მღდელმან: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი .ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი .ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი .გ. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ
იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ძლევანი ყოვლად დიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნითა განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღუაწლითა შენითა განაშუენე, და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ გუეყავ ჩუენ ცოდვილთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ძლევანი ყოვლად დიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნითა განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღუაწლითა შენითა განაშუენე, და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ გუეყავ ჩუენ ცოდვილთა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგჳპტისათა განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ვედრებად შენდა არა დავსცხრებით, მსწრაფლ-შემწეო ჩუენო ჴელმწიფეო, და მოვივლტით პატიოსანსა ხატსა შენსა წმიდასა და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა, დიდებულო.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ქებით შეგამკობთ შენ, ყოვლად ტკბილო და საწადელო მეფეო ვახტანგ, და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა წყალობითა ჴელი აღგვიპყრას სარწმუნოებითა შენდამი მოლტოლვილთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
მოიღე რაჲ პატივი და ნიჭი მეფობისაჲ, დაიდგ თავსა შენსა გჳრგჳნი სიბრძნისაჲ, ჴელთ-იდევ სკიპტრად სიმტკიცჱ გონებისაჲ, და პორფირად საღმრთოდ შეიმოსე სარწმუნოებაჲ, ღირსო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოჲსაო, განმიხვენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდიდ-შემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდგომელობითა შენითა, ღმრთისმშობელო.
ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ზეგარდამოჲ შეგონებაჲ, ვითარ ქრისტჱს რჩეულმან, შეიწყნარენ, და მაზდეანთა ბომონნი ამაღლებითა პატიოსანისა ჯუარისაჲთა დაამჴუე, და ცეცხლ-მსახურნი განასხნე, ეგრეთვე აწ მტერთა ჩუენთა მზაკუვარებაჲ განაქარვე და წინა-აღდგომაჲ მათი დაჴსენ.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ვითარცა განაქარვე შენ ცეცხლთაყუანისმცემელთა საცთური და კარი სარწმუნოებისაჲ განუღე მრავალთა ერთა, ეგრეთვე აწ მგალობელთა შენთაგან განსდევნე ბნელი ჭირთა და განსაცდელთა მრავალსახეთაჲ და გჳჴსენ ვნებათაგან.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
სიბრძნითა, კეთილმოქმედებითა და მჴნეობითა, ვახტანგ, მეფეო წმიდაო, წინააღმდგომნი შენნი საკჳრველად მოამშჳდე, ხოლო ურთიერთას განდგომილნი მთავარნი და დიდებულნი სიყუარულითა ღმრთისა და მამულისაჲთა ერთ-ზრახვად შეჰკარ და შეამტკიცე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე.
გჳჴსნენ განსაცდელთაგან მაქებელნი შენნი, ღუაწლით შემოსილო დიდო მეფეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ღუაწლისა მძლეო, დიდო მეფეო წმიდაო ვახტანგ გო-რგასლანო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასასათჳს და ყოვლადუსამღდელოესისა (მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი... განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწრო-ებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
დიდებულებაჲ შენი ვინმე მიუთხრნეს, ჵ, სახელოვანო მეფეო ქართველთაო! რამეთუ დასთხიე სისხლი შენი ქრისტჱსთჳს, და არა ჰრიდე თავსა შენსა მისთჳს, აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათვის მშჳდობით დაცვაჲ, ნეტარო ვახტანგ გორგასლანო, და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან--, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბოროტის გარემოდგომილებისა გჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასოებაჲ შენ ზედა დაგჳძს, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა.
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ეჩუენე აღჭურვილი ჯუარითა უშჯულოთა მძლავრთა, და სძლე ძალითა ჯუარცმულისაჲთა, მას ევედრე, წმიდაო, მგალობელთა შენთათჳს ჴსნად განსაცდელთაგან ბოროტისა.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
უშიშ იყავ, ვითარცა უჴორცოჲ და ზახებასა მტერთასა არა შეშინდი, არამედ წინა-აღუდეგ მძლავრთა და დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა საცთური.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
რომელი ცათა შინა განისუენებ, და მჴედრობათა თანა ანგელოზთასა წინაშე მეუფისა სდგა, აწ ითხოვე მისგან მგალობელთა შენთათჳს გამოჴსნაჲ ყოველთა ჭირთა და ღელვათაგან მძჳნვარეთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო.
ძლისპირი: განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
იხილა დაფარულთა მხილველმან, დაფარულნი და ცხადნი სათნოებანი შენნი და გამოაბრწყინვა, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო ვახტანგ, ვითარცა ნათელი მზისაჲ, საქმენი შენნი.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
უნათლეს მზისა ბრწყინავ შენ, ჭეშმარიტებისა მეძიებელთა წინამძღუარო და ლამპარო, და ჰნათობ ყოველთა კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა, დაუვსებელისა ნათლისა მიფენითა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
გამოუჩნდი ვითარცა მთიები ქუეყანასა შენსა, და განაცისკროვნე ღამჱ სპარსთა საცთურებისაჲ, ეგრეთვე აწ მომეც გულისჴმის-ყოფაჲ შეცოდებათა ჩემთაჲ და მიჴსენ მარადის საბრჴეთაგან ეშმაკისაჲთა და მზაკუვარებათაგან კაცთაჲსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რაჲთა გარდამოგჳვლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ.
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სურვილი წმიდისა მეფისა მირიანისი აღასრულე და მონასტერი ჯუარისაჲ იერუსალჱმსა შინა ღმრთივბრწყინვალედ აღმართე, ხოლო ქუეყანასა შენსა აღაშენე დიდებულნი საყდარნი და მონასტერნი, და ეკლესიაჲ მოციქულთაჲ სუეტი ცხოველი განაახლე და შეამკევ.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
რომელმან ივერიელთა მტერობისთჳს ყოველნი შეაძრწუნე და დაამჴუე, ხოლო ღირსებაჲ და დიდებაჲ ერისა შენისაჲ აღამაღლე, აწ სიმჴნჱ, სიბრძნჱ და მძლეველობაჲ ყოველთა მაჭირვებელთა ზედა გარდამოგვივლინე და დაჴსნილებისა წყუდიადი განჴადე.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
დააფუძნე რაჲ ტფილის-ქალაქი ჩუენი დიდებული, საძირკველად სულიერად დაუდე წმიდანი ეკლესიანი მსგავსად იერუსალჱმისა: გეთსემა-ნიაჲ - კლდესა ზედა მეტეხისასა, წმიდისა ჯურისაჲ, ვითარცა გოლგოთაჲ, ბეთლემი - ნარიყალასა და სიონი - მარჯვენესა კბოდესა მდინარისა მტკურისასა, და იქმენ მფარველ დედა-ქალაქისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძჳნვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
გჳჴსნენ განსაცდელთაგან მაქებელნი შენნი, ღუაწლით შემოსილო დიდო მეფეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ღუაწლისა მძლეო, დიდო მეფეო წმიდაო ვახტანგ გო-რგასლანო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სრულითა სარწმუნოებითა ქრისტჱსითა და ცეცხლმსახურნი განასხნენ საღმრთოჲთა გულსმოდგინებითა, ხოლო კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენე ეკლესია-მონასტერნი და განამაგრე ციხენი და ქალაქნი უბრძოლველნი, დიდებით დიდებულო, ვინაჲცა გჳრგჳნი სიმართლისაჲ ღირსად მიიღე და მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა შეიწირე, მას ევედრე ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და საფრჴეთაგან მტერისაჲთა, რომელნი გიღაღადებთ: გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!
ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათჳს ერისა შენისაო და გაძლიერებისათჳს იბერიისაო, რომელმან ერსა შენსა გვიქადაგე და განგვიჩინე: „მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდეგით და ეძიებდით ქრისტჱსთჳს სიკუდილსა“, ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა სამეუფოსა, რაჲთამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა შენითა და ვიტყოდეთ ძალისაებრ ჩუენისა: გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაჲ, ჴმაჲ 4
და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.
მუხლი: ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის-რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყუანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ყოვლად ქებულისა დიდისა მეფისა ვახტანგისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: დღეს განათლდების ივერთა ეკლესიაჲ დიდებითა შენითა და იხარებს და განსცხრების კრებული მორწმუნეთაჲ მომჴსენებელი ღუაწლისა შენისაჲ და ითხოვს წყალობასა, ჵ, მართლმადიდებელთა გჳრგჳნო და სიქადულო, კეთილმსახურო მეფეო, წმიდაო ვახტანგ, ითხოვე ქრისტჱს მიერ შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა, სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლებაჲ რქისა მათისაჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშჳდობაჲ სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაჲ.
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუე-ნისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა წინასწარმე-ტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისაჲთა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასი და მოწამეთა შალვა და ელიზბარი ქსნის ერისთავთაჲთა; მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა; წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაჲთა, წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედო-ფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაჲთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე-თორნიკისა, ეფთვიმისა და გიო-რგისაჲთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაჲთა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სჳმეონ გარეჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაჲთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა და წმიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლანისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ვითარცა არცხვინე შენ მძლავრთა მათ უკეთურთა, ეგრეთვე აწ დაამ-ჴუნე მაჭირვებელნი ჩუენნი, ახოვანო მეფეო ქართველთაო, რომელნიცა მტრობენ ღუაწლ-დიდებულსა ერსა შენსა.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მეფეო, ქრისტესა შედგომილო, იმეოხენ წინაშე მისა, მოჰმადლოს ქართველთა სარწმუნოებაჲ შენებრი, და დაიფაროს ქუეყანაჲ ივერიისაჲ წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოჲსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ვითარცა მამასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ, და მჴურვალედ გიღაღადებთ: დედანი და დანი ჩუენნი იჴსენ ვნებათაგან ყოვლად წარმწყმედელთა და ურცხვინოებისაგან დაიფარე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო.
ძლისპირი: შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მწყემსო კეთილო პირმეტყუელთა ცხოვართაო, ემსგავსე შენ მნესა მას გონიერსა და მიიღე ტალანტი უფლისა შენისაჲ და განამრავლე იგი და მიუძღუანე მრავალწილად მომნიჭებელსა, მას ევედრე, ღირსო, მოგუანიჭოს მწყემსი სარწმუნოჲ და მართალი, მმართებელად და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
აწ მთავარნი უსჯულოებისანი აღძრულ არიან ჩუენ ზედა, და იღუწიან განხრწნასა და აღსპობასა ერისა ჩუენისასა, ხოლო ჩუენ ვეძიებთ ღონესა განრინებად მძლავრებისა მისგან, დიდებულო, და ვედრებითა ვითხოვთ შენგან შეწევნასა, რაჲთა უღმრთოთა ნებისაებრ არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი და ბჭენი სასუფეველისანი არა დაგვეხშას სამწყსოთა შენთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ვითარი ზარი დაეც მძინარესა ერსა შენსა, სულითა განბრძნობილო, და განაღჳძებდი ღრმისა ძილისაგან, ეგრეთვე აწ მოგვფინე მადლი ლოცვისა შენისაჲ, დიდებით დიდებულო, და შეჰკრიბე განბნეული ერი ქართველთაჲ, რაჲთა მსწრაფლ განჳღჳძოთ მსგავსად ნინეველთაჲსა და ერთობით ვილოცოთ გადარჩენისათჳს საქართველოჲსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლჳთა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონებაჲ და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული დაამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მოგწყლეს რაჲ ბრძოლასა შინა სპარსთა, დამძიმდი ფრიად სიკუდიდ, სკიპტრისმპყრობელთა შორის უსაჩინოესო, და წესი ღმრთივსულიერი დაუტევე ერსა შენსა, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდენ ქრისტჱსთჳს სიკუდილსა, რაჲთა მოიგონ წარუვალი დიდებაჲ.
წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ გორგასლანო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მოიკალ რაჲ ჴელითა სპარსთაჲთა, ჵ, ტკბილო მამაო ქართველთაო, ზეცისა მჴედრობათა თანა ბრწყინვალედ განშუენებული წარმოუდეგ ქრისტესა, აწ ითხოვე მისგან მგალობელთა შენთათჳს გამოჴსნაჲ ღელვათაგან მძჳნვარეთა, რომელთა აღგჳძრავს მტერი იგი მოშურნჱ, და ღირს-გვყვენ შენთანა სიხარულსა დაუსრულებელსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ოდეს აღესრულე უჯარმასა, უძლეველო წინამბრძოლო ერისა ჩუენისაო, პატიოსანი გუამი შენი დაკრძალეს „დედასა ყოველთა ეკლესიათასა - სუეტიცხოველსა“, გარნა ძალითა ქრისტჱსითა სიკუდილისა შემდგომადცა ყოველთა მვედრებელთა შენთა მიჰმადლებ უხვსა საბოძვარსა წყაროჲსაგან ულევისა მადლისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მიჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან აკმიოს
ჵ, დიდებული სიმჴნჱ შენი, სწორუპოვარო მეფეო ქართველთაო, ახოვნებაჲ სულისაჲ და სიმტკიცჱ გონებისაჲ და დიდ-სულობაჲ ყოველსა შინა, სიწრფოებაჲ გულისაჲ და სიბრძნჱ მდიდარი და წყურილი ქრისტჱსთჳს სიკუდილისა, ამისთჳს ცათა შინა მიიღე გჳრგჳნი დიდებისაჲ და მადლი ჭირთაგან ჴსნისაჲ და უძლურთა კურნებისაჲ.
აჰა, სამარხოჲ ძუალთა შენთაჲ გვაქუს მორწმუნეთა ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, ამისთჳს გული გჳთქმს მისლვად სუეტიცხოველსა, რაჲთა სიწმიდჱ ესე მჴურვალედ შევიტკბოთ და კურნებაჲცა აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა.
ჵ, ღირსო მეფეო, ვახტანგ სანატრელო, ჰსუფევ წინაშე ქრისტჱსსა ელვითა სულისაჲთა განათლებული და დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკული; იმეოხენ წინაშე მისსა, განგვიმრავლდეს ყოვლისა ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი, რაჲთა ზრუნვიდეს ერისა ჩუენისათჳს და ჴმითა მადლობისაჲთა ჰნატრიდეს სიმჴნეთა შენთა.
ჵ, საჩინოო, ბრძენ-მჴნეო, მეფეო ბრწყინვალეო, ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, მოწევნადი ერსა შენსა ზედა, ეგრეთვე აწ გარე წარაქციე ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკჳდრებელსა ჩუენსა ზედა და აღგჳ-დგუნე მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა და დაიცევ სახლეულნი მისნი უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან.
ჵ, ღუაწლით შემოსილო მეფეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო, ვითარცა ძუელად აჩუენე საკჳრველი მფარველობაჲ ერსა შენსა, ეგრეთვე აწ შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა მარიამს, რაჲთა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, წმიდაო, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, სამ-წმიდა-არსობისა გალობითა ვადიდებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.
მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლჳსაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხვაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ჵ, ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო და მართლმადიდებლობისა სუეტო საღმრთოო, ჭეშმარიტებისა მოწამეო და ქრისტჱსათჳს და მამულისათჳს სისხლდათხეულო, მჴედართა სიქადულო, მეფეთა სიმტკიცეო, მთავართა დიდებაო, უძლურთა ძლიერებაო, მდაბალთა ამამაღლებელო, გლახაკთა განმამდიდრებელო, ბრძოლათა შინა უძლეველო და ჭირთა შინა ურცხვენელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და წყალობისა მომნი-ჭებელო, წმიდაო, კეთილმსახურო, მართალო და დიდო მეფეო ვახტანგ გორგასლანო!
ჵ, ღუაწლით შემოსილო დიდო მეფეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო, კეთილმსახურებრითა კადნიერებითა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა დაიცვას მამული ჩუენი მტერისა საფრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან, და წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, ხოლო სარწმუნოებაჲ ჩუენი კუალად განაახლოს და მოგუმადლოს შენებრი მჴუ-რვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაჲ და სა-ღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, რომელიცა განიპოხა სისხლითა შენითა, და თჳნიერ შებრკოლებისა აღგჳდგინოს ძირისაგან დავითისა, ცხებული ღმრთისაჲ, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა საზღუართა საქართველოჲსასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაჲთ, რაჲთა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლ-მორწმუნენი ქრისტეანენი.
ჵ, ზეგარდამო ღმრთისა მიერ გჳრგჳნოსანო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო! ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ ღმრთივმონიჭებული, იმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინებაჲ, პატიოსნად მიცვალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს.
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისაჲთა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
ყოველთა მოგჳგიე შენ უფლისა მიმართ მვედრებელად, ქრისტჱსთჳს და მამულისა სამეოხოდ სისხლ-დათხეულო მეფეო ქართველთაო, და სიღრმით გულისაჲთ, მუჴლმოდრეკით მლოცველნი შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა შენსა და გევედრებით: წმიდაო ვახტანგ გორგასლანო, შეწევნითა შენითა ჴორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნენ და ყოველთა ჭირთა და სალმობათაგან გჳჴსენ პატივისმცემელნი შენნი და დაუცხრომელად მგალობელნი.
დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა მეფისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაჲ შენი თანა-მავალ-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი