ლოცვა საზრდელის მიღების წინ

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მეუფეო ზეცათაო, გვაკურთხენ.

(და ჯვარი გადასახე საზრდელსა და სასმელს)

 

ლოცვა შემდგომად საზრდელის მიღებისა

გმადლობ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რამეთუ განმაძღე ჩუენ ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩუენ ზეცისაცა შენსა სასუფეველსა, არამედ ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიჰმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩუენთანა და გვაცხოვნენ ჩუენ, ამინ.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მეუფეო ზეცათაო, გვაკურთხენ.

 

ლოცვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ
შემდგომად საზრდელის მიღებისა

კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო, რომელმან გამომზარდე მე სიყრმით ჩემითგან, რომელმან მოსცი საზრდელი ყოველსა ჴორციელსა. აღავსენ სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩუენნი, რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გუაქუნდეს და ვჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა, ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა შენდა დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა, წმიდაო, დიდებაჲ შენდა, მეუფეო, რამეთუ მოგუცენ ჩუენ ჭამადნი საზრდელად და განსამტკიცებელად. გევედრებით შენ, აღმავსენ ჩუენ სულითა წმიდითა, რაჲთა ვიპოვნეთ წინაშე შენსა სათნო და არა სირცხჳლეულ, ოდეს-იგი მიაგებდე კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.