ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი „ვნებისა“

ევედრებიან ბრმები და კოჭლები, ასევე ხანძრის დროს

ტროპარი 4, ხმა 4

გამოუთქმელად გაბრწყინდა დღეს სამეუფოსა ამას ქალაქსა შინა ხატი ღუთისმშობელისა და ვითარცა სხივცისკროვანმან მზემან გამოჩინებითა თჳსითა ქუეყანაჲ ყოველი განანათლა. დღესასწაულობენ გონებითა ზეციურნი ძალნი და სულნი მართალნი, ჩუენცა მჭვრეტელნი მისნი ვიხარებთ და ცრემლითა ვხმობთ ღუთისმშობელისა მიმართ: ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღუთისმშობელო, შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ევედრე, რაჲთა მშვიდობაჲ და სიმრთელეჲ მოანიჭის ყოველთა ქრისტეანთა, დიდითა და გამოუთქმელითა წყალობითა თჳსითა.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, უმაღლესო წმდათა ანგელოსთა და მთავარანგელოსთაო, და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, შეუწევნელთა შემწეო, უსასოთა სასოო, გლახაკთა შესავედრებელო, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, მშიერთა გამომზრდელო, შიშუელთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდუილთა ცხორებაო და ყოველთა ქრისტეანეთა შემწეო და შესავედრებელო!

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქალწულო ღუთისმშობელო, მოწყალებითა შენითა აცხოვნე და შეიწყალე ღუთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი.

აცხოვნე დედუფალო და შეიწყალე დიდი მეუფე ჩუენი - უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლად-სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამუღუდელონი და სამონაზვნო წესნი. კეთილმორწმუნენი - მხედართმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყუარე მხედრობა და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, სამოსელითა შენითა პატიოსნითა დაიფარენ. ევედრე დედუფალო, შენგან უთესლოდ განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა დაგჳფარნეს ძალითა თჳსითა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთაგან.

ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღუთისმშობელო, აღმომიყუანენ ჩუენ სიღრმეთაგან ცოდუათასა, და მიხსენ ჩუენ სიყმილისაგან, სვრისა, ძვრისა, ცეცხლისა, მახჳლისა და ზედამოსვლისაგან უცხო თესლთასა, და ტომითისაგან ბრძოლისა და უცნაურისა სიკუდილისა, და ზედა დასხმისაგან მტერთასა და განმხრწნელისაგან ქარისა, და ყოვლისაგან სიკუდილშემოსილისა წყლულებისა და ყოვლისაგან ბოროტისა, მომეც, დედუფალო, მშვიდობაჲ და სიმართლე მონათა ამათ შენთა - მართლმადიდებელთა ქრისტეანთა, და განანათლენ გონებანი ჩუენნი, და თუალნი გულისა ჩუენისა, რაჲთა ვსცხონდეთ, და ღირს ვიქმნეთ ცოდუილნი მონანი შენნი სასუფეველსა ძისა შენისასა, დაუსაბამოთ მამით მისით და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.