სავედრებელი პარაკლისი წმიდათა მთავარანგელოსთა:

მიქაელისა და გაბრიელისა; რაფაელისა და ურიელისა;
სელაფიელისა და იეგუდიელისა; ვარაქიელისა, იერომიელისა და ტახნილისა.

მღდელი: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

მუჴლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუჴლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუჴლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ხმა 4.

ზეცისა მხედრობათა მთავარ-ანგელოსნო, გევედრებით უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უჴორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ჴელ-აღპყრობით გიღაღადებთ, ღელვათა და განსაცდელთაგან გჳჴსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზეცისა მხედრობათა მთავარ-ანგელოსნო, გევედრებით უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უჴორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ჴელ-აღპყრობით გიღაღადებთ, ღელვათა და განსაცდელთაგან გჳჴსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლით მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 4 გუერდი

ძლისპირი: უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყუანა ერი თვისი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

დიდნო მთავარანგელოსნო და ზეცისა ერთა თავნო, ნათელსა დაუსრულებელსა თუალთ-შეუდგამად მსახურნო, იღუწიდით ჩუენთჳსცა მარადის თხოვად მისგან წყალობისა.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

გუნდნი მთავარანგელოსთანი გვქონან მეოხად და მათ თანა საღმრთოჲ მიქაელ, რომელნი წმიდასა სამებასა, ყოველთა არსთა შემოქმედსა დაუდუმებელად შესწირვენ გალობასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წინაშე საყდართა ღმრთისათა ბრწყინვალედ მდგომარენო მთავარანგელოსნო, ნათლისა მის ღმრთეებისა ბრწყინვალებითა აღვსებულნი განანათლებთ ერთა, ღირსად მადიდებელთა თქუენთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიადითა გჳრგჳნითა და სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკობილო დედოფალო მარიამ, წმიდათა ანგელოსთა ოხითა პორფირებრ დაგჳფარენ.

 

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთა ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთა, და გადიდებს სული ჩემი.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

დიდ არს ძლიერებაჲ, ქრისტე, ანგელოსთმთავართა, რამეთუ უჴორცო არიან და სოფელსა მოვლიან მსგავსად ელვისა და ეკლესიათა მიჰფენენ მშვიდობასა.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

ნათესავი ჩუენი დაიცევ, ქრისტე, მთავარანგელოსთა ოხითა და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისანი დაიფარენ უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მთავარანგელოზნო უფლისანო, რომელნი მარადის მდგომარე ხართ წინაშე საყდართა დიდებისათა, აწ შეგუეწიეთ უძლურთა და მენავეთა და მყოფთა ჭირთა შინა, და გჳჴსენით ურვათაგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჵ, დედოფალო მარიამ, ანგელოსთაგან სიხარულევანო, მათ თანა ევედრე ძესა შენსა, რაჲთა ერთბამად უგალობდეთ მეუფებასა მისსა.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელი: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასასათჳს და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი... განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომა. ხმა 4.

მოვედით, უგალობდეთ გალობითა სულიერითა ანგელოსთ-მთავართა: მიქაელსა და გაბრიელსა, რაფაელსა და ურიელსა, სელაფიელსა და იეგუდიელსა; ვარაქიელსა, იერომიელსა და ტახნილსა, რამეთუ უჴორცოთა წესთა პირველ მდგომარენი არიან, წინამძღვარ და მთავარანგელოს და მეოხნი მჴურვალენი და შუამდგომელნი მორწმუნეთა, ამისთჳსცა ვევედროთ, რაჲთა მოანიჭონ სოფელსა მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ პატივის-მცემელთა თჳსთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქადაგი განკაცებისა შენისაჲ გაბრიელ და წმიდისა აღდგომისაჲ მიქაელ, მთავარნი ანგელოსნი გხედვდენ რაჲ უხილავსა მეუფესა, აღმავალსა ზეცად, სიხარულით გიღაღადებდეს ზეცისა ძალთა თანა, ქრისტე, და იტყოდეს: განახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო. და განეხუნენ ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ, რომელი არს პირველ საუკუნეთა ღმერთი, რამეთუ ამან ჯუარითა ჯოჯოხეთი წარმოტყუენა და მორწმუნეთა მოანიჭა ცხორებაჲ საუკუნოჲ.

 

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა უფალო განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელმან შეჰკრიბნე უჴორცონი ბრწყინვალესა მას კრებასა, აწ აღიძარ შემწედ ჩუენდა, ზეცისა წესთა წინა-მძღუარო მიქაელ, და საჯე მაჭირვებელთა და ბრძოდე ბრძოლთა მათ ჩუენთა.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

გონებათა უზესთაესსა, ყოვლისა არსებისასა სიტყვასა, ღირს იქმენ, გაბრიელ, სმენად და მიართუ ჴმაჲ სიხარულისაჲ ქალწულსა, რამეთუ ახარებდი ძისა ღმრთისა მისგან განხორციელებასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მთავარნგელოზო ღმრთისაო რაფაელ, რომელი ეგე ხარ მკურნალ და წარმმართებელ გზისა, აწ გვექმენ მშვიდ ნავთასყუდელ უდაბნოთა, წყალთა და ზღვასა მყოფსა, და განმკურნე მე სულიერთა და ჴორციელთა სენთაგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლიტანიაობენ პირსა შენსა ანგელოსნი, დიდებულო მარიამ, ლამპარი სულთა ჩუენთა განაბრწყინე ოხითა მათითა, ქალწულო.

 

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ-ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელი ეგე განანათლებ შენდამი მვედრებელთა, ჵ, მთავარანგელოსო ურიელ, გამომჴსენ აწ ვნებათა წყუდიადისაგან და გონებაჲ ჩემი განანათლე, დაბნელებული ცოდვათაგან.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელმანცა მიიხუენ მადლი სულთა და ჴორცთა კურნებისაჲ, აწ დაჴსნენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი, მთავარანგელოსო სელაფიელ, და ჴორცთა სალმობანი ძალითა საღმრთოჲთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მტკიცესა ზედამხედველობასა შენსა და შეწევნასა ყოვლადძლიერსა, შევუვრდები და გევედრები შენ, ჵ, მთავარანგელოსო იეგუდიელ, რაჲთა წარმიძეღუ მე ყოველთა გზასა ჩემთა და წარმართე იგი, ვითარცა თჳთ უწყი, სადიდებელად ღმრთისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ოსანნასა გალობითა გაქებენ წმიდანი ანგელოსნი, ქალწულო მარიამ, ოხითა მათითა შეგჳწყალენ, დედოფალო.

 

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად ღმერთო მეოხებითა ანგელოსთათა.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

წინაშე სამებისა მიუდრეკელად მდგომარეო და კაცთათჳს მადლისა გამომთხოველო, მთავარ-ანგელოსო ვარაქიელ, აწ ითხოვე შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიათა და სიწმიდჱ მორწმუნეთა.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

მიფენითა მადლისა შენისაჲთა, მთავარ-ანგელოსო იერომიელ, აღძარ გულსა შინა ჩემსა სიყუარული ღმრთისაჲ და მოყუასისაჲ, და მომეც ნიჭი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაჲ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელი შემწე ხარ მოსავთა შენთა, ჵ, დიდებულო მთავარანგელოსო ტახნილ, აწ დაგვიცევ ჩუენ ყოველთა ჭირთა და ზედა დასხმისაგან მტერთაჲსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სერაფიმთა უწმიდესო მარიამ, სულნი ჩუენნი შეიწყალენ, რაჟამს საყვირსა სცემდენ საშინელად წმიდანი ანგელოსნი.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელი: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი, ხმა 4.

მთავარ-ანგელოსნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოსთა-მთავარნო და წინამძღვარნო შეცდომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხეთ დიდისა მის წყალობისა, უჴორცოთა ძალთა ერის მთავარნო.

 

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ჴმაჲ 4

რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.

მუხლი: აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოსნი მისნი.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელი: მოხედენ.

 

სახარება მათესი

რქუა უფალმან: ეკრძალენით ნუ უკუე ვინმე შეურაცხ-ყვნეთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყვი თქუენ რამეთუ ანგელოსნი მათნი ცათა შინა, მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხოვრებად წარწყმედულისა. რაჲ სარგებელ-არს კაცისა უკეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს, ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა. რამეთუ მოსლვად არს ძე კაცისა დიდებითა მამისა თჳსისათა ანგელოსთა მისთა თანა და მაშინ მიაგოს კაცად კაცადსა საქმეთა მათთაებრ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა მთავარანგელოსთაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: ნუ უგულებელს-ჰყოფ ოხასა მთავარანგელოსთა შენთასა, ყოვლად-მოწყალეო უფალო, რომელნი უმოსწრაფეს ელვისა აღმასრულებელ-არიან წამის ყოფისა შენისა, არამედ შუამადგომელობითა მათითა მოანიჭე ერსა ჩუენსა ძლიერებაჲ, სოფელსა მშვიდობაჲ, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

 

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა და ივერიის კარის ღმრთისმშობლის ხატისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაჲთა; წმიდათა და საკჳრველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაჲთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა. წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარჱსა და მარინჱსითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა და წმიდისა დიდისა მოწამიმა შალვა ახალციხელისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაჲთა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთაჲთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაჲთა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი), და მთავარანგელოსთა: მიქაელისა და გაბრიელისა; რაფაელისა და ურიელისა; სელაფიელისა, იეგუდიელისა და ვარაქიელისა; იერომიელისა და ტახნილისაჲთა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობა 7. სძლის-პირი

ყრმანი ებრაელთანი სახმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

მოეც, სახიერ, მთავარანგელოსთა მჴედრობანი მფარველად ერსა ჩუენსა, რაჲთა ზღუდე და მფარველ გუქმნეს და შეგვეეწიოს ბრძოლასა მტერისასა და არცხვინოს მოძულეთა ჩუენთა.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

ზეცისა წესთა წინამძღუარნო, სიყუარულითა მჴურვალითა წინაშე მდგომარე ხართ მსახურად და დაუდუმებელად უგალობთ ერთსა არსებასა დაუსაბამოჲსა ღმრთეებისასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ყოვლითურთ მიდრეკილნო ღმრთისა მიმართ სიყუარულითა, და საღმრთოჲთა სიკეთითა ხატ-ქმნილნო მთავარანგელოსნო, გჳოხეთ თქუენდამი მოლტოლვილთა ჴსნად განსაცდელთაგან და ვნებათა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ გიგალობს, სძალო, გუნდი ზეცისა უსხეულოთაჲ, შენ გაქებს ყოველი ენაჲ კაცთაჲ, რამეთუ შემოქმედი მათი უფროჲს ცნობისა იშვა შენგან, მისა მიმართ მეოხ გუეყავ ჩუენ.

 

გალობა 8. სძლის-პირი

მეუფესა კაცთასა, რომელსა მსახურებენ გუნდნი ანგელოსთანი უგალობდით და უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა წინა-მსრბოლმან და მთავარმან ანგელოსთამან, ყოვლად ქებულო მიქაელ, განმათავისუფლე ჩუენ ხილულისა და უხილავისა მტერისა და ძალისაგან.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

ზეცისა ძალთა დიდო წინამძღუარო და პირველ მდგომარეო უჴორცოთა წესთაო გაბრიელ, აწ შეიწყნარე ლოცვაჲ ჩუენი და მოანიჭე ერსა ჩუენსა სიბრძნჱ და ძლიერებაჲ.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

მარადღე თანამავალ მექმენით, ანგელოსთა მთავარო რაფაელ სელაფიელისა თანა გამოუთქმელითა ძალითა თქუენითა, და გზაჲცა ესე ჩემი კეთილად წარჰმართეთ და დამიფარეთ მე სიმრთელითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დამაყენე მე გზასა ზედა სინანულისასა, დიდო მთავარო ანგელოსთა ძალთაო ურიელ, და შემდგომად სიკუდილისა წარმიძეღუ მე უფლისა მიმართ, რაჲთა ცოდვათა ჩემთათჳს არა პყრობილ ვიქმნე ეშმაკთაგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჩუენ უღირსნი მონანი ანგელოსთა-თანა გაქებთ, და გევედრებით, შარიამ, ჩუეულებისაებრ შენისა სიტკბოებისა, შეგჳწყალენ ღმრთის-მშობელო.

 

გალობა 9. სძლის-პირი

ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით, ქალწულო უბიწოო, და გუნდსა თანა უჴორცოთასა შენ დაუცხროშელად გადიდებთ.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა მჴსნელმან უმჴურვალესმან მომწოდებელთა შენთამან განსაცდელთა შინა, წარმწყმედელთა გზათაგან განმარინნე მე, მთავარანგელოზო იეგუდიელ, და დამიფარე საფარველითა მით ფრთეთა შენთათა.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

აწ მოიხილე ჩუენ ზედა, ანგელოს-მთავარო უნივთოჲსა გუნდისაო ვარაქიელ, და ცხოველ ჰყავ სული ჩემი მომკუდარი ცოდვათაგან.

წმიდანო მთავარანგელოსნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთჳს.

მოგუხედენ მაღლით, მთავარანგელოსო იერომიელ, და გჳჴსენ ძვირთა სალმობათა და ცოდვათაგან და აღგვავსე სიყუარულითა საღმრთოჲთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გჳჴსნენ ჩუენ, დიდო მთავარო მჴედრობათაო ტახნილ, მყოფნი ურვათა და ძჳრთა შინა და განსაცდელთა, და დაგვიფარე ყოვლისაგან მანქანებათა და ჴელოვნებათაგან მძლავრისა ამის მტერისათა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ, უბიწოო, წმიდაო დედოფალო, ღმრთისმშობელო მარიამ, მცუელი ჩუენი ანგელოსი მოგვივილინე, რაჲთა წარგვიძეღუს ჭეშმარიტისა მიმართ ნათლისა და გადიდებთ შენ, დედაო ნათლისაო.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი აკმიოს.

 

მკითხველმან: რომელი ნათელსა შინა დამკჳდრებულ ხარ მიუწდომელსა, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, გევედრებით შენ: წმიდათა მთავარანგელოსთა მიერ არა უგულებელს-ჰყო ვედრებაჲ და შესხმაჲ ერისა შეცოდებულისა.

მთავარანგელოსთა ძალნი, ქრისტე, მდგომარენი წინაშე საყდრისა შენისა, გევედრებიან კაცთა ნათესავისათჳს, მათითა უკუე ვედრებითა გჳჴსენ ჩუენ ბოროტისაგან საეშმაკოჲსა და ტანჯვისა და დასჯისა საშინელისა.

ანგელოსთა გუნდთა წეს-მთავარნო, ცათა შინა სამ-ბრწყინვალისა ღმრთეებისა წინაშე მდგომარენო, რომელნი მდიდრად აღმოაცენებთ საღმრთოსა მცხინვარებასა, აწ შეგვაწყნარეთ ღმერთსა სახიერსა, რაჲთა ქუეყანისა მძლავრებაჲ ამპარტავანთაჲ დაამხუას და მშვიდობაჲ მოგვცეს სამართლმადიდებლოსა.

ჵ, მორწმუნეთა გონებისა განმანათლებელნო და სოფლისა მადლით განმაბრწყინვებელნო, მთავარანგელოსნო: მიქაელ და გაბრიელ, რაფაელ, ურიელ და სელაფიელ; იეგუდიელ; ვარაქიელ; იერომიელ და ტახნილ, აწ დაგვიფარეთ ყოვლისაგან ეშმაკთა მიერ გარემოდგომისა და მძლავრებისაგან კაცთაჲსა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, მთავარანგელოსთა თანა წარმიძეღუ ჭეშმარიტისა მიმართ ნათლისა და მეყავნ მე შემწედ ყოველთა განსაცდელთა, ურვათა და მწუხარებათა შინა, რაჲთა ღირს-ვიქმნე კეთილითა მოქალაქობითა სრულ-ყოფად და სიწმიდითა მიწევნად და ხილვად და ღირსად თაყუანისცემად და გალობად ერთარსსა წმიდასა სამებასა:

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

 

მღდელი: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლჳსაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითათჳსითა, და გარეწარაქციოს რისხვაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჵ, წმიდანო მთავარანგელოსნო: მიქაელ და გაბრიელ, რაფაელ და ურიელ; სელაფიელ და იეგუდიელ; ვარაქიელ, იერომიელ და ტახნილ, უცდომელნო წინამძღვარნო და კაცთა შუამდგომელნო, მვედრებელთა თქუენთა მფარველნო და ნათლითა მცხინვარებისა თქუენისათა სულთა ჩუენთა განმანათლებელნო!

ჵ, მთავარანგელოსნო საღმრთონო, სიბრძნისა ორღანონო, რომელნი მარადის მდგომარენი ხართ წინაშე საყდართა დიდებისათა, შეგვეწიენით მყოფთა ქუეყანისათა, წმიდანო უჴორცონო, რაჲთა ვიჴსნნეთ უშჯულოებათა ჩუენთაგან, რამეთუ თქუენ მოგეცათ მადლი მეოხებად ჩუენდა, ხოლო ერი ჩუენი შეუხებელად დაიცევით მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან; ევედრენით ქრისტესა მეუფესა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, რაჲთა მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისსა, და ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გჳჴსნნეს და დაგჳფარნეს ჩუენ ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან, ვნებათა წყლულებისაგან და ამაოჲსაგან სიკუდილისა, განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. გევედრებით ყოველნო უსხეულნო ძალნო, საფარველითა ფრთეთა თქუენთათა დაგვიფარენით ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთაგან.

ჵ, უნივთოჲსა გუნდისა ანგელოსთ-მთავარნო, მდგომარენო გარემოს საყდარსა მას დამბადებელისასა და მჴედრობათა მთავარო, საღმრთოო მიქაელ, ყოვლად დიდებულო, დაგვიფარეთ საფარველითა თქუენითა და გვიძღოდეთ ყოველთა მცნებათა ღმრთისათა აღსრულებად და მშვიდობით და სიტკბოებით შეივედრეთ სულნი ჩუენნი უკანასკნელსა დღესა, ხოლო ჟამსა მას მეორედ მოსვლისასა მეოხ გვეყვენით წინაშე მართლმსაჯულისა იესუჲსა, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა და თქუენ თანა უგალობდეთ, ვაქებდეთ და ვადიდებდეთ ყოვლად-წმიდასა სამებასა. რომელსა ჰშვენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ

 

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცოს

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ანგელოსთ-მთავართა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

წმიდათა ანგელოსთა ხატისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ამას:

ყოვლისა ცხოვრებისა ჩუენისა მცველად და მფარველად მოგვიგიეთ, მთავარანგელოსნო ღმრთისანო, რამეთუ ჴელმწიფებაჲ გაქუსთ განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისათა. ვინაჲცა ხატსა თქუენსა ამბორს უყოფთ და გევედრებით: დაგჳფარეთ საფრჴეთაგან ეშმაკისაჲთა და წარგვიძეღუთ ცხორებისა მიმართ საუკუნოჲსა, რაჲთა ვადიდებდეთ ყოვლად სახიერსა და კაცთ-მოყუარესა ღმერთსა.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი