ჰოჲ, უფალო მრავალმოწყალეო, არაჲ მოლტოლვილ ვარ სხჳსა მიმართ მკურნალისა და არცა განმიმარტებიან ჴელნი ჩემნი ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არამედ შენისა სახიერებისა მიმართ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი, რომელსა გაქუს ჴელმწიფებაჲ ყოველთა სულთაჲ და არა განაგდებ ვედრებასა შენდამი მოლტოლვილთასა. შენ სთქუ, უფალო, ითხოვდით და მოგეცეს თქუენ. ნუ განმიშორებ ვედრებასა ჩემსა, სახიერო, შემიწყალე მე, უფალო, ისმინე სახიერებისა შენისათვის. ზეგარდამომივლინე მადლი შენი მხევალსა ამას შენსა და დამიფარე ამპარტავნებისა და ცუდმეტყუელებისაგან; დაე გონიერებაჲ, თავმდაბლობაჲ, მოკრძალებაჲ და უბიწოებაჲ მამშუენებდეს მე, რაჲთა წმიდითა გულითა და მეცნიერებით აღვასრულებდე წმიდათა მცნებათა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელმან დასაბამსა შეჰქმენ მამაკაცი და დედაკაცი და მიანიჭე ბეჭედი მეუღლეობისაჲ, ოდეს სთქუ: „არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო. უქმნეთ მას შემწე მისებრი“ და მოიღე-რაჲ ერთი გუერდი ადამისი, აღაშენე ცოლად მისა და მიიყუანე მისდა. და ვითარცა დალოცე და აკურთხე ისინი, და დაუდგინე განმრავლებაჲ და იყუნენ ორნივე ერთ-ჴორც, ეგრეთვე შეისმინე ღაღადებაჲ ჩემი, ქალწულებრივი გულიდან აღმოქუმული შენდა მომართ: ჰოჲ, მეუფეო ყოვლადწმიდაო, მომეც მე მეუღლე პატიოსანი და ღმრთის-მოსავი, რაჲთა არა ვნებითა და მანკიერებითა, არამედ კრძალულებითა და მორჩილებით გავსწიო უღელი ტჳრთმძიმე მეუღლეობისაჲ. უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი საკრველითა სიყუარულისაჲთა შეჰკრავ განუხსნელად, ერთობაჲ ჩუენი განუშორებელად დაამტკიცე და მოგუმადლე კეთილშვილიერებითი სიცოცხლჱ, რაჲთა სიყუარულითა და თანხმობით ვმადლობდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა