პარაკლისი ყოველთა წმიდათა
საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.

დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო მოიხილენ და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა და ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხვალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ სდევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქვეყნად ცხოვრებაჲ ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკვდარი საუკუნოჲ, და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთა და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი და სული ჩემი, ვითარცა ქვეყანა ურწყული შენდამი. მსთვად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა. ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ. მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რათა ვჰყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი, და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თვალთა ჩვენთა.

ტროპარი ყოველთა წმიდათა საქართველოს ეკლესიისა

საქართველოს წმიდისა ეკელსიისაგან ქრისტესთვის წამებულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, მეფე-დედოფალთა, მართალთა და ყოველთა წმიდათა ღვაწლსა ნათელი ჰნათობს ყოველსა ქვეყანასა და მიგვიძღვის ათქმულისა ზეცისა სასუფევლისაკენ, მათ მიერ გევედრებით, იესო ჩვენო, მოგვმადლე მათებრი სარწმუნოება და ლოცვითა მათითა დაიცევ ეკლესია და მამული ჩვენი და მოანიჭე სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იგივე ტროპარი

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ ღვთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არათუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად, არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდუათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წიმაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვჰყავ, რათა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა, და ცოდუათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე, მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდუათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან, მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო, ცხოვრებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა, რამეთუ უკეთუმცა გენება მსხუერპლი შემცა მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს, მსხუერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობა 1. სძლის-პირი

ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ერი შენი კი წყალობითა ღვთისათა. განიპო ზღვა მეწამული, განერა ერი ისრაელისა და დაინთქა ფარაო მხედრებითურთ, რათა უგალობდეთ ღმერთსა, რომელიცა დიდებულ არს.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

განძლიერებულნო მადლითა ღვთისათა, წმიდანო მამანო, მოწამენო და ყოველნო კრებულნო წმიდათანო, სძლიეთ კაცობრივსა ბუნებითსა სისუსტესა, განაქარვეთ მანქანება საეშმაკო და მიბაძვითა ქრისტესითა სულნი დასდეთ მოყვასთათვის, აწცა ითხოვეთ ღვთისაგან შეწყალებად ჩვენდა.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

შეიტკბო ერმან ქართველთამან მოძღვრება ქრისტესი, მოციქულთაგან დანერგული, წმიდისა ნინოასგან აღორძინებული და მამათაგან განმტკიცებული, გამოიღო ნაყოფი ათასეული და ჰფუცა ქრისტესთვის ესრეთ მეტყველმან: „არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო და არცა გაგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდანო შვილნო საქართველოს ეკლესიისანო, წმიდისა სამებისა მადლითა ერთქმნილნო, გევედრებით, მოგვეც თქვენებ მდუღარება სარწმუნოებისა, რათა ჩვენცა თქვენ თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, რომელმან გვიშევ მაცხოვარი სოფლისა, მოხედენ წილხვდომილსა ერსა შენსა, სამკვიდრებელსა ქართველთასა და ღირს გვყავ ძისა შენისა სწავლისაებრ ძიებად სასუფეველსა ღმრთისა და სიმართლესა მისსა.

 

გალობა 3, სძლის-პირი

განძლიერებულნი წმიდათა მამათა ჩვენთა სარწმუნოებითა, ლოცვითა მათითა დაცულნი და ბაძვად მათდა შემართულნი ერი ქართველთა შენ გადიდებს, ღმერთო, და გიღაღადებს, არავინ არს წმიდა შენებრ, კაცთმოყვარე.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

შესავედრებელად, სიქადულად, შემწედ და მფარველად ჩვენდა გამოგაჩინათ ღმერთმან, ერისა ჩვენისაგან ამაღლებულნო წმიდანნო, და გევედრებით, გვიოხეთ წინაშე ღმრთისა, რათა შეიწყალოს სულნი ჩვენნი.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ვითარცა მთანი და ბორცვნი საქართველოსანი კვარცხლბეკად ეკლესიათა და უდაბნონი - სამკვიდროდ წმიდათა, ეგრეცა ხორცნი თქვენნი ჰყავთ ტაძრად სულისა წმიდისა და აწ წინაშე ზეციურისა საყდრისა მდგომარენო, ითხოვეთ ჩვენთვის დიდი წყალობა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მამა და ძე და სული წმიდა იწამეთ, ვითარცა ერთარსი, განუყოფელი და შეურევნელი სამება და გვიანდერძეთ ერთგულება მართლმადიდებლობისა. ჩვენცა თქვენ თანა მართლმადიდებლობით აღივარებთ სამებასა წმიდასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღგვითქუ პირითა შენითა, ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო, მფარველობა ერისა შენისა საზეპუროისა და ანდრია მოციქულისა მიერ ჩვენთვის ძღვანებულისა ხატისა შენისა მადლითა და წმიდითა კვართითა შენითა დაცულნი, დედად ღმრთისად და დედოფლად ჩვენდა აღგიარებთ შენ უკუნისამდე.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩვენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

წარდგომა, ხმა 4

მეოხნო მვედრებელთა და მადიდებელთა თქვენთანო, ივერიისა წმიდისა ეკლესიისა მნათობნო, რომელთა სახელები დაწერილ არს ცათა შინა, ხსნებასა თქვენსა ვჰყოფთ დღეს ერთობით ქრისტეს ღმრთისა მიმართ, რათა ვედრებითა თქვენითა მშვიდობა სოფელსა მოანიჭოს და ერსა ჩვენსა დიდი წყალობა.

 

გალობა 4. სძლის-პირი

შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩვენი, ღმერთი მამათა ჩვენთა, შენ ხარ ცხოვრება და სიქადული ჩვენი, განმანათლებელი ბნელისა წყვდიადისა და გამომხსნელი აჩრდილისაგან სიკვდილისა, შენ გიგალობთ და ვიტყვით, დიდება ძალსა შენსა, კაცთმოყვარე.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ქრისტეს სარწმუნოებითა განწმენდილმან გულმან და გონებამან თქვენმან კეთილსურნელოვან და შუენიერ სახილველ ჰყო ცხოვრება თქვენნი და შეწირულ იქმნა ზეცისა საკურთხეველსა, გევედრებით სანატრელნო, ითხოვეთ ღვთისაგან განწმენდა გულთა და გონებათა ჩვენთა.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ღვთისა მიერ დიდებულნო და მორწმუნეთაგან პატივცემულნო წმიდანნო, ვადიდებთ ღვაწლთა და შრომათა თქვენთა და გევედრებით ჩვენ - ყოველნი ნათესავნი და მოსავნი სიწმიდისა თქვენისანი, ითხოვეთ ჩვენთვისცა შერთვად მწყობრსა შინა თქვენსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდაო, თანაარსო, ცხოველსმყოფელო და განუყოფელო სამებაო, წმიდად, ცხოველად და განუყოფელად დაგვიცევ ენა, მამული და სარწმუნოება ჩვენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძისა შენისა მართლსარწმუნოებისა და წილხვდომილისა ქვეყანისა შენისათვის წამებულთა და დამაშვრალთა წმიდათა თანა, ჩვენცა გალობითა მრავალხმოვანითა გადიდებთ, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა.

 

გალობა 5. სძლის-პირი

ქრისტე ღმერთო, ნათელო წარუვალო და განმანათლებელო მორწმუნეთა შენთაო, მოგვხედენ მოწყალებითა შენითა და ნათელსა შინა მცნებათა შენთასა წარგვიმართენ სვლანი ჩვენნი, გევედრებით.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ღვაწლთა თქვენთა ცისარტყელებრივი ელვარება, ნიშნად მშვიდობისა ჩანს შორის ჩვენსა და შორის ღმრთისა, მისგან გვითხოვეთ, სანატრელნო, მშვიდობა და განათლება სულთა ჩვენთათვის.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ანგელოზთა თანა უფლისა მადიდებელნო, წმიდანო ღმრთისანო, ჩვენთვისცა ითხოვეთ სიბრძნე, რათა ზეთითა სათნოებისათა აღვანთნეთ სარწმუნოებისა ჩვენისა ლამპარნი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გვყვნე ჩვენცა ერთ, ვითარცა თქვენ ერთ ხართ, მამაო უშობელო, ძეო მამისაგან შობილო და სულო მამისაგან გამომავალო, სამებაო წმიდაო და განუყოფელო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედობრივსა მზრუნველობასა შენსა ვსასოებთ და თაყვანის გცემთ ღვთისმშობელო, რომელმან ბრძანე, ვითარმედ შუამდგომელ ხარ ცოდვათა ჩვენთა აღხოცვისათვის და მეოხი ხარ ჩვენი.

 

გალობა 6. სძლის-პირი

ვითარცა ოდესმე იონა მუცელსა ვეშაპისასა, ეგრეცა ჩვენცა ცოდვათა და განსაცდელთა შინა დანთქმულნი, გიხმობთ შენ, გვიხსენ ბოროტისაგან, შენდა მომართ ვღაღადებთ, ისმინე ჩვენი ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ლოცვანი და შრომანი თქვენნი შეიწირნენ წინაშე ღმრთისა, ვითარცა მარიამისა იესოს ფერხთა თანა ჯდომა და მართას მიმოდაზრუნვა, ითხოვეთ ძმათა თქვენთა, ცოდვისა საფლავსა შინა მდებარეთა, ხრწნილებისაგან აღდგინება.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ბრწყინავთ ქართველთა შორის, სათნოებითა სანატრელნო, ჩვენისა ცხოვრებისათვის სისხლთა და ოფლთა სიხარულითა უხვად დამთხეველნო, ზეციურთა ურიცხვთა სიმდიდრეთა ჩვენთვის მთხოვნელნო და მწყალობელნო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კეთილად აღასრულეთ სრბა თქვენი, წმიდანნო, და მიიღეთ აღთქმული იგი გვირგვინი ქრისტესმიერი დიდებისა. ჩვენცა, ოხითა თქვენითა, ქრისტესგან ვითხოვთ წყალობასა, რომელსა მხოლოსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინასწარმეტყველთაგან საიდუმლოდ განცდილო, მოციქულთაგან კი ჭეშმარიტად ღვთისმშობლად, ყოვლადწმისას, უბიწოდ და უხრწნელად ნაქადაგებო, მამათა ჩვენთაგან დიდებულო და მოწამეთაგან შეყვარებულო დედოფალო მარიამ, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩვენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

კონდაკი

ქრისტეს სარწმუნოებითა განათლებულნო, და მამულისა სიყვარულითა ანთებულნო, რომელთა დაუცხრომელად გვიქადაგეთ წმიდა სამება და აღაშენეთ ეკლესიანი, შემქმნელნო უკვდავთა საგალობელთანო, ჰქმნენით ციხე-სიმაგრენიცა და სისხლი დათხიეთ სარწმუნოებისა, ენისა და მამულისათვის, შეუერთდით ზეცათა მხედრობათა და აწ თქუენითა მეოხებითა დაცულნი და ძღვანებულნი ვითხოვთ: მშვიდობა მომადლეთ ეკლესიასა, ერსა, ქალაქსა და სოფელსა თქვენსა და გვიხსენით ყოვლისაგან ჭირისა ვედრებითა ღვთისმშობელისათა.

 

სახარება იოანესი

რქუა უფალმან, მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა. ვიდრემდის ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისა. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქუენთა, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ყოველთა წმიდათა საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გალობა 7. სძლის-პირი

სათნოდ შენდა იღვაწეს და სისხლი დათხიეს შენისა სარწმუნოებისათვის, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და აწ წმიდათა თანა განსვენებულნი შვილნი მამულისა ჩვენისანი გიგალობენ და ჩვენცა მათ თანა ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩვენთაო, უკუნისამდე.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ჯვარცმა შენი ჩვენცა განვიცადეთ საშინელითა კრჩხიალებითა, ქრისტე ღმერთო, და თანაზიარ გვყვნენ დიდებულსა აღდგომასა შენსა, ჩვენცა კურთხეულითა ენითა ქართულითა და გალობითა მრავალხმოვანითა ვიტყოდეთ კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩვენთაო.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

