მღდელმან: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...
უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და
შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ
თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოჳჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია,
დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო,
დიდებაჲ შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი
4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო
ესე, და არს საკვჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩუენ ცოდვილნი ესე და გლახაკნი, მჴურვალითა ცრემლითა ღაღად-ვყოთ სიღრმით გულისაით: ჵ, დედოფალო, წყალობით შემწე მეყავნ ჩუენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ შემეწიე, რამეთუ წარვწყმდებით ჩუენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, ნუ გარე მიმაქცევ მონათა ამათ შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასოჲ და მეოხი ჩუენი წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩუენ ცოდვილნი ესე და გლახაკნი, მჴურვალითა ცრემლითა ღაღად-ვყოთ სიღრმით გულისაით: ჵ, დედოფალო, წყალობით შემწე მეყავნ ჩუენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ შემეწიე, რამეთუ წარვწყმდებით ჩუენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, ნუ გარე მიმაქცევ მონათა ამათ შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასოჲ და მეოხი ჩუენი წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გჳჴსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალჱმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსჱსმან, რომელმან გამოსახა სახჱ ჯუარისაჲ და განუპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
წმიდაჲ ხატი შენი, დედოფალო, სახელდებული დიდუბისად, მდიდრად გვიწყაროებს ჩუენ კურნებასა სულთა და ჴორცთასა, და რომელნიცა მას მოწლედ და სურვილით ამბორს უყოფენ, მსწრაფლ განიკურნებიან სნეულებათაგან.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
მწყსიდა რაჲ ფარას დიდუბისა სანახებსა, ანგელოზი ეჩუენა ძილსა შინა მწყემსსა და აუწყა, თუ სადა იგი ესვენა ხატი ღმრთისმშობლისაჲ, და რქუა: თაყუანის-ეც საუნჯესა მას უპატიოსნესსა და მოგანიჭებს დიდსა წყალობასა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განკჳრვებულ იქმნა მწყემსი იგი ხილვისა მისგან საღმრთოჲსა, და მსწრაფლ ახარა რაჲ სახლეულთა და ერთა, ყოველთა აღიტყუელნეს ჴელნი თჳსნი და მადლსა და დიდებასა შესწირვიდენ ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდებულნი ითქუნეს შენთჳს თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაჲ ღმრთისაჲ წიაღსა შენსა და დაადგერ უხრწნელად, ღმრთისმშობელო მარიამ, ამისთჳს ყოველნი გადიდებთ, რომელნი შემდგომად ღმრთისა იპოვე მჴსნელად ჩუენდა.
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყვარე.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
წარემართენ რაჲ დღესა მას მეორესა, ორშაბათსა, მოიძიეს სამეუფოჲ ხატი შენი, დედოფალო, და განკჳრდენ, რამეთუ განსაგებელი სკიპტრაჲ გაქუნდა ჴელსა მარჯვენესა, ხოლო სფერაჲ ოქროჲსაჲ ჯუარითა, ჴელთ ეპყრა ძესა შენსა და ღმერთსა, ვითარცა თჳთმპყრობელსა.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
წარიხუნეს საუნჯჱ იგი უპატიოსნესი და დაასუნეს რაჲ ტაძარსა, მახლობლად მდებარესა, ყოველნი უძლურნი შენ მიერ მიემთხვეოდეს კურნებასა, და გულისჴმაყვეს ყოველთა, ვითარმედ ხატი ესე შენი მოეც ძლევად მტერისა, განვლტოლვად ეშმაკთაგან, და კურნებად უძლურთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მიუმცნეს რაჲ მსწრაფლშემწეობაჲ ხატისაჲ ბრმასა ერთსა, აღივსო გული მისი სასოებითა, გარნა ვერცაღა პოა წინამძღოლი, რაჲთა მიაახლოს ხატსა ამას საკჳრველსა, და ცრემლით ილოცვიდა ღმრთისა დედისა მიმართ და ეტყოდა გიხაროდენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაემკჳდრე საშოსა ქალწულისასა და გამოუჩნდი კაცთა ჴორციელად, ვითარცა სათნო იყავ და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.
გჳჴსენ ჩუენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ყოვლისა სავნებელისა, და ჭირისა და იწროებისაგან, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა.
მოიხილე, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, ფიცხელსა ამას სხეულისა ჩემისა დაჴსნილობასა ზედა და კურნებულ-ყავ ტკივილი სულისა ჩემისაჲ.
მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3 გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათჳს).
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3 გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასი და ყოვლადუსამღუდელოესისა (მოიხს. ადგილობრ. მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3 გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთჳსაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3 გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3 გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. გუნდი: ამინ.
ხატი ესე შენი, ღმრთისმშობელო, წოდებული დიდუბისად, განგებულებითა გუებოძა ჩუენ, უბიწოო, და დაშრეტს იგი ნაკუერცხალთა ჭირთასა ცუარითა მით შენისა სახიერებისაჲთა და უზესთაეს მზისა გამოგვიბრწყინვებს შეწევნისა შენისა საბოძვართა.
ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცარიელენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელისა ამბაკუმისა თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთ-მოყუარე.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
„ნუ უგულებელს-ყოფ ლმობიერსა ამას ვედრებასა ჩემსა, - კაცი იგი მჴურვალედ ღაღადებდა - და მეოხ-მეყავ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩემისა, რაჲთა ნათლითა თჳსითა განმანათლოს მეცა ცოდვითა დაბნელებული და ღირს მყოს ხილვად და თაყვანისცემად დიდებულისა ამის ხატისა შენისა“.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
ვითარცა ხარ შენ კურნებათა უფსკრული და წყაროჲ კეთილთა დაუსრულებელთა, ეგრეთცა ხატსა შენსა აქუნდა ძალი და მადლი კურნებისაჲ ძისა მიერ შენისა, რამეთუ აჩუენე მსწრაფლი იგი შეწევნაჲ ბრმასა მას და აღუხილე თუალნი მისნი მეყუსეულად.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სიხარულითა აღივსო კაცი იგი ბრმად შობილი, ოდეს იხილა ნათელი დღისაჲ, და მსწრაფლ წარემართა რაჲ ტაძარსა, თაყუანისცემად ხატისა, შევრდომით მიეახლა და საღმრთოჲთა სურვილითა აღძრული გმადლობდა შენ, ქალწულო, და ადიდებდა ქრისტესა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განაქარვე ყუედრებაჲ დედისა ევაჲსი, რაჟამს ღმერთი, დამბადებელი შენი მუცლად იღე უზეშთაეს კაცთა ბუნებისაჲ, და გვიშევ ჩუენ გამოუთქმელად, უბიწოო დედაო ქრისტჱს მაცხოვრისაო, მეოხ-გუეყავ ჩუენ მვედრებელთა შენთა.
ძლისპირი: რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
ესმათ რაჲ საშინელი ესე ძლიერებაჲ ხატისა შენისა, აღუმართეს მას ნიში სალოცველი ქართველთა და მადლთა შენთა მიერ განმდიდრებულნი, ქალწულო მარიამ, არა დადუმნეს ქებად და გალობად შენდა.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
ხედვიდეს რაჲ დიდებულსა ხატსა შენსა, სიმრავლესა მორწმუნეთასა და სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, აღაშენეს ტაძარი შუენიერი, დაასუენეს მუნ წმიდაჲ ხატი შენი, დედოფალო, უწოდეს დიდუბისაჲ და დღესა მას ორშაბათსა განაწესეს დღესასწაული ხატისაჲ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სიკეთითა ელვარე ქმნილი ხატი შენი დაბრძანდა რაჲ სახლსა შინა ღმრთისასა, აღივსო ტაძარი იგი ბრწყინვალებითა, ხოლო მღდელ-მთავარნი და ერნი მღდელთა თანა მსახურებდეს ლიტანიობითა და ეძიებდეს შენგან დაცვასა და მოწყალებასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კადნიერებაჲ დედობრივი ძისა შენის თანა მოიგე, ყოვლად უბიწოო ღმრთისმშობელო, და შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, გევედრებით.
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
საკჳრველსა ხატსა შენსა მოუვლენდი რაჲ წილხვდომილსა ერსა შენსა, სიტკბოებითა შენითა მოჰმადლებდი მწუხარებათა წყუდიადისა განმდევნელსა და შარავანდედითა მოწყალებისა შენისაჲთა ყოველთა განმანათლებელსა.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
მეფენი საქართველოჲსანი პატივს სცემდენ ხატსა შენსა, და აღაშენეს რაჲ პალატნი თჳსნი ველსა მას დიდუბისასა, მუნვე შეჰკრებდენ ლაშქართა თჳსთა და შეგვედრიდენ შენ, ვითარცა ზესთამბრძოლსა და მეოხსა ქართველთა ერისასა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წმიდაჲ და კურთხეული მეფჱ თამარ მოისწრაფდა რაჲ ტაძარსა შობისა შენისასა, ვითარცა ნავთსაყუდელსა მშჳდსა შევედრებული გიგალობდა და შეგასხმიდა შენ, უბიწოდ მშობელსა ქრისტჱს ღმრთისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენთჳს, ქალწულო, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ სიმტკიცე ხარ ჩუენ მორწმუნეთაჲ და სასოებითა შენითა განვძლიერდებით და სარწმუნოებითა გადიდებთ და თაყუანის-გცემთ შენ და ძესა შენსა.
გჳჴსენ ჩუენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ყოვლისა სავნებელისა, და ჭირისა და იწროებისაგან, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა.
მოიხილე, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, ფიცხელსა ამას სხეულისა ჩემისა დაჴსნილობასა ზედა და კურნებულ-ყავ ტკივილი სულისა ჩემისაჲ.
მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
წმიდაჲ ხატი შენი დიდუბისაჲ, ვითარცა ზღუდე და მფარველი, საკჳრველად მოანიჭე ივერიელთა, და მის მიერ იქმ ნიშთა დიდებულთა: სნეულთა ჰკურნებ, ეშმაკთა განჴდი და იჴსნიდი მვედრებელთა შენთა, ხოლო რომელნი გესავთ სარწმუნოებით, ნუ განმაგდებ, არამედ მიითუალე ვედრებაჲ ჩუენი და შეწირე წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ შენ ხარ სასოჲ ჩუენი, დედაო სახიერო.
მღდელმან: მოხედენ. სიბრძნით. წარდგომა სახარებისა, ჴმა 4
მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3 გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა. და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ. და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქმულთა მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თჳსისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახით თჳსა.
დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღჴოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: იხარებდ, ქუეყანაო ქართველთაო, და დღესასწაულობდ საზეპურო ერო, რამეთუ წყალობითა მოგხედნათ ღმრთისა დედამან და მოგანიჭათ საკჳრველთმოქმედი ხატი თჳსი, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან.
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანჱსითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლჱსითა, წმიდისა მოციქულისა თომას და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათაჲსითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისაჲთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანეს, გაბრიელისა, იოვანე-თორნიკისა, ეფთვიმისა და გიორგისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინჱსითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაჲთა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა; წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაჲთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა, (და წმიდისა სახელი, რომლისაცა არს ტაძარი), დიდუბის ღმრთისმშობლის საკჳრველთმოქმედისა ხატისაჲთა და ყოველთა წმიდათა და სიწმიდეთა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს, ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
ვითარცა ხატი შენი უზესთაეს მზისა გამოუბრწყინვებდა თაყუანისცემელთა მისთა, შეწევნისა შენისა საბოძვართა, ეგრეთვე აწ სარწმუნოებითა შევრდომილნი, უბიწოო, სიტკბოებითა შენითა მოვიღებთ სულთა და ჴორცთა კურნებასა.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
მრავალფერთა სენთა მაკურნებელ არს და სულთა არაწმიდათა სდევნის მადლი საკჳრველთმოქმედისა ხატისა შენისა, დედოფალო, და იცავს იგი თჳსითა საფარველითა ყოველთა შევედრებულთა მისთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უბიწოო სამკჳდრებელო დაუვალისა ნათლისაო, გადიდებთ შენ და გიგალობთ მორწმუნენი, რამეთუ ხატი ესე შენი დიდუბისაჲ, არს საკურნებელი ყოვლისა ქრისტჱს მორწმუნისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ნათელსა უფლისასა ვიდოდით, მოვედით უგალობდეთ ქალაქსა სულიერსა სამეუფოსა, უბიწოსა ქალწულსა, ჭეშმარიტად ღმრთისმშობელსა, ვითარცა არს სასოჲ და მეოხი სულთა ჩუენთა, უკუნითი უკუნისამდე.
ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანა-მზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
გალობითა შევამკობთ საკჳრველსა ხატსა, ქართველთა უპირველესი მეოხისასა, და მსწრაფლ მივემთხვევით რაჲ შეწირვად მდაბალთა ვედრებათა ჩუენთა, თაყუნის-ვსცემთ და ვითხოვთ კუალად დამკჳდრებასა საფარველსა ქუეშე მადლისა მისისაჲსა.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
მივისწრაფვოთ, ერნო ქართლისანო, თაყუანის-ცემად და შევრდომად ხატისა, საკჳრველად განთქუმულისა, რომელი მიებოძა ქუეყანასა ივერიისასა ზღუდედ დაურღვეველად, და მცველად მიურულებელად.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შენ ხარ სასოჲ და სიქადული ჩუენი და მფარველი შემდგომად ღმრთისა. აწ შეიწყნარენ გალობანი ესე, რომელთაცა შენდა შევწირავთ კეთილმოშიშებითა და განგუანათლენ პირთა მიერ ხატისა შენისაჲთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რომელმან ანგელოზისაგან სიტყუაჲ შეიწყნარა, და ღმერთი მხოლოჲ გჳშვა, და ნათელი გამოუბრწყინვა სოფელსა, ყოველნი ვაკურთხევთ და ავამაღლებთ მას უკუნისამდე.
ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი განკჳრვებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
აწ ისმინე ვედრებაჲ ჩუენი, ყოვლად წმიდაო დედაო და ქალწულო კურთხეულო, და ხატსა შენსა შევედრებულნი დაგჳფარე ყოვლისაგან კუეთებისა წინააღმდგომისაჲსა და მტანჯველთა მათ შემთხუევათაგან, რამეთუ თჳნიერ ღმრთისა არავინ ვიცით გარეშე შენსა.
ღმრთისმშობლისა ხატო საკჳრველო, დაგვიცევ და დაგჳფარენ ჩუენ.
აჰა, საზეპუროჲ ერი ჩუენი კუალად მოუცავს განსაცდელთა და ჭირთა სიმრავლესა, გარნა შენ შეგვეწიე და მიმიძეღ გზათა საღმრთოთა, რამეთუ უკეთუმცა არა მეოხებაჲ შენი, ვითარ განვერნეთ უკანაჲსკნელსა ამას ჟამსა მოძალებულსა უსჯულოებათა ღვარსა შინა დანთქმისაგან.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უმეტესო ყოველთა ნათესავთაო, ყოვლად უხრწნელო ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ სასოჲ მორწმუნეთაჲ, დიდებისმეტყუელებით გადიდებთ და გევედრებით: მიჴსენ უძლურებათა და ჭირთა სულიერთა და ჴორციელთაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წინაჲთვე გქადაგებდეს, უბიწოო, წინაჲსწარმეტყუელნი გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად, ტაკუკად და ბჭედ დახშულად, და მთად გამოუკუეთელად, და კიბედ ზეცისად აღმართებულად, და წყაროდ დაბეჭდულად, სულმცირედ ღრუბელად და მშობელად ევმანუელისა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღვდელი აკმევს, მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
მოვედით, ყოველნო მორწმუნენო, წმიდასა ამას ტაძარსა შინა ღმრთისმშობლის შობისასა, ჭეშმარიტად კარავსა დიდებისა ღმრთისასა, რომელი ესე აღუმართეს ხატსა მას დიდუბისასა და შევუვრდეთ მფარველობასა მისსა, რაჲთა მოვიღოთ კურთხევაჲ და მადლი მის მიერ და შევსწირნეთ დიდებაჲ ღმრთისა.
ჵ, უქორწინებელო სძალო, ქალწულო მარიამ, ვითარცა ხარ შენ კურნებათა უფსკრული და წყაროჲ კეთილთა დაუსრულებელთა, ეგრეთცა ხატსა შენსა აქუს ძალი და მადლი კურნებისაჲ ძისა მიერ შენისა, რომლისა იქმენ დედაჲ უბიწოებით, და ჩუენცა მოვისთულებთ მისგან ძღუენთა გულმოწყალებისა შენისასა.
ჵ, მარიამ, უსძლოო ღმრთისმშობელო, მჭურეტელნი საკჳრველთმოქმედისა ხატისა შენისა, ვითარცა მზისა ბრწყინვალისა, ერი სჯულიერი ერთბამად განსცხრების, რამეთუ კურნებასა და მადლსა უშურველად აღმოაცენებს, ვითარცა წყაროჲ დაუწყუედელი.
უწყით რაჲ მოწყალებათა შენთა სიმრავლჱ, ქრისტეს დედაო, მჴურვალედ გევედრებით: მოიჴსენე უფლისა და ძისა შენისა მიერ წილად ხვდომილი ესე შენად ქუეყანაჲ და ნათესავი ჩუენი, რამეთუ აღთქუმულ გაქუს შენ ჟამსა შეჭირვებისასა მარადის დაცვაჲ და დაფარვაჲ ჩუენი.
ჵ, ყოვლად ტკბილო დედაო და ქალწულო უბიწოო, განუღე კარი მოწყალებისაჲ ერსა შენსა ივერიისასა, რაჲთა არა ჰსთქუან ყოველთა მწვალებელთა და წარმართთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ.
ზეცისა ძალთა კრებულნი და მოციქულთა გუნდნი და ყოველნი ენანი, შენ გადიდებენ, სძალო ღმრთისა მაღლისაო, ხოლო ჩუენ მწიკულევანითა ბაგითა დედად ღმრთისა გქადაგებთ, ღმრთისმშობელო, ყოვლად უბიწოდ და მართლმადიდებლობითა უფალსა უღაღადებთ:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3 გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (3 გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.
მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, კაცთმოყუარე, ისმინე და შეგჳწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3 გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მხევლისა) ღმრთისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი, ანუ ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსვლისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდ-შემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხუაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ჵ, ყოვლად მოწყალეო დედოფალო, ღმრთისმშობელო დიდუბისაო, უმაღლესო ცათაო და უბრწყინვალესო მზისაო, სძალო, მჴევალო და დედაო მჴსნელისაო, მფარველო და მოღუაწეო ქართველთა ერისაო და უძლეველო ზესთამბრძოლო საქართველოჲსაო!
ჵ, დედოფალო, დედაო კაცთმოყვარისა ღმრთისაო, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ, წმიდაჲ ხატი ესე შენი დიდუბისაჲ, პირად-პირადად შემკობილი სამოსლითა პორფირითა და ფესუედითა ოქროქსოილითა, გჳვის, ვითარცა ჭეშმარიტად უსასყიდლოჲ მკურნალი სხეულთაჲ და მაკურნებელი სულთაჲ და ჴელაპყრობით გევედრებით წინაშე მისა: გუექმენ მჴურვალე შუამდგომელ ჩუენ ცოდვილთა ძისა მიმართ შენისა, რაჲთა ამაო ჰყოს საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა და ამაოთა იღუწიან სავნებელად ერისა ჩუენისა, აღრჩეულისა შენ მიერ, ვითარცა საკუთარისა, და დაგვიცვას ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა, ხოლო სარწმუნოებაჲ ჩუენი კუალად განაახლოს და მოგუმადლოს მოუკლებელი სიყუარული ღმრთისა, მოყუასისა და მამულისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი. კეთილმორწმუნენი, მხედართმთავარნი, და ქალაქთმთავარნი, და ყოველნი ქრისტჱსმოყვარე მხედრობაჲ და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჵ, დედათა შორის სანატრელო, სიქადულო ჩუენო, ღმრთისმშობელო, სოფლისა მაცხოვარსა ძესა შენსა ევედრე, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაჲ, სიმართლისმოყუარებაჲ, მრავალშვილიანობაჲ, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაჲ. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაჲ, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და ცათა სასუფეველისა დამკჳდრებაჲ, რაჲთა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მღდელმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3 გზის).
გვაკურთხენ. მღდელმან: ჩამოილოცოს....
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო შეგჳწყალენ (3 გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
სიყუარულითა თაყუანის-ვჰსცემთ და სურვილითა ამბორს-უყოფთ ხატსა შენსა „დიდუბისა ღმრთისმშობელსა“, რომელი გამოჩნდა მცველად და შესავრდომელად ივერიელთა, და შემუსრვილითა გულითა გევედრებით: კურთხეულო დედაო და ქალწულო, გვაკურთხენ ჩუენ და დაგვიცევ, და გამოგჳჴსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და ურვათაგან.
აწ წინაშე ხატისა შენისა წარდგომილ ვართ ლმობიერად მორწმუნენი, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით მფარველობასა შენსა, და ვღაღადებთ: ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა, არამედ განგვკურნე, ჵ, კეთილმოწყალეო დედაო, და დაჴსენ ზახებაჲ უხილავთა და ხილულთა მტერთა და წინააღმდგომთა ჩუენთა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა