პარაკლისი სავედრებელი ღირსისა მამისა ჩუენისა დავით გარეჯელისადმი

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხე¬ულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

მუხლი ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.

მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

(ტროპარი) ოხითა, ხმა. დ.

ოფლითა მით მოღუაწებისათა, განზავებულნი ცრემლთა წყარონი, ძღუნად მიუპყრენ აწ სავედრებელად მეუფესა და ითხოვე აღორძინებაჲ მისი, რამეთუ ცრემლით ჰსთესე და სიხარულით მოიმკუენ ნაყოფნი უდაბნოსანი. ჰოი! დავით ბრწყინუალებაო სოფლისაო და მეოხო სულთა ჩუენთაო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ოფლითა მით მოღუაწებისათა, განზავებულნი ცრემლთა წყარონი, ძღუნად მიუპყრენ აწ სავედრებელად მეუფესა და ითხოვე აღორძინებაჲ მისი, რამეთუ ცრემლით ჰსთესე და სიხარულით მოიმკუენ ნაყოფნი უდაბნოსანი. ჰოი! დავით ბრწყინუალებაო სოფლისაო და მეოხო სულთა ჩუენთაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ ღვთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არათუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად, არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობა ა.

მხსნელსა ჩუენსა და, რომელმან განიყუანა, დაულტოლველად ერი თვისსი ზღუასა და ფარაო მხედრებითურთ დაანთქა სიღრმესა, მას მხოლოსა უგალობთ, რომლიცა დიდებულ არს.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

უგალობდეთ ერნი ქრისტესა, რომელმანცა მოგვივლისა წმიდა მამა დავით განმამტკიცებელად ჩუენდა, უდაბნოსა ამას საღთოდ შემოკრებულთა ამათ, რამეთუ დიდებულ არს.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

სულისა წმიდისა წინამძღუარებითა ღირსო, მოიწიე უდაბნოსა ამას და ანგელოსთა ცხოვრება აღასრულე ღირსო და ქრისტესა უგალობ, რომელიცა დიდებულ არს.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მხეცნი და ვეშაპნი უდაბნოთ შენით ღირსო წარჰსდევნე, წმიდითა მით ლოცვითა შენითა და მათ წილ კაცნი წმიდანი შეჰკრიბენ, სადიდებელად ღუთისა, რომელიცა დიდებულ არს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ტაძარსა უხრწნელსა ღუთისა დიდებისასა, მარიამს ქალწულსა უგალობდეთ, რამეთუ ღმერთი ხორცითა გვიშუა და შემოდგომადცა შობისა ქალწულად ეგო, რომელიცა დიდებულ არს.

 

გალობა გ.

ძალითა ჯუარისათა ქრისტე, განმაძიერენ დიდებად შენდა, რათა უგალობდე მარადის, ღუთაებასა შენსა მოწყალე.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შრომათა შენთა მოსაგებელად, მოგცა ღმერთმან სასწაულთა მადლნი, რომლითა განჰკრთეს ყოველნი, რომელთა ესმა და განჰკვირდეს.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ღმერთმან საკვირუელებათამან, რომელმან გამოზარდა ილია, ყორნისა მიერი, ეგრეთუე შენ გზრდიდა ღირსო ირემთა მიერი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოი! საშინელი ხილვა, რაჟამს ზეციერითა ცეცხლითა, ვეშაპი იგი მავნებელი, ნუკრთა შინა მოიკლა ღირსო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღუთის შემწყნარებელსა ქალწულსა მარიამს უბიწოსა ვაქებდეთ და ვევედრნეთ, რათა ოხითა მისითა გვიხსნნეს ვნებათაგან.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღვთისა შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლად-ქებულო ღუთისმშობელო და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

ზესთა კაცთა აღმატებულო და მეუფისა მიახლებულო, ვითარცა შენ მიერი მადლითა შვილ მრავალ სავედრებელსა აღსწერს დღეს დავით ყოვლად ქებულო, შენდა მიმართ უდაბნო შენი, არამედ ვითარცა მაქვს ძლიერება ღუთივმონიჭებული, ყოველთა მტერისა საფრხეთაგან დაიფარე, რათა გიგალობდეთ, გიხაროდენ კაცო ღუთისაო.

 

გალობა დ.

სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომელისა მიერი სამოთხე განეღო სა გიღაღადებ დიდება ძალსა შენსა უფალო.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

საღთოთა სურვილითა აღძრული ნეტარი დოდო, მოვიდა ხილვად სიწმიდისა შენისა დავით და გიხილა რა ჰმადლობდა ღმერთსა.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ერის-მთავარი იგი რუსთავისა ნადირობდა რა, განძვინებით იხადა მახვილი მოკლუად შენდა და შეუხმა მას ხელი მისთა მარჯვენე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მაშინ დავრდომილი ქუეყანად ცრემლით გევედრებოდა და ითხოვდა შენდობასა, ხოლო შენ ღირსო ლოცვითა და ხელის შეხებითა განჰკურნე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გაბრიელის თანა გიღაღადებთ ღუთის მშობელო ქალწულო მარიამ, გიხაროდენ მიმადლებულო ღმერთი უფლებათა, შენ თანა.

 

გალობა ე.

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ცრემლითა ჰხმობდა ბუბაქარ, ვითარცა მომაგე მე ხელი, ეგრეთუე ძესა ჩემი, ხელით და ფერხით კოჭლი განჰკუნე.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

წარვედ ჰრქუა წმიდამან და გრწმენეს თუ იხილო იგი, ყოვლითურთ უვნებელი ქრისტეს ძალით განკურნებული.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰრწმენა და წარვიდა და სიხარულით მოეგება ძე იგი მისი ხლდომით, ვითარცა იგი წინასწარ აღუთქუ ღირსო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ქალწულო წმიდაო ძესა შენსა ქრისტესა ღმერთსა ლმობიერად ევედრე, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

 

გალობა ვ.

გარემომიცვეს ღელვათა და მექმნა მე საფლავ მუცელი ვეშაპისა და გიღაღადებ მიხსენ მე კაცთმოყუარე და მაცხოვნე მე, მრავალ მოწყალეო უფალო.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

გარე მოიცვნა ღელვამან ჭირთა და მან საცდენთამან უდაბნოსა შინანი, აწ ვედრებითა შენითა დავით მოწყალე ჰყავ ჩემზედა ღმერთი.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მირახვედ წმიდად ქალაქად ეუწყა პატრიარქსა ელიას, ვითარმედ დავით იერუსალიმისა მადლი ყოველი წაიღო სარწმუნოებითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გეწინეს რა მალე მსრბოლნი ბრძანებისაებრ მათდა მიგიღეს ორი ნაწილი და მესამედი ესე ნიჭად შენდა უდაბნოსათვის დაგიტევეს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ქალწულო ყოვლად წმიდაო, რომელმან სიტყუა ღუთისა ხორცითა შეჰვ და ქალწულადვე საუკუნოდ დაადგერ, გვაცხოვნენ შენნი ღუთის მშობლად აღმსარებელნი.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღვთისა შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლად-ქებულო ღუთისმშობელო და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

კონდაკი

შუა-მდინარით აღმოჰხედ ვარსკულავი ყოვლად ბრწყინუალე, და მოიწიე უდაბნოდ გარესჯად და მიერითგან მოსლვითა შენითა, ვითარცა სამოთხე ნერგთაგან წმიდათა სცენდებიან ნერგნი სიტყვიერნი, რომელთა თვის ოხასა ნუ დააცადებ დავით სანატრელო.

სახარება მათესი

ჰრქუა უფალმან, რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამა თვისი და დედა თვისი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თვისი, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა. ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ და არა ვინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამა ვინ იცის, გარნა ძემან, და რომელსა უნდეს ძესა გამოცხადების, მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთ მძიმენი და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსუენება სულთა თქუენთა. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არსა".

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა დავით გარესჯელისათა, მოწყალეო აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.

მოწყალე მე, ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაჲ ჩემი და შემიყწალე მე ღმერთო.

ხმა ე.

მსგავსად იოანე ნათლის-მცემელისა უდაბნო დაიმკვიდრე მამაო და უპოვარებითა სცხოვნდებოდი, რამეთუ ყოვლად არა რა გაქუნდა ნეტარო ხორცთა საზრდელი, საწუთო და წარმავალი რომელითა დაიცვების არსება ესე ხორცთა, არამედ იზრდებოდა სულისა მიერ წმიდისა, ვინაცა ბაძუად შენდა აღადგინენ სულნი ურიცხვნი და შემოჰკრიბენ სადიდებელად ღუთისა და სამადლობელად სიმხნეთა შენთა დავით გარესჯელთა დიდებაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდუათა ჩუენთა შენდობა მოგვანიჭოს, რომელნი სურვილით აღუასრულებთ ხსენებასა შენსა.

 

გალობა ზ.

რომელმან იხსნნა ყრმანი სახმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ ხარ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მოიწიე გარესჯად იერუსალიმით და ჰგალობ, კურთხეულ ხარ უფალო ღმერთო.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მოწაფეთა რა შენთა გიხილეს სიხარულითა ხმა ჰყუეს, კურთხეულ ხარ შენ ღმერთო ჩუენო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოიკითხენ ყოველნი ჯერისაებრ, ხმობდეს ერთბამად კურთხეულ ხარ შენ ღმერთო ჩუენო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღმრთის მშობელო ქალწულო აცხოვნენ, რომელნი გალობენ კურთხეულ ხარ შენ.

 

გალობა ე.

მამისაგან შობილსა ძესა უწინარეს საუკუნეთა და აღსასრულსა ჟამთასა ქალწულისაგან ხორციელ ქმნილსა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მიმორახვიდოდი ღირსო, იხილე რა ძმა იგი შენი წყლისაგან მწარისა შეურვებული და ილოცე ღუთსა მიმართ და სთქვი, მღუდელნი აკურთხევდით.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ვითარცა ოდესმე მოსე ნიშთა საღთოთა ჯუარისათა, წყალი მწარე ლოცვითა დაატკბე და მიეც ძმასა მას და ეტყოდე მღუდელნი აკურთხევდით.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჟამი შენი სუფევად მიცუალებისა მოიწია და ეზიარე წმიდასა ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა და სთქვი მღუდელნი აკურთხევდით.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ქალწულო საგალობელო, რომელმან სიტყუა ღუთისა გვიჰშევ და ქალწულადვე დადგერი ზესთა სიტყვისა და გონებისა, მღუდელნი აკურთხევდით ერნი უფალსა.

 

გალობა თ.

ჰშევ ქალწულო მოიწდომელი ბუნებათა, უჟამო გამოუთქმელი ამისთვის უბიწოო ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ეზიარე უხრწნელთა საიდუმლოთა, ესე ხოლოღა აღმოსთქვი, დამბადებელო ჩემო ქრისტე ღმერთო, შეივედრე სული ჩემი.

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ძმა იგი დაკლებული ხედვისა თუალთასა შეემთხვია რა წმიდასა გუამსა შენსა, ნათლისა ხედვა მიენიჭა და გადიდებდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შემურვისა და დაფლვისა გალობითა გოდებით და ცრემლით ხმობდეს ტკბილო მამაო, შენთა მოწაფეთა ნუ დაგვივიწყებ წინაშე ღუთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღუთის მშობელო ქალწულო, მოსავთა შენთა მხოლო შენ ხარ სასოება, ყოველთა ჩუენისა ამის საგალობელისა სრულ მყოფელი.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ ღმრთის-მშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთის-მშობელსა გალობით გადიდებდეთ.

იყავნ ჩუენდა წინამძღურად მთავარ გალობისა ქრისტე მეუფე ჩუენი, დღესა ამას ყოველად ქებულისა დავითისსა, რომელი იგი მის მიერ ღირსად საჩინო იქმნა სეხნაობითა დავით მგალობელთა მთავრისათა.

მოიწიე და შეამკობდ მამაო ღირსო, ჩუენსა ამას მამასა და სახელ მოდგამსა შენსა და ჰხმობდ მშუენიერად საკვირუელ არს თავადი შორის წმიდათა და ქება მისი შესაკრებელსა შინა ეკკლესიასა წმიდათასა.

მოვედ, მოგიწესს მოსწრაფედ, ლავრა შენი წმიდა, საუნჯედ სიწმინდისად, ადგილით მკვიდრობისად, ადგილად მსხემობისა, რათა ესრეთ გულსმოდგინებითა აღიძრნენ გონებანი აქა შემოკრებულთანი, ქებად შენდა დღესასწაულსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დღეს დავით შემოჰკრებს კრებასა ამას საღმრთოსა და ჩუენთანა მედღესასწაულებად თვით თავადი უხილავად მდგომარედ არს, სერისა სულიერისა უხილავად განგიმზადებს და ყოველთა კაცთა კაცთმოყუარებით გვისტუმრებს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სარწმუნოებით მოვილტვით შენდა და ცრემლით გევედრებით, ყოვლად დიდებულო მამაო დავით, ღვთისმშობელისა თანა ნუ დასცხრები მეოხებად და ცხოვრებად, რომელნი შენ გადიდებთ.

სულნი ბოროტნი შიშით ივლტიან და ანგელოზნი მოხარულნი გალობენ და ჩუენ მათ თანა ვღაღადებთ და ვიტყვით, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

წმიდანო ანგელოზნო ზეცისა მხდრობათანო და წინამორბედო უფლისაო, მოციქულნო ათორმეტნო, – მღუდელთ-მოძღუარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო და წმ. მოწამენო და ნეტარნო დედანო და ყოვლნო წმიდანო ღუთისმშობელისა თანა ნუ დაჰსცხრებით მეოხებად და ცხოვრებად, რომელნი თქუენ გადიდებთ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვიილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილენ და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთის-მშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უფალო შეგვიწყალენ (12-გზის).

 

ლოცუა სავედრებელი ღირსისა მამისა დავით გარეჯელისა მიმართ:

ჰოი, ყოვლად სანატრელო, ყოვლად ბრწყინვალეო საღვთოო ზესთადმი ჰსრბაო, საღმრთოო განათლებაო და სულითითა ხედვითა ფრთედ მსრბოლ ქერუბიმებრ, ანგელოსებრითა სიწმიდითა ზესთა ღუთისადმი მდგომო, ღირსებაო და უსხეულოჲსა მის თუალთშეუდგამისა დიდებისა წინაშე კადნიერო, მეოხო და შესავედრებელო ჩვენ უღონოთა და განწირულთა ცოდვილთა მონათა და მსახებელთა შენთაო.

ჰოი! ყოვლად ბრწყინუალეო, საღმრთოო საგალობელო, ღირსო მამაო წმიდაო დავით, შენ ზეგარდამოითა წინა განგებითითა მადლითა, სატანას ძლითთა სიბნელისა კრულბათაგან შემწედ და გამომხსნელად ჩუენდა მოვლინებულო და შესწავებულო, რამეთუ ვითარ იგი მოგეცა შენ მრავალ ნიჭება მადლისა და ქმნა საკვირუელებისა, ხსნა ცოდუათა შენდობისა და ბრალთა მოტევებისა, სენთა კურნებისა და ეშმაკისა საცდურთა განხდისა და განდევნისა, ეგრეთუე შენითა მამებრივითა მოწყალებითა შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რათა ლოცუათა შენთა თხოვითა და ვედრებითა, ამაღლდეს და განძლიერდეს ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, ვედრებითა შენითა დაიფარე და ლოცუათა შენთა თხოვითა მოიხსენე უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოჲსა და მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა  და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, დიდი მეუფე და მამაჲ ჩუენი ილია; ყოვლად სამღუდლონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესნი, მხედართ მთავარნი და ქალაქთ მთავარნი და ქრისტეს მოყუარე მხედრობა და კეთილის მყოფლენი ჩუენნი და ყოველნი მართლ-მადიდებელნი ქრისტეანენი დაიფარენ, მრავალ მოღუაწებითა შრომითა შენითა. იმეოხენ ღირსო მამაო, რათა ლოცუათა შენთა მიერითა თხოვითა შეგუჭურნეს ჩუენ უფალმან ღმერთმან, ძალითა თვისითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა.

ჰოი! ყოვლად ტკბილო მამაო მოწყალეო, მოწყალებითა ღუთისა სახიერისა და კაცთმოყუარებისათა, მოციქულთა მსგავსად ოხვრით ბერილითა სულითა განბრძნობილითა ყოველთა არეთა და ერთა ჩუენ ქართუელთასა, ნათელ მყოფელო და მასწავლელო კეთილმსახურებითისა თაყუანისცემისა ჭეშმარიტისა ღუთისა და განმდევნელო სიძუელითა დაბუდებულისა მის, მაცდურისა მიერთა ძმაცულებათა საგველოჲსა სიბოროტისათა წარმწყმედო. შენ მოწყალებითა და ღუთისა მიმართითა თხოვითა შენითა, აღმომიყუანენ ჩუენ სიღრმეთაგან ცოდუათა ჩუენთასა, რათა ვიხსნეთ ჩუენ სიყმილისაგან, სრვისა და ძვრისაგან, ცეცხლისა მახვილისა და ზედა მოსლვისაგან უცხოთესლთასა და ტომისაგან ბრძოლისა და უცნაურისა სიკუდილისაგან და გარე წარაქციენ ყოველნი ზედა დამსხმელნი ჩუენ ზედა მოწევნულნი მტერნი და განმხრწნელნი ქარნი და ყოველნი სიკუდიდ შემოსილნი წყლულებანი და ყოველნი ბოროტებანი.

იღუაწენ ტკბილო მამაო დავით, იღუაწენ და განმიხვენ წიაღნი ღუთისადმი და მაგებელნი, ყოველთა ბრალთა და შეცოდებათა ჩუენთა საკურელისა და მხსნელნი და მომტევებელნი და აღამაღლენ მართლ-მორწმუნეობა ჩუენი ყოველთა ზედა პირთა ქუეყანისათა და განამრავლენ ერნი და სამწყსონი სავანეთა და ადგილთა ამათ შენთა და ცრემლითა და შრომილთა და ღუაწლითა მოგებულთა. რათა ლოცუათა შენთა ოხითა, ჰხსნილნი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და განთავისუფლებულნი საუკუნოსა სასჯელისაგან, სამარადისოთა მადლობითა აღუამაღლებდეთ წმიდასა სახსენებელსა შენსა, სურვილით მსასოებელნი და თაყუანისცემისა შემწირუელნი, დაუსაბამოსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლისა სოფლისა მხსნელო და მაცხოვარო უფალო იესუ ქრისტე, ჩუენ ცოდვილთა და უღირსთა მონათა შენთათვის მხსნელად და მაცხოვრად ჩუენდა გამოჩინებულო, რომალმან ეგე, ჰხსნისათვის ჩუენისა ჯუარი და სიკუდილი დაითმინე და ყოველთა ცხოვრება მოგუმადლე. აწცა მოწყალე ექმნენ, სულთა და ხორცთა ჩუენთა გლახაკთა და შესავედრებელად ჩუენ ცოდვილთათვის აღძრულისა მამისა დავითის მიერი შუამდგომელობა და მეოხება შეიწყნარე ტკბილო სახიერო მეუფეო, რამეთუ არავინ გვაქუს ესრეთ კადნიერად შენ წინაშე მეოხი, ჩუენ ცოდვილთა თვინიერი ესე ვითარითა სათნო ყოფილთა შენთა. აჩუენე ძალი და ძლიერება შენი და მოგვმადლე ჭირთა და განსაცდელთა შინა მყოფთა განრომა, ცოდუათაგან ჰხსნა და ყოველთა განსაცდელთაგან განთავისუფლება მონათა შენთა.

დედუფალო მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა და გვიხსნენ ჩუენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა, ღირსისა მამისა ჩუენისა დავით გარეჯელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.