ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ
იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.
ზეციდა მხედრობათა მთავარ-ანგელოსნო, გევედრებით უღირსნი ესე, რათა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ხელ აღპყრობით გიღაღადებთ, ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალნო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იგივე ტროპარი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყუანა ერი თვისი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
არსთა მფლობელო ღმერთო, და ანგელოსთა შემოქმედო, აღახვენ ბაგენი ჩუენნი ღირსად გალობად და ვედრებად უსხეულოთა ძალთა.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ბრწყინვალებითა წმიდისა სამებისათა განათლებულნო ანგელოსნო განგვაბრწყინვეთ სულითა, დაბნელებულნი ესე გევედრებით.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გუნდნო ანგელოსთანო, რომელნი გალობით ღუთივ-შუენიერად ადიდებთ უფალსა, გევედრებით მოგვიხსენეთ ჩვენცა წინაშე საყდრისა მისისა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიადითა გვირგვინითა და სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკობილო დედოფალო მარიამ, წმიდათა ანგელოსთა ოხითა პორფირებრ დაგვიფარენ.
შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთა ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთა, და გადიდებს სული ჩემი.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ექუს ექუსფრთენო სერაფიმნო, მრავალთუალნო ქერუბიმნო, ემმანუილს ევედრენით, რათა განგვანათლოს ელვარებითა.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ვარსკვლავთა უმრავლესნო, და მნათობთა უბრწყინვალესნო ანგელოსნო, ვედრება ჩუენი ისმინეთ, რათა ვგალობდეთ თქუენ თანა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ზე აღმავალნო მარადის ზესთა ბუნებისა ტრფიალებითა, ზოგადსა მეუფესა ევედრენით, რათა ვიხსნეთ ზრუნვათაგან ამაოთა ქვე-მთრევნი ესე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰე, დედოფალო მარიამ, ანგელთსთაგან სიხარულევანო, მათ თანა ევედრე ძესა შენსა, რათა ერთბამად უგალობდეთ მეუფესა მისსა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღუდელმან: შეგვიწყალენი ასამაღლებლითურთ.
მეოხნო მხურვალენო და შუამდგომელნო მორწმუნეთაო, მცველნო და მფარველნო სულთა და ხორცთა ჩუენთანო, დიდებულნო ანგელოსნო, დამბადებელსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოანიჭოს სოფელსა მშვიდობა და პატივის-მცემელთა თქუენთა დიდი წყალობა.
მესმა უფალო განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღუთაება შენი.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
თუალთ-შეუდგამისა ნათლითა გაბრწყინვებულნო წმიდანო ანგელოსნო თვითეულსა ჩუენგანსა გუფარევდით, ვითარცა განაჩინა უფალმან.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ისმინეთ ვედრება ჩუენი მცუელნო ჩუენნო ანგელოსნო და ისართა მათგან განხურებულთა იხსენით სულნი ჩუენნი, რათა იხარებდეთ ჩუენ თანა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
კრებულნო წმიდანო ანგელოსთანო, კრძალულებით გევედრებით კრულებათაგან ბრალთა ჩუენთასა გვიხსენით ყოვლად-დიდებულნო.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლიტანიაობენ პირსა შენსა ანგელოსნი, დიდებულო მარიამ, ლამპარი სულთა ჩუენთა განაბრწყინე ოხითა მათითა ქალწულო.
აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ ვითარცა სახიერ-ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
მიქაელ და გაბრიელ მთავარ-ანგელოსნო მცუელ და მფარველ გვექმნენით სულით და ხორცით გევედრებით.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ნათელნო მეორენო, პირველისა მის ნათლითა განბრწყინვებულნო ანგელოსნო, ნისლი ცოდვათა ჩუენთა განსდევნეთ წმიდანო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ჰინდო ბნელი ეშმაკნი განიოტენ ჩუენგან, მცხინვარებითა თქუენითა ანგელოსნო, ყოვლად-ბრწყინვალენო და ღვთივ-მშვენიერნო.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ოსანნასა გალობითა გაქებენ წმიდანი ანგელოსნი ქალწულო მარიამ, ოხითა მათითა შეგვიწყალენ, დედოფალო.
მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად ღმერთო მეოხებითა ანგელოსთათა.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
პირისპირ უგალობთ პირველსა მას ნათელსა წმიდანო ანგელოსნო, პატივის-მცემელნი თქუენნი შეგვიწყალენით გევედრებით.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ჟამსა სულთ-ბრძოლისა ჩუენისასა გამოგვიჩნდით, ანგელოსნო მშვიდობისანო, და სიტკბოებით შეივედრეთ სულნი ჩუენნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელმან შეგქმნა თქუენ ანგელოსნო სულად სიტყვიერად და გონიერად, მას ევედრენით შეწყალებად ჩუენდა რაჟამს მოვიდეს დიდებით.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სერაფიმთა უწმიდესო მარიამ, სულნი ჩუენნი შეიწყალენ რაჟამს საყვირსა სცემდენ საშინელად წმიდანი ანგელოსნი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მთავარ-ანგელოსნო ღუთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოსთა-მთავარნო და წინამძღვარნო შეცდომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხეთ დიდისა მის წყალობისა უხორცოთა ძალთა ერის მთავარნო.
მღუდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.
მუხლი: აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოსნი მისნი.
მღვდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო. ყოველი სული აქებდით უფალსა. ღირს ყოფად ჩუენდა. სიბრძნით აღემართენით.
სთქუა უფალმან: ეკრძალენით ნუ უკუე ვინმე შეურაცხ-ყვნეთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყვი თქუენ რამეთუ ანგელოსნი მათნი ცათა შინა, მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა. რამეთუ მოვიდა ძე კაცისა ცხოვრებად წარწყმედულისა. რაი სარგებელ-არს კაცისა უკეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს, ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა. რამეთუ მოსლვად არს ძე კაცისა დიდებითა მამისა თვისისათა ანგელოსთა მისთა თანა და მაშინ მიაგოს კაცად კაცადსა საქმეთა მათთაებრ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდათა ანგელოსთათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ნუ უგულებელს-ჰყოფ ოხასა წმიდათა ანგელოსთა შენთასა, ყოვლად-მოწყალეო უფალო, რომელნი უმოსწრაფეს ელვისა აღმასრულებელ-არიან წამის ყოფისა შენისა, არამედ შუამადგომელობითა მათითა მოანიჭე მეფესა ჩუენსა ძლიერება, სოფელსა მშვიდობა, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
მღუდელმან: „აცხოვნენ“ ასამაღლებეღითურთ.
ყრმანი ებრაელთანი სახმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ტრფიალნო ღუთისა სიყუარულითა, ტკბილად მგალობელნო ანგელოსნო, ყოვლად-ტკბილსა იესოს ევედრენით, რათა ტაძრად სულისა გამოგვაჩინოს, ტრედის სახედ გამოჩინებულისა.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
უფლებანო, ძალნო და ხელმწიფებანო, რომელნი უფალსა საბაოთსა უგალობთ ძლევისა გალობასა, მას ევედრენით ზიარ-ყოფად ჩუენდა, უღირსნი დიდებასა თვისსა გამოუთქმელსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ფრთებითა დაიფარავთ პირსა თქუენსა სერაფიმნო, და სამწმიდაარსებით უგალობთ ყოვლადწმიდასა სამებასა, წინაშე მისსა მოგვიხსენეთ ჩვენცა ფრიად ცოდვილნი ესე გევედრებით.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქალწულსა მარიამს ცისა და ქუეყნისა დედოფალსა, ევედრენით წმიდანო ანგელოსნო, რათა მეოხებითა ქრისტეს მიმართ და ერთბამად სახიერებასა მისსა.
მეუფესა კაცთასა, რომელსა მსახურებენ გუნდნი ანგელოსთანი უგალობდით და უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ღუთისა ბრწყინვალებითა განათლებულნო წმიდანო ანგელოსზო, გვიოხეთ ჩუენცა ღირს-ყოფად ღუთივ-მშუენიერისა დიდებისა მისისა ხილვად.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ყოველნო ზეცისა მხედრობანო, ყოვლად-ელვარებითა თქუენითა განგვანათლენ სულით და ხორცით ყოველნი სარწმუნოებით მვედრებელნი თქუენნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შარავანდედითა მცხინვარებისა თქუენისათა განგვაბრწყინეთ ანგელოსნო შვილნი ეკკლესიისანი, და შეერთებულნი თქუენთანა ვიშუებდეთ უკუნისამდე..
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჩუენ უღირსნი მონანი ანგელოსთა-თანა გაქებთ, და გევედრებით, შარიამ, ჩუეულებისაებრ შენისა სიტკბოებისა, შეგვიწყალენ ღუთის-მშობელო.
ღუთის-მშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიხსნენით, ქალწულო უბიწოო, და გუნდსა თანა უხორცოთასა შენ დაუცხროშელად გადიდებთ.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ცხრა დასნო ანგელოსნო, სერაფიმნო, ქერუბიმნო და საყდარნო, ცოდვილნი ესე გევედრებით რათა ცათა შინა სუფევასა ღირს-ვიქმნეთ მადლითა თქუენითა.
