მღდელმან: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი .ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი .ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი .გ. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ
იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
წმიდასა მოწამესა ბარბარეს პატივს ვსცემთ, რამეთუ მტერისა საფრჴენი შემუსრა და ვითარცა სირი განერა მათგან შეწევნითა და საჭურველითა ჯუარისათა, ყოვლად ქებული. დიდებაჲ...
ტარიგი შენი, იესუ, ბარბარე ჴმობდა ჴმითა მაღლითა: შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯუარს-ვეცმი და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა, და მელმის შენთჳს, რაჲთა ვსუფევდე შენთანა, და მოვკუდები სახელისა შენისათჳს, რაჲთა ვიდიდოცა შენთანა. მისითა მეოხებითა, მაცხოვარ, აცხოვნენ სულნი ჩუენნი. აწდა...
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლო-ბილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხვუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგჳპტისათა განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ყოვლად უბიწოჲსა სძლისა ბრწყინვალისა - ბარბარეს დიდებულმან საჴსენებელმან შემომკრიბნა ჩუენ, მოვედით მოსწრაფედ უგალობდეთ, მორწმუნენო, რამეთუ დიდებულ არს.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ჰბრწყინევდი ნათლითა პირისა შენისაჲთა, ხოლო სულისა სიკეთითა უფროჲს ახარებდ ქრისტესა, ბარბარე ღუაწლითშემოსილო, რომელი დიდებულ არს უკუნისამდე.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
უცხო ყვენ საცნობელნი განხრწნადთაგან და უვარ ყუენ ფრიად საშუებელნი სოფლისანი, ნეტარო ბარბარე, ქალწულო მოწამეო, და ქრისტე შეიყუარე, რომელი დიდებულ არს.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ყოველივე სრბაჲ შენი, ღირსო, ღმრთისა მიმართ დასდევ, ჵ, ბარბარე ყოვლად ქებულო, და ქორწილი განხრწნადი შეურაცხ-ჰყავ და ქალწულად წმიდად ქრისტესა დაეწინდე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
განაღო ბჭე იგი უვალი, დაკრძალული, საშოჲსა შენისაჲ მზემან სამარადისომან, უბიწოო, და სოფელსა მიეფინა ბრწყინვალედ, ქრისტე ღმერთი, დიდებით დიდებული.
ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთა, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაჲ და გადიდებს სული ჩემი.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გოდოლსა შინა მამულსა იყოფოდი რაჲ, ბარბარე დიდებულო, აღეგზნა შენ თანა საცნაური იგი ცეცხლი და ღმრთისა მიერ გული შენი, მან განანათლა გონებაჲ შენი უნათლეს ნათლისა მზისა.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სათნოებათა სიკეთჱ დაჰფარვიდა რაჲ სიკეთესა ხატისა შენისასა, ელვარებაჲ სულისა შენისაჲ სძლევდა შუენიერებასა ჴორცთა შენთასა, მჴნეო, ვინაჲცა სრულ-ჰყავ სრბაჲ შენი წამებითა.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
უფლისა მიერ წოდებულ იქმენ და ქალწულად წმიდად დაუმარხე თავი შენი სიძესა სულთასა უკუდავსა - ქრისტესა ღმერთსა, ამისთჳს შეიყუარა ღმრთივბრწყინვალე სიწმიდჱ შენი და მკჳდრ გყო ბრძენთა მათ ქალწულთა თანა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
არცაღათუ საშუებელმან, არცა განსუენებათა, არცა სოფლისა შუებათა შეგიტყუეს შენ, ბარბარე ნეტარო, არამედ სძალ ექმენ შენ ძესა ღმრთისასა, ხოლო ყოვლად ქებული დედაჲ ღმრთისა შეგიწყნარებს სასძლოსა მისსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
ყოველთა ჟამთა შემოქმედი და ჟამთა უწინარესი შენგან, ქალწულო, აღსასრულსა ჟამთასა იშუა, ჩჩჳლებრ ჴორცითა.
მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი... განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ღუაწლსა შინა შენსა ყოველნი განაკჳრვენ, რამეთუ დაითმინენ მძლავრთა წყლულებანი, ტანჯვანი, საკრველნი და დილეგნი, ბარბარე ყოვლად ქებულო, ვინაჲცა გჳრგჳნი ზეცისაჲ მოგანიჭა შენ, რომლისათჳს-იგი ჰრბიოდე და წადიერ იყავ სულითა და მანვე თავადმან კურნებათა მადლი მოგმადლა შენ, მოწამეო, რაჲთა ჰკურნებდე უძლურებასა კაცთასა.
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გულისხმა-ჰყავ შენ ამის საწუთროჲსა ამაოებაჲ და ყოვლითურთ მოიძულე იგი, მჴნეო, და მორბედ იქმენ გზასა მას მარჯვენეთასა ჭეშმარიტსა, რომელი მიგიძღვა წინაშე ღმრთისა შენისა.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
თიხისაგან უყისა მსოფლიოჲსა თავი შენი განაშორე, ღირსო, უხრწნელო ქალწულო, და უნივთოჲსა მის ნათლისა მიმართ ხედევდი და აღივსე ღმრთისმეტყუელებისა მადლითა.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სიბრძნითა და გულისჴმისყოფით საიდუმლოჲ სამებისა წმიდისაჲ გამოსახე, მჴნეო, ღირსო ბარბარე, სამთა სარკუმელთა განღებითა, ჩუენცა მოგუეც გულისჴმისყოფაჲ კეთილისა და ბოროტის განრჩევისა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
დამჴსნელი სენთა მომსრველთაჲ გამოსახე თითითა აბანოსა შინა, ნიში ჯუარცმულისა ქრისტჱს ღმრთისაჲ, დიდებაჲ მოწამეთაჲ, მათ თანა ევდრე ღმერთსა, ჴსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
ქალწულმან მხოლომან გვიშევ თჳნიერ შჯულთა მათ ბუნებისათა შემოქმედი დაბადებულთაჲ, ამისთჳს ღმრთისმშობელად აღგიარებთ შენ.
ძლისპირი: რაჲსათჳს განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ვერ თავს იდევ, უბიწოო, უშჯულოებაჲ მამისა შენისაჲ, არამედ მოტყინარემან შურითა საღმრთოჲთა, სიცბილი მისი კადნიერებითა ამხილე და სიმაღლესა მდგომარენი კერპნი გარდამოსთხიენ და ვითარცა მტვერი განაბნიენ.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ღმრთისმსახურებაჲ შენი იხილა რაჲ უწყალომან მშობელმან შენმან, ქალწულო შუენიერო, განძჳნდა მოკლვად შენდა მახჳლითა, არამედ განცრუვდა სილაღჱ მისი, რამეთუ ქრისტემან, კლდემან სიმტკიცისამან დაგიფარა.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ოტებულ იქმენ მამისაგან შენისა, წმიდაო, და კლდემან შეგიწყნარა, ვითარცა თეკლა პირველმოწამე, ქრისტჱს მიერ ღმრთისა ჩუენისა, საკჳრველთმოქმედისა, მას ევედრე, რაჲთა დაგჳფარნეს ჩუენცა ყოვლისაგან მძლავრებისა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
სიმდიდრჱ დაუტევა, მამული, და შენ, ღუაწლისა დამდებელსა, მეუფეო ქრისტე ღმერთო, შეგიდგა ბარბარე, ვითარცა ტარიგი მწყემსსა და ღაღადებდა: შენ ხარ სრულმყოფელი ღუაწლთა ჩემთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
ცხორებისა ნათელი საღმრთოჲ გამობრწყინდა უთესლოდ ქალწულისაგან აღსასრულისა ჟამთასა და განაქარვა მწუხარებაჲ ცოდვისაჲ მჭმუნვარე, და განანათლა სული და გონებაჲ ჩუენი მაღალმან ჴორცთშესხმითა თჳსითა.
ძლისპირი: მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომლისათჳს გიხმობ შენ: მიჴსენ მე ბოროტთაგან. შენდა მიმართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გეძიებდა რაჲ უშჯულოჲ მამაჲ, სანატრელო, მწყემსმან მან მზაკუვარმან განგცა შენ და საყოფელი შენი აუწყა უწყალოსა, რომელმანცა დაივიწყა ბუნებრივისა შჯულისა სიყუარული შჳლებისაჲ და წარგადგინა წინაშე კერპთმსახურისა მით მთავრისა.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
წარსდეგ რაჲ წინაშე მძლავრთასა, ეტყოდი: მე განწესებულ ვარ მეუფისა ცათაჲსა, დაღაცათუ ტანჯვითა აღმასრულოთ, არა უვარ-ვყო ძალი სამებისა, აწ ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ, მეოხ გუეყავ წინაშე მისა, რაჲთა გჳჴსნნეს ჩუენ საფრჴისაგან მტერისა.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მძლავრთაგან არა შეძრწუნდი, წმიდაო, ცეცხლისაგან არა შეშინდი და ეშმაკნი დაამდაბლნე ძალითა და სასწაულითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა ქალაქსა შინა ილიოპოლისსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
მაცთურთა მათ უღმრთოებაჲ ამხილე სიტყჳთა სიბრძნისაჲთა ღმრთისა მიერითა, მჴნეო, და დათმენითა ღუაწლთაჲთა განაკჳრვნე გონებანი მრავალნი, აწ ჩუენცა მოგვეც ძალი, სიმჴნჱ, სიბრძნჱ და სიწმიდჱ, რაჲთა განვაბნიოთ ურიცხვნი მტერნი ჩუენნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
ბუნებაჲ კაცობრივი, ცოდვისა ბრალთა დამონებული შენ მიერ, დედოფალო, კუალად განთავისუფლდა, რაჟამს მისთჳს დაიკლა მსხუერპლად მამისა ძჱ შენი ჯუარსა ზედა ჴორცითა.
მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
სამებასა წმიდასა სარწმუნოებითა თაყუანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისაებრ მისისა, პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველნი დაამხუენ, და შორის მათსა იღუაწე, წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ და ჴმა-მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ და ერთ-ღმრთეებით ვადიდებ.
მადლი კურნებათაჲ მიიღე და მისცემ კურნებასა ჭირვეულთა და იჴსნი ყოველთა კაცთა ყოვლადვე განმჴრწნელისა მისგან სენისა ბუგრისა, ვინაჲცა ტაძარსა შენსა მოვიწიენით, ვაქებთ ჴსენებასა შენსა და ვღაღადებთ: იჴსენ მონანი შენნი ყოვლისაგან სენისა და სალმობისა, ქალწულო მოწამეო ბარბარე, უფლისა მიმართ მეოხებითა შენითა. დიდებაჲ...
რომელთა გუაქუს ტაძარი მოღუაწისაჲ, ამას შინა შემოვკრბეთ მოსწრაფედ, მოწამეთა მოყუარენო, რაჲთა მოვიღოთ მადლი კურნებათაჲ და განვთავისუფლდეთ ყოვლისაგანვე განმხრწნელისა სენისა, ბუგრისა და ჭირისა, და განკურნებულნი დავადგრეთ და ვიხილოთ ქალწულისა შობაჲ, მამული და აღორძინებაჲ, რამეთუ უშჯულოებისაგან მამისა შჳლი წმიდაჲ გამობრწყინდა, ყოვლად შუენიერი სძალი ღმრთისაჲ, რომელსა ქალწულებაჲ დაუმარხა უბიწოდ და ვითარცა სახედ ზითევი მიუპყრა სიძესა და ვჴმობდეთ: იჴსნენ მონანი შენნი სენისა მისგან ბუგრისა, ქალწულმოწამეო ბარბარე, უფლისა მიმართ მეოხებითა შენითა. აწდა...
სრულქმნილსა ქრისტჱსსა წამებითა, ბარბარეს შემოკრებულნი პატივს ვსცემდეთ ღირსებით, რაჲთა მისითა მეოხებითა წაწყმედისაგან სულთა განმხრწნელისა და სრვისაგან და ძრვისა და დაცემისა ვიჴსნნეთ და ცხორებაჲ სოფელსა შინა წარვვლოთ და ღირს-ვიქმნნეთ ვიდრე სიკუდიდმდე ზიარებად ყოვლადწმიდათა და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა ქრისტჱსთა, რაჲთა მადლითა საღმრთოჲთა განძლიერებული მივიწივნეთ ზეცისა სასუფეველსა და ყოველთა თანა წმიდათა საუკუნითგან ღმრთისა სათნო ყოფილთა და სულად ნათელსა შინა და გალობად მათ თანა, საკჳრველ ჰყავ, მაცხოვარ, მოწყალებაჲ შენი, ყოველთა კაცთა შორის სარწმუნოებით აღმსაარებელთა, რომელნი სამებასა წმიდასა ვესავთ და ერთ-ღმრთეებით ვადიდებთ.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომაჲ, ჴმაჲ 4. საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მუხლი: ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა
მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
მას ჟამსა შინა წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტვიროსისაჲთა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყა-ლე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუხდეს მოწაფენი იესუს და რქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღა-დებს და შეგვიდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე-მე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისაჲთა. ხოლო იგი მოუხდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა, ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდმოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა. მაშინ მიუგო იესო და რქუა მას: `ჵ, დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს~ და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.
გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ყოვლად ქებულისა დიდ-მოწამისა ბარბარჱსითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: საღმრთოჲთა ნათლითა სათნოებათაჲთა გამობრწყინდი და მარტჳლთა გჳრგჳნითა ღმრთივშუენიერად შეიმკევ, პატიოსანო ბარბარე, და განშუენდი სიკეთითა უხრწნელად, ამისთჳსცა ღირს იქმენ ზეცისა ტალავართა კეთილად მოღუაწებითა და სიმჴნით წამებითა, რომელთა მიერ მოაკუდინე მტერი იგი მზაკვარი, ღმრთივგანბრძნობილო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით აღვასრულებთ საჴსენებელსა შენსა.
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოვანჱსითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედო-ფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა; წმიდათა და საკჳრველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაჲთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფე-თა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა.წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა ქალწულ-მოწამისა მარინჱსითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინჱსა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბი-ძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაჲთა, და ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოანე-თორნიკ-ყოფილისა, ეფთჳმისა და გიორგისითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთი-ლმსახურისა მეფისა თამარისითა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაჲთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდისა ექვთიმე აღმსარებელისა და წმიდათა აღმსარებელთა: იოანე და გიორგი-იოანჱსითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა, და წმიდისა დიდისა ქალწულ-მოწამისა ბარბარჱსა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ძლისპირი: საღმრთოჲსა შურისაგან ცეცხლმან შეიკდიმა პირველად ბაბილონს, რომელსა სამნი ყრმანი ბითარცა სამოთხესა შინა ვიდოდეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გონებაჲ წმიდაჲ და უმტკიცესი რკინისაჲ აჩუენე, ღუაწლით შემოსილო, ქრისტჱს სიყუარულითა, და სატანჯველთა ყოვლად არა აგრძნობდი, არამედ ჴმა-ტკბილად გალობდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ღუაწლთა შენთა ძლიერთა ზეგარდამო ჰხედვიდა ქრისტე მაცხოვარი, ბარბარე, ყოვლად დიდებულო, და მოგცა ახოვნებაჲ და ყოველსა სოფელსა განთქუა სიმჴნჱ შენი, და ჴმა-ჰყავ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გამოგიჩნდა შენ საპყრობილესა შინა ქრისტე ნათლითა მიუწდომელითა და განგკურნა შენ წყლულებათაგან, ღუაწლით შემოსილო, და მოგცა სიხარული, რომლისა მოშურნე გყო სიძემან შუენიერებასა თჳსსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
მჴურვალე სიყუარული და სიტკბოებაჲ გონებისა შენისაჲ განიცადა იულიანა და სურვილითა შეგიდგა შენ, ნეტარო ბარბარე, და ღუაწლთა შენთა გეზიარა და ჴმა-ყო: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენგან განკაცებისა საიდუმლოსა იგავითა მოასწავებდა იაკობის რკინობაჲ, რომლისა მიერ კაცთა შეერთო ღმერთი, ყოვლად უბიწოო, და ღმერ ყო კაცებაჲ, მარადის კურთხეულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან,
ძლისპირი: შჳდწილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, რისხვითა ძალითა მაღლისაჲთა იხილა უვნებელად დაცვულნი ცეცხლისაგან განურყუნელადმ დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღადყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
იგუემებოდეს რაჲ სტადიონსა შინა, ურთიერთას განამჴნობდეს ქალწულნი წმიდანი და ესრეთ იტყოდეს: ნუმცა შევშინდებით ყოვლადვე, რამეთუ დაღაცათუ ჴორცნი უძლურ არიან, არამედ სული გულსმოდგინე არს და ახლოს არს აღსასრული და სიძე იგი სულთაჲ, უკუდავი სამარადისოჲ.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
იხილა რაჲ მძლავრმან მან ახოვნებაჲ თქუენი, შუენიერთა ჰასაკთა თქუენთაგან არა შეიკდიმა, არამედ შთააგდო იულიანა დილეგსა ბნელსა, ხოლო შენ განგაშიშულნა, არამედ ქრისტემან დიდებითა საღმრთოჲთა დაგფარნა საკჳრველად.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ღუაწლნი მჴნეთა მათ ქალწულთა განაკჳრვებენ ძალთა ზეცისათა და აღჭურვენ ახოვნებად ნათესავსა დედათასა, და რაჲთა შეუდგენ ქრისტესა და წადიერად ღმერთსა და უფალსა უგალობდენ და ამაღლებდენ მას უკუნისამდე.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ნელსაცხებელი მოაქუნდა ოდესმე ღირსთა მენელსაცხებლეთა დედათა საფლავად უფლისა და იხილეს აღდგომაჲ მისი, ხოლო შენ თავი თჳსი ნელსაცხებელისა წილ შეწირე მეუფისა ძღუნად პატიოსნად და ჴმა-ყავ: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ და თაყუანისგცემთ, ღმრთისა დედაო უბიწოო, ყოვლად წმიდაო, რამეთუ ჰშევ შენ, ღირსო, ერთი ყოვლად წმიდისა სამებისაჲ, რომელსა მამისა თანა და სულისა უგალობთ: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ გადიდებენ შენ.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ანგელოზმან მან ნათლითა მობლარდნილმან რაჟამს განიშიშვლე შენ ქრისტესთჳს, შეგმოსა შენ, წმიდაო, და იქცეოდე ვითარცა სძალი შემკული სამკაულითა, სანატრელო ბარბარე, და განახლდი მარჯვენისაგან მაღლისა.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
შეძრწუნდა უშჯულოჲ იგი მთავარი, ნუუკუე ყოველი იგი ქალაქი იქმნეს აღმსაარებელ ქრისტჱსა, და იულიანას მახჳლითა მოწყვედაჲ უბრძანა მხედართა, ხოლო შენ მიგცა რაჲ სატანჯველად, ურიცხუნი წყლულებანი ქრისტესთჳს დაითმინენ, ვითარცა უჴორცომან.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
რაჟამს იგი ღირს იქმენ აღსრულებასა მახჳლითა მამისაგან შენისა, ყოვლად პატიოსანო ბარბარე, საღმრთოჲ ჴმაჲ გესმა შენ შემწირველი თხოვათა შენთაჲ, ვითარმედ მოსაგებელად მოგანიჭა შენ მადლი კურნებათაჲ მვედრებელთა შენთათჳს ქრისტემან, და რომელნი ითხოვენ შენ მიერ შეწევნასა მიიღებენ უფროჲს თხოვისა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
რომელნი დედობრივისა მის ბუნებისა უძლურებასა წინ-აღუდეგით მამაკაცებრითა ღუაწლითა და მოიღეთ ქრისტეს მიერ ზეცისა გჳრგჳნი, აწ ქალწულ მარიამსა და ძესა მისსა ევედრენით, რაჲთა ჩუენცა მოგვიტევნეს შეცოდებანი ჩუენნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
რომელი სათნო იყავ, მეუფეო მრავალმოწყალეო, დედად შენდა, შეიწირე სიტკბოებით მეოხებაჲ მისი ჩუენთჳს და მოწყალებითა შენითა აღგუავსენ დაბადებულნი შენნი, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ქუელისმოქმედსა ღმერთსა, და მშობელსა შენსა თაყუანის-ვსცემდეთ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან აკმიოს
სენსა მას მძლავრსა ბუგრისა და ყუავილისასა დაჴსნის და განაქარვებს საჴსენებელი შენი, ქალწულ-მოწამეო ბარბარე, ვითარცა ითხოვე შენ ლოცვითა ქრისტჱს ღმრთისაგან, ამისთჳს გევედრებით, ნეტარო, განჰკურნე სული ჩემი მწარედ სნეული და მძჳნვარედ განრღვეული.
სიხარულითა აღივსების და იქადის ქალაქი კიევი, ქალწულ-შუენიერო ბარბარე, მქონებელი დიდისა საუნჯისა - ნაწილთა შენთა წმიდისა ლუსკუმისა, ხოლო ყოველნი სარწმუნოებითა მილტოლვილნი ამბორისყოფად მისდა, მიემთხვევიან სათხოვართა კეთილად აღსრულებასა.
ყოველი მორწმუნე და ყოველი მართლმადიდებელი ერი პატივს-სცემს უხრწნელთა ნაწილთა შენთა, ჵ, სძალო ქრისტესო შუენიერო, რამეთუ მკუდარი, ვითარცა ცხოველი უმცხინვარეს მზისთუალისა ჰნათობ ყოველსა ქუეყანასა და ლუსკუმით გამო ჰქადაგებ ქრისტესა ღმერთსა.
მოწამეობრივითა მით კადნიერებითა შენითა გჳჴსენ ჩუენ, წმიდეაო ბარბარე, ყოველთა სულიერთა და ჴორციელთა სნეულებათაგან, და მტერთა მიერ ხილულთა და უხილავთა, და საუკუნოჲსაგან სატანჯველისა, ხოლო ვიდრე აღსასრულადმდე ღირს მყავ ზიარებად ყოვლადწმიდათა და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა ქრისტჱსთა.
ეჰა, რაბამ დიდებულ არს საჴსენებელი შენი, ყოვლად ქებულო მარტჳლო, რამეთუ ხატთა მიერ გამოწერილთა და ვედრებათა მოჴსენებული იქმ საკჳრველთა, და თანამზრუნველ და მფარველ ექმნები შევედრებულთა შენთა და განათავისუფლებ ყოველთაგან სენთა და მწარეთა სალმობათა.
ჵ, ქალწულთა თუალო, მოწამეო ბარბარე, ჩუენთჳსცა ევედრე ქალწულსა ზეციერსა, რაჲთა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან, და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა ერსა, წილხდომილსა თჳსსა, რამეთუ ვსცოდეთ, გარნა დღეყოველ განვაკუთნებთ სასოებათა ჩუენთა მისსა მიმართ და სამწმიდაარსობისა გალობითა ვუგალობთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.
მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლჳსაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხვაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ჵ, წმიდაო, დიდებულო და კეთილად-მძლეო დიდ-მოწამეო ბარბარე, ქრისტჱს ეკლესიისა ლამპარო ბრწყინვალეო, საკჳრველებათა უხუებით მომნიჭებელო, მოწყალეო, ურისხველო, გლახაკთა ჴელისაღმპყრობელო და სნეულთა მსწრაფლშემწეო!
ჵ, წმიდაო დიდებულო და ყოვლად-ქებულო ქალწულ-მოწამეო ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო, ვითარცა ზეცისა სიძისა დაწინდებული, სავანეთა მისთა დამკჳდრებულ ხარ ხუთთა მათ თანა ბრძენთა ქალწულთა და იულიანას თანა, გჳთხოვე აწ ქრისტჱს ღმრთისაგან, რაჲთა დაიცვას მამული ჩუენი მტერისა საფრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან, და წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა და მართლაღმსაარებელსა. განჰკურნენ მრავალწყლულებანი ჩუენნი ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა და მოგუეც ჩუენ საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ და შიში ღმრთისაჲ, რაჲთა ყოველნი მკჳდრნი საქა-რთველოჲსანი მართლმადიდებლობასა და ერთსა ზრახვასა შინა განვმტკიცდეთ და ერთითა პირითა და ერთითა გულითა ქრისტესა, ჭეშმარიტსა ღმერთსა ვუგალობდეთ. მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი. მოსა-ხელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე. ევედრე, ყოვლადბრწყინვალეო მარტჳლო, შენგან შეყუარე-ბულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კვლანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.
ჵ, ყოვლად-ბრძენო და ყოვლად-შუენიერო ბარბარე, მარტჳლო და სძალო ქრისტჱს ღმრთისაო! იმეოხენ წინაშე მისა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობითა ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინებაჲ, პატიოსნად მიცვალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს.
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა დიდისა მოწამისა ბარბარჱსითა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ესრეთ:
ყოვლისა კეთილისა შემწეო და წარმმართებელო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, ყოვლითურთ მსასოებელნი მოვივლტით შენდა, ვინაჲთგან სისხლი დასთხიე ქრისტჱს სიყუარულითა, მოწამეობრივითა კადნიერებითა ევედრე მას, ბარბარე ნეტარ-შუენიერო, რაჲთა უვნებელად დავიცუნნეთ ყოველთაგან განსაცდელთა სულიერთა და ჴორციელთა და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა და უკუნისამდე შენ თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი