უფალო, მიითვალე მსხვერპლი ესე ნაშრომთაგან ჩემთა და მომეც საზღაური მადლითა შენითა. განატფე ლოცვათა შინა გული ჩემი, მეც მე ძალი აღმასვლად, ვითარ ცეცხლი ამის სანთლისა აღვალს, შემამკევ სარწმუნოებითა, სასოებითა, სიყვარულითა, სიმშჳდითა, თავშეკავებითა, მოთმინებითა, სიწმინდითა, ვითარცა ყვავილთაგან, რომელთაგანც შეიკრიბა ცვილი ესე.