ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ
იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.
სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან სათნოებითა წარმართე ყოველი ცხორება შენი, ღმერთშემოსილო და სასწაულთა, ღვთისა მიერ მოცემულთა, იღვწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლითა სულიერითა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩუენთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. (იგივე)
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ლმობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
წამის-ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენ, და მას შინა განიყუანე ერი ისრაელთა ხმელად. და გიგალობდეს გალობასა ძლევისასა.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მომფინე მადლი შენი მადლთა საუნჯისა ღმრთისა მიერ, რომელი მიგიღებიეს მდიდრად, რაჲთა ნაყოფი ბაგეთაჲ, სურვილსა თანა სულისა მიგიძღუნა შიო.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჴელმან ღმრთისამან გცხო შენ და სულმან მისმან ცხოველ-გყო და საცნაურად დაგადგინა შენ მისთა საიდუმლოთა განცდად და მცნებათა დაცუად, რომელნი იგი სიწმიდით დაიცუენ შიო.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აბელისებრ პირველნი ნაყოფთანი მიუპყრენ შენ ღმერთსა სული და გონებაჲ ყოვლად სიმართლით, რათა გამოსჩნდე პირველთა თანამოსაგრედ, შიო, სამ-გზის სანატრელო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
და აწ სორო ნაწილთა შენთა მოგჳცავს მამაო და მას მიგიპყრობთ შენ სავედრებელად, ღმრთისა თანა ჴელნი წმიდანი აღიპყრენ და ვედრებანი ჩუენნი შესწირენ შენ მისსა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელი კარავ-ექმენ ღმრთისა სიტყუასა, მარიამ, და შენ მიერ ღმერთი კაცთა შორის იხილვა, შენთა თაყუანისმცემელთა ყოვლად-წმიდაო ღმრითის-მშობელო, მოწყალე გუექმენ.
ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი ყოვლით ძლით მათით, და სულითა მით საღმრთოჲთა, დაგუამტკიცენ ჩუენ ერთობით, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ენუქ ღმერთმან სათნო იყო და მიიცუალა დიდებით ერთ-გზის, ხოლო შენ საკჳრველო, დღითი დღე მისდა მიიცუალებოდი, რაჟამს მხოლო საკუთრებით, მხოლოსა ოდენ ჰზრახევდი და სიტყჳთა მისითა სცხოვნდებოდი.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ნოესებრ მართალი გპოვა და მეორისა სოფლისა მამად გაჩინა შენ, ნეტარო, ღმერთმან კიდობნით, განმყუანებელ ერთა და მაშინ მოკლებულისა, მოღუაწებისა ახალ მქმენლ და ტრედისა მიერ გახარა მშვიდობაჲ.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სემისებრნი კურთხევანი და ნაწილი უმჯობესი მიიღე შენ, ჰოჲ ღირსო შიო, მამობრივთა მათ განმყოფელობათა და შვილთა შენთა განუყავ, რომელი აწ ვიშუებთ მარადის, სწავლათა შენთა ხუავითა მამაო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სასოებად ურცხვენელად, შესავედრებელად მტკიცედ, და მეოხად კადნიერებით, შუამდგომელად წინაშე ღმრთისა გუაქუ, ჰოჲ დიდებულო მამაო, ლოცუანი ჩუენნი შეიწირენ, გჳთხოვე ქრისტე ღმრთისაგან დიდი წყალობაჲ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთის-მშობელო დიდებულო, სოფლისა სალხინებელო, კაცთა ღმრთისა დამგებელო, მორწმუნეთა და შენთა ღმრთისმშობლად აღმსარებელთა, შენი მადლი მოგუფინე და ლოცუაჲ ჩუენი წარჰმართე წინაშე ღმრთისა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
უფალო შეგვიწყალენ (15-ჯერ).
ყოველი ქუეყანაჲ დღეს ჩუენ-თანა იხარებს, დღესასწაულსა ამას ღუთივ-ბრწყინუალესა და ზეცისა ძალნიცა უხილავად გალობენ ძნობით, და ბანაკი მამათა იხარებს, რომელი აღივსო შენ-მიერ სანატრელო შიო, და წმიდათა მწყობრი განშუენდების შენ მიერ, და მართალთა სულნი განათლებულნი ჩუენ-თანა იშუებენ, მოქადულნი შრომათა შენთათჳს, ღმერთ-შემოსილო, ყოვლად-ქებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით მედღესასწაულეთა წმიდისა ჴსენებისა შენისათა.
ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცად, და გარდამოჰხედ ქუეყანად. სმენაჲ შენი მესმა მე, და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აბრაამისი იგი მწირობა საქებელი შეიტკბე და ღმერთი ისტუმრე შიო, და ზრახუასა მისსა ღირს-იქმენ შენ, და განმრავლებად შჳლთა კურთხევაჲ დაიმკვიდრე მის-მიერ.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ისაკისებრ უაღრესითა შეჰკარ უდარესი ყოვლადდასაწუელად ღმრთისა, და მთად განიყუანე შენ გონებაჲ, სადა იგი მიიღე მეცნიერებაჲ დაკლუად ღმრთისა სათნოთა.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იაკობის მსგავსად დაეც შენ ბილწი ესავ და გემონი დაგბოლვილნი და მიიღე პირმშოებაჲ, ვინა გეწოდა შენ გონებაჲ ღმრთის-მხილუელი, სანატრელო შიო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ჰოჲ, მამაო და წინა-მძღუარო, და შესავედრებელო, დაუცემელო შიო, შჳლთა შენთა ვედრებანი მიითუალენ და შესწირენ მოწყალისა ღმრთისა და გჳთხოვენ ჩუენ წყალობაჲ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ზესთა ცათა უმაღლეს-ხარ შენ, ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღმრთის-მშობელო, და მიწისაგანთა ენაჲ ვითარ შეგასხმიდეს შენ, გარნა სურვილით გაქებთ ქალწულო.
შენდა აღვიმსთობთ მოწყალებისათვის დაცემულისა მის, დაცალიერებულისა და ვნებათამდე უვნებელად შთამოსრულისა, სიტყუაო ღმრთისაო, მომეც მე მშვიდობაჲ, კაცთმოყუარე.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იოსებისებრ უმანოებაჲ და სიწმიდე შეიტკბენ, და განჰფინენ მეგჳპტელებრთა ამაოთა ვნებათა განგდებითა, და განჰყოფდი იფქლსა სიმართლისასა, შიო.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოსეს ემსგავსე სიყუარულითა ძმათათა და გამოზრდითა, რაჟამს მოჰკალ მეგჳპტელი სიძულილი, და წყარო ცხოვრებისაჲ სამწყსოთა შენთა ასუ, ღმერთ-შემოსილო.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ღმერთი იხილე, სიფიცხესა ცხოვრებისასა, ვითარცა მაყუალსა შინა და ფიცარნიცა მოიხუენ, ღუთივ-წერილნი შინაგან, გულსა შენსა, მამაო ღუთივ-განბრძნობილო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ისუებრ განმჰსტუერე, ქუეყანაჲ აღთქმისა ერისა შენისათჳს, და მოჰსრენ ამალეკელნი ძალნი იგი სატანაჲსნი, მამაო, და სიტკბოებითა მდიდრად გუახარენ ჩუენ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენგან შობილსა ქრისტესა ღმერთსა ევედრე, ღმრთისმშობელო, დაცუად ერი და სამწყსო, შენი აღმსარებელი და ხატისა შენისა თაყუანის-მცემელი.
ვითარცა იგი იონა, წინასწარმეტყველი იჴსენ სიღრმეთაგან, ეგრეცა მეცა სიღრმეთაგან ცოდვათაჲსა აღმომიყუანე, ვითარცა ხარ მრავალმოწყალე.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აარონ შესწირჳდა ღმრთისა ცეცხლითა მით ზეცისათა, ხოლო შენ მრჩობლნივე შესწირე აღტყინებითა შენ მიერ, ალსა შიშისა ღმრთისასა, სანატრელო მამაო.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ფინეზს ემსგავსე შურითა ქრისტესითა აღუვსებელი, და განჰგმირე შენ ოროლითა ბელიარის ბირებულნი გულისსიტყუანი, დიდებულო მამაო შიო.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ილიას კუალსა მისდევდი, და შური მისი აღიღე, უდაბნო მისებრ შეიყუარე, ბაალის მღუდელნი მოსწყვიდენ, მზაკუარებანი და სიმართლესა ღმრთისასა შეეყავ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შვილნი შენნი კიდობნისა მსგავსად მოდგომილნი შენსა საფლავსა, ჰოჲ ნეტარო შიო, გევედრებით შეგჳწყალენ და ნუ მიგუაქცევ, სასოო ჩუენო, სირცხჳლეულთა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მტკიცე და შეურყეველი სასოებაჲ მორწმუნეთა შენ ხარ, ჰოჲ, დედაო ღმრთისაო, და შენდამი მოლტოლვილნი, გჳჴნენ ჭირთაგან მოწევნულთა და მოწევნადთა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
ცხოვრება შენი ღვთისმსახურებით წარმართე და ჯვარისა აღმღებელმან, დაუტევე ყოველივე სოფლისა, უდაბნოსა შვენიერებაო, შიო, ვინა ვითარცა ცხოველსა გხადით ერი ქართველთა და ნაწილთა შენთა მღვიმით აღმოსრულთა სურვილით შევეტკბოთ, მამაო, ნუ დააცადებ ოხასა ჩუენთვის.
პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.
ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძჱ, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის გარნა ძემან, და რომელსა უნდეს ძესა, გამოცხადნების. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და თჳრთ-მძიმენი და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა შიო მღვიმელისაჲთა, მოწყალეო, აჴოცენ ცოდუათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲთა, მოწყალეო, აჴოცენ ცოდუათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
ღირსო მამაო, ყოველსა ქუეყანასა განჰხდა ხმაჲ წარმართებისა შენისაჲ, ამისთჳს ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთა, და ეშმაკთა გუნდი წარსწყმიდე, და ანგელოსთა წესსა მიიწიე, რომელთა უბიწოჲთა ცხოვრებითა სწორ-იქმენ, კადნიერებაჲ გაქუს წინაშე ქრისტეს ღმრთისა, მშჳდობაჲ ითხოვე სულთა ჩუენთათჳს.
ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი აცურიეს ზეგარდამო, ღმრთისა მიმართ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუნისამდე.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ელისეს მსგავსად მრჩობლ შენზედა განისუენა, წინასწარ ცნობად და სასწაულთა მოქმედებად, წინასწარ-მეტყუელთამან სულმან, დიდო შიო, მსახურო უფლისაო.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დანისელიებრ, სიჭაბუკითგან აღგავსო სულმან ღმრთისამან და მსაჯულ-გყო შჯულითა მით სულისაჲთა ხორცთასა დამქენჯნელად, და მსგავსადვე მჴეცნი შენცა დაიმორჩილენ.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ისაიას და იერემიას ჰბაძევდი შენ მამაო, ერთსა მას მღჳიმესა ნებსით შთასლუად და გლოვად სანატრელად, ხოლო მეორესა, ღმრთისასა, ამაღლებითა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ჰოჲ სანატრელო მამაო მამათაო და წინა-მძღუარო მონოზონთა კრებულისაო, შიო, მვედრებელთა შენთათჳს, წყალობაჲ ითხოვე, მოწყალისა ღმრთისაგან.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნებსით კაც-ქმნითა შენგან ყოველი სოფელი აცხოვნა ღმერთმან, ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო მარიამ, და შენ მოგუენიჭე ჩუენ მლხინებელად ბრალთა ჩუენთა, საგალობელო.
რომელი მხოლო არს მეუფე დიდებისაჲ, რომელსა გუნდნი ზეცათანი აქებენ და ეშინის ანგელოსთა კრებულსა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა სამოელ, მხილველ-იქმენ სულითა, და მეფეთაცა სცხდებდი სწავლათა შენთა მიერ შეჭურვითა და ლოცუათა მიერ განმჴნობითა, ჰოჲ მამაო, საკჳრველთ-მოქმედო შიო, მნათობო ქართუელთაო.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დავითს მიემსგავსე უმანკოებითა და სულისა სიწრფელითა, და გოლიათი მოჰკალ ტყორცებითა სიმდაბლისა ქუათათა, ღმერთ-შემოსილო შიო, და განარინენ მორჩილნი შენნი სიკუდილისაგან.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სოლომონიანი სიბრძნე მოიგე ღირსო, და აღუშენე ღმერთსა ტაძარი სალოცავი ჴორცთა შენთა, და სამკაულად სულითა შენითა შეამკუე იგი, მადიდებელად სამებისა წმიდისა უკუნისამდე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელნი საფლავსა შენსა წინაშე ჴმითა ვედრებისათა გიძნობთ ლიტანიობით, შიო, ყოველთაგან განსაცდელთა გჳჴსენ, და აღსძარ ჩუენთჳს წყალობად ყოვლად-სახიერი, რომლისა წინაშე კადნიერებით სდგა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დედაო ღმრთისაო, შემწეო და მფარველო მვედრებელთა შენთაო, მიითუალე ვედრებაჲ, ჩუენ, მონათა შენთა და შესწირე, წინაშე ქრისტეს ღმრთისა, რათა გჳჴსნეს ჩუენ ჭირთაგან ურუათა და მწუხარებათა.
მტჳრთველმან გამოუთქუმელად უხრწნელებისამან სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნება, მოვედ უბიწოო, ქალწულო ღმრთის-მშობელო, შენგან შობილისა თანა გუასწავე მორწმუნეთა, რაჲთა ღირს-ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იოანე ნათლის-მცემელისა კუალსა შეუდეგ, და მისებრვე უდაბნოსა იქმენ ანგელოს, სინანულისა ქადაგ, და ცრემლითა განმბანელ სულთა დაშავებულთა გესლითა ცოდჳსაჲთა, ყოველთა სათნოებათა კანონო, შიო.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოციქულთაებრ ქრისტესთა და მოწაფეთა, მოძღუარ სოფლისა გამოსჩნდი მამაო, და ერნი ურიცხუნი მონებად ღმრთისა აღსძარ, დაცემულნი აღჰმართენ, და მდგომნი განამტკიცენ, და ყოველთა ერთბამად მიუძეღუ ღმრთისა.
ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოწამეთა და მარტჳლთაებრ იღუაწე შენ, მამაო, მოღუაწეთა ყოველთა მწყობრი შენ განაშუენე, ვითარ თავმდგმელმან მათმან. ყოველნი განაბრწყინუენ, ყოველთა ემსგავსე შენ, ღმრთისა საკუთრებითა ყოველთა თანა მეოხ-გუეყავ, ჰოჲ შიო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დაღაცათუ ვერ კმა-არს ენაჲ ჩუენი შესხმასა შენსა, არამედ გულს-მოდგინისაგან სულისა მიითუალე სურვილი ჩუენი, ღირსო, და ესე არა მცირე და მამებრი და მოწლე ოხაჲ ჩემთჳს ღმრთისადმი განჰფინე, რაჲთა საშჯელთა მართალთა განვერე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰოჲ, მიმადლებულო მარიამ ღმრთის-მშობელო, ჰოჲ ყოველთა ქრისტიანეთა სასოო, მეფე ჩუენი მორწმუნე აგარისტომთა ზედა სიმჴნით განაძლიერე, და ერი და ქალაქი შენი ყოველთა საცნაურთაგან იჴსენ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ქერუბიმთაებრ მრავალ-თუალებით განიცდი ღუთისა დიდებასა, სანატრელო მამაო, რომელიცა დაიმკვიდრე პირველთაგანვე განმზადებული შენებრ ღირსთათჳს და ჩუენთჳსცა ითხოვე მართალთა თანა სავანეობა.
ჴმითა გალობისაჲთა და სურვილითა სულისაჲთა გევედრებით, ღუთივ-სანატრელო მამაო შიო მღვიმელო, მამისაგან ზეცათაჲსა გვითხოვე, რათა ჴელი წყალობისა აღგვიპყრას და ჴელთაგან ჰაერის-მცველთასა გჳჴსნნას.
ჯეროვნად ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ჯუარითა ცხოველს-მყოფელითა დაგვიფაროს და ჯოჯოხეთისაგან ხსნილნი სასუფეველსა თჳსსა ღირს გუყვნეს ლოცვითა შენითა მამაო, ღუთივ-სანატრელო.
სურვილით ევედრე სულსა წმიდასა ლოცვითა შენითა, პატიოსანო მამაო შიო მღვიმელო, რაჲთა იგი ღმერთ-მთავარი გვიძღოდეს ქუეყანასა წრფელსა და საუკუნესა სუფევასა ღირს-ვიქმნეთ დამკვიდრებად.
ჰოჲ, ყოვლად-წმიდაო ქალწულო მარიამ, ყოველთა ანგელოსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა მივემთხვივნეთ შუენიერებათა მათ ზეცისათა, გჳრგჳნშემოსილნი გვალობდეთ საუკუნოდ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
ჰოჲ, ყოვლად-ღირსო, ღმერთ-შემოსილო მამაო შიო მღვიმელო, ანგელოსთაებრ მგალობელო, ნათლის-მცემლისაებრ პატივ-ცემულო, ღირსთა შორის გჳრგჳნო, მონოზონთა წინამძღუარო, მამათა პატიოსნებაო, ქრისტიანეთა მფარველო, მოსავთა შენთა შემწეო და ყოველთა მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა სასოო და შესავედრებელო.
ჰოჲ, ყოვლად სანატრელო ღუთივ-სულიერო მამაო შიო მღვიმელო, ვარსკულავო ყოვლად ბრწყინვალეო, მოგუფინე სხივებრ მადლი წმიდისა ლოცვისა შენისა და განანათლე ღუთივ-დაცული ერი ჩუენი, მთავრობა და მხედრობა მისი, განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლად-სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამონაზუნო წესნი, განაძლიერენ ღუთის მსახურნი და ყოველნი მართლმდიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე, მამაო, შენგან შეყუარებულსა ღმერთსა, რაჲთა ყოველნივე შეგჳწყალნეს დიდითა წყალობითა თჳსითა.
ჰოჲ, ყოვლად-პატიოსანო მამაო წმიდაო შიო მღვიმელო, მზეებრ შარავნდედითა წმიდითა ლოცვითა შენითა დაგჳფარენ თაყუანის-მცემელნი ღუთივ-შუენიერისა სიწმიდისა შენისანი, და გჳჴსნენ სიყმილისაგან და სრვისა, უნაყოფოებისაგან ქუეყანისა, სეტყვისაგან და ყოვლისა მავნებელისა ჰაერისა და ყოვლისაგან მწუხარებისამ არანედ ევედრე ყოვლად-წმიდასა სამებასა, რათა მოგუმადლოს მშვიდობაჲ და სიმრთელე, კაცთმოქალაქეობით სათნოყოფაჲ, მართლმადიდებლობით განბრწყინვებაჲ, ქველის-საქმით განათლებაჲ, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებაჲ, მართალთა თანა სუფევაჲ, ღირსთა თანა გჳრგჳნოსნებაჲ, და საუკუნო დიდებაჲ და სიხარული, რამეთუ მამასა ჰშუენის დიდება, ძესა მადლობაჲ და სულსა წმიდასა თაყუანისცემაჲ საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ყოველივე ჴორციელი ნებაჲ დაუტევე და ღუთისა ნებასა შეუდეგ, ყოვლად სანატრელო მამაო შიო მღვიმელო, მადლი სათნოებისაჲ ზეცით მოიღე და ვითარცა ანგელოსი კაცთა შორის ჰბწყინევდი საღმრთოთა მოქალაქეობითა და ზეცათა მეუფესა სათნო-ეყავ ღირსო, ვინაცა კადნიერებაჲ გაქუს მამისა მიმართ, ევედრე ყოვლად-სახიერსა ღმერთსა, რაჲთა გჳჴსნნეს ყოველნი შვილნი შენნი სულიერისა და ხორციელისა განსაცდელისაგან და ვნებულებისა.
დედუფალო მარიამ, მოგვხედენ სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანთა ხატთა წმიდათასა, ხოლო მადლი მათი და წყალობაჲ შენი თანა-მეყავნ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.