხმა 5

მოამდორვენ ბოროტნი გულნი ჩუენნი, ღუთისმშობელო და მოძულეთა ჩუენთა ზედამოსულუანი დაშრიტენ და დახსენ ყოველი იწროებაჲ სულისა ჩუენისაჲ, რომელნი შეუვრდებით წმიდასა ხატსა შენსა. შენითა ტანჯუითა და ლმობიერებითა მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა. ამბორს უყოფთ წყლულთა წმიდათა შენთა და ისართაგან, ჩუენ მიერ შენდა მომართ აღძრულთა, შევძრწუნდებით, ნუ მაუფლებ ჩუენ, დედაო გულმოწყალებისაო, რაჲთა მოვწყდეთ სიბოროტისაგან ჩუენისა და სიბოროტისაგან მოყუასთა ჩუენთასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად მომამდორვებელი ყოველთა გულთა ბოროტთა.

ლოცვა

ჰოი, მრავალთა ტანჯუათა დამთმენელო დედაო ღუთისა, უმაღლესო ყოველთა მიწიერთა დედათაო, - სიწმიდითა და ტანჯუათა სიმრავლითა რომელნი იტვირთენ ქუეყანასა ზედა - შეიწირენ მრავალვნებულნი სულთქუმანი ჩუენნი და დამიცვენ საფარველითა მოწყალებისა შენისაჲთა, რამეთუ არა მივის ნავთსაყუდელი და მეოხი მხურვალეჲ თვინიერ შენსა, არამედ, რამეთუ გაქუს კადნიერებაჲ წინაშე შენგან შობილისა, შემეწიენ და მიხსნენ ლოცუითა შენითა, რაჲთა დაუბრკოლებლად მივემთხვივნეთ სასუფეველსა ცათასა, სადაცა ყოველთა წმიდათა თანა დიდებასა უგალობთ ერთარსსა და სამსახოვანსა ღმერთსა, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამინ.