პარაკლისი სავედრებელი წმიდათა მოწამეთა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმა 4.

მოწამემან შენმან უფალო (სახელი), ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერ ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნე სულნი ჩუენნი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იგივე ტროპარი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობა 1. სძლის-პირი

უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თვისი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა უგალობდეთ რთმელიცა დიდებულ არს.

წმიდაო მოწამეო გინა ქალწულ მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

წინაშე წმიდისა სამებისა ჰბრწყინავ ღუთავ-შუენიერად გვირგვინითა ქრისტეს მოწამეო (სახელი), გევედრებით გლახაკნი ესე.

წმიდაო მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

მადლითა სულისა წმიდისათა განათლებულო, წმიდათა ანგელოსთა შორის განბრწყინვებულო, მადლითა მეოხებისა შენისა შეგვეწიე მვედრებელთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იხარებს სული შენი წმიდათა მოციქულთა თანა, გვირგვინო მოწამეთაო (სახელი), სიხარულსა საუკუნოსა ღირს-მყვენ ლოცვითა შენითა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებით დიდებულო ღუთივ-ბრწყინვალეო დედოფალო მარიამ, წმიდათა მოწამეთა ლოცვითა დიდებისა შენისა ხილვად ღირს-გვიჩინე.

 

გალობა 3. სძლის-პირი

შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთა ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთა და გადიდებს სული ჩემი.

წმიდაო მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

ანგელოსთა შორის დიდებულო და კაცთა შორის ქებულო, ღუაწლისა მძლეო ქრისტეს მოწამეო (სახელი), აღგიარებთ და გევედრებით, შეგვიწყალენ ჩუენ.

წმიდაო მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

თუალთ-შეუდგამისა ნათლისა ბრწყინვალებითა განათლებულო წმიდაო მოწამეო (სახელი), თავადსა იესოს ევედრე შეწყალებად ჩუენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აღმკულო პირად-პირადითა ღუაწლისა გვირგვინითა, აღპყრობითა ხელთათა გევედრებით, აღგუადგინენ დაცემულნი ესე ვნებათა მიერ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარგარიტო უსასყიდლოო მარიამ ღუთის-მშობელო, მარგარიტოვან-გვირგვინოსანი მოწამე (სახელი), გევედრებით შეგვიწყალენ ჩუენ.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღუდელმან: შეგვიწყალენი ასამაღლებლითურთ.

 

წარდგომა. ხმა 4.

მეოხო მვედრებელთა და მადიდებელთა შენთაო,  პატიოსანო მარტვილო, ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებულო, გვირგვინოსან-მყოფელსა შენსა იესოს ევედრე, რათა მოგვანიჭოს მგალობელთა შენთა მშვიდობა და პატივის-მცემელთა დიდი წყალობა.

 

გალობა 4. სძლის-პირი

მესმა უფალო განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღუთაება შენი.

წმიდაო მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

ოსანასა უგალობ უფალსა, ძლევისა გალობითა ღუაწლისა მძლეო (სახელი), მძლედ ვნებათა გამოსჩნდი ფრიად-ძლიერო მოწამეო.

წმიდაო მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

წმიდასა წმიდათასა სასუფეველსა წინაშე ქრისტესა იდიდები გვირგვინითა სანატრელო, გვიოხე ჩუენცა ღირს-ყოფად სასუფეველისა დიდებასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ამაღლებულო დიდებითა დიდებად ქრისტეს მოწამეო (სახელი), აღიპყრენ ღუაწლით შემრსილნი ხელნი შენნი, და აღგვადგინენ მვედრებელნი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მირონო კეთილ-სუნნელო მანანაისა უტკბილესო მარიამ, მეოხებითა მოწამეთათა მოგუფინე მადლი შენი დედოფალო.

 

გალობა 5. სძლის-პირი

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით.

წმიდაო მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

ეჰა დიდებულო ქრისტეს მოწამეო (სახელი), ელვარებითა განმაბრწყინვებელსა შენსა იესოს ევედრე შეწყალებად შვილთა ეკლესიისათა.

წმიდაო მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

თუალო მოწამეთაო (სახელი), უფროს მზის თუალისა განბრწყინვებულო, თუალნი სულისანი განგვინათლენ, რათა ვიხილოთ ბრწყინვალება.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ანთრაკო პატიოსანო, აღმკულო მარგარიტოვან-გვირგვინითა, აღახვენ ბაგენი შენნი და გვიოხე შემკობად სათნოებისა გვირგვინითა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გვირგვინი ღუთივ-ბრწყინვალე დაიდგ დედოფალო მარიამ, გვირგვინი ყუავილოვანი სათნოებისა მოგვანიჭე მეოხებითა მოწამეთათა.

 

გალობა 6. სძლის-პირი

მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად ღმერთო მეოხებითა მოწამეთათა.

წმიდაო მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

ვარსკულაო ბრწყინვალეო, მნათობო მოწამეთა შორის (სახელი), გედრებით სიწმიდესა შენსა, მეოხ გვეყავ წინაშე ღუთისა.

წმიდაო მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

იესოს მიერ განძლიერებულო ღუაწლსა შინა, და მის მიერ ვარსკულოვან-გვირგვინოსანო ცათა შინა, ისმინე ვედრება ჩუენი და შეგვიწყალენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რაბამ შუენიერი გვირგვინი დიდებისა დაგადგა ქრისტემან, წმიდაო მოწამეო (სახელი), რომელსაცა ევედრე მონიჭებად ჩუენდაცა გვირგვინი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდნი მოწამეთანი გევედრებიან ქალწულო მარიამ, რათა გუნდსა მგალობელთა შენთასა შეგვაერთნე ჩუენ გლახაკნი ესე.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

და კონდაკი მის მოწამისა ანუ ესე საზოგადო კონდაკი

ხმა 4.

ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო (სახელი), სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყთველთათვის.

მღუდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომა სახარებისა...

საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა ღმერთა ისრაელისა.

მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.

მღვდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო. ყოველი სული აქებდით უფალსა. ღირს ყოფად ჩუენდა. სიბრძნით აღემართენით.

სახარება მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვნეთ უკუნ მეცნიერ ვითარცა გველნი და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებლად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ ვითარ ანუ რასა იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ იყუნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისა, რომელი იტყოდეს თქუენ შორის. რამეთუ მოჰსცეს მმამან ძმაი სიკუდილად და მამან შვილი და აღჰსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკულიდენ მათ. და იყუნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან  სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ჰსცხონდეს.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მოწამისა (სახელი), მოწყალეო აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ნუ უღირს-იჩენ გულმოდგინეთ ვედრებასა ჩუენსა მეუფეო, რომელნი ესე გევედრებით მოწამეთა შუამდგომელობითა, რამეთუ მათ სახელისა შენისათვის წმიდისა, სრულიად დაითმინეს ტანჯუანი, არამედ ოხითა მათითა შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩუენ ღმერთო.

მღუდელმან: „აცხოვნენ“ ასამაღლებეღითურთ.

 

გალობა 7. სძლის-პირი

ყრმანი ებრაელთანი სახმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთა.

წმიდაო მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

ვარდო ღუთივ-შუენიერად აყუავებულო მეწამულად სისხლითა განბრწყინვებულო ქრისტეს მოწამეო (სახელი), ვადიდებთ ღუაწლსა შენსა და ვევედრებით სახელსა შენსა, შეგვიწყალენ ჩუენ.

წმიდაო მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

იდიდები ღირსად გალობითა ეკლესიასა შინა, ღუთივბრწყინვალედ აღყუავებულ ხარ სამოთხესა შინა, გევედრებით მოგვიხსენე წინაშე ქრისტესა, რომლისა სურვილითა სისხლი დაჰსთხიე სანატრელო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სარდიონო კეთილ-სუნნელო, ნელსაცხებელი აღმოეცენების ნაწილთა შენთაგან მოწამეო (სახელი), ნათელი ბრწყინვალე ლოცვისა შენისა მოგვფინე, რათა მივიწივნეთ ნათლისა მიმართ ჭეშმარიტისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხარებენ ბრწყინვალებითა შენითა ღუთის-მშობელო მარიამ, მოწამეთა მხედრობანი და გვირგვინითა განათლებულნი ითხოვენ ჩუენთვის სიხარულსა გამოუთქმელსა. ისმინე მათი და შეგვიწყალენ უბიწოო.

 

გალობა 8. სძლის-პირი

მეუფესა ცათასა, რომელსა მსახურებენ გუნდნი ანგელოსთანი, უგალობენ და უფროსად აღამაღლებენ მას უკუნისამდე.

წმიდაო მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

შუენიერად გვირგვინოსანო ქრისტეს მოწამეო (სახელი), შარავანდედი ლოცვისა შენისა მოგვფინე, რათა ვიშვებდეთ შენთანა უკუნისამდე.

წმიდაო მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

ელვარეო სულითა და ბრწყინვალეო გონებითა, ხოლო სიტყვითა მადლით შეზავებული ევედრე ემმანუილსა შეწყალებად ჩუენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფლისა სიყუარულითა აღტრფობილო და სურვილითა მისითა წამებულო (სახელი), მას ევედრე სანატრელო ჩუენ უღირსთათვის.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თაფლისა უტკბილესო, მანანო საწადელო, მარიამ უბიწოო, იესო ტკბილისაგან გვითხოვე შეერთება ჩუენი მოწამეთა თანა.

 

გალობა 9. სძლის-პირი

ღუთის-მშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიხსნენით ქალწულო, და გუნდსა თანა უხორცოთასა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.

წმიდაო მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

ქერუბიმთა თანა  უგალობ ანგელოზთა მეუფესა წმიდაო მოწამეო (სახელი), ხსენებისა შენისა მადიდებელნი მოგვიხსენე წინაშე მისსა დიდებულო.

წმიდაო მოწამეო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის.

ზოსტერი წამებისა შეგიმოსიეს და ღუთივ-შუენიერითა გვირგვინითა ზატიკობ ზეცათა შინა, უზადოისა მის ბრწყინვალებისა ზიარად-გვიჩინე გევედრებით.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ენაი ჩუენი ვერ შემძლებელ არს ღირსად ქებად შენდა მოწამეო (სახელი), გარნა ევედრე მადიდებელსა შენსა იესოს, რათა გვიზიაროს დიდებასა თვისსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნათლის-მშობელო ქალწულო მარიამ, ნათელი ბრწყინეალე მოგვფინე, რათა მოწამეთა გუნდსა თანა გადიდებდეთ, დედაო ნათლისაო.

 

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღუდელმან აკმიოს.

უაღრეს  ბუნებისა იღვაწე, ქრისტეს მოწამეო (სახელი), ამისთვისცა უმაღლეს ცათასა აღგამაღლა უფალმან, რომლისა წინაშე იშვებ გვირგვინითა. მას ევედრე სანატრელო ჩუენ უღირსთათვის.

უგალობ უფალსა ანგელოსთა თანა შეერთებული, წმიდაო მოწამეო (სახელი), უხვად მომნიჭებელსა წყალობისასა, ევედრე ღირს ყოფად ჩუენდა სმენად გალობისა მის საწადელისა.

უღელი ტკბილი ქრისტესი შეიტკბე ყოვლად-სანატრელო მოწამეო (სახელი), გევედრებით უღირსნი მონანი, უღლისაგან მტერთასა განგვათავისუფლენ ჩუენ უბადრუკნი ესე.

უშუენიერესო მთოვარისა და უჰაეროვანესო სამყაროსა, წმიდაო მოწამეო (სახელი), სურვილით მადიდებელნი შენნი განგვანათლენ, რათა უფროსად ვიხილოთ დიდება შენი.

უფროსად კურთხეულო მარიამ, უპატიოსნესო ქერუბიმთაო და უზესთაესო სერაფიმთაო, კეთილად მძლეთა მოწამეთა ლოცვითა ღირს-მყუენ სასუფეველსა შინა დადებად ღუთისა უკუნისამდე.

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

მღუდელმან: შეგვიწყალენი და შეისმინე ჩუენი ღმერთო.

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჰოი, ყოვლად-დიდებულო ღუთივ-გვირგვინოსანო მოწამეო (სახელი), ანგელოსთა თანა შეერთებულო, მოციქულთა თანა პატივცემულო, მოწამეთა სრულებაო, მამათა დიდებაო, ქალწულთა შუენიერებაო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ შემწეთ, თხოვათა აღმასრულებელო, და წყალობისა მომნიჭებელო.

ჰოი, ყოვლად-ბრწყინვალეო ქრისტეს მრწამეო (სახელი), ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმიდისა შენისათა განაბრწყინვე ღვთივდაცული ერი ჩვენი, ყოვლად განათლებულითა ლოცვითა შენითა განანათლე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია, ყოვლად სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო მწყობრნი, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერენ ქრისტეს მოყუარენი და სამხედრო განწესება და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდენ. ევედრე წმიდაო მოწამეო ქრისტესო შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესოს, რათა მოგუანიჭოს მადლი და წყალობა თვისი აურაცხელი.

ჰოი, ყოვლად ქებულო და პატივცემულო წმიდაო მოწამეო (სახელი), ღუთივ-დიდებულითა საკვირველებითა და ნიშებ-სასწაულითა შენითა განათავისუფლენ ტყუენი, განჰკურნენ უძლურნი, გამოიხსენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განარინენ ზღუასა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი ადიდენ და აღამაღლენ, სულით და ხორცით, რათა, სასუფეველისა დიდებასა და დიდად შუენიერსა ბრწყინვალებასა ღუთისასა ღირს-ვიქმნეთ ყოველნი, ანგელოსთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ, და შენთანა გვირგვინოსანნი ვაკურთხევდეთ შენსა გვირგვინოსან-მყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა, და შენ შორის მეტყუელსა სულსა წმიდასა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

ხოლო ხატისა მისისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:

ყოვლისა კეთილისა შემწეო და წარმმართებელო ყოველთა მვედრებელთა შენთა, წმიდაო მოწამეო (სახელი), ყოვლითურთ მსასოებელნი მოვილტვით შენდა, ვინაითგან სისხლი დაჰსთხიე ქრისტეს სიყუარულითა. კადნიერება გაქუს მის წინაშე, მას ევედრე სანატრელო, რათა უვნებელად დავიცვნეთ ყოველთა განსაცდელთაგან, სულიერთა და ხორციელთა, და ღირს-ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა, და შენთანა ვადიდებდეთ ყოვლად-წმიდასა სამებასა უკუნისამდე.

დედოფალო ყოვლად-ბრწყინვალეო მარიამ, წმიდისა მოწამისა (სახელი) ლოცვითა წარგვიმართენ დღენი ცხოვრებისა ჩუენისანი, სადიდებლად ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა.