ტროპარი: დააცხრენ ვნებანი მრავალცოდვილისა სულისა ჩემისანი, რომელმანცა პირისაგან ქუეყანისა ყოველნი მწუხარებანი აღხოცენ, რომელ კაცთა ვნებათა აოტებ და ცოდვილთა ჭმუნვასა განუქარვებ, რამეთუ შენ ხარ ყოველთა ტვირთ-მძიმათა სიმტკიცეი და სასოებაი, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო.
სასოებაო ყოველისა კიდეთა ქუეყანისათაო, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ნუგეშინისმცემელო და ლხინებაო ჩუენო! ნუ უგულებელს გუყოფ ჩუენ ცოდვილთა, რომელნი მოწყალებასა შენსა მინდობილ ვართ. ალი ცოდუათა ჩუენთაი დაშრიტე და სინანულითა აღაყუავილენ დაწრეტილნი გულნი ჩუენნი. ცოდვილთა ზრახვათაგან განწმინდენ გონებანი ჩუენნი, შეიწირენ სულთქმითნი ლოცვანი გულთა და სულთა ჩუენთანი. იქმენ შენ შუამდგომელ წინაშე ძისა და ღვთისა შენისა და ჩუენ ზედა მოწევნული რისხვაი მისი დააცხრე დედობრივითა ლოცვითა შენითა, მართლმადიდებლობასა შინა განამტკიცენ და დანერგე ჩუენ შორის შიში ღვთსაი, სული მოთმინებისა და სიყვარულისაი. ხორციელთა და სულიერთა წყლულებათაგან განმკურნენ, მტრისა ზედამოსვლანი დააყუდენ, ტვირთი ცოდვათა ჩუენთაი აღიღე და ნუ დამიტევებ ვიდრე დღედ აღსასრულადმდე ჩუენისათა. მომანიჭე ჩუენ წყალობაი შენი და ყოვლადწმიდაი მადლი შენი. ყოველთა აქა მდგომარეთა და მლოცველთა თანა ეგე მარადის და ყოველთა შენდა მოლტოლვილთა შეწევნაი და მეოხებაი შენი აჩუენენ, რაითა გადიდებდეთ და გაქებდეთ შენ ყოველნი, ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვადმდე. ამინ.