სავედრებელი პარაკლისი

წმიდისა მთავარანგელოსისა მიქაელისა და სხვათა უჴორცოთა ზეცისა ძალთა -
ცხრა დასთა ანგელოსთა და მთავარანგელოსთა, ძალთა, უფლებათა, მთავრობათა,
ხელმწიფებათა, საყდართა, და ქერუბიმ-სერაბიმთა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყა­ნაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

მუჴლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუჴლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუჴლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ხმა 4.

ზეცისა მჴედრობათა მთავარ-ანგელოსნო, გევედრებით უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უჴორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ჴელ-აღპყრობით გიღაღადებთ, ღელვათა და განსაცდელთაგან გჳჴსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალნო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზეცისა მჴედრობათა მთავარ-ანგელოსნო, გევედრებით უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უჴორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ჴელ-აღპყრობით გიღაღადებთ, ღელვათა და განსაცდელთაგან გჳჴსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალნო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 4 გუერდი

ძლისპირი: უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყუანა ერი თვისი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

ღმრთივ-ბრწყინვალედ, არა-არსთაგან უფალო, სიტყჳთა შენითა დაბადენ არსებაჲ ზეცისა მჴედრობათა, რომელნი მარადის ჰმსახურებენ, უგალობენ და ძრწოლით ადიდებენ დიდებასა შენსა.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

ანგელოსნი, მთავარანგელოსნი, საყდარნი, უფლებანი და ჴელმწიფებანი, მთავრობანი, ძალნი, და ქერუბიმ-სერაბიმნი ჰყოფენ ნებასა შენსა, უფალო, და ადიდებენ ღმრთეებასა შენსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წესთ მთავარნი ბრწყინვალენი, უჴორცონი გონებანი აღგუძრვენ ჴსენებად დღესასწაულისა მათისა, რომელთა თანა ერთბამად ვიხარებთ და უფალსა მივართუმევთ გალობასა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიადითა გჳრგჳნითა და სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკობილო დედოფალო მარიამ, პორფირებრ დაგჳფარენ წმიდათა ანგელოსთა ოხითა.

 

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთა ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთა, და გადიდებს სული ჩემი.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

ზეცისა მეუფისა მსახურნო, რომელნი უფალმან მცველად ჩუენდა განგაწესათ, აწ ითხოვეთ შენდობაჲ შეცოდებათა ჩუენთა.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

უჴორცოთაგან ზეცისათა დაუდუმებელითა ჴმითა, დაუცხრომელითა ღმრთისმეტყუელებითა ანგელოზთაგან წმიდაარსობით იქების სამებაჲ ერთარსებაჲ, რომელსა ჩუენ, მორწმუნენი სარწმუნოებით ვადიდებთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ანგელოსთა გუნდთა წეს-მთავარნო, ცათა შინა სამ-ბრწყინვალისა ღმრთეებისა წინაშე მდგომარენო, ღირს მყვენით თქუენთა კურნებათა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჵ, დედოფალო მარიამ, ანგელოსთაგან სიხარულევანო, მათ თანა ევედრე ძესა შენსა, რაჲთა ერთბამად უგალობდეთ მეუფესა მისსა.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასასათჳს და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი... განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომა. ჴმაჲ 4.

ქერუბიმნო და სერაბიმნო, საყდარნო, მთავარნგელოზნო, ძალნო და მთავრობანო, უფლებანო, ანგელოზნო და ჴელმწიფებანო, ევედრენით დამბადებელსა ყოველთასა, რაჲთა დაივიწყნეს ცოდვანი ჩემნი, რაჟამს კაცთმოყუარებით განიკითხვიდეს ქუეყანასა.

 

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა უფალო განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

ამხედრდი ეტლთა ანგელოსთა შენთასა, უფალო, და აღჳრნი მათნი ჴელთ-ისხენ, ძლიერო, და მჴედრობაჲ შენი ცხორებაჲ ექმნა მორწმუნეთა.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

დაფარნა ანგელოსნი შუენიერებამან შენმან, უფალო, და კიდენი ქუეყანისანი აღივსნეს ქებითა შენითა საღმრთოჲთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელსა გარე-მოგათქს ბევრეული დასი ანგელოსთაჲ, ქრიტე, სიმდაბლით ჯერ-იჩინე მოწევნასა ჟამთასა განკაცებაჲ წმიდისაგან ქალწულისა, ხოლო ჩუენ მოგჳწოდე ნათელსა უკუდავებისასა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლიტანიაობენ პირსა შენსა ანგელოსნი, დიდებულო მარიამ, ლამპარი სულთა ჩუენთა განაბრწყინე ოხითა მათითა, ქალწულო.

 

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ-ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

ანგელოსნი, ბუნებით უხილავნი, უხრწნელად მადლითა შენითა, ქრისტე, დაადგინენ მაქებელად შენისა დიდებისა.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

დაუმორჩილებელსა ბალაამ მოგუსა გამოუჩნდა ანგელოსი გზასა ზედა და ამხილა მას, ხოლო კარაული იგი უსიტყჳ სიტყვიერად გამოაჩინა, და ბუნებაჲ მისი ჰსცვალა.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

პყრობილსა პეტრეს, მყოფსა საპყრობილესა შინა, გამოუჩნდა ანგელოსი ღმრთისაჲ, ჴელთაგან ჰეროდჱსთა და იჴსნა კრულებისაგან და სიკუდილისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ანგელოზმან გარდააგორვა ლოდი საფლავისაგან და სიხარული აუწყა მორწმუნეთა, ვითარმედ: აღდგა ქრისტე, და სიკუდილი დათრგუნა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ოსანნასა გალობითა გაქებენ წმიდანი ანგელოსნი, ქალწულო მარიამ, ოხითა მათითა შეგჳწყალენ, დედოფალო.

 

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად ღმერთო მეოხებითა ანგელოსთათა.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

მქადაგებელ დიდებისა საღმრთოჲსა იქმენით თქუენ, უჴორცონო, და ღირსად ზეცისა კარავსა ჰმოქალაქობდ და ღირსებით ჰმსახურებთ თქუენ შემოქმედსა.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

უჴორცოთა წესნი გონიერნი შენ, ძეო ღმრთისაო, გაქებენ დაუცხრომელად და დიდებისგმეტყუელებენ, ვითარცა შემოქმედსა და დამბადებელსა ყოველთასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელი თუალთ-შეუდგამ ხარ ანგელოსთაგან, და დიდებით ქებულ ხარ ძალთაგან ძეცისათა, ოხითა მათითა გჳჴსენ ჩუენ, მყოფნი ურვათა და ძჳრთა შინა და განსაცდელთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სერაფიმთა უწმიდესო მარიამ, სულნი ჩუენნი შეიწყალენ, რაჟამს საყვირსა სცემდენ წმიდანი ანგელოსნი საშინელად.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი, ხმა 4.

მთავარ-ანგელოსნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოსთა-მთავარნო და წინამძღვარნო შეცდომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხეთ დიდისა მის წყალობისა, უჴორცოთა ძალთა ერის მთავარნო.

 

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ჴმაჲ 4

რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.

მუხლი: აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოსნი მისნი.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

 

სახარება მათესი

სთქუა უფალმან: ეკრძალენით ნუ უკუე ვინმე შეურაცხ-ყვნეთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყვი თქუენ რამეთუ ანგელოსნი მათნი ცათა შინა, მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხოვრებად წარწყმედულისა. რაჲ სარგებელ-არს კაცისა უკეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს, ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა. რამეთუ მოსლვად არს ძე კაცისა დიდებითა მამისა თჳსისათა ანგელოსთა მისთა თანა და მაშინ მიაგოს კაცად კაცადსა საქმეთა მათთაებრ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდათა ანგელოსთაჲთა მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: ყოვლად-მოწყალეო ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ქუეყანისანი გამოუთქმელად შეაერთენ ზეცისათა, და ანგელოსნი და კაცნი ერთ კრებულად გამოაჩინენ, აწ ლხინებაჲ ჰყავ შეცოდებათა ჩუენთათჳს, და ერსა ჩუენსა შენი მშჳდობაჲ მიჰმადლე.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა და ივერიის კარის ღმრთისმშობლის ხატისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაჲთა; წმიდათა და საკჳრველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაჲთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა. წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარჱსა და მარინჱსითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა და წმიდისა დიდისა მოწამიმა შალვა ახალციხელისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაჲთა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთაჲთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაჲთა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი), და ყოველთა უჴორცოთა ძალთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობა 7. სძლის-პირი

ყრმანი ებრაელთანი საჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

წინაშე შენსა ჰსდგანან მოწყალებით ბევრეულნი ანგელოსნი და პირსა შენსა თუალთ-შედგმად ვერ იკადრებენ, ხოლო ჩუენ ძრწოლით ვჴმობთ: ღმერთო მამათა ჩუენთაო, კურთხეულ ხარ შენ.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელნი იფარვენ ფრთეებითა პირთა მათთა და შიშით ჴმითა მაღლითა აღგამაღლებენ შენ, ყოველთა მეუფესა, რომელი ქებულ ხარ ყოველთაგან და იქები, ღმერთო მამათა ჩუენთაო, კურთხეულ ხარ შენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გუნდთა თანა უჴორცოთა, ნათესავნო კაცთანო, მოვედით თაყუანის-ვსცეთ უფალსა, რომელნი აღვასრულებთ კეთილ-საჩინოსა ამას ჴსენებასა, ბრძენთა მთავარანგელოსთასა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ გიგალობს, სძალო, გუნდი ზეცისა უსხეულოთაჲ, შენ გაქებს ყოველი ენაჲ კაცთაჲ, რამეთუ შემოქმედი მათი უფროჲს ცნობისა იშვა შენგან, მისა მიმართ მეოხ გუეყავ ჩუენ.

 

გალობა 8. სძლის-პირი

მეუფესა კაცთასა, რომელსა მსახურებენ გუნდნი ანგელოსთანი უგალობდით და უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

ანგელოსთა ვბაძვიდეთ ცხორებასა, გონებანი ფრთოვან-ვჰყუნეთ ზეცად მიმართ და მათ თანა გალობასა შევსწირვიდეთ ღმერთსა, ვაკურთხევდეთ და აღვამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისად, სამებასა წმიდასა თაყუანისვსცემთ, უგალობთ, ვაკურთხევთ, და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზეცისა მეუფისა მსახურნო, რომელი ჰყოფთ ნებათა მისთა, ნუ დასცხრებით მეოხებად ჩუენდა, ყოველთა შემოქმედისა მიმართ ღმრთისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჩუენ უღირსნი მონანი ანგელოსთა-თანა გაქებთ, და გევედრებით, შარიამ, ჩუეულებისაებრ შენისა სიტკბოებისა, შეგჳწყალენ ღმრთის-მშობელო.

 

გალობა 9. სძლის-პირი

ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით, ქალწულო უბიწოო, და გუნდსა თანა უჴორცოთასა შენ დაუცხროშელად გადიდებთ.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

ცხრა დასნო ანგელოსნო და მთავარანგელოსნო ძალთა თანა ზეცისათა, უფლისა მიერ თქუენდამი ბოძებულითა მადლითა სნეულთა განჰკურნებთ უძლურებასა და ვნებათა.

წმიდანო უჴორცონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

მთავრობანი, ჴელმწიფებანი და უფლებანი გარემოჲს საყდართა შენთა უხილავად დიდების-მეტყუელებენ, დიდად შუენიერებასა შენსა აქებენ და იტყჳან: წმიდა არს უფალი, მეუფჱ დიდებისაჲ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზესკნელ, ცათა მაღალთა შინა მყოფსა მიუწდომელად გმსახურებენ სერაბინ-ქერაბინნი და საყდარნი. შიშით გიღაღადებენ და იტყჳან: წმიდა არს უფალი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ, უბიწოო, წმიდაო დედოფალო, ღმრთისმშობელო მარიამ, მცველი ჩუენი ანგელოსი მოგვივილინე, რაჲთა წარგვიძეღუს ჭეშმარიტისა მიმართ ნათლისა და გადიდებთ შენ, დედაო ნათლისაო.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს.

 

მკითხველმან: ქერუბიმ-სერაბიმნო, ჴელმწიფებანო, მთავარანგელოსნო, საყდარნო, უფლებანო, ძალნო და წმიდანო ანგელოსნო და მთავრობანო, წინაშე წმიდისა სამებისა მდგომარენო, ცოდვათა მოტევებაჲ და კეთილი ცხოვრებაჲ ითხოვეთ ჩუენთჳს, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ ზეცათა სასუფეველსა.

ცეცხლის ფერნი იგი ქერუბიმნი დაუდუმებელითა ჴმითა გაქებენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და უჴორცოთა პირებითა დაუცხრომელად გადიდებენ კრებულნი იგი მთავარანგელოსთანი, ხოლო მიქელ, წინა მძღუარი ზეცისათა გალობასა ძლევისასა შენდა შესწირავს, მეუფეო.

მთავარ-ანგელოსთა ძალნი, ქრისტე, წინაშე საყდრისა შენისა მდგომარენი, გევედრებიან კაცთა ნათესავისათჳს, მათითა უკუე ვედრებითა წარმართთა კადნიერებაჲ დაამხუე და მშვიდობაჲ მოგვეც ყოველთა მორწმუნეთა.

ანგელოსთა გუნდთა წეს-მთავარნო, ცათა შინა სამ-ბრწყინვალისა ღმრთეებისა წინაშე მდგომარენო, რომელნი მდიდრად აღმოაცენებთ საღმრთოსა მცხინვარებასა, აწცა დამაყენეთ მე გზასა ზედა სინანულისასა და შემეწიეთ ყოვლითა ძჳრითა საქმითა და სიტყვითა შეგინებულითა აღსავსესა.

უსხეულოთა ძალნო, მთავარანგელოსნო და ანგელოსნო, უფლებანო, საყდარნო, და მთავრობანო, წინაშე მდგომარენო ღმრთისანო, შფოთნი და წუალებანი ეკლესიისანი და ყოველნი დაბრკოლებანი თქუენითა ღმრთისა მიმართ მეოხებითა დაჴსენით და ჩუენ მშჳდობასა შინა დაგვიცვენით.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, ანგელოსთა წესთა თანა წარმიძეღუ ჭეშმარიტისა მიმართ ნათლისა და მეყავნ მე შემწედ ყოველთა განსაცდელთა, ურვათა და მწუხარებათა შინა, რაჲთა ღირს-ვიქმნე კეთილითა მოქალაქობითა სრულ-ყოფად და სიწმიდითა მიწევნად და ხილვად და ღირსად თაყუანისცემად და გალობად ერთარსსა წმიდასა სამებასა:

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლჳსაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითათჳსითა, და გარეწარაქციოს რისხვაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუ­ენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სუ­ლისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჵ, უჴორცონო ანგელოსნო, წინაშე საყდრისა ღმრთისა მდგომარენო, მის მიერითა ნათლითა შემოსილნო, და ნათლისა სუკუნოჲსა აღმომაცენებელნო, უცდომელნო წინამძღვარნო და კაცთა შუამდგომელნო, მვედრებელთა თქუენთა მფარველნო და ნათლითა მცხინვარებისა თქუენისათა სულთა ჩუენთა განმანათლებელნო, ელვითა სიწმიდისაჲთა მთავართა ბნელისათა წარმდევნელნო და უჩინო-მყოფელნო!

ჵ, მთავარანგელოსნო და ანგელოსნო საღმრთონო, მთავრობანო, ძალნო და საყდარნო ჴელმწიფებათა თანა, უფლებანო, ქერუბიმნო და სერაბიმნო მრავალ-თუალნო, სიბრძნისა ორღანონო, რომელნი მარადის მდგომარენი ხართ წინაშე საყდართა დიდებისათა, შეგვეწიენით მყოფთა ქუეყანისათა, წმიდანო უჴორცონო, რაჲთა ვიჴსნნეთ უშჯულოებათა ჩუენთაგან, რამეთუ თქუენ მოგეცათ მადლი მეოხებად ჩუენდა, ხოლო ერი ჩუენი შეუხებელად დაიცევით მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან; ევედრენით ქრისტესა მეუფესა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, რაჲთა მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისსა, და ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გჳჴსნნეს და დაგჳფარნეს ჩუენ ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან, ვნებათა წყლულებისაგან და ამაოჲსაგან სიკუდილისა, განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. გევედრებით, ყოველნო უსხეულნო ძალნო, საფარველითა ფრთეთა თქუენთათა დაგჳფარენით ყოველნი სულით და ჴორცით, ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთაგან.

ჵ, მოდასენო ზეცისა კრებულთანო, მდგომარენო გარემოს საყდარსა მას დამბადებელისასა და მჴედრობათა მთავარო, საღმრთოო მიქაელ, ყოვლად დიდებულო, საფარველითა თქუენითა დაგვიფარეთ და გვიძღოდეთ ყოველთა მცნებათა ღმრთისათა აღსრულებად და უკანასკნელსა დღესა მშვიდობით და სიტკბოებით შეივედრეთ სულნი ჩუენნი, ხოლო ჟამსა მას მეორედ მოსვლისასა მეოხ გვეყვენით წინაშე მართლმსაჯულისა იესუჲსა, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა და თქუენ თანა უგალობდეთ, ვაქებდეთ და ვადიდებდეთ ყოვლად-წმიდასა სამებასა. რომელსა ჰშვენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, უჴორცოთა ზეცისა ანგელოსთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

წმიდათა ანგელოსთა ხატისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ამას:

მეოხნო მჴურვალენო და შუამდგომელნო მორწმუნეთანო, მცველნო და მფარველნო სულთა და ჴორცთა ჩუენთანო, დიდებულნო მთავარანგელოზო მიქაელ და უჴორცონო ზეცისა ძალნო - ცხრა დასნო ანგელოსნო და მთავარანგელონო, ძალნო, უფლებანო, მთავრობანო, ჴელმწიფებანო, საყდარნო, და ქერუბიმ-სერაბინო, ევედრენით დამბადებელსა ყოველთასა, რაჲთა ვპოვოთ მადლი და წყალობაჲ დღესა მას სასჯელისასა.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი