ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ
იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.
მოციქულნო წმიდანო, ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იგივე ტროპარი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
რომელმან გამომიხსნა ჩუენ ბჭეთაგან სიკუდილისათა უგალობდეთ ქრისტესა, რამეთუ დიდებულ-არს.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
აღმკულნო პირად-პირადითა მადლითა, წმიდანო ქრისტეს მოციქულნო, აღახვენით უტყვი ენაი ჩუენი ღირსად გალობად თქუენდა.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ქრისტეს სურვილით აღტრფობილნო, ქადაგნო მდიდარნო, მოგვფინეთ მადლი თქუენი, რათა ჯეროვნად ვადიდებდეთ ღმერთსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ელვარებითა სიწმიდისა თქუენისათა კიდეთა სოფლისათა განმანათლებელნო, განგვანათლენ ჩუენცა დაბნელებულნი ესე გევედრებით.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბრწყინვალეო დედოფალო მარიამ, წმიდათა მოციქულთა ოხითა განგვაბრწყინვე სულითა, თაყუანის-მცემელნი ძისა შენისანი.
უფალო რომელმან მიჩუენე ჩუენ კარავი იგი წმიდა, რომელ არს მშობელი შენი, ოხითა მისითა განაძლიერენ მოსავნი შენნი.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
სულითა განბრწყინვებულნო წმიდანო მოციქულნო, სულისა მიერ ღმერთ-მთავრისა გვითხოვეთ ნაყოფიერება სულთა ჩუენთა.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
სული სახიერი გიძღოდათ თქუენ ქუეყანასა წრფელსა, მას ევედრენით, რათა აცხოვნეს სულნი ჩუენ გლახაკთანი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უბრწყინვალეს მზისა და უშვენიერეს მთოვარისა გამოსჩნდით თქუენ წმიდანო მოციქულნო, განგვანათლენ ჩუენცა უღირსნი ესე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლამპარო ყოვლად-ბრწყინვალეო, ღუთივ-მშვენიერო მარიამ, ლოცვითა მოციქულთათა ლამპარი სულთა ჩუენთა განაბრწყინვე, გევედრებით.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღუდელმან: შეგვიწყალენი ასამაღლებლითურთ.
მეოხება თქუენი დიდ-შემძლებელ-არს მოციქულნო, რამეთუ ჰსთქუა თქუენდა მომართ სიტყვამან ჭეშმარიტებისამან, რაიცა ითხოვო სახელითა ჩემითა გეყოს თქუენ, აჰა გევედრებით წმიდანო გვითხოვეთ, რათა მოგუცეს ქრისტემან მვედრებელთა თქუენთა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
სმენა მესმა მოსლვისა შენისა უფალო, რამეთუ შემოქმედი ცათა ქუეყანად სიდაბლით მოხვედ.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
იესო ტკბილსა ევედრენით წმიდანო მოციქულნო, რათა სიტკბოებასა თვისსა გვიზიაროს კაცთ-მოყუარემან მეუფემან.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ჩინებულნო და ყოვლად-ქებულნო მოციქულნო, ჩუენთვის ჯუაცმულისა ქრისტეს მიერ გვითხოვეთ შეწყალება ჩუენ მდაბალთა ამათ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ეჰა დიდებულნო მოციქულნო ემმანუილისა ერთგულნო მსახურნო, ევედრენით მას მხოლოსა შეწყალებად ჩუენდა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მარიამ ქალწულო, მთავარ-ანგლოსთა მიერ სახარულევანო, მოციქულთაგან პატივცემულო მოგუფინე მადლი შენი, გევედრებით.
განმანათლებელო ჩუენ მყოფთა ბნელისათა, განგვინათლენ და ვიტყოდეთ დიდებად: დიდება შენდა იესო ძეო ღუთისაო.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
იესო მაცხოვარო, მოციქულთა ბრწყინვალეო გვირგვინო, ისმინე ვედრება ჩუენი და განგვაბრწყინვე დიდებასა შენსა გვირგვინოსანნი.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
წმიდისა წმიდათასა მკვიდრნო მოციქულნო წმიდანო, წმიდამყოფელსა თქუენსა ევედრენით განწმედად ჩუენდა ბრალთა ჩუენთაგან.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მადლითა სულისა წმიდისათა განათლებულნო და ნიჭთა მისთაგან განბრწყინვებულნო, მას ევედრენით მოფენად ჩუენდა მადლი თვისი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იხარებს სული შენი ძისა შენისათანა ქალწულო, ითხოვე ჩუენთვისცა სიხარული დაუსრულებელი, რათა გადიდებდეთ დედოფალო.
ღუთის-მეტყუელნი შემოჰკრიბნა წამსა შინა ღრუბელმან ცისკიდით სიონს შინა მსახურებად, გუამსა მას ღუთის-შემწყნარებელსა ამას დღესა.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
დიდსა დიდებასა და ყოვლად-შვენიერებასა ღუთისასა დაემკვიდრენით მოციქულნო, დავრდომით გევედრებით დიდებასა მას ჩუენცა გვიზიარეთ მოსავნი თქუენნი.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ამაღლდით თქუენ უზესთაესსა ხარისხსა, და ადიდებთ მადიდებელსა თქუენსა ქრისტესა, აღგვადგინეთ ჩუენცა ცოდვისა მიერ დაცემულნი ესე გევედრებით.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
თუალთ-შეუდგამისა ნათლითა ჰბრწყინავთ თქუენ წმიდანო მოციქულნო, თავადსა იესოს ევედრენით აღმართებად ჩუენდა თავდადრეკილთა ამათ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ანგელოსთა შუენიერებაო, მოციქულთა დიდებაო მარიამ, აღიპყრენ უწმიდესნი ხელნი შენნი, და აღგუამაღლენ დავრდომილნი ესე გევედრებით.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მტკიცენი და ღუთის-მეტყუელნი ქადაგნი და თავნი მოწაფეთა შენთანი უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითუალენ უფროს ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა, მხოლოო რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი.
მღუდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.
მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღუთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.
მღვდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო. ყოველი სული აქებდით უფალსა. ღირს ყოფად ჩუენდა. სიბრძნით აღემართენით.
ჰსთქუა უფალმან: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევნეთ და შეგიდეგით შენ, რაიმე იყოს ჩუენდა? ხოლო იესო ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ თქუენ რომელნი ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შვებასა რაჟამს დაჰსჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განჰსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა. და ყოველმან რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამა ანუ დედა, ანუ ცოლი, ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ნუ თანა წარგუხდებინ მადლი შენთა მოციქულთა უფალო, რომელთა მიმადლე მთათა ცუალებაი ლოცვითა, არამედ მიგუცვალენ მთასა მას ზეცისასა, რათა მათ თანა გიგალობდეთ ბრწყინვალითა ხმითა ალლილუია.
მღუდელმან: „აცხოვნენ“ ასამაღლებეღითურთ.
რომელი მოსეს მთასა ზედა ჰზრახევდი და სახე ქალწულისა მოეც მაყლოვანით გამო, კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
მოციქულნო წმიდანო ღვთივ-გვირგვინოსანნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით მონიჭებად ჩუენდა მადლთა საღმრთოთა და გვირგვინოსან-ყოფად.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ოსანნასა უგალობთ ანგელოსთა თანა იესოს მეუფებასა, წინაშე მისა ოხად ნუ დაჰსცხრებით, რათა ორკერძოვე შეგვიწყალნეს სულით და ხორცით.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ცის კიდენი განანათლეთ ღუთივ-შუენიერითა ქადაგებითა, მახარობელნო მშვიდობისანო, მოგუფინეთ ჩუენცა მშვიდობა ქუეყანასა ზედა, და სიხარული ცათა შინა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იხარებენ შენ მიერ ზეცისა და ქუეყანისა კრებულნი, ღუთისმშობელო მარიამ, გუნდსა თანა მოციქულთასა გევედრებით, სიხარულსა უოხჭნოსა ღირს-მყვენ უბიწოო.
ქრისტე ღმერთი რომელი გამოუჩნდა მგალობელთა სახედ ანგელოსისა სახმილსა შინა, ყრმანი აქებდით, მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ქრისტეს სუნნელებანო, ქუხილისა მსგავსისა ქადაგებითა ქუეყანა განაშვენეთ, აჰა ქრისტეანენი გევედრებით, შუენიერებათა მათ ზეცისათა ღირსად გამოგვაჩინეთ გალობად უკუნისამდე.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
უსხეულოთა ანგელოსთა თანა შეერთებულნი, უგალობთ უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა. მას ევედრენით, რათა ღირს-ვიქმნეთ ჩუენცა დიდებად და გალობად მისა უკუნისამდე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ლარნაკი ნაწილთა თქუენთა მკუდართა აღადგინებენ მოციქულნო, ჩუენ ცოდვისა მიერ მომკუდარნი ლმობიერად გევედრებით, ლამპარი სულთა ჩუენთა განაბრწყინვეთ მიგებებად სიძისა და გალობად უკუნისამდე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თაყუანის-გცემთ და გევედრებით თუალო ქალწულებისაო მარიამ, თავთა მოციქულთა თანა, გვიოხე წინაშე ძისა შენისა, ხსნად ჩუენდა თანამდებობისაგან ბრალთა ჩუენთასა დაგალობად მისა უკუნისამდე.
გიხაროდენ შენ ყოვლად-წმიდაო ღუთის-მშობელო ქალწულო, სიქადულო დედათაო, შემწეო მამათაო, სძალო, მხევალო და დედაო მხსნელისაო.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ანგელოსებრივ მოქალაქობდით ქუეყანასა ზედა მოციქულნო, ამისთვისცა ანგელოსთა შორის ჰბრწყინავთ ცათა შინა, ჩუენცა მოგვიხსენეთ წინაშე ქრისტესა გევედრებით.
წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
კრებულსა თანა უხორცოთასა ღუთივ-ბრწყინვალითა გვირგვინითა კამკამებთ წმიდანო, კრძალულებით გევედრებით კრებულსა მართალსა ღირს-მყვენით ჩუენცა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რაჟამს დაჰსჯდეს ძე ღვთისა საყდართა დიდებისათა, და თქუენცა მისთანა, მაშინ მეოხ-გვეყვენით მოციქულნო, რათა ჩუენცა აღვიტაცნეთ ღრუბლითა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ეკლესიისა ბრწყინვალებაო, მოციქულთა დიდებაო, მარიამ ღუთისმშობელო, ეკლესიისა შვილნი შეგვიწყალენ ეკლესიაობად ზეცისა იერუსალიმსა.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღუდელმან აკმიოს.
ბუნებისა უზესთაესითა ბრწყინვალებითა განათლებულ-ხართ წმიდანო მოციქულნო, ბუნებისა ჩუენისა მკურნალსა იესოს ევედრენით, რათა ბევრეულთა ბრალთაგან ჩუენთა განგვათავისუფლნეს.
უმაღლესნო ზეცისა სამყაროსა, უზადოისა მის ნათლისა ელვარებითა განათლებულნო, უსაზღვროსა კაცთ-მოყუარებასა მისსა ევედრენით შეწყალებად ჩუენდა უღირსთა მონათა თვისთა.
ლოცვითა თქუენითა ყოვლად-უბიწოითა ლხინება ჰყავთ ჩუენთვის მოციქულნო, რათა კადნიერება გუაქვნდეს წინაშე ღუთისა, და ლოცუა ჩუენი შეწირულ-იქმნეს უფლისა მიმართ და ვედრება აღგვისრულდეს.
სავედრებელი ჩუენი ესე არს წმიდანო მოციქულნო, რათა ღირს ვიქმნეთ სასუფეველისა დიდებასა, სულით და ხორცით, ცხოვნებულნი თქუენთანა ვადიდებდეთ სახიერებასა ღუთისასა დაუსრულებელად.
აღგვისრულე ვედრება ჩუენი ღუთივ-ბრწყინვალეო დედოფალო მარიამ, და მოციქულთა თანა ღირს-მყვენ გალობად, კურთხევად და თაყუანის-ცემად, ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა უკუნისამდე.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
მღუდელმან: შეგვიწყალენი და შეისმინე ჩუენი ღმერთო.
ჰოი, ყოვლად-დიდებულნო მოციქულნო წმიდანო, ქრისტეს მიერ შეყვარებულნო, ანგელოსთაგან პატივცემულნო, კაცთაგან თაყუანის-ცემულნო, ეკლესიათა მტკიცენო საფუძველნო, ყოველთა მორწმუნეთა მიმართ წინამძღუარნო, მზეებრ შარავანდედითა თქუენთა სოფლისა განმანათლებელნო, ქრისტეანთა სულების განამბრწყინვებელნო, და ღუთისა მიმართ შემწირველნო.
ჰოი, ყოვლად-ქებულნო წმიდანო მოციქულნო, მახარებელნო მშვიდობისანო, ყოვლისა შემძლებელითა ლოცვითა თქუენითა მოჰფინეთ ქუეყანასა მშვიდობა, კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ამაღლება, უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდსა მეუფესა მამას ჩუენსა ილიას განბრწყინვება, ყოვლად-სამღუდელოთა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა და ყოველთა სამღუდელოთა და სამონაზნო წესთა განშვენება, გევედრებით ქრისტეს მოწაფენო, ევედრენით თქუენგან შეყვარებულსა ტკბილსა იესოს, რათა მოანიჭოს სოფლისა სავსებასა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
ჰოი, ყოვლად-წმიდისა სამებისა ქადაგნო, და მის მიერ ღუთივ-შუენიერად განათლებულნო წმიდანო მოციქულნო, მას სახიერსა ევედრენით, რათა ყოველთავე მართლმადიდებელთა მოგუმადლოს მარადის სათნო-ყოფა, კეთილმოქალაქეობით წარმატება, ზეცისა მოქალაქედ გამოჩენად და თქუენთანა ზიარ-ყოფა, წმიდათა თანა მოდასეობა, მართალთა თანა სავანეობა, და ანგელოსთა თანა გალობა, რამეთუ შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა დჲ ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
ხოლო ხატისა მათისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:
ყოველსა ქუეყანასა განჰხდა ხმა თქუენი ძენო ქუხილისანო, და ყოველთა მვედრებელთა თქუენთა განანათლებთ ელვარებითა თქუენითა, და შარავანდედითა მზისა მის სიმართლისათა, ვინაცა კადნიერება გაქუსთ ქრისტეს მიმართ, და რაიცა ითხოვოთ ისმენს თქუენსა. აჰა გევედრებით მოწაფენო სახიერისა მოძღურისანო, მისგან გვითხოვეთ, რათა ღირს-ვიქმნეთ სასუფეველისა დიდებასა, და თქუენთანა ვიხარებდეთ საუკუნოდ.
ღუთის-მშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე მტევანი ცხოვრებისა, შენ გევედრებით მომადლებულო მოციქულთა თანა, მეოხ გვეყავ ცხოურებისათვის სულთა ჩუენთასა.