მღდელმან: კურთხეულ არს-ი.
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი
მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა
მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაი ჯუარითა ბარბაროსთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი... ტროპარი (იგივე) აწდა...
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთათვის სამართლად მოშუებულ არიან მტერნი ვნებად ჩუენდა, გარნა მოწყალებისაებრ შენისა ნუ მისცემ ბარბაროზთა სამკვიდრებელსა ჩუენსა, რათა არა ჰსთქუან: სადა არს ღმერთი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
ვითარცა ძუელად ამალეკსა ზედა ძლევაი მიანიჭე მოსეს, სათნოსა შენსა, ყოვლად მოწყალეო ღმერთო, ეგრეთვე აწ შეგვჭურვე ბრძოლად და დათრგუნვად ჩუენ ზედა აღდგომილთა ურიცხუთა მტერთა და წინააღმდგომთა სჯულისა და სიწმიდისათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ჯუარისა სახედ განპყრობილთა ხელთა მიერ მოსეისითა დასთრგუნე რაი ძალი ამალეკისაი, ყოვლადძლიერო, აწ მკლავისა შენისა ძლიერებითა საჯე, მავნებელნი ერისა ჩუენისანი, შვილნი ეშმაკისანი, რომელთა არა იციან ხელმწიფებაი შენი და შეაძრწუნენ იგინი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
გამოუთქმელითა ძალითა შენითა, მრავალმოწყალეო ქრისტე, დაგვიფარე გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთაგან, და მოანიჭე მტერთა ზედა ძლევაი მართლმადიდებელსა ერსა ჩუენსა, ოხითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა.
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
ვითარცა ისუ ნავეს ძისა სიტყვითა დააყენე სლვაი მზისაი და მთოვარისაი, ვიდრემდის ერი ისრაელისაი სძლევდა მტერთა, ეგრეთვე აწ ჩუენცა მოგუმადლენ ძლევაი უხილავთაცა მტერთა ზედა და ხელმწიფებათა ბნელისათა.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
ვითარცა ძუელად მიეც ძალი დავითს - წინაისწარმეტყუელსა შენსა, უფალო, წინა-აღმდგომთა მტერთა ზედა, ეგრეთცა გვიხსენ ჩუენ უღმრთოთა მბრძოლთა ჩუენთაგან და განგვარინე საფრხეთა და მახეთა მათთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ნუ მიმცემ ჩუენ, მეუფეო, ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთათვის ხელთა შინა მტერთასა, არამედ შესცვალე სამართლად ჩუენდა მომავალი რისხუაი შენი მოწყალებად და წარგვიმართე ჭეშმარიტებისა შენისა მიმართ, რაითა განვისვენოთ ბოროტისაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
დედაო ღმრთისაო, დაიფარე საფარველსა ქუეშე შენსა წილხვედრი ქუეყანაი ესე შენი ივერიაი, და ურცხვენელითა შუამდგომლობითა ძისა შენისა და ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა მიმართ გვითხოვე ხსნაი ურიცხუთა მბრძოლთა და მომხდურთაგან.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა მათ ქრისტეს მოყუარეთა მხედრობათათვის.
რამეთუ არა მშვილდსა ჩუენსა ვესავთ, არცა მახვილმან ჩუენმან მაცხოვნნეს ჩუენ, უფალო, არამედ შენსა ყოვლად ძლიერსა შეწევნასა ვითხოვთ და ძალსა შენსა ზედა მსასოებელნი, მტერთა ზედა ჩუენთა აღვიჭურვით და სახელსა შენსა სარწმუნოდ ვხადით და ლმობიერად გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მართლმადიდებელთა შესავედრებელო უფალო, მოავლინე ისარნი შენნი და შეაძრწუნენ მტერნი ჩუენნი, გამოაბრწყინვენ ელვანი და განიოტენ იგინი, მოჰყავ ხელი შენი მაღლით, და დაამონენ იგინი, და ხელთა შინა მორწმუნესა შენსა მხედრობასა და ერსა მოეც, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: რომელი უკუნისამდე ჰგიე, მოწყალეო უფალო, შერისხენ წარმართთა, სამკვიდრებელთა შორის შენსა შემომავალთა, და შემამწიკულებელთა წმიდისა ეკლესიისა შენისათა, სდევნე მათ ნიავქარითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნე იგინი, აღავსე პირი მათი უპატიოებითა, რაითა სირცხვილეულ და კდემულ იქმნენ უკუნითი უკუნისამდე, და რცხვენოდეთდა ძლიერებითა მსჯავრთა შენთაითა ამპარტავნებაი მათი შეიმუსროს და წმიდაი სახელი შენი იდიდებოდეს ჩუენ შორის, გულსმოდგინედ გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: რაითა უძლეველად და მძლედ ეგოს მარადის ქრისტეს მოძულეთა მტერთა ზედა, მართლმორწმუნე ერი და მხედრობაი ჩუენი, და მშვიდობაი და დიდებაი დაემკვიდროს ქუეყანასა შინა ჩუენსა, და ყოველთა ერთა შორის მართლმადიდებელთა. გულსმოდგინედ გევედრებით, უფალო, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: რაითა შეისმინოს ეკლესიათაგან წმიდათა თვისთა ოხრუაი და სულთქუმაი ერთმორწმუნეთა ჩუენთა, წინა-აღმდგომთა მტერთა მიერ დამონებულთა მონათა თვისთა, ჭირთა და ურვათა შინა თვისთა შენდამი მღაღადებელთა, აღმოიყვანე ხრწნილებისაგან ცხორებაი მათი. გულსმოდგინედ გევედრებით, უფალო, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამენ.
აწ ჩუენცა, ერნი შენნი, ქრისტე, მაცხოვარო და მხსნელო ჩუენო, გხადით მხსნელად ზედა-მოსლვათაგან მტერთასა, და გიღაღადებთ: ჩუენ-წილ ჰბრძოდე ყოველთა მბრძოლთა და წინააღმდგომთა ჩუენთა, ვითარცა მხედართ-მძღუანი ყოველთა მართლმორწმუნეთა ერთა, და დაამორჩილენ იგინი ქუეშე ფერხთა ჩუენთა.
ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცარიელენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმისა თანა ვიტყოდეთ: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთ-მოყუარე.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
მეუფეო ღმერთო, რომელი მოწყალებითა ჰრიდებ ერსა შენსა, და კუალადვე განსაცდელთა და მწუხარებათა მიერ მოაქცევ შენდამი, აწ ჩუენცა შეგვიწყალენ, და განაქარვე ზრახვანი ურიცხუთა წარმართთა და ქრისტეს მტერთა, გარე-მოდგომილთა ქუეყანასა ჩუენსა, და ეკლესიაი დაიცევ შეუძრველად.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
მეუფეო უფალო, რომელმან ხელითა შენითა ყოვლად ძლიერითა დაანთქენ ფარაო სიღრმესა შინა ზღვისასა, აწცა დაამხუე ყოველი სილაღეი მძლავრთა მათ ბოროტთა და შინაგანმცემთა ერისათა, რომელნი კადნიერად განსყიდიან მიწა-წყალსა ჩუენსა, მამა-პაპათა სისხლითა განპოხებულსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ლოცვასა ზედა ჩუენსა მოიხილე, მართლმსაჯულო უფალო, და ნუ დაგვიტევებ სრულიად, არამედ დახსნენ სენი იგი სოდომელთაი ერსა შორის ჩუენსა და განგუარინე სალმობასა მას გომორელთასა, რაითა არა დავიწუნეთ ცეცხლითა, არამედ ვივლტოდით მთასა მას სათნოებისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
დიდი კადნიერებაი გაქუს რაი შენგან შობილისა მიმართ, ვითარ სხუასა არცა ვის, დედოფალო, მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რაითა გარემოცულნი მრავალთა მტერთა და განსაცდელთაგან გვიხსნნეს ყოვლისაგან ვნებისა და საფრხეთაგან ბოროტისა.
ძლისპირი: ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
რომელმან ამცნე მოციქულსა პავლეს: „ნუ გეშინინ, არამედ იტყოდე და ნუ სდუმი, რამეთუ მე ვარ შენ თანა, და ვერვინ შეუძლოს ბოროტის ყოფად შენდა“, აწ ჩუენცა მოგვეც ძალი და სიმტკიცეი წინააღდგომად და სიტყვის-გებად ყოველთა მტერთა შენთა.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, მრავალ-მოწყალებისა შენისათვის, მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, არამედ განაბრძვნე ერი ჩუენი, რაითა განვერნეთ ყოველთა ცნობის მიმხდელთა და წარწყმედელთა მათ ვნებათა და უკეთურებათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
რომელმან განაძლიერე ძუელად ამპარტავანსა ზედა გოლიათსა, მკლავი მშვიდისა დავითისა, აწცა, მეუფეო, აღგვიდგინე მამული ჩუენი პირველსავე დიდებასა, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
შენ მხოლოო, უხრწნელი საფარველი გვივი უძლეველი და შენ ზედა მსასოებელნი გიღაღადებთ: დაამშვიდე ცხოვრებაი და განანათლე სულნი ჩუენნი და წარგვიმართე გზათა საღმრთოთა, რაითა მარადის გაკურთხევდეთ შენ, დედოფალო.
ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აღურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ: მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
ვითარცა იხსენ, უფალო, ჭირთა შინა მყოფნი ერნი ებრაელთანი და სიმტკიცეი მიჰმადლე სამფსონსა, ეგრეთცა იხსენ ერი ჩუენი წინააღმდგომთაგან და სძლე ურიცხუთა მათ მბრძოლთა ჩუენთა.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
ვითარ ძუელ-ოდესმე სენაქერიმ მხედრებითურთ მოჰსრენ, მეუფეო, და განაბნინენ, ეგრეთვე აწ ჩუენ ზედა მომავალნი ბარბაროსნი უკუნ-აქციენ, და ზრახვანი მათნი შემუსრენ და განაქიქენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
საკვირველ ხარი, შენ უფალო, შენითა ყოვლად ძლიერითა მარჯუენითა იხსნი რაი მოსავთა შენთა, აწ გამოუთქუმელითა მოწყალებითა შენითა უღლისაგან მტერთაისა დაიფარე ერი ესე ქართველთაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
მოწყალებასა შენსა მოვევლტით, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ვედრებასა ჩუენსა ნუ უგულებელს-ყოფ, არამედ ღელვათა და ჭირთაგან გვიხსენ ჩუენ, მხოლოო კურთხეულო.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამენ.
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაი მოჰმადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს საჭურველი შენი მშვიდობისაი, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.
მღდელმან: მოხედენ. სიბრძნით.
წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 7: უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.
მუხლი: შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამენ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
ჰრქუა უფალმან ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს. ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თვისი პურსა, ნუ ქვაი მისცესა მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას? უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროისღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მამაო, სიტყუაო და სულო, სამებაო წმიდაო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
მეოხებითა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: რომელი შემწე ეყავ, უფალო, მშვიდსა დავითს ძლევად უცხო თესლისა, აწცა კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა შეეწიე და ყოველივე საცთური, მტერისა მიერ აღძრული განსდევნე და გარემოზღუდენ ყოვლისაგან ბოროტისა, მოჰმადლე სოფელსა მშვიდობაი, სნეულთა განკურნებაი, შეცთომილთა მოქცევაი და ცოდვათა მოტევებაი, და სულთა ჩუენთა მადლი და წყალობაი.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, პეტრეისა და პავლეისითა; ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თომასი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა, და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა დამრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელსალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამენ.
ძლისპირი: საღმრთოისა შურისათვის ცეცხლმან შეიკდიმა პირველად ბაბილონს, რომელსა სამნი ყრმანი, ვითარცა სამოთხესა შინა ვიდოდეს და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
აწ დააცხურე რისხუაი შენი და მოწყალებითა მოჰხედენ ჭირსა ჩუენსა, რომელნი მოქენე ვართ შეწევნისა შენისა, და ნუ მიმცემ ჩუენ ცოდუათა და უსჯულოებათა ჩუენთათვის მტერთა ჩუენთა ამპარტავანთა, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
შევსცოდეთ, უფალო, წინაშე შენსა, არამედ უწყით, ვითარმედ არა არს ცოდვაი მძლეი მოწყალებისა შენისაი, და ლმობიერად ვღაღადებთ შენდამი: შეგვიწყალენ ჩუენ, და განგვარინე ყოველსა სიცბილსა ეშმაკისასა, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უწყით რაი, უფალო, რამეთუ გვასწავებ ჩუენ, ვითარცა მამაი შვილთა, და მწუხარებისა მიერ მიგვაქცევ შენდამი, სინანულითა გიხმობთ შენ: მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, და ჰსძლე მბრძოლთა მათ ჩუენთა, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
მოგვიახლენ, დედოფალო, ანგელოსნი და მთავარანგელოსთა გუნდნი, და წინაისწარმეტყველნი, მოციქულნი და წმიდანი მოწამენი, და ერთხმობითა ევედრენით ძესა შენსა და ღმერთსა, რაითა დაგვიფარნეს ჩუენ ყოველთა ურვათა, სენთა და სალმობათაგან.
ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაითა, იხილა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, დამბადებელისა და მხსნელისა მიმართ ღაღადყვეს: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
ვინ-მე აღრიცხოს, ქრისტე, გამოუთქმელი მოწყალებაი შენი, რამეთუ წარხოცავ რაი ცოდვათა მონანულთასა, უძლურთა ჰკურნებ, ყოველთა მხდომთა უკუნ-აქცევ და დაამშვიდებ აღშფოთებულთა ვნებათა, ამისთვის ყოვლისა სასოებისა შენზედა დამდებელნი გევედრებით, კაცთმოყუარე უფალო, ერი ჩუენი დაიცევ განუხრწნელად.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
ვითარცა ანგელოსისა შეწევნითა დაამხუნა გედეონ მადიამელნი, ეგრეთვე აწ მოგვივლინე ანგელოსი, ღმერთო, და განწყობანი ბარბაროსთანი შეჰფქუენ და შეჰმუსრენ მტერნი, რომელნი ბრძვანან ერსა ჩუენსა დაუცხრომელად, უფალო, და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისანი დაიცევ უვნებელად.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
წინაისწარმეტყველნო, მოციქულთა თანა, მოწამენო, მღდელ-მთავართა თანა და ღირსნო მამანო ყოველთა წმიდათა თანა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის, რაითა გვიხსნეს ჩუენ ყოველთა უცხო თესლთაგან, ქუეყანასა ჩუენსა შემოხიზნულთა, და მზაკუვარებათაგან შინა-განმცემელთა და ვეცხლზე მამულის გამყიდველთასა, და მოგვანიჭოს ჩუენ კეთილდღეობა და მშვიდობაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ღმრთისმშობელო, ყოვლად საგალობელო, შენ ყოველნი ძალგიძს, პირველ საუკუნისა ძისა შენისა თანა ევედრე უკუე მას, ვითარცა მოწყალეი დედაი, ხსნად ჩუენდა ყოველთა ბოროტთაგან, რაითა დაუცხრომელად გადიდებდეთ შენ.
ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი განკვირვებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და მუცელი შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
ვითარცა ლომნი და მხეცნი მტაცებელნი უმზირიან ერსა შენსა ძლიერნი ამა სოფლისანი, და წყლულებანი მათ მიერნი განმრავლებულ-არიან ჩუენ ზედა, გარნა შენ, უფალო, რომელი დიდ-ხარ და ძლიერ, სირცხვილეულ-ყვენ ყოველნი წინააღმდგომნი შენნი, და განაქარვე ბოროტნი განზრახვანი მათნი მორწმუნეთა შენთა ზედა.
მრავალმოწყალეო უფალო, შემუსრენ მტერნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა!
ვაი, ერსა ზედა ჩუენსა მოწევნულსა ურვასა, რამეთუ დავმდაბლდით, და შევჰმცირდით და განვიბნინენით ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ მძლავრნი იგი მთავარნი და წარმართთა გუნდნი, ბოროტად შეთქუმულ-არიან სამწყსოსა შენსა ზედა, გარნა ჩუენ მოქენე ვართ შეწევნისა შენისანი, უფალო, რაითა რისხვითა განჰკუეთდე და უკუნ-აქცევდე უკეთურსა კრებულსა მათსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სიმტკიცეი, და ძალი ხარი შენ ბრძოლასა შინა, ქრისტე, და ვითარცა ბელიარ დასითურთ თვისით მოაუძლურე, ეგრეთცა ერი ჩუენი, ძილისა დახსნილებასა შინა შთავრდომილი, განაფრთხვე, ვითარცა მოწყალე ხარ, და წარმწყმედელთა მათ საქმეთა ეშმაკისათა, დაფარულთა და საჩინოთა სრულიად განაშორე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
აჰა, მრავალნი უცხო-თესლნი და ბარბაროსთა და წარმართთა გუნდნი მოივლტიან დამკვიდრებად წილხვედრსა შენსა ივერიას, ქრისტეს დედაო, გარნა ნუ მიმცემ ჩუენ ხელთა მათსა, და სამწყსო შენი დაიფარე უბრძოლუელად.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
აჰა, აწ მტერნი შენნი განძლიერდენ, ქრისტე, და ერსა შენსა ზედა იზრახვენ ბოროტსა, რომელიცა ცოდვათა ჩუენთაგან დაკნინებულ არს, და საზღვარნი ჩუენნი ოხერ, გარნა ჩუენ ვერცაღა ძალ-გვიძს წინა-აღდგომად და გევედრებით: ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, რაითა ჰსცნან ყოველთა, რამეთუ სახელი შენი უფალ-არს, და შენ მხოლო მაღალ-ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა.
თუალითა შენითა ყოვლისა მხედველითა განიცდი რაი შეჭირვებასა ჩუენსა საშინელსა, აწ შეგვიწყალე, მეუფეო, და გვიხსენ განბოროტებულთა და ანგართა მმართველთაგან, განმხრწნელთა ერისა ჩუენისათა, და ნაცულად მათსა მოგუმადლენ კეთილნი მწყემსნი და ბრძენნი განმგებელნი, რაითა არცა ერთი ცხოვარი სამწყსოისა თვისისანი წარწყმიდონ, არამედ გვიღუწიდენ და გუფარვიდენ და წაგვიმართებდენ შენდა მიმართ.
ჰოი, მრავალმოწყალეო უფალო, რომელი ჰყოფ საკვირველებასა, აწ ნუ განგვაშორებ ძლიერებისა შენისა ძალსა და შეწევნასა, და სირცხვილეულ-ყვენ ყოველნი მხდომნი ჩუენნი და უკუნ აქციე ქუეყანათა თვისთა, ხოლო ერი ჩუენი განაძლიერენ და აღამაღლე რქაი ქრისტეანეთაი, რაითა ძენი სასუფეველისანი არცაღა ვიქმნნეთ მონად აგარის შვილთა ისმაიტელთასა.
საკვირველ არიან მოწყალებანი შენნი, ქრისტეს დედაო, რომელი მიჰსცემ ძლიერსა ძლევასა, და უძლურსა სიმრთელესა, აწცა წმიდა ჰყავ გულისსიტყუაი და სული ჩუენი, გევედრებით, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩუენისაი და წყუდიადი ცოდვათა და ვნებათაი, რაითა ვიხსნეთ ეშმაკის მახეთაგან და სავსენი მადლიერებითა ღირს ვიქმნეთ ქებად და გალობად ყოვლადწმიდისა სამებისა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან ერი ესე ჩუენი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამენ.
ჰოი, მეუფეო უფალო ღმერთო ჩუენო, არავინ არს ძლიერ თვინიერ შენსა, რომელი განაქარუებ განზრახუასა ძლიერთასა, და მდაბალთასა შეიწირავ ლოცვასა, აწცა გარდამოიხილე ზეცით და მოხედე ვენახსა ამას, - სამკვიდრებელსა ქართველთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩუენსა მართლმადიდებელთასა, რამეთუ ურიცხუნი ორგულნი და მტერნი ჰზაკუენ და განიზრახუენ ჩუენ ზედა ბოროტსა, და უკუეთუ შენ არა მოგვივლონო შეწევნაი, ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ წინააღდგომად მათდა, ამისთვის გვიპყარ მარჯუენეი შენი ყოვლადძლიერი და გვიხსენ დიდებისათვის სახელისა შენისა, რაითა სცნან ყოველთა, ვითარმედ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ - ერნი შენნი - ყოვლადვე დაცულნი ძლიერებითა შენითა.
ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, რომელსა ძლიერებითა გიპყრიან ყოველნი კიდენი სამყაროისანი და განაგებ სიბრძნითა, აწცა ნუ მოიხსენებ უსჯულოებათა და უსამართლობათა ჩუენთა და ნუცა უკუნ-იქცევი ჩუენგან რისხვითა შენითა, არამედ წყალობითა და მოწყალებითა შენითა მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაი ჩუენი და ყოველნი შვილნი მისნი დაგვიცევ შეუძრველად, და დაამხუენ, რომელნი განიზრახვენ ჩუენ ზედა ბოროტსა, საჯე მაჭირვებელთა და ბრძოდე მბრძოლთა მათ ჩუენთა, და კვალად აღადგინე ერთობაი ქუეყნისა ჩუენისაი და ღმრთივდაცულობაი საზღვართა ჩუენთა, რამეთუ შენ ხარ შემწეი და ძლევაი და ცხორებაი შენდამო მსასოებელთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
მღდელმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი.. აწდა...
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს.
ერისკაცმან: დიდებაი... აწდა..
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.
ვითარცა თუალნი მონათანი ხელთა მიმართ უფალთა მათთასა, ეგრეთვე მარადის თუალნი ჩუენნი შენდამი, მრავალმოწყალეო უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან გუამცენ ჩუენ: „თქუენ თანა ვარ მე, ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“, აწცა სარწმუნო-ჰყავ სიტყუა ეგე შენი, და მოეც ერსა ჩუენსა ძალი და სიმტკიცეი ძლევად ყოველთა მბრძოლთა და წინააღმდგომთა ზედა.
მეუფეო მეუფეთაო და უფალო უფლებათაო, საფარველითა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისაითა, დაგვიფარენ ყოველთა ბოროტთა განსაცდელთა და სულთა წარმწყმედელისაგან ვნებისა და საცთურისა, თაყუანის-მცემელნი და გამომსახუელნი ჯუარისა შენისანი, რომელი კურთხეულ-ხარ ყოვლადვე უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
გამოყენებული ლიტერატურა: XIX ს-ის კურთხევანი -
„უფლისა მიმართ ღმრთისა საგალობელი
ბრძოლისა ჟამსა წინააღმდეგ მებრძოლთა ჩუენთა ზედა მომავალთა“.