ევედრებიან ბავშვის დაბადების მოლოდინში და მძიმე მშობიარობისას.
ღუთისმშობელო ქალწულო, განუხრწნელად მშობელო ქროსტეს ღუთისა ჩუენისაო,
შუამდგომელო ქროსტეანეთაო! წარდგომილნი წინაშე სასწაულმოქმედისა ხატისა შენისა
მამანი ჩუენნი გევედრენ შენ, რაჲთა გარდამოავლინო საფარველი და მეოხება შენი ერსა
შენსა ზედა და ჩუენცა ვხმობთ შენდამო: მამული ჩუენი ზედამოსვლისაგან უცხოტომელთასა
დაიცვენ და ყოველთა ძმათამკვლელთა ბრძოლათაგან დაიფარენ, სიმშვიდეჲ მოჰმადლე ერსა
ამას ქუეყანაჲ აღავსე ნაყოფითა. დაიცვენ წმიდად სულიერნი მოძუღუარნი ჩუენნი,
რომელნი მოჰმადლენ წმიდასა ამას შენსა ეკლესიასა. გარდამოუვლინენ ყოვლადძლიერი
საფარველი შენი ყოველთა მათთა, მაშენებელთა და ქველისმოქმედთა ზედა, განაძლიერენ
მართალსა სარწმუნოებასა შინა და ერთსა ზრახუასა ზედა დაამტკიცენ ძმანი ჩუენნი:
დაბნეულნი და მართლმადიდებელისა სარწმუნოებისაგან განტოლვილნი განანათლენ და
წმიდასა ეკლესიასა ძისა შენისასა მიჰმადლენ. სარწმუნოებით მოლტოლვილთა ხატისა
შენისა წმიდისა მომართ ყოველთა გარდამოუვლინე საფარველი შენი, რამეთუ შენ ხარ
ნუგეშინისმცემელი და ნავთსაყუდელი ყოვლისაგან ბოროტებისა, ზედამოსვლისაგან და
განდგომილებისა, რამეთუ შენ ხარ სნეულთა მკურნალი, მწუხარეთა სასო, შეცთომილთა
განმართლებაჲ, შეიწირე ლოცუანი ჩუენნი და აღამაღლე წინაშე საყდრისა მაღლისა
ღუთისასა, რაჲთა შუამდგომელობითა შენითა დაცულნი და საფარველითა შენითა დაფარულნი
ვადიდებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
ამინ!