ევედრებიან ცოდვებისაგან შეპყრობილი
სულებისათვის,
ყოველგვარი სასოწარკვეთილების, უიმედობისა და სულიერი მწუხარებისას
აწ დაყუდნების მწუხარებაჲ ყოველი და შიში სასოწარკუეთილებისაჲ განქარდების, შემუსვრილებითა გულისაჲთა ნუგეშის-იცემინ ცოდუილნი და სხივი ზეციურისა სიყუარულისა გარდამოეფინების მათ ზედა: დედაჲ ღუთისა განგვიპყრობს მხსნელსა ხელსა თვისსა დღესა ამას და ყოვლადწმიდითა ხატითა თვისთა განგუასწავლის: მე ვარ ხელისამპყრობელი ცოდუილთა წინაშე ძისა ჩემისა, რომელმან კადნიერ მყო მე, რაჲთა ვედრებისა ჩემისა ისმინოს მარადჟამს და ჩუენცა მრავლითა თანანადებითა ჩუენითა დამძიმებულნი შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა და ცრემლით ვხმობთ ესრეთ:
შუამდგომელო ყოვლისა ქუეყანისაო, ხელისამპყრობელო ცოდუილთაო, დედობრივითა ლოცუითა შენითა ევედრე მხსნელსა ყოველთასა, რაჲთა ღუთაებრივი კაცთმოყუარებითა თვისთა დაჰფაროს ცოდუანი ჩუენნი და სამოთხისა ბჭენი განგვიხუნნეს. რამეთუ შენ ხარ მეოხებაჲ და ცხორებაჲ ყოველთა ქრისტეანეთაჲ.
ჰოი, დედუფალო უფროსადკურთხეულო, მფარველო ქრისტეანეთა ერისაო, ნავთსაყუდელო და ცხორებაო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, უწყი, ჭეშამრიტად უწყი, რამეთუ ბოროტად შევცოდე, ყოვლადმოწყალეო დედუფალო, და განვარისხე ძე ღუთისა შენ მიერ ხორცითა შობილი და უწიანრესცა ჩემსა მრავლითა სახითა განარისხნეს კეთილნაწლეობა მისი ყოველთა: მეზუერეთა, მეძავთა და სხუათა ცოდუილთა, რომელთა სინანულისა და აღსარებისა მიერ მიემადლათ მიტევებაჲ ცოდუათა: ამისთვისცა წინაშე თუალთა მოწყალისა ხატისა შენისათა წარვადგენ ყოველთა ცოდუათა სულისა ჩემისათა და მხოლოსა ღუთაებრივსა მოწყალებასა მინდობილნი, სინანულით შევრდომილი შენსა სახიერებასა, კადნიერად გევედრებით: ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო, მიპყარ ხელი შენი და ევედრე ძესა დედობრივითა და წმიდითა ლოცუითა შენითა შენდობად მძიმეთა ბრალთა ჩემთათა. მრწამს და აღვიარებ, რამეთუ იგი, რომელ შენგან იშუა, პირმშო შენი არს ჭეშმარიტად ქრისტე, ძეჲ ღუთისა ცხოველისა, მოსრული განსჯად ცხოველთა და მკუდართა ყოველთა საქმეთა მათთაებრ. მრწამს მერმეცა და აღგიარებ ჭეშმარიტად დედად ღუთისად, მოწყალებისა წყაროო, მტირალთა ნუგეშინისმცემელო, ცოდუილთა მომძიებელო, ღუთისა მიმართ ძლიერო და დაუცადებელო მეოხო ყოველთაო. ქრისტეანთა ერისა მოყუარეო და ცოდუილთა სინანულად მომყუანებელო, ჭეშმარიტად! არა არს კაცთათვის შეწევნა და საფარველ თვინიერ შენსა, დედუფალო მოწყალებისაო და რომელ დასდებს სასოებასა შენ ზედა და შენითა მეოხებითა შეუვრდების ძესა შენსა, არსადა დატევებულ იქმნების. ამისთვისცა გევედრები შენსა აურაცხელსა მოწყალებასა, ნუ განმაგდებ მე - არაწმიდასა, ნუ უგულებელს-ჰყოფ შეურაცხსა ვედრებასა ჩემსა, ნუცა დამიტევებ მე უბადრუკსა, რამეთუ წარწყმედელი მტერი ბოროტი დანთქმად მეძიებს მე, არამედ ევედრე ჩემთვის შენ მიერ შობილსა მოწყალესა ძესა და ღმერთსა შენსა, მომიტევნეს ბოროტნი ცოდუანი ჩემნი და წარწყმედისაგან მიხსნეს მე, რაჲთა მის მიერ ცხოვნებული უგალობდე და ვადიდებდე განუზომელსა მოწყალებასა ღუთისასა და შენსა მისსა მიმართ ურცხუენელსა მეოხებასა - ცხორებასა ამას და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ!
ვისა მომართ ვხმობდე ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო, ვისა უგალობდე ჟამსა განსაცდელისასა, არა თუმცა შენ, დედუფალო ცათაო?! ვინა სადა შეიწყნარნეს ცრემლნი ჩემნი და სულთქუმანი ჩემნი, ვინა სადა მსწრაფლ ისმინნეს, არა თუ შენ ხელისამპყრობელო ყოვლადსახიერო, ყოველთა ჩუენთა სიხარულთა სახარულევანო. შეისმინენ აწინდელნიცა შენდა მომართ გალობანი და ლოცუანი ჩემნი და მექმენ მე დედად და მფარველ და სიხარულითა შენითა აღმავსე მე. განაგე ცხორებაჲ ჩემი, ვითარცა გნებავს და ვითარცა უწყი. საფარველსა ქუეშე შენსა დავსდებ ყოველსა ზრახუასა ჩემსა და ცხორებასაცა. და ყოველთა თანა სიხარულით გიგალობ შენ: გიხაროდენ, მიმადლებულო, გიხაროდენ, სახარულევანო, გიხაროდენ, უფროსადკურთხეულო, გიხაროდენ, უფროსად განდიდებულო საუკუნითაგან, ამინ.