ყოვლად სახიერო უფალო, გარდამოგვივლინენ ჩუენ მადლი სულისა წმიდისა შენისა, მომნიჭებელი გულის-ხმის-ყოფისა და განმაძლიერებელი, ძალთა სულთა ჩუენთასა, რათა ჩუენ, ყურადმღებელნი გარდამოცემულისა ჩუენდა სწავლისა, აღვიზარდნეთ შენ შემოქმედისა ჩუენისა სადიდებლად, მშობელთა ჩუენთა სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ.
გმადლობ, შენ, შემოქმედო, რამეთუ ღირს მყავ ჩუენ მადლსა შენსა ყურადღებისათვის სწავლისა. აკურთხენ ჩუენნი მთავარნი, მშობელნი და მასწავლებელნი, მიმყვანელნი ჩუენდა ცნობად კეთილისა, და მოგვეც ჩუენ ძალი და სიმხნე, რათა ახლად შევუდგეთ სწავლასა ამას, ამინ.