პარაკლისი წმიდისა დიდისა მოწამისა მარინესი

მღდელმან: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახე­ლითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი გ. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი დ. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ოხითა, ხმაი 5

ბრწყინვალედ განაშუენე ლამპარი შენი სისხლითა ზეთითა ბრძენთა მათთანა ქალწულთა, სიძისა მომლოდნეთა, ქალწულთა შორის დიდებულო მოწამეო მარინე, მეოხ-გუეყავნ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი, ხმაი 4

ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა: შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯუარს-ვეცმი და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა, და მელმის შენთვის, რაითა ვსუფევდე შენთანა, და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რაითა ვიდიდოცა შენთანა, არამედ, ვითარცა მსხუერპლი უბიწო მიმითუალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუ-სალემისანი. მაშინ გთნდეს მსხვუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: უფსკრულთა ზღვისაითა დაანთქა ეტლებითურთ ფარაო შემმუსრველმან ბრძოლთამან ქრისტემან ღმერთმან, მას უგალობდეთ, რამეთუ დიდებულ არს.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გამოჩნდი ქალწულად მარტვილთა შორის და ქალწულთა შორის მოწამედ დიდად, ჰოი, ღუაწლმრავალო მარინე, და ქორწილსა მას სამეუფოსა იქმენ სძალ წმიდაი ქრისტეისა.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მარტვილთა ასპარეზი განვლე ახოვნებით, რამეთუ ფრთოვან-გყო შენ ქრისტეის ღმრთისა სურვილმან და დედობრივისა ბუნებისა უახოვნეს გამოგაჩინა.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შფოთი დაუტევე მამულთა მათ მედგრობათაი და შეუდეგ ქრისტესა, ნეტარო, და მცნებაი მისი აღბეჭდე გულსა შენსა, და ზეგარადმოითა ძალითა სძლე მტერთა წყობასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მსგავსად ვარდისა აღმოსცენდი ეკალთაგან ეშმაკთა საცთურისა და სიბრძნითა და მადლითა განათლდა რაი გული შენი, ღირსო, მძლავრთა ზარი არა ზარ-სცემდა ახოვნებასა სულისა შენისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

შენ ხარ სასოი და სიქადული მორწმუნეთაი, ღმრთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ნუ დასცხრები ჩუენთვის, რაითა მიხსნეს ჩუენ განსაცდელთაგან.

 

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, ქრისტე, ღმრთისა ძალო, მიხსენ მე ხელთაგან მტერთაისა, რომელნი მესრიან მე ისრითა ვნებათაითა, , რამეთუ ფრიად მოუძლურებულ ვიქმენ, არამედ განმაძლიერე უცვალებელად, რაითა გაქებდე მოწყალეო.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

არცა ცეცხლმან და არცა გუემათა და არცა მახვილმან, არცა ზარმან მძლავრთამან, არცაღა ზახებათა მხეცთამან, არცა შიშმან სიკუდილისამან შეუძლეს განშორებად შენდა, დიდებულო, საღმრთოისა სიყუარულისაგან.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჯუარი ქრისტეის მხსნელისაი აღიარე საჭურველად მტკიცედ, მარინე საკვირველო, და მძლავრთა მახვილი და აღძრვანი მათნი არად შეჰრაცხენ და ქრისტეის ღმრთისა მიმართ ესრეთ ღაღადებდ: მომიხსენე მე სასუფეველსა შენსა.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სისხლთა შენთა წმიდათა ნაკადულმან, ბრძენო ქალწულო, ქრისტეისთვის დათხეულმან, დაშრიტა ყოველივე საცთური კერპთა უსულოთაი და წარღუნა, და კრებული მოწმეთაი შეწირა ღმერთსა და სულნი უკეთურნი მოაშთუნა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარცა რჩეულმან ღმრთისამან, წმიდამან და საყუარელმან, ქუეყნიური სიკეთეი განსცვალე ბრწყინვალებად დაუვალად და შერთუად სიმრავლესა მოწამეთასა. აწ მაქებელნი შენნი გვიხსენ, ახოვანო მარინე, ცოდვათაგან ბოროტთა და მრავალსახეთა განსაცდელთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

აღგიარებთ ყოველნი მორწმუნენი სარწმუნოებით ღმრთისმშობლად ქალწულო, რომელმა უფროის ბუნებათა იტვირთე დამბადებელი შენი ღმერთი, და მეოხად მიგავლენთძისა შენისა, შეწევნად ნუ დაიდუმებ.

 

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასასათვის და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი... განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაი, ხმაი 5

მოიწია დღესასწაულის მოყუარენო, დღესასწაული ბრწყინვალე, ხსენებაი დიდებული, ქრისტეის ღუაწლით შემოსილისა მარინესი და ყოველთა განამხიარულებს და ბრწყინავს ნათლითა სასწაულთაითა სოფელსა შინა და მიჰფენს კაცთა ზედა მადლთა დაუწყვედელთა; მისითა მეოხებითა გუაცხოვნე ჩუენ, უფალო, და მოჰმადლე სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ზეგარდამოითა ძალითა სძლე მტერთა წყობასა, მარინე დიდებულო, და დასთრგუნე საცთური კერპთა ამაოთა და მსახურნი მათნი მისცენ წარწყმედასა; ქრისტესა ევედრე ჩუენთვის, რომელნი დღეს ხსენებასა შენსა ვადიდებთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

 

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: რაჟამს ესმა მოსლვაი შენი წინასწარმეტყუელსა, ქრისტე, გაკვირვებით ღაღად-ყო: მესმა მე სმენაი შენი, უფალო, რამეთუ მოხვედ ქუეყანად, რაითა აცხოვნო დღეს ცხებულნი შენნი.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გესმოდა ღუაწლისა მძლეთა მათ ქრისტეის მოწამეთა მოთმინებაი სატანჯუელთა და ვნებათაი, და მსგავს იქმენ სიმხნესა მათსა და ღაღადებდი: უფალო, კაცთმოყურეო, მომეც ძალი მტერთა ძლევისაი.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სამწყსოთა ჰმწყსიდი რაი მსგავსად რაქელისა, სანატრელო, გიხილა შენ მძლავრმან მან უშჯულომან და დაუკვირდა სიკეთეი შენი, და უბძანა შეპყრობაი შენი, ბრძენო, სძალო ქრისტეისო, ღირსო მარინე.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჰგონებდა ქრისტეანეთა მდევნელი ეპარქი ოლიმბრი აღთქუმითა მით დედოფლობისა პატივთაითა ცთუნებად, ხოლო შენ მიერ განიქიქა სიცბილი უგულისხმოისა მის და ქორწილსა მას სამეუფოსა მკვიდრ იქმენ ქრისტეისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უძლურებაი დედობრივი არაი გეუფლა, ნეტარო, არამედ უშიშრად წარსდეგ წინაშე მძლავრთაისა და კადნიერად აღიარე ქრისტე ღმერთი და სიცბილი ბილწთა მათ მეკერპეთანი განაქიქე ძალითა საღმრთოითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ცათა უვრცელეის ხარ შენ, ქერობინთა უმაღლესო, მშობელო სიტყვისაო, უბიწოო ქალწულო მარიამ, სიქადულო ჩუენ ყოველთა ქრისტეანეთაო, მეოხ-გუაყავ ჩუენ.

 

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინასწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სისხლმან ნაწუეთმან, შენგან გარდამომავალმან ძოწეული უსასყიდლოი და უოხჭნოისა ცხორებისა პორფირი გიქსოვა, დიდებულო, რომელთა მიერ აწ შემკობილი ცათა შინა ქრისტეის მეუფისა წინაშე მდგომარე ხარ.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საკვირველთა ლოცვათა შენთაითა, ქალწულო, დიდად მოქადული და ამპარტავანი ვეშაპი შეჰკარ და დააკუეთე და დასთრგუნე ფერხითა შენითა წმიდითა, რამეთუ უწყის ყოვლად ძლიერმან აღსრულებაი მოშიშთა მისთა ნებისაი სახიერებით.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უაღრესისა დიდებისა გვირგვინითა შეგამკო ქრისტემან ღმერთმან, მარინე, რამეთუ გიხილა ცეცხლისა ალსა და ტანჯუათა სიმწარესა, მისთვის წადიერად დაითმენდი, დიდებულო, და ზეცისა უქორცოთა თანა აღგრაცხა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

დახსენ საკრველნი შეცოდებათა მათ ჩემთანი, სძალო რჩეულო მარინე, ოხითა შენითა, და ხელითწერილი ბრალთა ჩემთაი განხეთქე და წყუდიადი ვნებათა ჩემთაი განაბნიე შენ, ვითარცა მდგომარემან წინაშე ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ცანი და ქუეყანაი განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუისო, რამეთუ გამოგვიბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაი, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიხსნნა და ზეცისა სასუფეველსა მკვიდრად გვიჩინნა.

 

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა, ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა, სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განხრწნისაგან და სიკუდილისა მიხსენ, ქრისტე.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ყოვლად საწადელად და წმიდად გამოსჩნდი და წყაროდ ბრწყინვალედ და მტილად ნაყოფიერად, მარინე დიდებულო, და სამოთხედ სახარულევანად და სძლად შუენიერად სიძისათვის მის სულთაისა.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღიღე საჭურველად ჯუარი ქრისტეისი და ბრძოლა-ეც ახოანსა ძლიერად და დაამხუ სილაღეი მისი, ყოვლად სანატრელო მარინე, ეგრეთვე დამხობილ-ყუენ ჩუენ ზედა კადნიერებანი ეშმაკთანი.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

თავს-ისხენ ახოვნად ღუაწლნი, ჰოი, მრავალმოღუაწეო მარტვილო, და რომელი იგი პირველ სიცოფით იქადოდა, წარწყმიდე ძალითა ჯუარისაითა შეჭურვილმან, მარინე დიდებულო, მხნეო, ყოვლად საგალობელო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ლოცვითა და ვედრებითა ქრისტეის მიმართ, მოგეცა ძალი მაღლით მტერთა ზედა და დასცენ წინააღმდგომნი და შეურაცხჰყუენ სატანჯუელნი, აწ მტერისა საფრხისაგან დაგვიცევ, ყოვლად ქებულო მარინე, ღუაწლისა შენისა მაქებელნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

წინაისწარ მოასწავა საიდუმლოი შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროისამან, სამკვიდრებელმან მანანაისმან და კუერთხმან.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მაქებელნი შენნი, დიდო მოწამეო მარინე, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ღუაწლისა მძლეო მოწამეო მარინე, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი, ხმაი 6

ქალწულებისა სიკეთითა განშუენებულმან, ქალწულო, და წამებისა ღუაწლითა გვირგვინოსანმან, მარინე, სისხლთა ღუაწლთაითა სხურებულმან, და კურნებათა საკვირველებითა განბრწყინვებულმან, კეთილმსახურებითა მიითუალენ, მოწამეო, ძლევისა ნიჭნი ღუაწლთა შენისათანი.

 

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4.

საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

მუხლი: ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარება მათესი

მას ჟამსა შინა წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტვიროსისაითა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაი. და მოუხდეს მოწაფენი იესუს და რქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე-მე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისაითა. ხოლო იგი მოუხდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა, ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდმოცვივინ ტაბლისაგან უფალთა მათთაისა. მაშინ მიუგო იესო და რქუა მას: ჰოი, დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაი ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს! და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ყოვლად ქებულისა დიდ-მოწამისა მარინეისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: საღმრთოითა ნათლითა სათნოებათაითა გამობრწყინდი და მარტვილთა გვირგვინითა ღმრთივშუენიერად შეიმკევ, პატიოსანო, და განშუენდი სიკეთითა უხრწნელად, ამისთვისცა ღირს იქმენ ზეცისა ტალავართა კეთილად მოღუაწებითა და სიმხნით წამებითა, რომელთა მიერ მოაკუდინე მტერი იგი მზაკვარი, მარინე ღმრთივგანბრძნობილო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარი-ამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინაისწარმე-ტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწო-რისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდათა დიდებუ-ლთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა, და წმიდისა დიდისა ქალწულ-მოწამისა ბარბარეისითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა, წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა: გაბრიელ, გიორგი, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა ხუარა-ზმელთაგან ტფილისსა შინა მოწყუეტილთა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასი და მოწამეთა შალვა და ელიზბარი ქსნის ერისთავთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; და წმიდისა დიდისა ქალწულ-მოწამისა მარინეისითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამო ღმრთისა მიერ, ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შეუხებელმან ნათელმან განანათლა გონებაი შენი, ყოვლად ქებულო მარინე, და განაბრწყინვა სული შენი და ხმობდი: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მრავალფერთა ტანჯვათა მიეც სიჩჩოებაი შენი, ქრისტეის მხსნელისათვის, ნეტარო მოწამეო, ყოვლად ღირსო მარინე, და ადიდებდი მას და იტყოდი: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მზაკუვარებითა მით ეშმაკისაითა გეტყოდა მძლავრი: უარ-ყავ ქრისტეი და გადიდო, ხოლო შენ სიმხნით ამხილე უგუნურებაი მისი და იტყოდი: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ძელსა დამოეკიდე და ხუეტაი ხორცთაი და დაწუაი ასოთაი თავს იდევ სასოებისა მისთვის წარუვალისა და ნათლისა, რომელი ჰპოვე და ხმა-ყავ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გუეყავ მარადის.

 

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შეუწველმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

პირად-პირადთა სათნოებათა მიერ შემკული ღირს იქმენ, მხნეო, უმრავლესთა ნიჭთა და მოსაგებელთა და თავსა მას საწადელთასა ხედავ ღმრთივბრწყინვალედ, მარინე, და უღაღადებ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვეშაპი მაცთური საოცრებისა ხილვითა გეწყო ბრძოლად, ხოლო შენ, წმიდაო მოწამეო, ყოვლად ღირსო მარინე, შთანთქმული მუცელსა მისსა ღაღადებდი: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ხელთა განპყრობითა შენ მიერ, სახედ ჯუარისა, საჩინოო, ახოვანო მოწამეო მარინე, განაპე მაცთური და გამოხუედ უვნებლად და ესრეთ ხმა-ყავ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

სულისა წმიდისა ხილვითა, მსგავსად ტრედისა და ჯუარისა გამოჩინებითა, შეჰკარ მაცთური, ღუაწლით შემოსილო, მხნეო მარინე, და დაანთქ სიღრმესა და ღაღადებდ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

შჯულისა კიდობანმან მოგასწავა შენ, არათუ ფიცარნი გაქუნდეს შენი, არამედ ქრისტე ღმერთი შჯულისმდებელი, ღმრთისმშობელო, რომელი იგი უშჯულომან ერმან ჯუარს აცუა ხსნად ჩუენდა, რომელნი ვიტყვით: ღმერთსა და უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათაი. მოვედ, უბიწოო, ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სატანჯველსა მას წყალთამიერ მოშთობად შენდა ძმაცულსა მოიღე ნათლისღებაი, ხოლო სული წმიდაი მოსრული შენდა სახედ ტრედისა, შეეხო თავსა შენსა და დაგადგა გვირგვინი ოქროისა, მას ევედრე, მარინე, ყოფად ჩუენდა და დამკვიდრებად ზეცისა სიონსა.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დაელინეს ღონენი იგი სატანჯველთანი მძლავრსა მას და მსგავსად სამსხუერპლოისა ზუარაკისა განაჩინა შენი დაკლვაი, ხოლო შენ ლოცვითა მოუდრიკე ქედი შენი მახვილსა, და ვითარცა განწმედილი ტარიგი, შეიწირე ზეცისა საკურთხეველსა.

წმიდაო, დიდო მოწამეო მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიხარულითა აღივსების აწ ვათოპედისა მონასტერი და იქადის ოდიში, უძვირფასესისა საგანძურის - უხრწნელთა ხელთა შენთა მქონებელი, რამეთუ წმიდანი ნაწილნი შენნი ჰკურნებს სენთა სიმრავლესა, ეშმაკთა განიოტებს და ყოველსა სოფელსა ახარებს.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარცა წიაღვლენ უფსკრულნი სატანჯველთანი საჭითა ჯუარისაითა და შეხუედ ნავთსადგურსა მყუდროსა ზეცისასა, ეგრეთვე აწ დაიფარე სატანისა მახეთაგან და სჯულისაგან უცხოისა ქუეყანაი ივერიისა, ხოლო მკვიდრნი მისნი ყოვლისაგან ძვირისხილვისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით, მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მონათა შენთათვის.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს

 

ვითარცა ზეცისა სიძისა დაწინდებული, ქალწულო სანატრელო, ზეცისა სავანეთა ბრწყინვალედ დამკვიდრებულ ხარ ხუთთა მათ თანა ბრძენთა ქალწულთა და მარტვილთა მხედრობასა, რომელთათანა პატივს გცემთ, ყოვლად ქებულო მარინე, და გევედრებით: ხსენებისა შენისანი მომხსენებელნი და შემსხმელნი ახოვნებათა შენთანი, აცხოვნენ ოხითა შენითა და ბრალთა შენდო-ბაი მიანიჭე და წმიდაი ეკლესიაი შეურყეველად დაიცევ.

ღუაწლითშემოსილო ქალწულო მოწამეო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყვისგებაი წინაშე მისა, და დაიცვას ყოვლისაგან ჭირისა და საფრხეთაგან ეშმაკისაითა, და აცხოვნოს სულნი ჩუენნი, ვითარცა მოწყალე არს.

ჰოი, ქალწულთა თუალო, მოწამეო მარინე, ოხაი ჩუენი შესწირე მხსნელისა მიმართ და გვითხოვე, განაბნიოს მტერნი ჩუენნი ურიცხვი და დაამხოს ზაკუვით მოსრულნი ბოროტნი თანამზრახველნი მათნი, აღსპობისა ჩუენისა მსურველნი და კუალად შეგვკრიბოს განბნეული ერი ქართველთა.

ვითარცა განაგდე შენ ლიქნაი ბოროტისა მის მძლავრისაი უშჯულოისა, ღმერთშემოსილო მარინე, ეგრეთვე აწ დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და ქალწულნი და ყრმანი ჩუენნი იხსენ ვნებათაგან ყოვლად წარმწყმედელთა და ურცხვინოებისაგან დაიფარენ.

ჰოი, დიდო მოწამეო მარინე, სოფლისა მეოხო, ჩუენთვისცა ევედრე ქალწულსა ზეციერსა, რაითა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან, და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა ერსა, წილხდომილსა თვისსა, რამეთუ ვსცოდეთ, გარნა დღეყოველ განვაკუთნებთ სასოებათა ჩუენთა მისსა მიმართ.

ჭეშმარიტად ღირსად იდიდე, მამულისა უღმრთოებისა მომძულებელო და ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა შემყუარებელო მარინე, ზეცათა სასუფეველსა და იხარებ ბრძენთა ქალწულთათანა, ჩუენთვისცა მეოხ იყავ, მიითუალე გალობაი და შეწირე ღმრთისა მიმართ:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

 

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, წმიდათა შორის ახოვანო ქალწულო და მოწამეო მარინე, ქრისტეს ეკლესიისა ლამპარო ბრწყინვალეო, ღმრთისა მიმართ მხურვალედ მვედრებელო და ყოველთა შენდამი სარწმუნოებითა მოლტოლვილთა მსწრაფლ-შემწეო!

ჰოი, წმიდაო ქალწულო და დიდო მოწამეო მარინე, ევედრე მადიდებელსა შენსა ქრისტესა ღმერთსა, რაითა დაიცვას მამული ჩუენი მტერისა საფრხისაგან და ძმათა მტერობისაგან, და წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა და მართლაღმსაარებელსა. განჰკურნენ მრავალწყლულებანი ჩუენნი ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა და მოგუეც საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, სიმართლისა სიყუა-რული და მხნეობაი სულისაი. აღგვავსენ საღმრთოითა მღვიძარებითა და მოგუა-ნიჭე ჩუენ სარწმუნოებაი შეურყეველი, ცხორებისა სიწმიდეი და შიში ღმრთისაი, რაითა ყოველნი მკვიდრნი საქართველოისანი მართლმადიდებლობასა და ერთსა ზრახვასა შინა განვმტკიცდეთ და ერთითა პირითა და ერთითა გულითა ქრისტესა, ჭეშმარიტსა ღმერთსა ვუგალობდეთ. მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი. მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე. ევედრე, ყოვლადბრწყინვალეო მარტვილო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა შეგვინდოს განდგომი-ლებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალა-ტი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კვლანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.

ჰოი, გვირგვინოსანო მარინე, მარტვილო და სძალო ქრისტეს ღმრთისაო! იმეოხენ წინაშე მისა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობითა ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინებაი, პატიოსნად მიცვალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდისა მოწამისა მარინეეისითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

ყოვლისა კეთილისა შემწეო და წარმმართებელო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, ქალწულ-მოწამეო მარინე, ყოვლითურთ მსასოებელნი მოვივლტით შენდა, ვინაითგან სისხლი დასთხიე ქრისტეის სიყუარულითა, კადნიერებაი გაქუს მის წინაშე, მას ევედრე, სანატრელო, რაითა უვნებელად დავიცუნნეთ ყოველთაგან განსაცდელთა სულიერთა და ხორციელთა და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა და შენ თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა უკუნისამდე.

გამოკრიბა და შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა