სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მთავარანგელოსისა მიქაელისა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

მუჴლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუჴლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუჴლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ხმა 4.

ზეცისა მჴედრობათა მთავარანგელოსო მიქაელ, გევედრებით უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა შენითა შემზღუდნე ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, და უჴორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ჴელ-აღპყრობით გიღაღადებთ, ღელვათა და განსაცდელთაგან გჳჴსენ ჩუენ, დიდო მთავარო ზეცისა ძალთაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზეცისა მჴედრობათა მთავარანგელოსო მიქაელ, გევედრებით უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა შენითა შემზღუდნე ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, და უჴორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ჴელ-აღპყრობით გიღაღადებთ, ღელვათა და განსაცდელთაგან გჳჴსენ ჩუენ, დიდო მთავარო ზეცისა ძალთაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 4 გუერდი

ძლისპირი: უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყუანა ერი თვისი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აწ მდგომარე ხარ ნათელსა წინაშე ღმრთისასა, ანგელოსთა მთავარო მიქაელ, და ხედავ მარადის პირსა მისსა ტკბილსა, მას ევედრე, რაჲთა განადიდოს სარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთა.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ანგელოსთა გუნდთა წესმთავარო, ცათა შინა სამ-ბრწყინვალისა ღმრთეებისა წინაშე მდგომარეო, მიქაელ, მთავარო მჴედრობათაო, ქრისტჱსა ევედრე, რაჲთა მომცეს შენდობაჲ შეცოდებათა ჩემთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ზეცისა ძალთა ერის-თაო, დაუცხრომელად ევედრენ მაღლისა მეუფესა, რაჲთა ქუეყანისა მძლავრებაჲ ამპარტავანთაჲ დაამჴუას, რამეთუ გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ცეცხლისფერისა საყდრისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიადითა გჳრგჳნითა და სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკობილო დედოფალო მარიამ, წმიდათა ანგელოსთა ოხითა პორფირებრ დაგჳფარენ.

 

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთა ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთა, და გადიდებს სული ჩემი.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ბუნებითა უსხეულოჲთა ჰნათობ ყოველთა კიდეთა ცისათა და აღასრულებ რაჲ ბრძანებათა ღმრთისათა, საცნაურ ხარ შენ, მთავარანგელოსო მიქაელ, და ჰყოფ სენთა კურნებასა.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ზეცისა განწყობილთა შორის მთავრად გამოჩინებულო, და წამის ყოფითა მყოფელო სიტყუათა უფლისათა, მას ევედრე, რაჲთა გჳჴსნნეს ჩუენ მყოფნი ურვათა შინა და განსაცდელთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

საღმრთოჲთა მით ნათლითა ბრწყინავ შენ, მიქაელ, და მის მიერ განანათლებ, რომელნი სიხარულით გაქებენ და იჴსნი სენთა და სალმობათაგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჵ, დედოფალო მარიამ, ანგელოსთაგან სიხარულევანო, მათ თანა ევედრე ძესა შენსა, რაჲთა ერთბამად უგალობდეთ მეუფესა მისსა.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი... განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმა­დიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომა. ხმა 4.

გიხაროდენ, უჴორცოთა პირველ მდგომარეო მიქაელ, გიხაროდენ, უნივთოჲსა გუნდისა ანგელოსთ-მთავარო, ყოვლად სანატრელო, გიხაროდენ, მსახურო გამოუთქმელისა ღმრთისაო, თჳთ მხილველო მაღალთაო, გევედრებით, გჳჴსნენ შენდამი მოლტოლვილნი ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა, რამეთუ შენ შუამდგომელად ღმრთისა მიმართ მოგვიგიე ყოველთა მორწმუნეთა.

 

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა უფალო განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უჴორცოთა ანგელოსთა მთავარი ხარ და მსახური საღმრთოჲსა მის ნათლისა, აწ გამოუთქმელითა ძალითა შენითა შემეწიე და აღმავსენ საღმრთოჲთა მღჳიძარებითა.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ყოველნი პატივს ვსცემთა კრებასა შენსა, საღმრთოოMმთავარანგელოსო მიქაელ, რამეთუ მდგომარე ხარ შენ წინაშე ღმრთისა და გალობ დაუცხრომელად გალობასა სამ-წმიდა-არსებისასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზეცისა ძალთა ერისთაო, მიფენითა მადლისა შენისაჲთა განმწმიდე და განმანათლე, და მომანიჭე მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლიტანიაობენ პირსა შენსა ანგელოსნი, დიდებულო მარიამ, ლამპარი სულთა ჩუენთა განაბრწყინე ოხითა მათითა, ქალწულო.

 

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ-ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა წესთამთავარმან და წინა-მსრბოლმან და მთავარმან ანგელოსთამან, განმათავისუფლე ყოვლისაგან ჭირისა და მწუხარებისა.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უსხეულოთა ძალთა, საცნაურთა მათ წესთასა ზედა ჰმსთავრობ, მთავარანგელოსო მიქაელ, და სამებისა სამ-მნათობიერისა ბრწყინვალებითა ყოვლად ბრწყინვალჱ განანათლებ სოფელსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჵ, ყოვლად ბრწყინვალეო უჴორცოთა მთავარო და ზედა მდგომო ძალთა ზეცისათა ერისთაო, მრავლითა კადნიერებითა ცხოველ ჰყავ სული ჩემი მომკუდარი ცოდვათაგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ოსანნასა გალობითა გაქებენ წმიდანი ანგელოსნი, ქალწულო მარიამ, ოხითა მათითა შეგჳწყალენ, დედოფალო.

 

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად ღმერთო მეოხებითა ანგელოსთათა.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მსმენელნი მრავალსახეთა სასწაულთა შენთა გევედრებით: მოგუხედენ მაღლით და დააცხრვენ აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათანი.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მაღლისა ძალთა წეს-მთავარო მიქაელ, საღმრთოჲსა წესთა წინამძღვარო, აწ დაგვიფარე ყოვლისაგან ეშმაკთა მიერ გარემოდგომისა და მძლავრებისაგან კაცთაჲსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელნი სიხარულითა შენდა მოჳვლტით, დაგჳფარე ჩუენ საფარველითა მით ყოვლად წმიდითა მით ფრთეთა შენთათა, ანგელოსთა მთავარო, ბრწყინვალეო მიქაელ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სერაფიმთა უწმიდესო მარიამ, სულნი ჩუენნი შეიწყალენ, რაჟამს საყვირსა სცემდენ საშინელად წმიდანი ანგელოსნი.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი, ხმა 4.

რომელი ნათლისა თუალთ-შეუდგამისა მსახურ ხარ და განწესებულ ერისთავად გუნდსა მას ზედა უჴორცოსა მიქაელ, მდგომელო წინაშე ღმრთისაო, ცხოვრებისა მიმართ წინა-მბრძოლ გამოუჩნდი უძლურთა და მენავეთა და მყოფთა ჭირთა შინა, ამისთჳსცა მარადღე თანამავალ გუექმენ ჩუენ ]გამოუთქმელითა ძალითა შენითა და დაგვიფარენ ყოვლისაგან ჭირისა და სალმობისა.

 

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ჴმაჲ 4

რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.

მუხლი: აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოსნი მისნი.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

 

სახარება მათესი

სთქუა უფალმან: ეკრძალენით ნუ უკუე ვინმე შეურაცხ-ყვნეთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყვი თქუენ რამეთუ ანგელოსნი მათნი ცათა შინა, მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხოვრებად წარწყმედულისა. რაჲ სარგებელ-არს კაცისა უკეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს, ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა. რამეთუ მოსლვად არს ძე კაცისა დიდებითა მამისა თჳსისათა ანგელოსთა მისთა თანა და მაშინ მიაგოს კაცად კაცადსა საქმეთა მათთაებრ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მიქაელ მთავარანგელოსისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: ყოვლად-მოწყალეო უფალო, ნუ უგულებელს-ჰყოფ ოხასა მიქაელ მთავრისასა, რომელი უმოსწრაფეს ელვისა აღმასრულებელ-არს წამის ყოფისა შენისა, არამედ შუამადგომელობითა მისითა მიხსენ მე, ერი ჩუენი, ეკლესიაჲ და სრულიად საქართველო სიყმილისაგან, სრვისა, ძვრისა, ცეცხლისაგან და მახჳლისა, შიმშილისა და მოულოდნელი სიკვდილისა, მტრისა მზაკვარისა და ყოვლისაგან ბოროტისა.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა და ივერიის კარის ღმრთისმშობლის ხატისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაჲთა; წმიდათა და საკჳრველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაჲთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა. წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარჱსა და მარინჱსითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა და წმიდისა დიდისა მოწამიმა შალვა ახალციხელისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაჲთა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთაჲთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაჲთა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი), და მთავარანგელოს მიქაელისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობა 7. სძლის-პირი

ყრმანი ებრაელთანი სახმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელმან შეჰკრიბნე უჴორცონი ბრწყინვალესა მას კრებასა, აწ აღიძარ შემწედ ჩუენდა,Mმთავარნგელოზო ღმრთისაო, და საჯე მაჭირვებელთა და ბრძოდე ბრძოლთა მათ ჩუენთა.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უსხეულოჲ უსხეულოდ იხილვები, უჴორცოთა მთავარო, და აღმოაბრწყინვებ შეუხებელისა ნათლისა დიდებასა, აწ წარმწყმედელთა გზათაგან განგვარინნე და წარგჳმართე გზასა სიმართლისასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამ-მნათობიერისა ნათლისა საღმრთოჲსა აღმომაბრწყინვებელო, აწ ცხოველ ჰყავ სული ჩემი მომკუდარი ცოდვათაგან და საცნობელნი განმინათლე მედღესასწაულეთა კრებისა შენისათა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ გიგალობს, სძალო, გუნდი ზეცისა უსხეულოთაჲ, შენ გაქებს ყოველი ენაჲ კაცთაჲ, რამეთუ შემოქმედი მათი უფროჲს ცნობისა იშვა შენგან, მისა მიმართ მეოხ გუეყავ.

 

გალობა 8. სძლის-პირი

მეუფესა კაცთასა, რომელსა მსახურებენ გუნდნი ანგელოსთანი უგალობდით და უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ზეცისა წესთა წინამძღვარო მიქაელ, აწ ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა იღუწიან სავნებელად ჩუენდა და დაგვიცევ მტერთა წყობათა და ზედა დასხმისაგან.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელმან გზაჲ უცვალე მღელვარესა მას წყალსა და ტაძარი შენი იჴსენ დარღვევისაგან, გარე წარაქციენ აწ აღძრუანი მზაკუვართანი, რომელნი მარადის მოვლენან ჩუენ ზედა და გჳჴსენ ბოროტთაგან.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გამოუჩნდი რაჲ იერიქოს მბრძოლსა მას ისუ-ნავეს, მძლეველი და მბრძოლი დიდი მიქაელ, მთავარი ანგელოსთაჲ, შენ მიერ ძალისა მომღებელმან ლახურითა წარტყუენნა წინა-აღმდგომნი და დაიპყრნა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჩუენ უღირსნი მონანი ანგელოსთა-თანა გაქებთ, და გევედრებით, შარიამ, ჩუეულებისაებრ შენისა სიტკბოებისა შეგჳწყალენ.

 

გალობა 9. სძლის-პირი

ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით, ქალწულო უბიწოო, და გუნდსა თანა უჴორცოთასა შენ დაუცხროშელად გადიდებთ.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ყოველთა წინა-მდგომელად გამოჩინებულო, მიქაელ, აწ აღგვარიდე საღმრთოჲსა მშჯავრისა საშინელებაჲ უშჯულოებისა ჩუენისათჳს და წყალობაჲ მოგვეც შენდამი მგალობელთა.

წმიდაო, მთავარანგელოსო მიქაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ქრისტიანეთა მჴსნელ და შუა-მდგომელ ხარ და ქუეყნიერთა მხედველ ხარ უსხეულოჲთა დიდებითა შენითა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა მართლ-მსაჯული იგი უფალი წარმიმართოს სინანულისა მის გზისა მიმართ მაცხოვნებელისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შუა მდგომელობითა შენითა ყოველთა განწვალებათა დაგჳფარენ ჩუენ, მთავარანგელოსო მიქაელ, რაჲთა ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვადმდე ვსდგეთ მტკიცედ და შეურყევლად გზასა ზედა ჭეშმარიტებისასა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ, უბიწოო, წმიდაო დედოფალო, ღმრთისმშობელო მარიამ, მცუელი ჩუენი ანგელოსი მოგვივილინე, რაჲთა წარგვიძეღუს ჭეშმარიტისა მიმართ ნათლისა და გადიდებთ შენ, დედაო ნათლისაო.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს.

 

მკითველმან: ანგელოსთა გუნდთა შორის უმთავრესად გამოჩნდი, ჵ, მიქაელ, მჴედრობათა მთავარო, დაუცხრომელად ევედრე აწ მაღლისა მეუფესა, მოგუმადლოს ჩუენ ღირსნი მამანი და ბრძენნი წინამძღუარნი, და დაიფაროს წილხვედრი ესე ქუეყანაჲ ღმრთისმშობლისა.

ჵ, ზეცისა წესთა წინა-მძღუარო მიქაელ, რომელი ღირს იქმენ ბრძანებასა ცხორების მომცემელისა შენისასა, აწ აღგძრავთ მეოხებად მისსა მიმართ, რაჲთა უღმრთოთა ნებისაებრ არა მივიდრიკნეთ უშჯულოებისადმი და ვაქებდეთ ღმერთსა სულითა და ჭეშმარიტებითა.

მთავარ იქმენ ანგელოსთა, მიქაელ, მსახურო საღმრთოჲსა დიდებისაო, არამედ იდიდების შენთანა უბრწყინვალესად მესაიდუმლჱ მადლისაჲ და ქალწულისა დამწინდებელი მჴედართმძღუანებელი უჴორცოთაჲ გაბრიელ, წინაჲთ მახარებელი სიხარულისაჲ.

ვითარცა პირველთა უსხეულოთა წესისათა მჴურვალედ გევედრებით: შფოთნი და წუალებანი ეკლესიისანი და ყოველნი დაბრკოლებანი თქუენითა ღმრთისა მიმართ მეოხებითა დახსენით, მიქაელ მთავარო და გაბრიელ მთავარანგელოსო, და ჩუენ მშვჳდობასა შინა დაგვიცვენით.

საყდართა მათ მაღალთა და შესაძრწუნებელთა საღმრთოსა დიდებისა წინაშე მდგომელო, მიქაელ ანგელოსთა ერისთაო, ყოველთა თანა უჴორცოთა მეუფისა მიმართ, რომელსა ჰმსახურებ, სულისათჳს მეოხ-გუეყ, რაჲთა არა სამართლად მოგვაგოს ბოროტად საქმეთა ჩუენთათჳს და მოჰმადლოს სულმოკლებასა ჩუენსა სულგრძელებაჲ.

ჵ, დიდებულო და უხრწნელო დედაო ღმრთისაო, მოვიდეს რაჲ ძჱ შენი განჰსჯად ყოვლისა სოფლისა, მეოხ-გვეყავ ჩუენ წინაშე მისსა, რაჲთა უჴორცოთა ზეცისა ძალთა და ყოველთა წმიდათა თანა ურცხვენელითა პირითა აღვიმსთოთ გალობად ღმრთისა:

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლჳსაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითათჳსითა, და გარეწარაქციოს რისხვაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვი­საგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუ­ენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სუ­ლისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჵ, მთავარანგელოსო მიქაელ, წინაშე ყოვლად წმიდისა საყდრისა ღმრთისა მდგომარეო, მის მიერითა ნათლითა შემოსილო, და ნათლისა სუკუნოჲსა დიდებითა აღმომაცენებელო, ელვითა სიწმიდისაჲთა მთავართა ბნელისათა წარმდევნელო და უჩინო-მყოფელო!

ჵ, მთავარო მჴედრობათაო მიქაელ, მვედრებელთა შენთა მფარველო და ნათლითა მცხინვარებისა შენისაჲთა სულთა ჩუენთა განმანათლებელო, შეგვეწიე მყოფთა ქუეყანისათა, რაჲთა ვიჴსნნეთ უშჯულოებათა ჩუენთაგან, რამეთუ შენ მოგეცა მადლი მეოხებად ჩუენდა, ხოლო ერი ჩუენი შეუხებელად დაიცევ მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან; ევედრე ქრისტესა მეუფესა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, რაჲთა მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისსა, და ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გჳჴსნნეს და დაგჳფარნეს ჩუენ ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან, ვნებათა წყლულებისაგან და ამაოჲსაგან სიკუდილისა, განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. საფარველითა ფრთეთა შენთათა დაგვიფარენ ყოველნი სულით და ჴორცით, ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთაგან.

ჵ, მხედრობათა მთავარო, საღმრთოო მიქაელ, ყოვლად დიდებულო, საფარველითა შენითა დაგვიფარე და გვიძღოდე ყოველთა მცნებათა ღმრთისათა აღსრულებად და უკანასკნელსა დღესა მშჳდობით და სიტკბოებით შეივედრეთ სულნი ჩუენნი, ხოლო ჟამსა მას მეორედ მოსვლისასა მეოხ გვეყვე წინაშე მართლმსაჯულისა იესუჲსა, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა და შენ თანა უგალობდეთ, ვაქებდეთ და ვადიდებდეთ ყოვლად-წმიდასა სამებასა. რომელსა ჰშვენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, მიქაელ მთვარ\ანგელოსისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

წმიდისა მიქაელ მთავარანგელოსის ხატისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ამას:

ყოვლისა ცხოურებისა ჩუენისა მცველად და მფარველად მოგვიგიე, წმიდაო მთავარანგელოსო მიქაელ, და ჴელმწიფებაჲ გაქუს განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისათა. ვინაჲცა გევედრებით დაგჳფარე საფრჴეთაგან ეშმაკისაჲთა და წარგვიძეღუ ჩუენ ცხოვრებისა მიმართ საუკუნოჲსა, რაჲთა მარადის ვადიდებდეთ ყოვლად სახიერსა და კაცთ-მოყუარესა ღმერთსა.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი