ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ
იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლადწმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთმოყუარე, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. (იგივე ტროპარი)
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ლმობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
მონებისგან მისგან მწარისა ხსნილმან ისრაილმან განვლო ქუეყანა დაულტოლველად და იხილნა მტერნი თჳსნი დანთქმულნი, და გალობით უგალობდა ღმერთსა, საკჳრველმოქმედსა, რამეთუ დიდებულ არს.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
ერთი ღმრთაება, და ერთი ძალი და უფლება დაუსრულებელი სუფევაჲ გაქუს, წმიდაო სამებაო, ამისთჳს გევედრებით ჩუენ უღირსნი ესე, და სამწმიდაარსობისა ჴმითა გიღაღადებთ: წმიდა ხარ შენ, უფალო!
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
განათლდებოდეთ თაყუანის-მცემელნო დღეს სამგუამოვანისა ერთისა ღმრთისაჲ ბუნებით, რომელთაცა ქრისტემან სახიერებით მოგუანიჭა ნათელი გამოჴსნისა, და მოგუცა მადლი სულისა მიერ საღმრთოსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განუყოფელსა ბუნებასა, მართლ-მადიდებელნო, ღუთისმეტყუელებდეთ, ღმერთსა მამასა დაუსაბამოსა, და ეგრეთვე მოქმედსა სიტყუასა, და სულსა წმიდასა უღაღადებდეთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ტაძარი ხარ, შენ, ღვთის-მშობელო ქალწულო გარდამოსლვითა შენ ზედა მადლითა სულისა წმიდისათა, რომელი მოგენიჭა შენ ძალი, მაღლით გარდამო, წმიდაო, და ჰშევ შენ გუამოვნებით სიტყუა დაუსაბამო.
თანასწორი მამისა და ძისა სული, რომლისა ჴელმწიფება მოცემულ არს გამოსრული მამისა მიერ უბრძნობელად, განმაბრძნობელად მეთევზურთა სულითა და აღსრულებად ქრისტეს აღთქმულთა.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
ჩუენ მორწმუნეთა, მოგუეცა სიბრძნეჲ და აღვიარებთ დღეს სამგუამოვანსა ღმერთსა, ბუნებით გამოუკვლეველსა და ანგელოსთა თანა თაყუანის-ვჰსცემთ მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, სამებასა უღაღადებთ ერთარსებასა განუყოფელდა, ღმერთსა და უფალსა საუკუნეთასა.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
უაღრეს ბუნებათა ვიცანთ ჩუენ, მოწმუნეთა, აწ ძალი სამებისა წმიდისაჲ და აღვიარებთ ერთარსებასა მამისა, ძისა და სულისა წმიდისა სარწმუნოებით და ვიტყვით: ღმერთო მამათა ჩუენთაო, მარადის კურთხეულ ხარ შენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამებაჲ წმიდაჲ გარეშეუწერელი, ერთარსებაჲ ღმრთეებრ გამოუთქმელი, სამგუამოვნებით გვესწავა მორწმუნეთა აღსარებად, რომელსა თაყუანისვჰსცემთ სარწმუნოებით აწ და უკუნისამდე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ეტლო ბრწყინვალეო, ნათლით შემოსილო ნათლისა საყოფელო, ყოვლად სანატრელო ქალწულო, ქერუბიმთა უმაღლესო და სერაბიმთა უპატიოსნესო, დედუფალო მარიამ, რომელმან ღმერთი მკლავთა ზედა იტვირთე, ამისთჳსცა ჩუენ ყოველნი გიგალობთ, უბიწოო.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღუდელმან: შეგვიწყალენი ასამაღლებლითურთ.
სიხარულითა მაცხოვრისათა აღვსებულნო მოციქულნო, რომელნიცა ებაძუენით ვნებათა მათ მისთა, და მიგიღებიესთ მისსა მიმართ კადნიერებაჲ, რომელნი პირველ შიშითა შეპყრობილ იყვენით, და აწ მიიღეთ სული წმიდაჲ, რომელიცა გარდამოჴდა დღეს თქუენ ზედა, და უცხოთა ენათა მიერ მეტყუელგყუნა ერისა მიმართ, და წარგავლინა სულმან წმიდამან წარმართთა ზედა ვითარცა ცეცხლი, არა შემწუელად, არამედ უფროსად მაცურეველად მადლსა სულისა წმიდისასა.
წინა საუკუნეთა მამისაგან შობილსა ძესა მხოლოსა, და ქალწულისაგან განჴორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუჱნსა უღაღადებდეთ: რომელმან აღამაღლე რქაჲ ჩუჱნი, წმიდა ხარ შენ, უფალო.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
სამებაო წმიდაო, დამბადებელო დაბადებულთაო, უშრომელად მოქმედო და მაცხოვარო მართლმადიდებელთაო, არცხვინე მხდომთა მათ ჩუჱნთა მწვალებელთა, და ჩუჱნ ჴმა ვყოთ: კურთხეულ ხარ შენ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
სამებაჲ დაუბადებელი, ყოველთა არსებათა წამისყოფით დამბადებელი, არსებაჲ უცვალებელი და გარეშეუწერელი, ერთღმრთეებით ცნობილი და ერთარსებით დიდებული, მხოლოჲ, აღვიარეთ ჩუჱნ, მორწმუნეთა და ვაკურთხევთ მას.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შენ, სამებაო, ღმრთეებით მიუწვდომელო, მომეც ჩუჱნ მადლი შენი, მოსავთა შენთა, რომელთა ღირს ვიქმნეთ სარწმუნოებით აღსარებად ღმრთეებისა შენისა, და განათლებულნი გალობით გადიდებთ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ხარ ბჭე იგი გონიერი, რომელნიცა ნათლად გიწოდთ შენ, ღვთისა დედაო, და იშუა შენგან ქრისტე. და განაშუჱნა ყოველი სოფელი საღვთოთა ბრწყინვალებითა, და იქცეოდა უხილავად ხატითა ჩუჱნითა უხილავი იგი ღმერთი, რომელსა უგალობთ: დიდება ძალსა შენსა, უფალო.
ღმერთი ხარ მშვიდობისა და მამაჲ მოწყალე, და დიდისა ზრახვისა ანგელოსი საკჳრველი თანა-მზრახუჱლი, მომივლნენ ჩუჱნ, რომელი მიმიძღუა დღეს ნათლად, და უღაღადებთ: ღამითგან აღჳმსთობთ ჩუჱნ მგალობლად შენდამი კაცთ-მოყუარე.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქაჲ ეკლესიისაჲ დღეს მიუდრეკელად, უზესთაეს ბუნებათა, სიმაღლესა ზედა სარწმუნოებისა შენისასა, საფუძველსა შეურყეველსა და მას შინა განმაძლიერენ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
ესრეთ ვიცნობთ ჩუჱნ ჭეშმარიტსა ღმერთსა ბუნებით ერთარსებად, ხოლო თვითებით სამგუამოვნად სრულად იწოდების სამმნათობიერი ერთი ბრწყინვალებაჲ, ერთი ფლობაჲ, ერთი უფლებაჲ, ერთი მეუფებაჲ, სამებაჲ წმიდაჲ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ერთარსებით მოსწავებულსა, სამგუამოვნებით საცნაურსა ბუნებასა სამებისასა, ერთსა ძალსა, ერთსა ჴელმწიფებასა, განუყოფელსა მეუფებასა უსხეულონი სამსა წმიდასა გალობასა უღაღადებენ: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი, მეუფე უხილავი საბაოთ, და დიდებითა მისითა სავსე არიან ცანი და ქუჱყანაჲ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წყევაჲ პირველისა დედისა ევასი დაჴსენ შობითა შენითა, ქალწულო, სოფლისა სიხარულო, და მომეცემელო მშვიდობისაო, რამეთუ შენ მიერ აღმოეცენა ქრისტე მხსნელი ჩუჱნი, ამისთჳს სიხარულით გიხაროდენსა შევსწირავთ შენდამი, ღვთის-მშობელო, და ქებით გნატრით უბიწოო.
პირველ იონაჲ შთანთქმული მჴეცისაგან განმხრწნელისა, წარმოიგდო უხრწნელად, და ქალწულისა მუცელსა სიტყუა ღუთისა განჴორციელდა, და მშობელი თჳსი დაიცვა უხრწნელად, ხოლო ბუნებანი შესცუალნა ვითარცა ინება, და გუაცხოვნნა ჩუჱნ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
უპირატესო შენ ყოველთა ბუნებათაო, მხოლოო და სრულებაო ყოველთა არსთაო, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, სამგუამოვნებით ცნობილო, მამაო ღმერთო მშობელო, ძეო შობილო და სულო განმაცხოველებელო, გუაცხოვნენ მორწმუნენი შენნი.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება, დიდება, დიდება შენდა, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, ერთო ერთობაო, ერთუფლებაო და ჴელმწიფებაო, რომლისაჲ მართალ და წმიდა არს სახელი მისი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამებაო სამგუამოვნებაო, ერთარსებით დიდებულო, შენ მიერ ნათელღებულნი ნათელსა შენსა სამარადისოსა დააწესენ აღსარებად და ქებად შენ, მამისა, ძისა და წმიდისა სულისა, ღმრთისა ჩუჱნისა უკუნისამდე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველი გუნდი წინასწარმეტყუჱლთაჲ, ღუთისა მიერ განბრძნობილნი წინასწარვე აუწყებდეს საიდუმლოთა მათ შენთა გამოუთქმელთა, და ღუთისა სიტყვისა განხორციელებასა შენ მიერ, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ბწყინვალებაჲ სოფლისა და სიქადული ჩუჱნი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
რაჟამს იგი გარდამოჴდა, და ენანი შეურივნა, მიმოდაჰყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლო აწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყუნა, ერთბამად მოიყუანნა იგინი, ამისთჳსცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა.
მღუდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომა სახარებისა:
სული შენი სახიერი, მიძღოდეს მე ქუჱყანასა წრფელსა.
მუხლი.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად იღე ვედრებაჲ ჩემი.
მღუდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. რამეთუ წმიდა ხარ, შენ, ღმერთო ჩუჱნო... ყოველი სული... ღირს ყოფად ჩუჱნდა... სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება...
და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისა მის, და კარნი იგი დაჴშულ იყუნეს, სადა იგი იყუნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ურიათასა, მოვიდა იესო და დაჰსდგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობა თქუჱნთანა! და ვითარცა ესე ჰსთქუა, უჩუჱნა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რა უფალი. ჰრქუა მათ იესო კუალად: მშვიდობა თქუენთანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე ჰსთქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდა. უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდუანი, მიეტევნენ მათ; და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყუნენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდუათა ჩუჱნთა სიმრავლენი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდუათა ჩუჱნთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოება ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
მსწრაფლი, მყუდრო და უშფოთუელი მოგუეც მონათა შენთა მშვიდობაჲ შენი, იესო, ღმერთო ჩუჱნო, ჭირსა შინა და მოწყინებასა სულისა ჩუჱნთა, არამედ გუეწიე, მოგუეახლე და ჴელი აღგჳპყარ, ვითარცა იგი მარადის იყავ მოწაფეთა შენთა თანა მჴსნელო, ეგრეთვე, სახიერ, მოსურნეთა ამათ შენთა შეგუაერთე თავი შენი, რათა შეერთებულნი შენდა დიდებისგმეტყუჱლებდეთ შენ, და ძრწოლით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა.
მღუდელმან: აცხოვნე ასამაღლებელითურთ.
ყრმანი სარწმუნოებით აღზრდილნი, წინა აღუდგეს მძლავრსა მას, და არა შეშინდეს იგინი სიმძაფრისა მისგან ცეცხლისა, არამედ შორის ალსა ჰსდგეს და ღაღადებდეს: მამათა ჩუჱნთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
მოვედით, მორწმუნენო, ღმრთეებასა სამებასა, ერთარსებასა დიდებულსა, არსებით მიუწვდომელსა, ძესა შობილსა დაუსაბამოსა და სულსა წმიდასა თანაარსსა სამარადისოსა და სულსა წმიდასა თანაარსსა სამარადისოსა აკურთხევდით ყრმანი, და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
განეცხადა მორწმუნეთა სამებაჲ უზესთაესი ყოველთა კაცთა ბუნებისაჲ, მამაჲ ზეცით წამებდა ძისა საყუარელისათჳს და სული წმიდაჲ იხილვა სახედ ტრედისა გარდამოსრული, რომელსა ვაკურთხევთ ჩუჱნ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შენ, ღმერთო ჩუჱნო, ღმრთისაგან გამოსრულო, გიხილეთ განჴორციელებული და შენ მიერ ვიხილეთ მამაჲ შენი, უხილავი ღმერთი, თანაარსი სულით წმიდითურთ და ვიტყოდით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სახე შობისა შენისა გამოჰსახეს სამთა მათ ყრმათა, ბაბილონს საჴმილსა შინა, რომელნი იყუნეს დაცულ ცეცხლსა მას შინა, ხოლო შენ, ღუთის-მშობელო, იტვირთე მუცელსა შინა ცეცხლი ღვთაებრივი და შეუწუჱლად დაიცევ, რომელი გამობრწყინდა შენ მიერ ღმერთი მამათა ჩუჱნთა.
საჴმილი შეცურეული სახედ გამოჰსჩნდა საკჳრველებათა მითხრობითა, ბუნებათა უაღრეს, რამეთუ არა შეჰსწუნა ყრმანი, მძლავრ-შეთხეულნი, ეგრეთვე ქალწული დაიცუა ღუთაებისა ცეცხლმან, და ჩუჱნ ვღაღადებთ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
აღვიარებთ, მორწმუნენო, სამითა გუამითა სამებასა წმიდასა, დაუსაბამოსა ღმერთსა, ბუნებით ერთსა განუყოფელად და მართლმადიდებლობით თაყუანის-ვჰსცემთ და სარწმუნოებით ესრეთ უღაღადებთ: ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
სიტყუაჲ უჯამოჲ, მხოლოდ დაუსაბამოჲ, მამისა მხოლოჲსა თანა დაუსაბამოჲსა საღმრთოჲ ნათელი ჭეშმარიტი, თანამფლობელი სულით წმიდით, ერთარსებათ ცნობილი აღვიარეთ მორწმუნეთა და თაყუანის-ვჰსცემთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სულსა წმიდასა ღმრთისასა მიუწვდომელსა, თანაარსსა მამისასა და თანამფლობელსა ძისასა, რომელ არს ხატი ძლიერებისაჲ, შემოქმედი, რომელიცა იქცეოდა ზედა წყალთა, რომელიცა გამოჩნდა სახედ ტრედისა, მამისა და ძისა თანა, ვაკურთხევთ მორწმუნენი ერთსა ღმრთეებასა და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვინ არა გაჰკჳრდეს შენ მიერ მონიჭებულსა მადლსა ზედა, დაუსაბამოო სიტყუაო, რომელმაც ჩუჱნთჳს სიგლახაკე თავს იდევ, რომელი ხარ მდიდარ წყალობითა, და იშევ ქალწულისაგან წმიდისა, ამისთვის გალობით გიგალობთ და გაკურთხევთ ყოველი დაბადებული უკუნისამდე.
გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყუჱლებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთვის სარწმუნოებით გადიდებთ შენ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
არსებასა ღმრთეებისასა, უცვალებელსა და გამოუკვლეველსა თჳთებითა, სამგუამოვნებასა აღვიარებთ ჩუჱნ, მორწმუნენი, სარწმუნოებით მამასა ძით და სულით წმიდითურთ, გამოუთქმელად ამაღლებულსა სამებასა, ყოვლად წმიდასა, ერთღმრთეებად ქებულსა ღმრთისმეტყუჱლებით უგალობთ და ვიტყვით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, უგალობდით და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
უსხეულოთა ზეცისა წესნი დაუცხრომელად აქებენ სამებასა წმიდასა და იტყვიან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს სამებაჲ წმიდაჲ, სწორი ღმრთეებითა და ჩუჱნ, უღირსნი, მათ თანა მართლაღსარებით მსგავსად შეძლებისა შიშით ვადიდებთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მამასა დაუსაბამოსა ვაქებთ, ძესა დაუსაბამოსა უგალობთ, სულსა წმიდასა ერთღმრთეებით დიდებულსა თაყუანის-ვჰსცემთ ჩუჱნ, სამებასა ერთღმრთეებასა მორწმუნენი ერთობით ერთა თანა ზეცისათა უგალობდეთ ჩუჱნ, ვაკურთხევდეთ უკუნისამდე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სძალო ღუთისაო, უბიწოო ქალწულო, ქებით გადიდებთ შენ, და ღირსად პატივს-გცემთ, მიმადლებულო, გვიხსენ ჩუჱნ განსაცდელთაგან, ვედრებითა შენითა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუჴრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისაჲსა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღუდელმან აკმიოს
სამებაჲ ერთარსებაჲ, განუყოფელი და შეურევნელი, საკვირველი დიდებული, რომელი გუამოვნებით თითოება არს და შეურევნელ, რომელი არა განიყოფვის, არცა დაესრულების, რომლისაგან ყოველივე დაებადა და აწ ჩუჱნ ქებით ვადიდებთ.
ცანი ცათანი, ერნი ანგელოსთანი, ქუჱყანაჲ და მკჳდრნი სოფლისანი, ხილულნი და უხილავნი, ქუჱსკნელნი და ზესკნელნი ძეთა თანა კაცთასა, მღუდელნი და ერნი აკურთხევდით სამებასა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
სამებაო მიუწვდომელო, მომეც მონათა შენთა მართალი აღსარებაჲ, რაჲთა გქადაგოთ ღმერთი სრული სამგუამოვნად თჳთებითა შეურევნელად, ბუნებით განუყოფელად, ერთარსებით დიდებულად, და ერთობით ვიტყვით: ყოველნი საქმენი უფლისანი აკურთხევდით ღმერთსა ჩუჱნსა უკუნისამდე.
დიდება შენდა, სამებაო, ყოვლად-წმიდაო, ერთარესებით, ბუნებით განუყოფელო მამაო და ძეო, და სულო ცხოველო მათ შორის, ნათელო თვალთშეუდგამო, მოუკლებელო, გვიხსენ ჭირისაგან, რომელნი გალობით გადიდებთ შენ.
ტაძარი ხარ, ბჭე და პალატი, და საყდარი მეუფისა, ქალწულო უბიწოო, რომლისა მიერ მხსნელი ჩუჱნი ქრისტე უფალი ბნელსა შინა მსხდომარეთა გამოუჩნდა მზედ სიმართლისად, განათლებად, რომელნი დაჰბადნა ხატად თჳსად ჴელითა თჳსითა, ვინაჲცა, ყოვლად-საგალობელო, ვითარცა გაქუს მის მიმართ კადნიერებაჲ დედობრივი, დაუცხრომელად მეოხ გუჱყავ ცხორებისათჳს სულთა ჩუჱნთასა.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაჲ, აწდა.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.
მღუდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდება საუკუნითგან უკუნისამდე, ამინ.
ჰოჲ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი; რომელსა ძლიერებით გიპყრიან ყოველნი კიდენი სამყაროსანი და განაგებ სიბრძნითა; რომლისა წინაშე ძრწიან ყოველი არსი და ქმნული, სტიქიონი და სულდგმული, მყოფნი ცათა შინა, ქუჱყანასა ზედა ქუჱსკნელისანი; რომლისა ძლიერებისა თანა სიყვარული არს გამოუთქმელი, უფსკრულ-სიღრმე და განუსაზღვრელი; რომელმან სიყვარულისა ამის ძლით შეჰქმენ პირველი კაცი ხატად და მსგავსად მისა, ხოლო შეცოდებითა მისითა დაცემული არა სრულიად მოიძაგე იგი, ინებე რა კუალად ცხორება ჩუჱნი მხოლოდ შობილისა ძისა შენისა მოვლინებითა და შემწირველმან მისმან ცოდვათა ჩუჱნთა აღსახოცელად ჯუარსა ზედა გაკვრითა და საშინელითა სიკუდილითა მისითა; რომელმან სული შენი წმიდა გარდამოუვლინე წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა ქრისტესთა და განაბრძვნენ იგინი და მათ მიერ სახარებაჲ ქრისტესი ყოველსა სოფელსა ექადაგა; რომელმან დიდითა კაცთმოყვარებითა შენითა პირველსა მას საუკუნესა მოიხსენე ერიცა ჩუჱნი ქართუჱლთაჲ, დედისა ღმრთისა წილხვდომილად ჰყავ იგი და წმიდათა მიერ მოციქულთა ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა შრომითა და მოღუაწებითა მოიმუშაკე იგი; რომელმან კერპოვნებითისა სიბნელითა მიმრუმებულსა დედისა ღმრთისა წილხვდომილსა ერსა ჩუჱნსა კვალად მოუვლინე სულითა წმიდითა განბრძნობილი და აღჭურვილი წმიდა ქალწული, დედაჲ ნინო და განანათლე იგი სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა; რომელი მართლმსაჯულობითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ცოდუათა გამო ჩუჱნთა და შეგჳწყალებ სულგრძელებითა, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას, - სამკვიდრებელსა ქართუჱლთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩუჱნსა, მრავალგზის კუეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა, და განამტკიცე იგი. დაიცევ, უფალო, წმიდა ეკლესიაჲ ჩუჱნი და ყოველნი შვილნი მისნი. მოიხსენე, უფალო, უნეტარესი და უწმიდესი მამათმთავარი ჩუჱნი ილია, კათოლიკოსი მცხეთისა და პატრიარქი ყოვლისა საქართუჱლოჲსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა; ყოვლადსამღუდელონი მღუდელმთავარნი და უფალი ჩუჱნი... (აქა მოიხსენონ ადგილობრივი მღვდელმთავარი); პატიოსანნი მღვდელნი და დიაკონნი, ბერნი და მონოზონნი; დღითი-დღე განაბრძვნენ იგინი, უფალო, მადლითა სულისა წმიდისათა და ლოცვითა და მოღუაწებითა მათითა კეთილად წარუმართე სლუაჲ ერსა ჩუჱნსა გზასა ზედა ცხონებისასა.
სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.
ჰოჲ, უფალო ჩუჱნო იესო ქრისტე, რომელმან გვასწავე მიღებად ყოველივესი, რაიცა ვითხოვოთ მამისაგან შენისა ზეცათასა სახელითა შენითა. აჰა, უცთომელად მიმნდობელნი სიტყუათა შენთა, ვითხოვთ ღმრთისაგან ყოვლისა მპყრობელისა და მომნიჭებელისა ყოვლისა კეთილისა, რათა სწავლებისაებრ წმიდისა მოციქულისა სიტკბოებამან ღმრთისამან სინანულად მიგვიყვანოს ჩუჱნ, რომელნი სიფიცხლითა ამით ჩუჱნითა და შეუნანებელითა გულითა ვინუჯებთ თავისა ჩუჱნისა რისხუასა დღესა მას რისხჳსა და გამოჩინებისა მართლმსაჯულებისა ღმრთისასა. გვიხსენ, უფალო, რწმენისაგან არაცხოველისა და ნელტფილისა, მოაქციენ გულნი ჩუჱნნი ამაოთაგან საქმეთა და სიყვარულისაგან შვებათა წუთიერისა და მსწრაფლწარმავალისა ამის სოფლისათა და აღგვიხილენ თვალნი ჩუჱნნი ხედვად წარუვალისა სოფლისა დიდებისათა და გონებანი ჩუჱნნი კეთილად განსჯად საქმეთა სულისა ჩუჱნისა სარგებელისათა; აღანთე ლამპარი გულსა შინა ჩუჱნსა შენდამი სიყვარულისა და მოგუაქციენ ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, რათა ჩუჱნ, ცოდვისაგან დაცემულნი მონანი და მჴევალნი შენნი, გარნა შენითა შეწევნითა აღმართულნი და მმადლობელნი შენნი გიგალობდეთ შენ, გაკურთხევდეთ შენ, გადიდებდეთ შენ და გევედრებოდეთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუჱნო, შეგჳწყალენ ჩუჱნ დიდითა წყალობითა შენითა. ამინ.
იქმენ გამორჩეულ ღმრთისა მიერ წმიდისა სამებისა და ჰბრწყინავ წინაშე მისა, დედუფალო მარიამ, დედაო უფლისა ჩუჱნისა იესო ქრისტესო, და გაქუს კადნიერებაჲ ძისა მიმართ შენისა, მას ევედრე, რათა გუაცხოვნოს ჩუჱნ თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნისამდე, ამინ.
მღუდელმან ჩამოილოცოს.