წმიდათა მოციქულთა მიერ განათლებული ერი ქართველთა განგვინმტკიცენით ცხოვრებითა და უფროის სანატრელითა აღსასრულითა თქვენითა, და აწ გევედრებით სანატრელნო, ითხოვეთ ჩვენთვის ღვთისაგან დიდი წყალობა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღირსად ვადიდებთ და პატივს ვსცემთ ხსენებასა ყოველთა წმიდათა კრებულთა საქართველოისათა, და ერთობით ვადიდებთ მათსა გვირგვინოსანმყოფელსა მამასა, მათსა განმაძლიერებელსა ძესა და მათ შორის მეტყველსა წმიდასა სულსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გადიდებთ, ღვთისმშობელო, ყოვლადუბიწოო ქალწულო მარიამ, რომელმან ხატითა შენითა მოავლინე წილხდომილსა ქვეყანასა შენსა მოციქული ანდრია და ჯვარითა ვაზისათა, მოციქულთასწორი წმიდა ქალწული ნინო, და მათ მიერ საღმრთოდ განგვანათლენ, უფროსად კურთხეულო.

 

გალობა 8. სძლის-პირი

ვითარცა ყრმათა წინასწარმეტყველთა გალობითა განვლეს ქალდეველთა სახმილი, ეგრეცა თქვენცა, სანატრელნო, შეუწველად განვლეთ ჭირთა და განსაცდელთა სიმრავლენი, დანთქმად ეკლესიისა და მამულისა ჩვენისათვის მკსინვარენი და გვასწავლეთ საღმრთო იგი გალობა - აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

განწმიდეთ ენა ქართული სიტყვითა ღმრთისათა, განაპოხეთ მამული სისხლითა და ოფლითა, დაგვიმარხეთ სარწმუნოება უბიწოდ და გაბრწყინვებულნი სიწმიდითა, სიმართლითა, გონიერებითა, სიბრძნითა და ახოვანებითა უფროსად აღამაღლებთ ღმერთსა უკუნისამდე.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

რაი მოუთხრათ თქვენთა ღვაწლთაგან, ჰოი, ღვთივდიდებულნო - ლოცვანი, მარხვანი, მოთმინებანი, სიმდაბლენი, ახოვანებანი ანუ სიბრძნენი, ვითარ განვიცადოთ, სანატრელნო, სისხლნი ქრისტესთვის დათხეულნი და სულნი, ჩვენთვის დადებულნი, არამედ შეიწირეთ კნინი ეს ჭრტინვანი და ითხოვეთ ღვთისაგან შეწყალებად ჩვენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გვწამს, ვითარცა სწამეს მამათა ჩვენთა ყოვლადწმიდა სამება, განუყოფელი, შეურევნელი და გამოუთქმელი, ვსასოებთ მამასა, ვევედრებით ძესა და სულისა წმიდის მიერ განმტკიცებულნი ვიტყვით საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ინებე ხატისა შენისა სისხლმდინარისა, უსჯულოთაგან ლახვრითა განგმირულისა მიბრძანება სავანესა ივერონელთასა და მიღ აღგვითქუ მფარველობა სამარადჟამო, ვსასოებთ, დედაო ღვთისაო, შენსა ძლიერებასა.

 

გალობა 9. სძლის-პირი

რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, განკვირდეს ცანი და ქვეყანა, ძემან გიანდერძა ჩვენი შვილება, აღგიარებთ დედად და ვიტყვით მამათა ჩვენთა მიერ თქმულსა შესხმასა - ღმრთისმშობელსა, დედასა ნათლისასა, გალობით გადიდებდეთ.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ვითარცა ბრძანა უგვირგვინომან მეფემან ჩვენმან ილია, ქრისტე ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის, საქართველო კი ქრისტესთვის, აღსდეგ, მაცხოვარ, განაბნიენ მტერნი და აღადგინე ერი შენი გალობად შენდა.

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ნიშებ-სასწაულებითა და ცეცხლითა საღმრთოითა განიდიდების წმიდა საფლავი შენი ქრისტე ღმერთო ჩვენო, ხოლო საღმრთოისა კვართისა შენისა სამყოფელი ღვთივბრწყინვალითა სვეტითა ცხოველითა, გევედრებით, უფალო, განამტკიცე სარწმუნოება ჩვენი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქა ივერიის ეკლესიისა დღეს, მოუდრეკელად, შეურყეველისა თავსაკიდურსა ლოდსა ზედა აღშენებულისა და ლოცვითა წმიდათა განგვაძლიერენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეგვკრიბე უფალო, განბნეული ერი ქართველთა და ხელითა ყოვლადუბიწოსა დედისა შენისა ღვთისმშობლისათა გამოგვაცხვე წმიდა პურად და ტარიგად შენდა.

 

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

წმიდანო დიდებულნო წინასწარმეტყველნო, განმამზადებელნო ქვეყანისა მიღებად სიტყვისა ღმრთისა განხორციელებულისა და წმიდანო ყოვლადქებულნო მოციქულნო, მთესველნო სიტყვისა ღმრთისანო და მომკალთა თანა გახარებულნო, თქვენგან განცდილსა და შეყვარებულსა იესოს ევედრეთ შეწყალებად ჩვენდა.

სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ქადაგებისა მათისა წარმართებაო, ტყვეთა მხსნელო, სანატრელო ქალწულო ნინო, ქართველთა განმანათლებელო, რომელმან ასწავე მეფესა მირიანსა და დედოფალსა ნანას და ყოველსა ერსა ჩვენსა თაყვანისცემა წმიდისა სამებისა და მათ მიერ ჩვენცა განგვანათლენ, გევედრებით, ნუ დასცხრებით ვედრებად ჩვენდა.

ცოდვათა ჩვენთა თავსმდებელნო წმიდანო მამანო, შეგვინდევ, რაოდენიცა ვცოდეთ სოფელსა ამას შინა ნებსითნი და უნებლიეთნი, ილოცეთ ჩვენთვის, გვაკურთხეთ და გვიხსენით ყოველთა განსაცდელთაგან.

წმიდანო მოწამენო, გევედრებით, მოგვანიჭეთ ნათელი წმიდისა შარავანდედისა თქვენისანი და სიხარულსა თქვენსა იესოს ევედრეთ შეწყალებად ჩვენდა ჟამსა სულისა ჩვენისა განყოფისასა და საშინელსა მეორედ მოსვლასა მისსა, მეოხებითა ღვთისმშობელისათა.

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, შესავედრებელო ყოველთა ქრისტიანეთაო და მეოხო ურცხვენელო, გევედრებით ჩვენ უღირსნი ესე შვილნი შენნი, კადნიერნი სიტყვითა შენითა, რამეთუ მტრად შენდა შერაცხე მტერი ქართველთა, გვიხსენ გარემოდგომილებისაგან ბოროტისა, უცხო თესლთაგან ძალად თავსმოხვეული უწესოებისა მძლავრობისაგან, წილხვდომილისა მიწისა შენისა მიტაცების სურვილით განბოროტებულთა მომხვდურთა, ცხვრის ქურქში გახვეულ მგელთა - მწვალებელთაგან და ყოვლისაგან ბოროტისა.

ჰოი, წმიდანო მოციქულნო, მიწასა ჩვენსა მიბარებულნო და ცეცხლის ენებრ თქვენ ზედა გარდამოსულისა სულიწმიდის ნიჭთა ქართულითა ენითა ღმრთივშვენიერად მეტყველნო, წმიდაო მოციქულთასწორო ქალწულო ნინო ქართველთა განმანათლებელო, წმიდანო საჭეთმპყრობელნო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისაო, ღირსნო და ღმერთშემოსილნო მამამო, მოწამენო, აღმსარებელნო, ღირსნო და ღმერთშემოსილნო მამანო, მოწამენო, აღმსარებელნო, მართალნო, უვერცხლონო, სალოსნო და ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისაო, რომელთა გელმოდათ ერისა ტკივილისაგან და ჩვენდა წყლულებათა მალამონო უცვალებელნო, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაგან კადნიერებით კურთხევის გამომთხოველნო და ენისა ქართულისა მშვენიერად მეტყველებისა ნიჭთა ზეგარდამო მიმდალებულნო, უცხოობაში მოღვაწენო და პატივთა მიწიერთა დამტევებელნო, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა კეთილად დამამტკიცებელნო და ღმრთისმეტყველებრივითა სიბრძნითა ყოველთა განმაკვირვებელნო, უდაბნოთა ქალაქთმყოფელნო და ნაპრალთა კლდისათა ჯურღმულთა ქვეყანისათა და ადგილთა ნაძრახთა წმიდად გარდამქცეველნო.