წმიდანო ანგელოსნო ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ძალნო, უფლებანო და ხელმწიფებანო ძლიერნო ძალითა, ძალგვეცით, რათა სათნო ვეყვნეთ მეუფესა ძალთასა და უგალობდეთ სახიერებასა მისსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წმიდანო მთავარნო, მთავარ-ანგელოსნო და ანგელოსნო, ევედრენით წმიდასა სამებასა, რათა ჩვენცა ყოველთა წმიდათა თანა წმიდა-არსობით უგალობდეთ სურვილით წადიერნი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭვირობად გულის-სათქმელო უბიწოო დედოფალო, მცუელი ჩუენი ანგელოსი მოგვივილინე, რათა წარგვიძღვეს ჭეშმარიტისა მიმართ ნათლისა და გადიდებთ შენ დედაო ნათლისაო.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღუდელმან აკმიოს.
ქერუბიმთაგან თუალთ-შეუდგამო, და სერაფიმთა მიერ სამწმიდა-არსობით საგალობელო ყოვლად-წმიდაო სამებაო, ყოველთა მათ ანგელოსთა მადლითა სათნო-ყოფად გამოგუაჩინე ღუთაებისა შენისა.
ხმითა ყოვლად-ტკბილითა ალლილუიასა გიგალობენ ანგელოსნი, მამაო ზეცათაო, ოხითა მათითა გვასმინე ხმა იგი კურთხეულისა შენისა და მათ თანა ღუთივ-შვენიერსა გალობასა ღირს-მყვენ.
ჯუარს-ეცუ რა ხორცითა, ძეო ღუთისაო, განცვიფრდეს ანგელოსნი, ხოლო დრაქმისა პოვნითა განამხიარულენ იგინი, შუამდგომელობითა მათითა გევედრებით, ჯერ-იჩინე სიხარულისა შენსა ყოფა ჩუენი მეუფეო.
სუფევ წმიდათა ანგელოსთა შორის, სულო ყოვლად-წმიდაო, რომელმან მოციქულნი განანათლენ ცეცხლისა ენების სახედ, ჩუენცა გვიძღოდე ქუეყანასა წრფელსა, და ყოველნი ერთბამად გადიდებთ თანა-სწორსა მამასა და ძესა.
ყოვლად-წმიდაო ღუთის-მშობელთ ქალწულო, მცველისა ჩუენისა ანგელოზისა თანა გევედრებით, სათნოება მოგუმადლე, და წინამძღურებითა მისითა მივიწივნეთ ყოვლად-საწადელსა დიდებასა ღუთისასა, და ვგალობდეთ დაუცხრომელად.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
მღუდელმან: შეგვიწყალენი და შეისმინე ჩუენი ღმერთო.
ჰოი, ყოვლად-ბრწყინვალენო ანგელოსნო, ნათელნო მეორენო, მახლობელნო ღუთისანო, შუამდგომელნო კაცთანო, უცდომელნო წინამძღვარნო, მფარველნო მვედრებელთა თქუენთანო, ნათლითა მცხინვარებისა თქუენისათა სულთა ჩუენთა განმანათლებელნო, და ელვითა სიწმიდისათა, მთავართა ბნელისათა წარმდევნელნო და უჩინო-მყოფელნო.
ყოვლად განათლებულნო წმიდანო ანგელოსნო, ძლიერნო ძალითა, განაძლიერეთ ღუთივ-დაცული ერი ჩუენი, აღამაღლეთ პატივითა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია, და ყოვლად სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. გევედრებით ყოველნო უსხეულნო ძალნო, საფარველითა ფრთეთა თქუენთათა დაგვიფარეთ ყოველნი სულით და ხორცით, ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთაგან.
ყოვლად დიდებულნო მთავარ-ანგელოსნო მიქაილ და გაბრიელ და მცუელო ჩუენო ანგელოსო, დაიბანაკეთ ჩუენთანა და გვიძღოდეთ ყოველთა მცნებათა ღუთისათა აღსრულებად და უკანასკნელსა დღესა მშვიდობით და სიტკბოებით შეივედრეთ სულნი ჩუენნი, ხოლო მეორედ მოსვლისა ჟამსა მეოხ გვეყვენით წინაშე მართლმსაჯულისა იესოსა, რათა ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა და თქუენ თანა უგალობდეთ, ვაქებდეთ და ვადიდებდეთ ყოვლად-წმიდასა სამებასა. რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
ხოლო წმიდათა ანგელოსთა ხატისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:
ყოვლისა ცხოურებისა ჩუენისა მცველად და მფარველად მოგვიგიეთ წმიდანო ანგელოსნო, და ხელმწიფება გაქუსთ განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისათა. ვინაცა გევედრებით დაგვიფარეთ საფრხეთაგან ეშმაკისათა და წარგვიძეხით ცხოვრებისა მიმართ საუკუნოსა. რათა ვადიდებდეთ ყოვლად სახიერსა და კაცთ-მოყუარესა ღმერთსა.
დედოფალო მოხედენ ვედრებასა ქრისტიანეთასა და წმიდათა ანგელოსთა მფარველობითა გვიხსენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან.