მღდელმან: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...
უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და
შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ
თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოჳჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია,
დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო,
დიდებაჲ შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი
4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო
ესე, და არს საკვჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მოგცა ჴელმწიფებაჲ განსხმად სულთა ბოროტთა და ყოველთავე სნეულებათა კურნებად, რომლისათჳსცა გევედრებით: კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელო მოღუაწეო და უქმთა უდაბნოთა ქალაქმყოფელო, მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მოსავთა შენთა და გჳჴსენ ყოვლისაგან განსაცდელისა ქრისტეანენი.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აღმობრწყინდი ვითარ მთიები ზეცისა სამყაროსა და შეჭურვილმან მადლითა სულისა წმიდისაჲთა განაბრწყინვენ სამწყსოჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, ღირსო, და მიიწიე რაჲ სანახებსა კლარჯეთისასა, აღმართენ უდაბნოსა შინა მონასტერნი დიდშუენიერნი სადიდებელად ღმრთისა და საცხონებელად სულთა მრავალთა, მოძღუარო და განმანათლებელო ივერთა ერისაო, ნეტარო გრიგოლ ხანძთელო, მეოხ-გუეყავ წინაშე ქრისტჱს მეუფისა და გჳთხოვე წყალობაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეჱმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-და-საწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაჲ ჴმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
იყავ სიყრმით შენითგან სამკჳდრებელ ღმრთისა და აღიწიე რაჲ თავსა სრულებათასა, შეიმოსე სამღდელოჲ სამოსელი სიმართლისაჲ და მადლისაჲ, და სიმდაბლჱ გექმნა წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
მოსწრაფე იყავ ღმრთისა მიერ აღძრვითა და სამთა მოსაგრეთა თანა დაუტევნე მშობელნი და მოყუასნი თჳსნი, და თანაწარხედ სოფლიოჲსა ამის განხრწნადთა საქმეთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ყოველივე დიდებაჲ ქუეყანისაჲ დაუტევე და მი-რაჲ-ჰხუედ უდაბნოდ კლარჯეთისად, სიმჴნე დიდი შესძინე უდაბნოს მოყუარეთა და შებმა უყავ ღუაწლსა ფიცხელსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაჴსნდა წყევაჲ ევაჲსი, პირველისა მის დედისაჲ, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაჲ, ხოლო ერი მორწმუნეთაჲ, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.
ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოჲთა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
ჩვეულებისა თჳსისაებრ აღეგზნა ეშმაკი წყობად შენდა, გარნა შენ, განათლებულმან მადლთა სულიერითა, ვითარცა სუეტმან ცეცხლისამან, განაპენ განსაცდელთა ზღუანი და ვნებათა ზედა განმხრწნელთა სულისათა მოიღენ ძლევანი.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
მადლმან ღმრთისამან დაიმკჳდრა შენ თანა და ქადაგად ჴმა-მაღლად გამოგაჩინა შენ დაგლახაკებულისა და დამდაბლებულისა ნათესავისა ჩუენისა, რამეთუ სიღრმესა უმეცრებისასა დანთქმულნი ნათლად აღმოიყვანენ სწავლითა შენითა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან ღმერთმან გამოაცხადნა სიმჴნენი ღუაწლთა შენთანი და განჰფინნა ყოველთა კიდეთა ქართლისათა, ხოლო ესმათ რაჲ უდაბნოჲსმოყურეთა, რამეთუ ანგელოზებრ იქცეოდი, მოისწრაფდეს ხილვად სიწმიდისა შენისა, და გიხილეს რაჲ, ვითარცა ანგელოზი ზეცისაჲ, აღძრნეს მონებად ღმრთისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მჴსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაჲ მტერთა ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და შენდობასა ღირს-მყვენ მორწმუნენი.
გჳჴსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტჱს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ჯუარისა აღმღებელმან ცხოვრებაჲ შენი ღმრთისმსახურებითა წარმართე და კლარჯეთისა სანახებნი ქალაქ-ჰყვენ მონაზონთა სიმრავლითა და აღაშენე ხანძთაჲ და შატბერდი შესაკრებელად მამათა და სადიდებელად ღმრთისა, მისსა მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები შენ, მამათა შორის მჴნეო გრიგოლ, რაჲთა ულხინოს ნათესავსა ჩუენსა და იჴსნნეს ქუეყანაჲ წარწყმედისაგან.
ძლისპირი: ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცას და გარდამოჰჴედ ქუეყანად, სმენაჲ შენი მესმა მე და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
მი-რაჲ-ჰხუედი სანახებსა მას უვალსა საშინელსა, ჯერ-ჩინებითა შენითა და შეწევნითა საღმრთოჲთა აღაშენე ხანძთაჲ და შატბერდი შესაკრებელად სულთა ღმრთის-მოყუარეთა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
ენამან შენმან, ღირსო, ღმრთის-მეტყუელმან ქუეყანაჲ ჩუენი მოძღურებითა მდინარის სახედ აღავსნა და მორწყნა გულნი უმეცართანი და მოიყვანნა ღმრთის მეცნიერებად.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა მწყემსმან მღჳძარემან, მწვალებელთა სიბორგილენი განაქარვე და სამწყსოსა შენსა ასწავებდი გზასა უცთომელსა, ზეცად აღმყუანებელსა. აწცა დაგვიფარენ მწვალებელთა თანა ლოცვისაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაჲთა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.
ძლისპირი: სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაჲსწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაჲ შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებდით.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
განეფინა რაჲ მადლი ბაგეთა შენთა, გალობანი საეკლესიონი აღმოსთქუენ აღსავსჱ სიტკბოებითა, ხოლო ღმრთისმსახურებაჲ განამდიდრენ შესხმითა წმიდათაჲთა და წიგნნი სულიერნი დაუუნჯენ ეკლესიათა ჩუენთა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
მოგემადლა, ნეტარო გრიგოლ, ზესთა სიტყჳსა სიბრძნჱ და მრავალბრწყინვალჱ წინასწარ ცნობაჲ და სამღვდელოჲთა შუამდგომელობითა შენითა განსდევნიდი ბნელისა ბოროტისა გარემოდგომასა. ამისთჳს იხარებს ივერთა ეკლესიაჲ და ჰმადლობს შენთჳს ღმერთსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მსგავსად მზისა განბრწყინდეს ძალნი იგი სასწაულთანი, შენ მიერ აღსრულებულნი უდაბნოსა შინა, საღმრთოჲსა მიერ მადლისა, რომლისა მიერ განსდიდდი, ღმრთისმოყუარეო გრიგოლ, არაჲ მხოლოჲ ივერთ ქუეყანასა, არამედ ყოველსა სოფელსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცანი და ქუეყანაჲ განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუჲსო, რამეთუ გამოგჳბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაჲ, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიჴსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკჳდრად გჳჩინნა.
ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაჲთა შთავრდომილი და მიგდებული მჴეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განჴრწნისაგან და სიკუდილისა მიჴსენ, ქრისტე.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
რომელმან დაუმკჳდრე კურთხევაჲ სახლსა გაბრიელ მთავრისასა, და მჴურვალე შუამდგომელად გამოუჩნდი წინაშე ღმრთისა, მოგუეც ჩუენ მამობრივისა შენისა გულმოწყალებისა მდიდარნი კურთხევანი, რაჲთა წინა აღუდგეთ ეშმაკისა საფრჴეთა და ზაკუვათა კაცისაჲთა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
ვითარცა სამოელ, მხილველ-იქმენ სულითა, და მეფეთაცა შეჭურვიდი სწავლათა შენთა მიერ და განამჴნობდი ლოცვითა და იღუწიდი მათთჳს სულიერად წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან, აწ გჳჴსენ ჩუენ ბოროტისაგან და განგვარინენ ღელვათაგან ცოდვისათა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა შენ მიერ განმჴნობილი მეფჱ აშოტ მძლე ექმნა აგარისტომთა და „სამეფოჲ ქარ-თლისაჲ“ კუალად აღადგინა, ეგრეთცა სიმჴნჱ და მძლეველობაჲ ყოველთა მაჭირვებელთა ზედა გარდამოგვივლინე და დაჴსენ ზახებაჲ ურიცხვთა მტერთა ჩუენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაჲსწარ მოასწავა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროჲსამან, სამკჳდრებელმან მანანაჲსამან და კუერთხმან.
გჳჴსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გუნდი: ამინ.
უღელი იგი ქრისტესი მიიღე, მამაო გრიგოლ, და მჴართა შენთა ზედა იტჳრთე ჯუარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლადწმიდად ჴორცთა შინა შენთა მტჳრთველმან, რომლისათჳსცა საღმრთოჲსა დიდებისა მისისა ზიარად გამოსჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ჴმაჲ 4
პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასჴნენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ _ არს ცათა შინა.
გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა გრიგოლისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღჴოცე უშჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ჭეშმარიტად გამოსჩნდი მწყემსად საკჳრველად და სამწყსოჲ შენი შეზღუდე მოციქულთა და მღდელთმოძღუართა მიერ განსაზღვრებულითა კანონითა და განამდიდრენ სწავლითა საღმრთოჲთა, ამისთჳსცა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაჲ ზეცათა შინა და საუკუნესა სუფევასა ღირს-იქმენ დამკჳდრებად, გვითხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან მოტევებაჲ ცოდვათაჲ, და ჴსნაჲ განსაცდელთაგან, და სულთა ჩუენთათჳს დიდი წყალობაჲ.
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა; წმიდათა და საკჳრველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაჲთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა.წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარჱსა და მარინჱსითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნე-ლისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინჱსა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდისა დიდისა მოწამი-სა შალვა ახალციხელისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა და სერაპიონ ზარზმელისაჲთა, ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე-თორნიკ-ყოფილისა, ეფთჳმისა და გიორგისითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაჲთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთის-მშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა, და ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. გუნდი: ამინ.
ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოჲ. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
საიდუმლოთა საღმრთოთა შესწირევდი, ვითარცა მღდელი სარწმუნოჲ, მობაძავი მჴსნელისაჲ, და ეშმაკნი დასწუენ ცეცხლებრ საჴუმილითა ლოცვათა შენთაჲთა: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ“.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
უფალმან მოგცა, გრიგოლ, ძალი სულთა ზედა ბოროტთა და განასხემდი მათგან, რომელთაცა სტანჯვიდეს, განთავისუფლდებოდეს და ღაღადებდეს: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ“.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ზარი აჰხდათ მადლთაგან სიწმიდეთა შენთაჲთა და დიდებულებისაგან პირისა შენისა მეფეთა და ყოველთა ერთა, და მადლობითა უგალობდენ ღმერთსა: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ“.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გუეყავ მარადის.
ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ჴმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
მეტყუელებდი რაჲ დიდებასა ღმრთისასა, უაღრეს რიტორთასა, საფუძველი მტკიცჱ დაუდევ საღმრთოჲსა ცხორებისა მოსურნეთა და სახჱ კეთილისაჲ ექმენი თჳსტომთა შენთა. შეიწირე აწ გულს-მოდგინებაჲ ჩემი და განმარინე ღელვათა და ვნებათაგან ყოვლად წარმწყმედელთა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
რომელმან არად შერაცხენ ქადებაჲ უკეთურისა მის ცქირისაჲ და საღმრთოჲთა შურისგებითა მოაშთვე მგელ-ღმრთისმსახური მტერი ეკლესიისაჲ, მტერი იგი მომსრველი მო-რწმუნეთა ქართველთაჲ დაამჴუე და ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი განაქარვე ძალითა ქრისტჱსითა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა გამოუჩნდი შენ ჴელმწიფეთა, საკჳრველი ეგე დიდებული მამაჲ, და შეზღუდენ ღირსებითა და სიმართლითა, ეგრეთვე აწ ჩუენცა განგვიმრავლნე ყოვლისა ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი, რაჲთა ზრუნვიდენ ერისათჳს და აქებდეს ქრისტესა ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროჲსაჲ, და ცურითა სხურებულნი გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ძლისპირი: მტჳრთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
უბიწოებითა განჰვლე საწუთროჲ, ვითარცა ანგელოზმან ღმრთისამან, და შეჰვედრე რაჲ სული თჳსი უფალსა, ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაჲ და ნათელსა სამარადისოსა, რომლისა გსუროდა, აწ მკჳდრ ხარ, მამაო, ნუ დამივიწყებ მვედრებელთა შენთა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
ზღუდედ საღმრთოდ, სიმტკიცედ და კეთილად შესავედრებელად მოგიგო რაჲ ივერთა ქუეყანამან, მამაო, ერი შენი, წილ-ხვდომილი ღმრთისმშობლისაჲ, მარადის ითხოვს შენ მიერ შეწევნასა, და შენცა ხატთა მიერ გამოწერილთა და ვედრებათა მოჴსენებული კუალად ჰკურნებ შევედრებულთა შენთა და იჴსნი განსაცდელთაგან.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აწ კუალად მოგეახლებით მყუდროსა ნავსაყუდელსა და მფარველსა ერისა ჩუენისასა, თაყუანის-ვჰსცემთ წმიდასა ხატსა შენსა და გევედრებით: ღირსო მამაო გრიგოლ, მოსავთა შენთა მოგუხედენ და გჳჴსენ მოწევნადთა ჭირთა და ურვათაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათჳს.
ღირს არს ჭეშმარიტად რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთის-მშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან აკმიოს.
ჴელნი აღვაპყროთ აწ, მორწმუნენო, და შევამკობდეთ ზეცით მონიჭებულსა სიმტკიცესა მართლმადიდებლობისასა და სიხარულსა ეკლესიათასა, მღდელთა სიქადულსა და ყოვლად ბრწყინვალესა მნათობსა ღმრთისმსახურებისასა, რომელმანცა ღუაწლი კეთილი მოიღუაწა, ვითარ-იგი მოგვითხრობს ღირსი გიორგი მერჩული, და ვადიდებდეთ მომცემელსა მისდა სასწაულთა საკჳრველთასა.
ვითარცა საღმრთოსა მოშურნესა და შემწესა დიდსა აღგძრავთ შენ მეოხებად ღმრთისა მიმართ ჩუენისა, რაჲთა მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისა, და დაჴსნას სენი იგი სოდომელთაჲ და სალმობასა გომორელთასა განგვარინოს მეოხებითა შენითა.
ვითარცა ძუელად ითხოვე ერისა შენისათჳს გამოჴსნაჲ ღელვათაგან მძჳნვარეთა, ეგრეთვე აწ გვაქუს მეოხებაჲ შენი ქრისტჱს მიმართ, რაჲთა განათავისუფლოს ქუეყანაჲ ჩუენი მძლავრებისაგან მტერისა, და დაიფაროს სატანისა მაჴეთაგან და სჯულისაგან უცხოჲსა საზეპუროჲ ერი ივერიისაჲ.
დაღაცა-თუ სანახებნი კლარჯეთისანი დადუმებულ-არს, იქადის ხანძთაჲ და შატბერდი შენთა შრომათათჳს მათ შორის აღსრულებულთა, ხოლო ჩუენ გულსმოდგინედ მოვისწრაფით სავანეთა შენთა, აწ დარღვეულთა და დაკნინებულთა, რაჲთა არა მხოლოჲ ვილოცოთცა, არამედ მუნცა დავემკჳდროთ, სამგზის სანატრელო მამაო გრიგოლ, და მარადის ვმსახურებდეთ პატიოსანთა ძუალთა შენთა საყოფელსა.
ჵ, სასწაულთმოქმედო მამაო გრიგოლ! შეგვ აწყნარე მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, რაჲთა მოგვცეს ჩუენ სიბრძნჱ გულისხჴმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა და მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ ღირს გვყოს გალობად ყოვლად წმიდისა სამებისა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხო-რებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.
მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლჳსაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხვაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ჵ, ნათელ-ცისკროვნო ვარსკულავო უდაბნოჲსაო, განმანათლებელო ივერთა მიწა-წყლისაო და ყოველთა მკჳდრთა მისთაო, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლმადიდებელთაო და დიდო არქიმანდრიტო კლარჯეთისა სავანეთაო, თანამზრახუალო და მოდასეო ანგელოზთაო და წინამძღუარო მონაზონთაო, მამათა სიქადულო, მთავართა დიდებაო და მჴედართა ძლიერებაო, ჴელმწიფეთა თუალუხვავად მამხილებელო და კუერთხითა სწავლისაჲთა განმსწავლელო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო, ღირსო მამაო ჩუენო გრიგოლ ხანძთელო!
ჵ, ყოვლად ნეტარო მამაო და წმიდაო მოღუაწეო, საკჳრველთმოქმედო გრიგოლ ხანძთელო! სრულ-ჰყავ რაჲ სრბაჲ შენი და მიიცუალე წინაშე ღმრთისა, არაჲვე დაუტევენ ობლად მოწაფენი და მოსურნენი თჳსნი, არამედ მამობრივითა მეოხებითა შენითა მსწრაფლ შეეწევი სულთაგან არაწმიდათა შეპყრობილთა და ყოველთა მვედრებელთა შენთა მოსცემ ლხინებასა, გარნა აწ მთავარნი უსჯულოებისანი აღძრულ არიან ჩუენ ზედა და იღუწიან განხრწნასა და აღსპობასა ერისა ჩუენისასა, ხოლო ჩუენ ძილის დაჴსნილებასა მივცემივართ და ვერცაღა ძალ-გვიძს წინა-აღდგომად მათთა. ამისთჳსცა გუაქუს მეოხებაჲ შენი ქრისტჱს მიმართ, ღირს-გვყოს წინასწარმეტყუელებათა შენთა აღსრულებისა და მოგვცეს მეფჱ, სარწმუნოჲ და მართალი, მმართებელად და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა, რაჲთამცა კეთილად განაგებდეს და იურვოდეს ღმრთისმშობლის წილხვედრსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათასავისა ჩუენისასა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, ხოლო კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი დაიცვენ პატიო-სნითა მეოხებითა შენითა.
ჵ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტჱს სამწყსოთაო და დიდო წინამძღუარო მამათაო, ივერთა ეკლესიისა მნათობო და შესავედრებელო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო, შეგვეწიენ აღმოსლვად სიღრმეთაგან ცოდვათაჲსა და ლმობიერად ევედრე ღმერთსა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ, დედათა კრძალულებაჲ და შვილთა კეთილ-ზრდილობაჲ, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს სიმართლის მოყუარებაჲ და მჴნეობაჲ სულისაჲ, მრავალშვილიანობაჲ, ქვრივ-ობოლთა შეწყალებაჲ და ურთიერთთანადგომაჲ. მოგუანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრჳლებაჲ, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და ცათა სასუფეველისა დამკჳდრებაჲ, რაჲთა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს.
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, მადლითა და ლოცვითა ღირსისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისაჲთა და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
ქრისტეს მოძღურებისა განმტკიცებითა შემწედ უძლეველად და სუეტად გამოსჩნდი ივერთა ეკლესიისად და წინამბრძოლად სარწმუნოებისად, ხოლო შემდგომად სიკუდილისა შეწევნითა საღმრთოჲთა ჰკურნებ სენთა და მრავალსახეთა სალმობათა და მსწრაფლ შეეწევი სულთაგან არაწმიდათა შეპყრობილთა.
დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით ამბორის-მყოფელთა პატიოსანისა ხატისა მამისა ჩუენისა, წმიდისა გრიგოლისსა, რომელი ეგე იქმნა შუენიერებაჲ ეკლესიისაჲ, ხოლო მადლი მისი და წყალობაჲ შენი თანა-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი