მღდელი: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი...
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ
იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ღუაწლთა შინა ღმრთისმსახურებისათა, ვითარცა ლამპარი გამობრწყინდი, და სათნოებათა მიერ განშუენებული წმიდაი კვართი შენი ძოწეულ-ყავ სისხლითა მეწამულითა, ნეტარო მღდელმოწამეო დოსითეოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საქმითა მიემსგავსე მოციქულთა, და საყდართა მათსა ღირს იქმენ, საქმეი მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებითა იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღდელთმთავარო დოსითეოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ძლისპირი: ზღვისა მის მეწამულისა ღელვათა ვიდოდა პირველად ოდესმე ერი ისრაელისაი, და ხელთა განპყრობითა მოსე ჯუარის სახედ ძალი იგი ამალეკისაი უდაბნოს დასცა.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ღირსებით იდიდების ეკლესიასა შინა ბრწყინვალეი სახსენებელი შენი, ღმერთშემოსილო დოსითეოზ, და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა ქებით შემკობად ღუაწლსა შენსა და თავდადებასა საკრველსა.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ქადაგებდი რაი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, ყოვლად ქებულო მამაო, განსწავლიდი სამწყსოსა შენსა დამარხვად მცნებათა ღმრთისათა და დიდებად მისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საღმრთოსა მწყემსსა, მღდელთმთავარსა დოსითეოზს, ვითარცა ქართველთა სიქადულსა შეგასხმთ ქებისა გალობასა, და გევედრებით შეწევნასა ჟამსა ჭირთა და განსაცდელთასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შობასა ქალწულებაი დაიმარხე, და თავად შემოქმედი ყოველთაი და უფალი საკვირველად მოგვივლინე ხორცითა, ყოვლადწმიდაო, მარადის ქალწულო დედაო.
ძლისპირი: ძლისპირი: იხარებს ეკლესიაი შენდამი, ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს: სასოი ჩემი ხარი შენ, განმაძლიერე, დამბადებელო.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
აღმოსცენდი რაი კეთილი მორჩი იმერეთისა წარჩინებულთა თავადთაგან, უფროისღა მოძღურებითა ღმრთის მსახურებისაითა განგზარდეს მშობელთა შენთა, ნეტარო, და სათნო ეყავ ღმერთსა.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
აღზრდილი სიყრმითგან ჭეშმარიტითა მოძღურებითა, წმიდაო, ფრიად სასოებდი ღმერთსა, და ერისა შენისათვის სულისა დამდებელი საუკუნოდ აღიწიე დიდებად მისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იყავ რაი მეცნიერ წმიდისა წერილისა და საღმრთოისა სჯულისა, წადიერად აღასრულებდი ყოველთა მცნებათა ღმრთისათა. აწ ჩუენცა გვითხოვე მისგან სინანული და მოტევებაი ცოდვათაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ გევედრებით, დედაო ღმრთისაო, შევრდომილნი ესე ოხასა შენსა და საფარველსა მარადის განგუარინე საცთურისაგან ბოროტისა და მაუწყე გზაი კეთილად მსახურებისაი.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ღირსად ხელდასხმულ იქმენ რაი ქრისტეის მიერ მწყემსად ცხოვართა პირმეტყველთა, ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, და ყოველთა ასწავებდი რაი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა, სული შენი დასდევ სამწყსოისათვის შენისა, მამაო, და ზეცით მოიღე რაი ღმრთისა მიერ გვირგვინი იგი ძლევისაი, აწ ჩუენცა გვიოხე წინაშე მისა, ყოვლად ნეტარო დოსითეოზ, რაითა მოგვანიჭოს ხსნაი და მშვიდობაი ყოველთა, რომელნი აღვასრულებთ ხსენებასა შენსა.
ძლისპირი: იხილა რაი ეკლესიამან მზეი სიმართლისაი ჯუარსა ზედა ამაღლებულად, დადგა იგიცა წესსა ზედა თვისსა ღირსად და ესრეთ ღაღადებდა: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გული გითქმიდა რაი, წმიდაო, შედგომასა ასპარეზსა მონაზვნურისა ღუაწლისასა, განმტკიცებული ჭეშმარიტებითა და შეჭურვილი ძალითა ჯუარისაითა შეუდეგ გზასა მას იწროსა და საჭირველსა.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გულსმოდგინედ იღუწიდი რაი სათნო-ყოფად ღმრთისა, დიაკვნად განგაწესეს, და შეერთე ჭეშმარიტთა მსახურთა მისთა. მას ევედრე აწ ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ცოდვისა და უსჯულოებისა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შეიმოსე რაი მღდელობაი, ვითარცა სამოსელი მადლისაი, შესწირევდი ღმერთსა უსისხლოსა მსხუერპლსა, ღმერთშემოსილო, და სასოებასა და კურნებასა მიჰმადლებდი ყოველთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქალწულო მარიამ, მშობელო დაუვალისა მზისაო, მეოხებითა ნეტარისა დოსითეოზისაითა შეიწრებასა მწარესა მიცემულნი დაგვიცვენ უხილავთა და ხილულთა მტერთაგან.
ძლისპირი: შენ, უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანის-გცემთ შენ.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
იხილა რაი ღმერთმან სიწრფოებაი სულისა შენისაი, დაგსუა საყდართა სამეუფოთა მღდელთმთავრად, და კეთილად ჰმწყსიდი სამწყსოთა პირმეტყუელთა.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
დადგინებულ იქმენ რაი ქუთათელად, წესისაებრ განგებულებისა, უპირველეს მღდელთა ჰმოძღურიდი და ასწავებდი სამწყსოისათვის მღვიძარებასა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ღუაწლი დიდი მოგანდო რაი ქრისტემან, გულსმოდგინე ლოცვაი შენი და კეთილი საქმეი, ვითარცა ნათელი დაუღამებელი უძღოდა მღდელთმთავრობასა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გონებაი კაცთაი და ანგელოსთაი ვერ შემძლებელ არს გამოთქუმად ყოვლადდიდებულისა და გამოუთქუმელისა შობისა შენისა, ყოვლადწმიდაო.
ძლისპირი: გალობით ხმითა სიხარულისაითა გაქებს შენ ეკლესიაი შენი, ქრისტე, განწმიდნა რაი იგი სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა წმიდასა.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
იქმენ რაი მწყემსმთავარ, წმიდაო, მწყსიდი და განსწავლიდი, ვითარ მაცხოვარი ჩუენი მოძღურიდა თვისთა მოციქულთა, და ამხილებდი მღდელთა სიცრუვისათა.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
სიბრძნითა ჰმტვირთველობდი რაი ჯუარსა შენსა, ყოვლად ქებულო მამაო, მარადის გამოზრდიდი ქურივ-ობოლთა და ღატაკთა, და გამოსჩნდი ნუგეშად მგლოვარეთა, უქონელთა, და უძლურთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იყავ რაი მწყემსი კეთილი, სამწყსოსა შენსა შთაუსახავდი გულსა შინა სამშობლო ქუეყანისა სიყუარულსა და სრულ-ყოფდი სათნოებათა შინა, ღმერთშემოსილო.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განაპე საკრველნი ცოდვათა ჩემთანი, სძალო ღმრთისაო, ცხორებისა სჯულითა ცოდვისა სჯულისათვის თავისუფლებისა მიმმადლებელო, რომელმან შევ მეუფე სჯულისაი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
სამღდელმთავროითა შუენიერებითა და წამებისა სისხლითა ყოვლად შემკული, წარსდეგ რაი წინაშე ქრისტეისა, სავანეთა თვისთა მიგცვალა, და აჰა, ზეცითგან მოიხილავ რაი ტაძარსა შენსა მოსრულთა, და ხსნისა და კურნებისა მვედრებელთა, მსწრაფლ მიანიჭებ ლხინებასა, და აღძრავ გალობად: გიხაროდენ, ეკლესიისა შუენებაო, წმიდაო დოსითეოზ ქუთათელო!
მამად და მოძღურად გყო რაი ქრისტემან მტერთაგან მიმძლავრებულისა ერისა შენისა, უძღოდი, ვითარცა მოსეი ისრაელთა, და სიმხნითა და სიბრძნის-მოყუარებითა, და მტერთა მათ უხილავთა და ხილულთა ახოვნად წყობითა და ხორცთა თვისთა უწყალოდ განკაფითა მრავალთა ექმენ სახეი მამულიშვილობისა და ღმრთისმოყუარებისა, ამისთვისცა პატივის-გცემთ და გიღაღადებთ: გიხაროდენ, ეკლესიისა შუენებაო, წმიდაო დოსითეოზ ქუთათელო!
მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 7
იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა
მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქება მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა
მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელი: მოხედენ.
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისათვის რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყვი თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაი აქუს უმეტესი, რაი გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ხელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყვი თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყვი თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუი ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ხელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაი სიტყუაი მიუგოთ, ანუ რაი სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაი-იგი სთქუათ.
დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა მღდელმოწამისა დოსითეოზ ქუთათელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: იყავ რაი კეთილი ნაყოფი ივერთა ქუეყანისაი, წმიდაო მღდელთმთავარო დოსითეოზ, ძეებრივითა გულმხურვალებითა მსახურებდი ერსა შენსა, რომელ აწ გსახავს შენ მამად და მოძღურად თვისად და ღუაწლითა შენითა განკვირვებული უგალობს ღმერთსა. აწ გვითხოვე მისგან მშვიდობით დაცვაი სოფლისაი, და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი, აღორძინებაი ერისა ჩუენისაი და სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეეისა და მარინეეისითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისა და სოლომონისაითა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; და წმიდათა შორის მამისა ჩუენისა, მღდელმოწამისა დოსითეოზ ქუთათელისა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ძლისპირი: სახუმილსა შინა აბრამეანნი ყრმანი, მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა სჯულთათვის, შეითხინეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა მას სიწმიდისა შენისასა.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ერთგულებითა მსახურებდი რაი წმიდასა მეფესა სოლომონსა, ვითარ სარწმუნოი მწყემსმთავარი დადგინებულ იქმენ მის მიერ მოსაყდრედ იმერთა და ოდიშ-აფხაზთა საკათოლიკოსოისა ტახტისა, და უფალსა ავედრებდი სამწყსოსა შენსა.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
შეესწორე რაი ძუელთა მათ მამათმთავართა, ღირსო, აღადგენდი და შეამკობდი ეკლესია-მონასტერთა ჯუართა და ხატთა მიერ, და გამოსჩნდი ნუგეშად მონაზონთა და სამღდელოთა, მიანიჭებდი რაი ყოველსა სახმარსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ფრიად განსწავლული ეგე მღდელთმთავარი განაწყობდი რაი სტამბასა, იწყე საღმრთისმსახუროთა მათ წიგნთა ბეჭდვაი ქართულსა ენასა ზედა, მამაო, და განაახლებდი ძუელთა მათ სიგელ-გუჯართა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ზეციერნი დასნი და უხორცოთა კრებულნი უგალობენ შენგან შობილსა, ღმრთისმშობელო, მხმობელნი: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა მას სიწმიდისა შენისასა.
ძლისპირი: ხელთა განპყრობითა დანიელ მღვიმესა მას შინა მხეცნი მოამდოვრნა და სამთა მათ ყრმათა დაშრიტეს ცეცხლისა ალი ღმრთისა მიერ და განბრძნობილნი უშიშად ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ფრიადი სიბრძნეი მოგანიჭა რაი ღმერთმან, ერჩდი ნებასა მისსა, ახოვანო, და კეთილმსახურებითა თვისითა განამტკიცებდი სარწმუნოებასა ერისასა, აწ ჩუენცა შეგვეწიე და აღგვავსე მღვიძარებითა საღმრთოითა.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ხედვიდი რაი რუსთაგან ეკლესიისა და ერისა შენისა დამცრობასა, და პატრიარქისა ექსორიობასა ქუეყანასა მათსა, ფრიად იურვოდი, ნეტარო, და ღმრთისა და მამულისა სიყუარულსა გულსა შინა შთაუსახავდი სამწყსოსა შენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
არცაღა ჰრიდებდი რაი ეგზარხოსისა და განმგებელთა მხილებასა ანგარებასა და ბოროტსა მძლავრებასა შინა, მართლ-ქადაგებითა შენითა განიმრავლებდი მტერთა, და გბრძოდენ, წმიდაო, სიყუარულისათვის ერისა შენისა, და ურცხვად გწამებდენ ცილსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ანგელოსთა თანა იხარებენ შობისა შენისათვის ყოველნი, რომელნი სარწმუნოებითა გიხმობენ შენ ღმრთისმშობლად, ყოვლადწმიდაო, რამეთუ მეუფეი და მაცხოვარი გვიშევ ჩუენ, რომელსა უგალობთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
ძლისპირი: ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკვეთა შენგან, მთაო, გამოუკვეთელო, ქალწულო, ქრისტე - შემაერთებელი ბუნებათაი. ამისთვისცა სიხარულით ჩუენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოღუაწებამან შენმან, ეფთვიმისა თანა გაენათელისა, აღაორძინა ბრძოლაი იმერთაი ერთმორწმუნეთა დამპყრობელთა მიმართ, და განამტკიცა ზრახუაი მათი სამეფოისა მათისა აღდგენისაი.
წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ფრიად გბრძოდენ თქუენ რუსნი, რამეთუ ქადაგებასა შინა ამხელდით მათ, ვითარცა მტერთა ეკლესიისა, ენისა, და მეფისასა, და უპატიოდ შეგიპყრეს, ვითარ ამბოხის მოთავენი, და ექსორია გყვეს რუსეთსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ბრძანებულ იყო რაი მოკუდინებაი შენი, ნეტარო, მხცოვანი ეგე ჰასაკითა უწყალოდ დაგსხერპეს მახვილითა, და ნეშტი შენი დაფლეს რაი ანანურსა, უფლისა მიერ მოიგე მკვიდრ-ყოფაი სასუფეველისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაშე ძისა შენისა, ქალწულო, ჰღაღადებს სისხლი წმიდისა ამის მოწამისა, შეისმინე ოხაი მისი და ევედრე მაცხოვარსა ჩუენსა, რაითა გვიხსნნეს მონებისაგან ბოროტთა ეშმაკთაისა და გარდახდომისაგან სჯულისა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი (ან ერისკაცი) კითხულობს:
სიბრძნითა საღმრთოითა საკვირველად აღვსილ-იყავ რაი ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, სული თვისი დასდევ სამწყსოისათვის შენისა, და აწ განბრწყინებული მღდელობისა მადლითა, და წამებისა სისხლითა ყოვლად განშუენებული სდგა წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ, რაითა განდევნოს ჩუენგან ცოდვისამიერი წყუდიადი უმეცრებისაი და გვიხსნას ყოვლისაგან ბოროტისა.
წმიდაი ეკლესიაი ქრისტეისი განაშუენე რაი სისხლთა მიერ სახედ სამკაულისა სამეუფოისა, შვილთა თვისთა თანა შეიმკუების ბრწყინვალედ, და გვიწესს რაი ყოველთა მორწმუნეთა ქებად და შესხმად საკვირველისა ღუაწლისა შენისა, ჰოი, ყოვლად სამღდელოო დოსითეოზ, გვითხოვე ქრისტეისგან ხსნაი ურიცხუთა მტერთა ბოროტებისა და საცთურისაგან ეშმაკისა.
ოდეს მზაკუვარებითა მოსრულნი ერთმორწმუნენი იღუწიდენ, რაითა ქრისტეისმოსახელეი ერი ჩუენი შთასთხინნეს უფსკრულსა უმეცრებისასა და გარდასახნეს ერად ბნელისა, წინააღუდეგ შენ, ძლიერად, წმიდაო, რაითა დაიცვა ერი შენი მძლავრებისაგან მათისა, და დაიკალ, ვითარცა კრავი, და შეიწირე მსხუერპლად წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ, რაითა მართლმადიდებელსა ერსა ჩუენსა მოანიჭოს ძლევაი ყოველთა მხდომთა და წინააღმდგომთა ზედა.
სიყუარულითა გაქებთ შენ, ჰოი, ღმერთშემოსილო დოსითეოზ, ეფთვიმე გაენათელისა თანა, ვითარცა ზეციერთა წინამბრძოლთა და სიქადულთა ერისა ჩუენისათა, და გევედრებით შეწევნასა წინაშე ღმრთისა, განგვიმრავლდენ ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი და მამანი სულიერნი, რაითამცა ჯერისაებრ უწინამძღვრონ ერსა შენსა და ყოვლითურთ განწმენდილი და განათლებული მიუძღუნან უფალსა.
მოშურნე იყავ რაი მსახურებად ღმრთისა და მამულისა, ჰოი, დოსითეოზ, და განსანათლებლად ერისა, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლის წილხვედრისა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, დაამშვიდოს გულნი ჩუენნი, სოფლისა ღელვათაგან შერყეულნი და შეგინებულნი, და დაგვიცვას ყოვლისაგან ცოდვისა და საცთურისა, რაითა უვნებელად დაცულნი ვიხარებდეთ და ვაქებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი...
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ჰოი, წმიდო მღვდელმოწამეო მამაო, ნეტარო დოსითეოზ, გამორჩეულო მსახურო ყოვლადწმიდისა სამებისაო და შუენიერო სამკაულო ივერთა წმიდისა ეკლესიისაო; საცნაურო მზეო იმერეთისაო და დიდებაო ქართველთა ერისაო; გლახაკთა მწყალობელო, ობოლთა გამომზრდელო და მსაჯულო ქურივთაო; სიტყვიერთა სულთა შემწირველო მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე ღმრთისაო!
ჰოი, ყოვლად დიდებულო დოსითეოზ მღდელთმოძღუარო! მარტვილებრივითა კადნიერებითა ნუ დასცხრები აწ ვედრებად ჩუენთვის ქრისტეის ღმრთისა მიმართ, რაითა მშვიდობითა დაიცვას ქუეყანაი ესე ჩუენი, საქართველო, წილხვდომილი დედისა თვისისაი, და დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან; დაამხუნეს მწვალებელთა სიბორგილენი და დაიმარხოს ეკლესიაი თვისი წმიდად და შეუძრველად, ხოლო ჩუენ მოგვმადლოს ზრახვათა სიწმიდეი, ყოვლად წარმწყმედელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი და დახსნაი მახეთაგან ბოროტისა. ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, წმიდათა მამათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო დიდო მღდელთმთავარო დოსითეოზ, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ღმრთისა მიმართ და გვითხოვე, რაითა ქუეყანასა ჩუენსა მოჰმადლოს მშვიდობაი; სამღდელოთა - პატიოსნებაი, მთავართა და განმგეთა ჩუენთა - კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა - მამაცობაი, ერისაგანთა - უცოდველობაი და დედათა - კრძალულებაი, უპოვართა და ობოლთა - შეწევნაი და მფარველობაი, ხოლო ჩუენ ცოდვათა ლხინებაი, და ქრისტეანული აღსასრული ცხორებისა ჩუენისაი, რაითა ზეცისა იერუსალეიმსა შინა შენთანა ვადიდებდეთ მას, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი და პატივი, მამასა, და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი.. აწდა...
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
გვაკურთხენ.
მღდელი: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა...
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მღდელმოწამისა დოსითეოზისა, ქუთათელისა მიტროპოლიტისა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
განათლდა რაი ეკლესიაი ჩუენი განშუენებული ღუაწლითა მით შენითა, წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ, სიყუარულითა ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა და გევედრებით, ვითარცა ტკბილსა და მოყუარულსა მამასა ერისა ჩუენისასა, რაითა ხორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნო ჩუენ და დაგვიფარო გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა, სენთა და ვნებათაგან.
დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დოსითეოზ მღდელმოწამისაითა , ღირს-მყუენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა, ამინ!
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა