ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის
ნოვგოროდის „ზეციური ნიშანის“ მიმართ

ევედრებიან უბედურებათაგან და მძარცველთაგან ხსნისათვის

როდესაც ანდრეი ბოგოლუბსკიმ ნოვგოროდის დაპყრობა განიზრახა, მთავარეპისკოპოსი იოანე სამი დღე-ღამე ლოცულობდა ამ ხატის წიანშე, შემდეგ გარეთ, ქალაქის გალავანზე გამოაბრძანა იგი. ბრძოლის დროს ისარი ხატს მოხვდა და ღვთისმშობლის თვალთაგან ცრემლი გადმოვიდა. ნოვგოროდი მტრის შემოსევას გადაურჩა.

ტროპარი

ვითარცა უბრძოლველისა ზღუდისა და სასწაულთა წყაროჲსა მიმართ მოვილტვით შენდა მონანი შენნი, ღუთისმშობელო ყოვლადწმიდაო, მაოტებელო წინააღმდგომთა მხედრობისაო და გევედრებით შენ: მშვიდობაჲ ერსა ჩუენსა მოჰმადლე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო და უფროსადკურთხეულო, დედაო უფლისა ტკბილისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, შეგივრდებით და თაყუანისგცემთშენ წინაშე წმიდისა სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, მომხსენებელნი საკვირველთა ნიშთა მეოხებისა შენისათა, რომელ მოიღე მის მიერ ქუეყანასა ჩუენსა ზედა ჟამსა მას მიერ შინა ბრძოლისასა, სიმდაბლით გევედრებით შენ, ყოვლადძლიერსა მეოხსა ერისა ჩუენისასა, ვითარცა ძუელად განაძლიერენ მამანი ჩუენი შეწევნითა შენითა, ეგრეთვე აწცა ღირს მყვენ ცოდუილნი და უძლურნი ესე დედობრივსა საფარველსა შენსა. მაცხოვნენ და დამიცუენ ჩუენ, დედუფალო, სამოსლითა მით ერი ესე შენი და ყოველი ქრისტესმოყუარეჲ მხედრობაჲ მისი, განამტკიცენ ყოველნი მართლმადიდებელნი მხარენი და ყოველნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა და ცრემლით მვედრებელნი მეოხებისა შენისანი. ჰოი, დედუფალო ყოვლადმოწყალეო, ლმობიერ იქმენ მრავალთაგან ცოდუათა ვნებულთა ამათ ზედა, განპყარ ღუთის-მტვირთველი ხელი შენი და მეოხ იყავ წინაშე სახიერებისა მისისა. ითხოე მისგან მოტევებაჲ ცოდუათა ჩუენთაჲ, ღვთივსათნოჲ და მშვიდობითი ცხორებაჲ, კეთილნი ქრისტეანობითნი აღსასრულნი და სიტყვის-გებაჲ წინაშე საშინელსა სამსჯავროსა მისსა: რაჲთა ჩუენ ცხოვნებულნი შენითა მისდა მიმართ ვედრებითა მკვიდრ ვიქმნეთ სამოთხისა ნეტარებასა და ყოველთა წმიდათა თანა უგალობდეთ ყოვლადწმიდასა და ყოვლადბრწყინვალესა სახელსა თაყუანისსაცემელისა სამებისასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!