მმადლობელნი უღირსნი ესე მონანი შენნი უფალო დიდთა ქუელისმოქმედებათა შენთათვის, რომელიცა ჰქმენ ჩუენ ზედა, დიდებით გაქებთ შენ, გაკურთხევთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილმოწლეობასა, და მონებრ სიყვარულით გიღაღადებთ შენ: კეთილისმყოფელო ჩვენო მაცხოვარ, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ქველისმოქმედებათა შენთა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირს-ქმნილნი უხმარნი მონანი შენნი მეუფეო, გულს-მოდგინედ შენდა მომართ მოვივლტვით, და მადლობასა ძალისაებრ შევსწირავთ, და შენ ვითარცა კეთილისმყოფელსა და შემოქმედსა დიდებით გიღაღადებთ: დიდება შენდა ღმერთო ყოვლად მოწყალე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობელო, ქრისტიანეთა შემწეო, მომპოვებელნი შენისა შუამდგომელობისანი მადლიერებით გიღაღადებთ: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, ლოცვითა შენითა მარადის გჳჴსენ ჩუენ ჭირთაგან, მხოლოო მსწრაფლშუამდგომელო.