ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ
იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.
ხატად ღმრთისად შექმნილმან, წმიდაო, არა უდებ-ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი, თვინიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოითა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა და მოუძღვანე ქართველსა ერსა; მოღვაწეთა შვენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
კვალად ტროპარი – „ხატად ღმრთისა...“
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არათუმცა შენ გვფარვიდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩვენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩვენ აქამომდე ფლობილად, არასადა განგეშორნეთ ჩვენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩვენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. გული წმიდაი დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ისრაელი მონაქმნილი გამოიხსენ, უფალო, მკლავითა შენითა მტკიცითა, ამისთვისცა გიგალობთ, რომელიცა დიდებულ ხარ.
ღირსო მამაო ანტონ მარტყოფელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მონაზონთა სიქადულსა, მოღუაწესა ანტონის, უდაბნოთა ქალაქ-მყოფელსა, საცთურთა განმდევნელსა მორწმუნენი უგალობდეთ.
ღირსო მამაო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ღმრთივგანბრძნობილსა ანტონის, ყოველნი უგალობდეთ, რამეთუ მარხვისა შრომითა ვნებანი განიოტნა და ქრისტესა სათნო ეყო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იოანეს და ელიას მიემსგავსე ნეტარო და პატივ-გცა ღმერთმან, მათ თანა ჩვენცა მეოხ გვეყავნ, რათა იხსნეს სულნი ჩვენნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უზესთაეს ბუნებათა შენთაგან განკაცებულსა ღმერთსა, ევედრე დედუფალო, ყოველთაგან ურვათა გამოხსნად მონათა შენთა.
არავინ არს წმიდა ვითარ უფალი და არავინ არს მართალ ღმრთისა ჩვენისაებრ, რომელსა ვუღაღადებთ: არავინ არს წმიდა შენებრ, უფალო.
ღირსო მამაო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ღირსისა ანტონის სახსენებელსა, ვითარცა თანამდებსა, ვდღესასწაულობდეთ და ქრისტესა ვადიდებდეთ, განმანათლებელსა სულთა ჩვენთასა.
ღირსო მამაო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ქვეყანასა ზედა მოღუაწე-იყავ, სანატრელო ანტონი, მსახურო ქრისტესო და პატივცემულ იქმენ მის მიერ ზეცისა სასუფეველსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ეკლესია ქართლისა აღასრულებს დღეს სახსენებელსა შენსა და ეგრეთვე მეფე ქრისტეს-მოყვარე, მოღვაწეო ანტონი, გვითხოვე ღმრთისაგან დიდი წყალობაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰშევ და ქალწულადვე ეგე სამარადისოდ და უქორწინებელად, ღმრთისა დედა იქმენ, სანატრელო მარიამ, რომელსა ევედრე სულთა ჩვენთათვის.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩვენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩვენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.
ზეცისა შუებათათვის დასთრგუნე სიყვარული სოფლისა და შეურაცხყავ ვითარცა აჩრდილი, ჰოჲ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო, რამეთუ ვითარცა გონიერი ვაჭარი, ეძიებდი კეთილსა მარგარიტსა და რაჟამს ჰპოვე იგი, მიეც ყოველივე და იგი მხოლო მარტოი მოიყიდე და ურიცხვნი განამდიდრენ, ამისთვის ვდღესასწაულობთ ხსენებასა შენსა, ღმერთ-შემოსილო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ წმიდასა ხსენებასა შენსა.
მესმა მე, ქრისტე, სმენა და შემეშინა, რამეთუ მამისაგან არა დააკლდი და კაცთა შორის გამოჩნდი ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა მრავალმოწყალე.
ღირსო მამაო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
გესმა რა, ღირსო, სიტყვა სახარებისაი, მუნთქუესვე დაუტევე ზრუნვა სოფლისა, აღიღე ჯვარი შენი და შეუდეგ შენ ქრისტესა ღმერთსა და სათნო ეყავ, მამაო ანტონი.
ღირსო მამაო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ყოვლითურთ განემზადე მონებად ღმრთისა, ყოვლითურთ მოიძაგე გულისთქუმა ხორცთა, ღირსო მამაო ანტონი, და მოელოდი მოღებად მადლსა ქრისტესსა, ნეტარო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოციქულებრნი ღვაწლნი აღასრულენ შენ და ღირს-იქმენ მოღებად მადლსა ღმრთისაგან და ჰხედევდი მოწევნადთა და კურნებასა მიჰმადლებდი შენ სენსა კაცთასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვერ შემძლებელ ვართ ქებად შემსგავსებულად სიწმიდისა შენისა, ღმრთისა დედაო, რამეთუ ზესთა იპოვა ცნობათა ჩვენთა დიდებულება შენი, ყოვლადწმიდაო.
აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, მაცხოვნენ ჩვენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხვა ღმერთი არა ვიცით.
ღირსო მამაო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ღირს იქმენ მოღებად მადლსა ღმრთისაგან, ანტონი, რამეთუ დაიმკვიდრა სულმან წმიდამან სულსა შენსა.
ღირსო მამაო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
რომელნი სურვილით აქებენ დღესასწაულსა შენსა, სანატრელო ანტონი, უთხოვე გამოხსნა ჭირისაგან.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მსახურო ქრისტესო, ღირსო ანტონი, მეოხ-გვეყავ რომელნი აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა, სანატრელო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე უბიწოო, რამეთუ სიტყვა ღმრთისა უშევ, ღირსო, ხორცითა სოფელსა.
მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, ღმერთო, მეოხებითა მოწამეთათა.
ღირსო მამაო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
სახე კეთილისა ექმენ მონაზონთა, ანტონი სანატრელო, სამწყსოთა შენთათვის ნუ დასცხრები ვედრებად ღმრთისა მიმართ.
ღირსო მამაო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
კადნიერება გაქვს უფლისა წინაშე, ანტონი სანატრელო, ითხოვე შეწევნა, რათა განვერნეთ მტერსა სულთა ჩვენთასა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოაკვდინენ ვნებანი ხორცთანი, მოღვაწებისა მიერ წმიდაო ანტონი, შეწევნითა სულისა წმიდისათა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელმან გვიშევ ხორცითა სიტყვაჲ, სიტყვისა მიერ, სძალო იხსენ წყალობით მახეთაგან მტერისათა სულნი ჩვენნი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩვენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცა ჩვენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.
მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველსა ერსა ათორმეტ რიცხუნი მამანი, მოძღვარნი ყოვლისა სოფლისანი და შუენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათთა ბრძენი ანტონი, იდიდებოდეს დღეს ჩვენ მიერ, რომელმან მოგვისუენა ხატი ხელთუქმნელი, მფარველად მეფისა ღმრთისმოყვარისა და სასოდ ყოვლისა სოფლისა.
რაჟამს გესმა ხმაი უფლისა, ერჩდი მას მოსწრაფებით და შეუდეგ ღირსად და მისდევდი მცნებათა მისთა, შიშველ იქმენ ნივთთაგან მსოფლიოთა და ყოველთაგან ზრუნვათა მისთა მოცალე ექმენ, განხუედ უდაბნოდ, სანატრელო, და მოძღვარსა იოანეს შეეყავ, დიდსა მნათობსა და მისთა თანა მზრახველობითა ზრახუასა ღირს იქმენ წმიდითა გონებითა სასურველისა შენისასა, რომლისა თანა ოხად ნუ დააცადებ ღმრთისა მიმართ, მამაო, დაფარვად მეფისა ღმრთისა მოყვარისა და სასოდ ყოვლისა სოფლისა.
პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა.
მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე.
დადგა იესუ ადგილსა ველსა და ერი იგი მოწაფეთა მისთაი და სხვისა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალიმით და ზღვის კიდით, ტვიროსით და სიდონით, რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისა და განკურნებად სნეულებათაგან მათთა. და ურვილნი იგინი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განკურნებდეს ყოველთა. და თავადმან აღიხილნა თვალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქვენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ ხართ თქვენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ. ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ ხართ, რაჟამს მოგიძულენ თქვენ კაცთა და ოდეს გამოგასხენ თქვენ და გაყუედრებდნენ და განხადონ სახელი თქვენი, ვითარცა ბოროტთა ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქვენი, მრავალ არს ცათა შინა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ღირსისა მამისა ჩვენისა ანტონისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
ნუ უგულებელსყოფ ვედრებასა მოსავთა სიწმიდისა შენისათა ღმერთშემოსილო და სამგზის სანატრელო მამაო ანტონი, არამედ აღიპყრენ ხელნი შენნი წმიდანი ზეცათა მიმათ, რომელსა წინაშე ღმრთივბრწყინვალითა გვირგვინითა დიდებულ ხარ, ღირსო, და გვითხოვე, რათა მოანიჭოს ერსა ჩვენსა მშვიდობაი, ქრისტიანეთა უვნებელობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.
ყრმანი ებრაელთანი სახმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო.
ღირსო მამაო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
იყვნეს ჟამნი შენნი, ანტონი, კიბე საღმრთოთა ჩვენებათა, დღითი-დღე და მით ზრახევდი დამბადებელსა და იტყოდი: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.
ღირსო მამაო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ნათლისა სვეტ იქმენ, ანტონი, ბრწყინვალებითა სულითა წმიდისათა და წინამძღვარ მონაზონთა და იტყოდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო, მამათა ჩვენთაო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გამოიხურვე ბრძმედსა შინა განსაცდელთასა, ვითარცა ოქრო რჩეული და გაბრწყინდი მადლისა მიერ და ღაღადებდი: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიბრძნემან ყოველთა დამბადებელმან, იშენა სახლი თვისი შენგან, ქალწულო, და მოწყალებითა განაახლა ბუნება პირველქმნილისა, ღმერთმან მამათა ჩვენთამან, ღმრთისა მამისა სიტყვამან.
მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან, მაყვლოვანით სახედ გამოაჩინა და ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკუთრთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
ღირსო მამაო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
რომელმანცა ადიდე დიდებული, ღმერთმან ჩვენმან, ხსენება ანტონისი და მადლითა გვირგვინოსან ჰყავ, ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
ღირსო მამაო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
უდაბნოთა შინა ღირს-მსახურებით და ახოვნად მოღვაწესა ანტონის ფრიად დაუცხრომელად ვუგალობდეთ და აღვამაღლებდეთ ღმერთსა უკუნისამდე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ადინებ შენ წყალსა კურნებისასა მავალთა შენდა სარწმუნოებით, მამრთელებელად სენთა უხილავთა და ხილულთა, რამეთუ მოიგე ესე ნაცვალ შრომათა შენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელმანცა ანგელოსისა სიტყვა შეიწყნარე და ღმერთი მხოლო გვიშევ და ნათელი სოფელსა გამოუბრწყინვე, ყოველნი გაკურთხევთ და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე.
რომელმან წინასწარ მოასწავა, შობა უხრწნელად მომცემელისა სჯულისასა მთასა ზედა სინასა, ცეცხლით მაყვლოვანსა მას შინა, დაუდუმებელად მას ვადიდებთ.
ღირსო მამაო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
რომელმან საშვებელნი სოფლისანი განიძარცვა და შეიმოსა საჭურველი ქრისტესი, ანტონის, ვითარცა სულთა ჩვენთა მეოხსა, დაუდუმებელად მას ვადიდებთ.
ღირსო მამაო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მართალო ანტონი, სათნოებათა მოგებითა ზეცად აღიწიე და შრომანი შესწირენ ღმერთსა, რამეთუ გზისა მიერ იწროისა შეხვედ სასუფეველად და დაემკვიდრე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ხატნი სათნოებათანი, მოღვაწებათა მიერ კეთილმსახურებისა წამლითა გამოსახენ და ხატად ღირსისა ჭეშმარიტებით სული შენი განაბრწყინვე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ, ქალწულო, გექმნა სახე მაყვალი აღგზებული, რომელი ცეცხლისა მისგან შეუწველად დაიცევ, რამეთუ უხრწნელად დაიტიე ცეცხლი ღვთაებისა და უვნებელად ჰშევ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსენსსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ქერუბიმთაებრ მრავალთვალებით განიცდი ღმრთისა დიდებასა, სანატრელო მამაო, რომელიცა დაიმკვიდრე პირველთაგანვე განმზადებული შენებრ ღირსთათვის და ჩვენთვისცა ითხოვე მართალთა თანა სავანეობა.
ხმითა გალობისათა და სურვილითა სულისათა გევედრებით, ღმრთივსანატრელო მამაო, მამისაგან ზეცათასა გვითხოვე, რათა ხელი წყალობისა აღგვიპყრას და ხელთაგან ჰაერისმცველთასა გვიხსნას.
ჯეროვნად ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ჯვარითა ცხოველსმყოფელითა დაგვიფაროს და ჯოჯოხეთისაგან ხსნილნი სასუფეველსა თვისსა ღირს გვყვნეს, ლოცვითა შენითა, მამაო ღმრთივსანატრელო.
სურვილით ევედრე სულსა წმიდასა ლოცვითა შენითა, პატიოსანო მამაო ანტონი, რაითა იგი ღმერთმთავარი გვიძღოდეს ქვეყანასა წრფელსა და საუკუნესა სუფევასა ღირს-ვიქმნეთ დამკვიდრებად.
ჰოი, ყოვლად წმიდაო ქალწულო მარიამ, ყოველთა ანგელოსთა და ღმერთშემოსილთა მამათა თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა მივემთხვივნეთ შვენიერებათა მათ ზეცისათა და გვირგვინშემოსილნი ვუგალობდეთ საუკუნოდ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
ჰოი, ღირსო და სანატრელო მამაო ანტონი, რომელი აქა კრებულისაგან შორად მარტომყოფ იყავ და აწ ზოგად ყოველთა წმიდათა თანა დამკვიდრებულ ხარ, ტკბილო და საწადელო, ანგელოზთა შორის, მოქალაქეო ზეცისა იერუსალიმისაო, ღირსთა შორის გვირგვინო, წმიდათა შორის თვალო პატიოსანო და მრავალთა სასწაულთა მოქმედო და ღმრთისა მიმართ შუამდგომელო ყოველთა შენდა მვედრებელთაო, წმიდაო ანტონი, ყოვლად განათლებულითა ლოცვითა შენითა, მეოხ გვეყავ, შენგან შეყვარებულისა ქრისტეს ღმრთისა მიმართ, რომლისა წინაშე ბრწყინვალითა გვირგვინითა იხარებ საუკუნოდ, რათა მოგვმადლოს სიწმინდით მოქალაქეობა, სულიერ და ხორციელთა ვნებათაგან გათავისუფლება, წყლულთა განკურნება და ყოვლისა განსაცდელთაგან ხსნა, რომელსა ვუგალობთ, ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყვანისვსცემთ და აღვამაღლებთ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰოი, ყოვლად სანატრელო მამაო ანტონი, რომელმან მოუძღვანე ქართველთა ხატი მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და აღაგზენ გულსა შინა შენსა ცეცხლი სიყვარულისა და წინაშე მისსა დგახარ, ვითარცა ლამპარი ბრწყინვალედ აღნთებული, სამარადისოდ კადნიერება გაქვს წინაშე მისსა, მეოხ გვეყავ მვედრებელთა შენთა, ამინ.