ჰოი, გუთანთა თანა წმიდათა ოდიკთა და საჭურველთა მტვირთველნო, წიგნთა თარგმანებითა და ლოცვითა დაუდუმებელითა სანთლადქცეულნო, შრომა-მოღვაწებითა განლეულნო და ჩვენისა ცხოვრებისათვის საღმრთოდ ანთებულნო ლამპარნო დაუშრეტელნო, გევედრებით, ადიდეთ სიწმიდით მშობელი და აღმზრდელი თქვენი საქართველოს სამოციქულო ეკლესია და საჭეთმპყრობელი მისი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია და ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი (აქა მოიხსენე ეპარქიის მღველმთავარი), და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი, განანათლენ ღმრთივდაცული ერი ჩვენი, ქრისტეს მოყვარე მთავრობა და მხედრობა მისი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი შეიწყალენ დიდითა წყალობითა შენითა, ნუ დაგვიტევებთ უღირსთა შვილთა თქვენთა, ევედრენით ღმერთსა, რათა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევანი და ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა შვილთა ჩვენდა კლვანი და სხვანიცა სათქმელადცა სამარცხვინო საქმენი მრავალნი და ნებსითა და უნებლიეთთა შეცოდებათა ჩვენთა სიმრავლენი.

ევედრენით ღმერთსა, რათა შეგვინდოს წმიდათა და მართალთა დევნა-მკვლელობანი და შემდგომში ძეგლთა მათთა ამპარტავნებით აღმართვანი, მოჩვენებითი ღვთისმოსაობანი და ლხინებანი უჯერონი, უსჯულოებრივი გათრიაქებანი, მრუშობანი, პარვანი, ძარცვა-ავაზაკობანი და წინაპართა ჩვენთა უცხოობაში სიწმიდით ცხოვრებისა წესისა წილ ერისა სახელის გატეხვანი.

მოგვეცით თქვენებრ მხურვალებაჲ სარწმუნოებისა და სიყვარული მამულისა, მორჩილება წინამძღვართა და ჯვართა ჩვენთა უდრტვინველი ტარება.

აღგვიდგინე ღვთისმოსაობა, მრავალშვილიანობა, ბერ-მონაზვნობა და ქვრივ-ობოლთა განკითხვანი.

აცხოვნე გარდაცვლილ წინაპართა და მშოველთა ჩვენთა სულნი და ნუ მოიხსენებ ცოდვათა ძმათა და დათა ჩვენთა, სიჭაბუკესა და უმეცრებასა შინა აღსრულებულთა.

მოეც დედაკაცთა სჯულისაებრ ცხოვრება, კეთილად აღგვაზრდევინე შვილნი ჩვენნი ღვთივბოძებულნი და დაამშვიდენ გულნი ჩვენნი სოფლისა ღელვათაგან შერყეული და შეგინებული.

მოგვეც სიწმიდით ცხოვრებისა სიყვარული, საქმეთა უჯეროთა სიძულვილი და სინანული ცადამყვანებელი, წმიდათა თანა გვირგვინოსნება და ცათა სასუფევლისა დამკვიდრება, რათა ჩვენცა წმიდათა თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მთხვევა ხატისა

ყოვლისა მორწმუნისა ლოცვათა მსმენელნო და უფროის ერისა თქვენისა თხოვათა აღმასრულებელნო, მამანო, მოწამენო და ყოველნო წმიდანო, ყოვლადმოწყალისა ღვთისაგან ითხოვეთ, რათა ღვითვსულიერნი და სისხლხორციელნი შვილნი თქვენნი დაგვიფაროს ბოროტისაგან და ხსენებითა თქვენითა სიხარულევანნი და ხატთა თქვენთა მთხვევითა განძლიერებულნი, მივემთხვიოთ საქმეთა თქვენთა სარწმუნოებრივთა და თქვენთა კეთილთა საქმეთა მხილველნი ვადიდებდეთ მამასა ჩვენსა ზეცათასა ყოვლადვე და აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.