წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი (299-306) და აბიბო (322)

ტროპარი: საკვირველებანი წმიდათა შენთა მოწამეთანი, ზღუდედ უბრძოლველად მოგანიჭებ ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახუანი წარმართთანი განაქარვენ, და სკიპტრაჲ მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთმოყუარემან.

კონდაკი: მაღლით მოიღეთ მადლი ბრძენნო, განსაცდელთა შინა შეწევნად ყოვლად-ქებულნო, ამისთვისცა მწარისა სიკუდილისაგან ქალი იხსენით წმიდანო, ჭეშმარიტად თქუენ ხართ ედესისა დიდებაჲ, და ყოვლისა სოფლისა სიხარული.

 

წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი (VI)

ტროპარი: აწ განსცხრებოდე ქართველთა ეკლესიაო, რამეთუ აღყვავენ სახედ შროშანთა სისხლითა მღვდელმოწამისა აბიბოსითა და შეუთხზენ ქება ღირსსა მას ქებისასა, და გჳრგჳნოსან-მყოფელსა მისსა ქრისტესა ადიდებდი, რაჲთა მეოხებითა მისითა მომადლოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი: საღმრთოსა მწყემსსა და მოწამესა, და მმარხველთა შუენიერებასა აბიბოს შევასხმიდეთ, რომელმან გჳრგჳნითა პირად-პირადთა მოღებითა მოიგო სახელდიდებულებაჲ და მცხინვარედ განუტევნა ელვანი კურნებისა მადლთანი, და დაუცხრომელითა მეოხებითა შემსხმელთა თჳსთა და მოწყალე-ჰყოფს ღმერთსა ძალთასა.

 

წმიდა მოწამე აბო თბილელი (VIII)

ტროპარი: მოწამემან შენმან, უფალო აბო ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისასა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერ ძალი, და მძლავრი დაამხვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: დღესასწაულობს დღეს ეკლესია ხსენებასა შენსა, და შემოკრებს შვილთა ეკლესიისა და ემბაზისათა შენისა ამის ღვაწლისა და უძლეველისა ახოვნებისა ქებად და დიდებად, თვალო მოწამეთაო აბო.

 

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი (I)

კონდაკი: გამოსჩნდით თქვუნ მოწაფეთ ქრისტესა და მოციქულად, ყოვლადპატიოსანნო იროდიონ დიდებულო, აგაბო, რეფე, ასინკრიტი, ფილამონ, ერმი ეპაფროსითურთ და მარადის ევედრენით უფალსა მოცემად ჩუენდა ცოდვათა მოტევებისა, რომელნი გიგალობთ თქვენ.

 

წმიდა მოწამე აგრიპინა (+253-250)

კონდაკი: ბრწყინვალეთა მათ ღუაწლთა შენთა ნათლით შემოსილი დღე წარმოგვიდგა ჩუენ, რომელსა შინა პატივისმცემელნი შენი საღმრთოსა ამას ეკლესიასა სიხარულით სემოვკრბებით გალობად სენდა: გიხაროდენ, ქალწულმოწამეო აგრიპინა, ყოვლადპატიოსანო.

 

წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IV)

ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო ადრიანე და ნატალია ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: დედაკაცისა ღმრთივ-განბრწყინვებულისა საღმრთონი იგი სიტყვანი გულსა დაიდევ, ანდრიანე, მოწამეო ქრისტესო, და სატანჯველთა მიმართ გულს მოდგინეთ შებმა ჰყავ, და მეუღლისა თანა მოიღენ გვირგვინი უხრწნელებისა.

სხვა კონდაკი: მოწამეთა საღმრთო ხსენება გამობრწყინდა, და კიდენი სოფლისანი ბრწყინვალედ განანათლნა, და სიხარულით ესრეთ ღაღადებენ: შენ ხარ, ქრისტე, გვირგვინი მოწამეთა შენთა და სიხარული.

 

წმიდა 42 ამორეველი მოწამე - კონსტანტინე, თეოფილე,
აეტი, თეოდორე, მილისენი, კალისტე, ვასოჲ და სხვა (+845)

კონდაკი: ქუეყანასა ზედა ქრისტესთვის იღუაწეთ და მიიღეთ ზეგარდამო დიდებისა იგი გვირგვინი, და უფლისა მიერ მადლი, განმაძლიერებელნი თქუენი, და ყოველნივე ზახებანი მტერთანი განაბნიეთ, და ქრისტე ღმრთისათვის ტკივილთა დათმენა და სისხლთა დათხევა მიიტვალეთ, ხოლო მაქებელთა თქუენთა მარადის იხსნით განსადელთაგან.

სხვა კონდაკი: ახალ გამოჩინებულნი ვარსკვლავნი სარწმუნოებისა გულსმოდგინედ ქრისტესთვის ვნებულნი, საქებელითა გვირგვინითა ღირსებით ყოველთა გვირგვინოსანვყვენეთ მვედრებელნი ჩუენთვის ქრიტსე მიმართ, ვითარცა სუეტნი და ზღუდენი ქრისტიანობილისა მთავრობისანი.

 

ღირსი ავქსენტი (+დაახლ. 470)

კონდაკი: სიქმინდე შეიტკბე შენ, ღვრთივგანბრძნობილო, და გულსთქუმასა ხორცთა შენთა აღვირახსენ, და გამოსჩნდი ბრწყინვალე სარწმუნოებით, ხოლო ვითარცა ნერგი შორის სამოტხისა აღყვავენ, ავქსენტი მამაო საღმრთოო.

 

წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373)

ტროპარი: სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლსიისა, მღვდელმთავარო ათანასე, რამეთუ თანაარსად მამისა ქადაგებითა ძისათა სირცხვილეულ-ჰყავ არიოზ, ღირსო მამო; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მართლმადიდებლობისა მოძღურებანი რა დანერგენ, ბოროტად მადიდებლობისა ეკლანი აღმოსჭრენ და აღაორძინე თესლი სარწმუნოებისა წვიმითა სულისა წმინდისათა, ღირსო; ამისთვის გიგალობთ შენ, ათანასე.

 

ღირსი ათანასე ათონელი (+1000)

ტროპარი: ხორციელი ცხოვრებაი შენი დაუკვირდა ანგელოზთა გუნდსა, რამეთუ, ვითარცა უხორცო, უხილავად შეერთე, ყოვლადქებულო, და ეშმაკთა მანქანებანი ყოველნი გაქარვენ, ათანასე; ამისთვისცა ქრისტემან მოგანიჭნა შენ მდიდრად ნიჭნი საღმრთონი, მამაო ღირსო, ევდრე ქრისტესა ღმერთსა ცხოვრებად სულთა ჩუენთა.

კონდაკი: ვითარცა უნივთოთა არსებათა მხილველსა სახარულევანსა, მოქმედსა და მაუწყებელსა ჭეშმარიტისასა, გიწოდს შენ სამწყსო შენი, ღმრთისმეტყუელო: ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთათვის ხსნად გარე მოდგომილთა განსაცდელტაგან. რომელნი გიხმობთ შენ: გიხაროდენ, მამაო ათანასე.

 

მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი (+დაახლ. 311)

კონდაკი: მეუფისა ბრძანებასა შეუდეგ ვითარცა რჩეული მწყემსი, და დასდევ სული შენი ქრისტეს ცხოვართათავის, მღვდელმოწამეო ათინოგენე: ამისთვის გაქებთ შენ და შენ თანა ათთა მოწაფეთა შენთა, რომელთა ივნეს შიშითა ღმრთისა შენთა მოძღურებათა წინამძღობითა, და ამის მიერ სათნო-ეყავ მეუფესა, და გვირგვინოსან-გყოთ თვენ ცხოვრებისა დასაბამისა მარჯვენითა, რომელსა ევედრენით ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227)

ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

 

ღირსი აკაკი მორჩილი, „კლემაქსსა“ შინა მოხსენებული (VI)

კონდაკი: სოფელი ესე დაუტევე და ქრისტესა შეუდეგ სიყრმითგან, ყოვლადბრძენო აკაკი ღირსო, და მიბარე მისსა ნებსით სიმდაბლესა, და დაამხუე ამპარტავანებაი მძალავრისა; მას ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათავის.

 

წმიდა მოციქული აკვილა - სამოცდაათთაგანი (I)

კონდაკი: ვითარცა რა მზე დიდი, მოგიგო შენ ეკლესიამან, დიდებულო აკვილა, და ბრწყინვალებითა მოძუღურებისა შენისატა განათლდებიან სარწმუნოებიტ პატივისმცემელნი შენნი უფლისა მოციქულო.

 

წმიდა მოწამე აკვილინა (+293)

კონდაკი: ქალწულებისა შენისა სიკეთითა წინაისწარ განიწმინდენ სული შენი და მაღლისა მიმართ წამებისა მიისწრაფე, აკვილინა ყოვლადპატიოსანო, და სიყუარულითა სიძისა შენისა ქრისტესითა მოიწყალ, რომლისა წინაშე ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ მოხარული; მათ თანა დაუცხრომელად ევედრე ჩუენ ყოველთათვის.

 

მღვდელმოწამე იანუარ ეპისკოპოსი და მისთანა წამებულნი
ფავსტო, პროკულ და სოსიოს დიაკონნი, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი (დაახლ. 305)

კონდაკი: სამღვდელოთა საცხებელიტა განშუენდით, დიდებულნო იანვარა და თეოდორე, და წამებისა სისხლითა შეიმკვენით, და ბრწყინავთ მაღალთა შინა მოხარულნი, და ჩუენ გარდამოგვხედავთ ტაძართა შინა თქუენთა მოსრულთა, და მას შინა დაუცხრომელად მღარადებელთა, ვითარმედ დაგვიფარენით ჩუენ ყოველნი შეწევნითა კაცთმოყვარისა ღმრთისა.

 

წმიდა მღვდელმოწამე პატრიკი, პრუსელი ეპისკოპოსი,
მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მინანდრი და პოლიენი (100)

კონდაკი: ვითარცა რა ნათელი ბრწყინვალე მღვდელობისა შუენიერებითა და წამებისა სისხლითა ყოვლად განშუენებული, სდგა შენ წინაშე ქრისტესა თანა მოღუაწითურთ შენით, პატრიკი, მოგსივხსენენ ჩუენცა შემსხმელნი თქუენი, ვითარცა რა პატიოსანთა მოწამეთა.

 

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული:
ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (303)

კონდაკი: ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე, და გვირგვინი ყოვლადბრწყინვალენი მოიხვენით პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულმოწამეთა თანა, ვიანიცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა მოწამენი: თალალე, ალექსანდრე და ასტერი (+284)

კონდაკი: მოწამეთა თანა ვნებულად გამოსჩნდი და იქმენ მხედარ ჭურვილად მეუფისა დიდისა განცდით, და სატანჯველითა სილაღე იგი კერპთმსახურებისა დასრთგუნე; ამისთვისცა უგალობთ პატიოსანთა ხსენებსა შენსა, ბრძენო თალალე.

 

წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე), გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი (+1907)

ტროპარი: ვითარცა მღუდელმთავარსა პატიოსანსა და აფხაზთა მიერ მოციქულად მეორედ წოდებულსა და სხუათა კუთხეთა განმანათლებელსა ქუეყანისა ჩუენისათა. უპოვარებისა მქონებელსა და მოწყალესა მოუღალავსა, განმანათლებელსა ეკლესიათა და მონასტერთა ჩუენთათა, გიცნობთ, ჵ ალექსანდრე და ყოველნი ღმრთისა მიმართ შენ მოგავლენთ მეოხად.

კონდაკი: მღუდელმთავარსა საჩინოსა და მოციქულთა თანამოკარვესა ეკლესია მორწმუნეთა გადიდებს შენ ალექსადნრე, რომელი მოწყალებისა თანა ოქროპირობდი და ნათლითა სამბრწყინვალითა სამწყსოსა შენსა განანათლებდი რომელმან ოხითა შენითა მიერ დაიცევ სანატრელო დაუკლებლად, უღელვოდ და უბიწოდ ყოვლისა წვალებისაგან წილხვდომი ღვთისმშობლისა, ვითარცა მოწყალემან.

 

ღირსი ალექსი ღვთისკაცი (+411)

ტროპარი: სათნოებათა ზედა კეთილთა დამოკიდებულ იქმენ შენ, და გონება განიწმიდე ბილწთა გულის თქმათაგან, ხოლო ცხოვრება შენი უვნებელობითა განაშვენე, და მმარხველობაჲ სახარულევანი შეიწყნარე სვინდისისა სიწმიდითა, ხოლო ლოცვათა შინა ვითარცა უხორცო იქცეოდი, და გამობრწყინდი მსგავსად მზისა სოფელსა შინა, ყოვლად ნეტარო ალექსი.

კონდაკი: სახლი მშობელთა შენთა ვითარცა უცხოსა გაქუნდა, და იქცეოდი მას შინა სახითა გლახაკისათა, და შემდგომად მიცვალებისა გვირგვინი მიიღე დიდებისა, და საკვირველთმოქმედად გამოსჩნდი ქუეყანასა ზედა, ალექსი, კაცო ღმრთისაო, ანგელოსთა და კაცთა სიხარულო.

 

წმიდა კარპეზი და ალფესი, სამოცდაათთაგანნი (I)

კონდაკი: ვითარცა ვარსკულავსა ყოვლადბრწყინვალესა ეკლესია მარადის მოგიგებს შენ, მოციქულო კარპე, შენთა საკვირველმოქმედებათა მიერ განათლებული, აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი.

 

წმიდა ამბროსი აღმსარებელი - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი (+1927)

ტროპარი: მოუდრეკელითა კუერთხითა სასოებისაი ქუეყანად აღთქუმისად წარუძეღუ ახალსა ისრაილსა და ვითარცა მოსე კლდისაგან მყარისა, წყურიელთა წყალი ღმრთისმეცნიერებისა გარდამოუდინე, რომელსა შინა დაანთქ ეტლები უხილავისა ფარაოისნი, წმინდაო აღმსარებელო ამბროსი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი (VIII ს. ქრისტეს შობამდე)

კონდაკი: განწმენდილ იქმენ სულითა, წინასწარმეტყველო, და განანათლე ელვარედ გული შენი, დიდებულო ამოს, ხოლო წინასწარმეტყუელებისა მადლი ზეგარდამო მოიღე და კიდეთა შორის სოფლისათა ხმამაღლად ღაღადჰყავ: ესე არს ღმერთი ჩუენი და არა ესწოროს მას სხუა.

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშობლები - იოაკიმე და ანა (I)

ტროპარი: მართალთა შენთა უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, და მათ მიერ გევედრებით: აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

სხვა ტროპარი: რომელი ჰსჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს, და ყრმა ღმრთის-მშობელი გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამის-თვისცა დღეს ბრწყინვალედ განსცხრების სოფელი, და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა, და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩუენ რქა ცხოვრებისა სახლსა დავითისსა.

კონდაკი: იხარებს აწ ანა, ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი, და ზრდის ყოვლად-უხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოთ მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი.

 

მიცვალება მართლისა ანასი - დედისა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

ტროპარი: ცხოვრებაი შევ, რომლისაგან იშუა ცხოვრებაი, მშობელი ქალწულისა ღმრთისა დედისა, რომელი ღვთივგონიერისა ანას მიერ მუცელსა შინა დატევნულ იყო, და აღვალს ზეცას სიხარულსა წინდათასა, და მათ თანა დაემკვიდრების დიდებით, ხოლო ვიხარებდეთ ყოველნი აწ მიცვალებასა სენსა და რომელნიცა სურვილიტ პატივს გცემთ შენ, ცოდვატა შენდობასა მოვიღებთ ვედრებითა შენითა.

კონდაკი: პირველთა მათ მშობელთა ქრისტესთა ხსნებაი ვიდღესასწაულოთ და სარწმუნოებით ვითხოვოთ მათგან შეწევნა, რაითა ვიხსნეთ ჩუენ თანა არს, რომელმან ადიდნა ესენი, ვითარცა სათნო იყო.

 

წმიდანი: მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველი (I)

ტროპარი: სვიმეონ მოხუცებული ვადიდოთ, რომრლმან ახარა ადამს გამოხსნა ბნელისაგან და აღმოყვანებაი კვალად მუნვე სამოთხედ, და ჩვენ, მგალობელთა მისთა მოგვმადლოს ცოდვათა მოტევება.

კონდაკი: მოხუცებული დღეს განხსნასა ევედრების საკრველისაგან ამის ხორციელისა ცხოვრებისათა და ქრისტესა მიიქვამს მკლავთა ზედა, შემოქმედსა და უფალსა.

 

დიდმოწამე ანასტასია (+დაახლ. 304)

კონდაკი: განსაცდელთა და ჭირთა შინა მყოფნი, ტაძრისა შენისა მიმართ მომსრბელნი, მოვიღებთ პატიოსანთა კურნებას შენ შორის მკვიდრისა საღმრთოსა მადლისათა, ანასტასია, რამეთუ შენ მარადის სოფელსა უწყაროებ კურნებასა.

 

ღირსმოწამე ანასტასია რომაელი (III)

კონდაკი: ქალწულებითა წყლითა განიწმიდე, ღირსო და წამებისა სისხლითა გვირგვინოსან-იქმენ, ანასტასია, და მისცემ ჭირთა შინა მყოფთა სენთა კურნებასა და ცხოვრებასა, რომელნი მოგიხდებიან გულითა, რამეთუ მოგცა შენ ქრისტემან ძალი, რომელი აღმოიცენებს მადლსა, მარადის მომდინარესა.

 

წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)

ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ანდრია, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: დაბერე მაღლად საყვირსა საღმრთოსა გალობათასა, და გამოსჩნდი მნათობად სოფლისა, ყოვლად ელვარედ მნათობი ნათლითა სამებისათა, ყოვლად ღირსო ანდრია, ვინა ყოველნი გიღაღადებთ: მეოხებად ნუ დასცხრები წინაშე უფლისა ჩუენ ყოველთა-თჳს.

 

წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (+62)

ტროპარი: ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ტროპარი: ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმინდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

კონდაკი: სიმხნისა სეხნასა ღვთისმეტყველსა, და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა პეტრესთანა შობილსა შევასხმიდეთ, რამეთუ ვითარ იგი ძველად მას, აწ ჩუენცა გვიღაღადა: მოვედით გვიპოვნიეს სასურველი.

 

წმინდა მოწამე ანდრია სტრატილატი (+284-305)

ტროპარი: ქვეყნიერი წესი დიდებისა დაუტევე, და ზეცათა მეუფისა დაიმკვიდრე, სისხლთა წვეთითა, ვითარცა ყოვლადსაკვირველითა ქვითა, უხრწნელი გვირგვინი შეიმკვე, და ქრისტეს მიმართ მიიწოდენ კრებული ღვაწლისა მძლეთა, გუნდთთა თანა ანგელოზთასა დაუვალი მზე, ქრისტე, მოიპოვე, წმიდაო ანდრია სტრატილატო, მას ევედრე თანავნებულთა შენთა თანა მარადის, რათა აცხოვნეს სულნი ჩვენნი.

კონდაკი: წინაშე უფლისა ჰსდგა შენ, ვითარცა ვარსკვლავი წინამსრბოლი მზისა, და საუნჯედ გულის სათქმელად იხილვე სასუფეველისა, სიხარულითა გამოუთქმელითა აღვსებული, და უკვდავსა მეუფესა, დაუსრულებელსა შინა საუკუნესა, ანგელოზთაგან დაუცხრომელად საქებელსა, უგალობ, ანდრია სანატრელო, მათთანავე ევედრე დაუცხრომელად ჩვენ ყოველთათვის.

 

წმიდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი:
ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე,
კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი,
იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (II)

კონდაკი: აღმობრწყინდა დღეს მოწამისა საღმრთო ხსენებაი, შემოკრებული სულთა დღესასწაულის მოყუარეთასა, რომელმან სისხლითა მარტვილობისა თვისისდათა შეამკო პორფირი სძლია, ეკლესიისა ცუენისა, და სიმდიდრედ დიდ ძალად ნაწილნი თვისნი წმინდანი მოგვანიჭნა მცველად და მფარველად ერისა მორწუნისა.

 

წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია (I)

კონდაკი: ვარსკვლავსა ყოვლადბრწყინვალესა ღმრთივშვენიერებისა ნათლითა წარმართთა განმანათლებელსა მოციქულსა ქრისტესა ანდრონიკეს ვაქებდეთ და მის თანა სახარებასა შინა მშრომელსა იუნიას ყოვლადბრძენსა უგალობდეთ და უღაღადებდეთ: ევედრენით ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა მოციქულნი: შილა, სალუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე - სამოცდაათთაგანნი (I)

კონდაკი: ვაზად გამოსჩნდით ქრისტეს ვენახისა, გამოიხვენით ტევანნი სიბრძნისანი სათნოებათა შინა, გვიწვდიეთ ჩუენ ღვინო ცხოვრებისა, რომლისა მიმღებელნი არვივსებით შვებითა, მედღესასწაულენი თქუენისა ხსენებასანი, რომელსა შინა ევედრენით მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა, უფლისა მოციქულნო.

 

წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა, პერღამის ეპისკოპოსი (+68)

ტროპარი: კერპთა საცდური განაქარვე შენ, ანტიპა, და დასთრგუნე ძალი იგი ეშმაკისა, და ღმრთის მბრძოლთა წინაშე კადნიერად აღიარე ქრისტე; ამისთვისცა ანგელოზთა ესთა ტანა მაღალთა შინა განისვენებ და მეუფესა ყოველთასა დიდებისმეტყველებასა შესწირავ, და ჩუენთვის ოხასა და მადლობასა წინა უყოფ, და მადლსა კურნებათასა მოგუანიჭებ; ამისთვის პატივს გცემთ შენ, მღვდელმოწამეო ანტიპა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაიტა აცხოვნოს სულნი ჩუენნი.

კონდაკი: მოციქულთა თანა მოსაყდრე და მღვდელმთავართა შუენირებაი იქმენ შენ, ნეტარო ყოვლადდიებულო მოწამეო, და გამობრწყონდი ყოველთა, ვითარცა მზე, და განანათლებ, ყოვლადსაღმრთოო ანტიპა, და დახსნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა მღვდელმოწამესა და კურნებათა მომნიჭებელსა.

 

წმიდა ცხრა კვიზიკელი მოწამე: თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო,
თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი (III)

კონდაკი: მტკიცენი და ყოვლადბრწყინვალენი გუნდნი ცხრათა მოწამეთანი, სამ მთავართასა ღაღადებდეს: სისხლსა და სულსა ჩუენსა ხორცთა თანა, ვითარცა უბიწოსა მსხვერპლსა, შევსწირავთ შენდა, მეუფეო, ჩუენცა აღგვრაცხენ შენთანა ზეცისა პირმშოთა თანა, ვითარცა ღმერთმან მოწყალემან.

 

წმიდა ღირსი მამა ანტონი დიდი (+356)

ტროპარი: მოშურნისა ილიას საქმეთა მიემსგავსე, და იოანე ნათლისმცემელისა კუალსა შეუდეგ, ღირსო მამაო ანტონი, უდაბნოს მკვიდრ იქმენ, და სოფელი განანათლე ლოცვითა შენითა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მსოფლიონი შფოთნი განიშორენ, და მყუდროებით ცხოვრება შენი აღასრულე, ნათლისმცემელსა მიემსგავსე ყოვლითავე სახითა ღირსო, მისთანავე უკუე პატივს-გცემთ, მამაო მამათაო ანტონი.

 

წმიდა ღირსი მამა ანტონ მარტყოფელი (VI)

ტროპარი: ხატად ღმრთისა შექმნილმან წმიდაო, არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი, თჳნიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოჲთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა, და მოუძღვანე ქართველთა ერსა, მოღვაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი: მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი, მოძღვარნი ყოვლისა სოფლისანი, და შვენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი იდიდებინ დღესა ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისვენა ხატი ღმრთისა, ხელით უქმნელი, მფარველად მეფისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა სოფლისა.

 

მოციქულნი: არისტარქოს, პუდი და ტროფიმე (+დაახლ. 67)

კონდაკი: გამოსჩნდა მოციქულთა პატიოსანი ესე დღესასაწული განმანათლებელად ჩუენდა და ცოდვათა ნისლტა განმდევნელად, და რომელნი ვღაღადებთ: ნათელი გამოსჩნდა და მოვიდა მხსნელი.

 

ღირსი არსენი დიდი (+449-450)

კონდაკი: რომისაგან აღმობრწყინდი, ვითარცა მზე დიდი, და მიიწიე სამეუფოსა მიმართ ქალაქისა, ყოვლადსანატრელო, განმანათლებელი მისი სიტყვითა შენია და საქმითა, და ყოვლისა უგულისხმოებისა ბნელისა განმდევნელი; ამისთვის პატივს გცემთ შენ, მამათა დიდებულო, ღირსო არსენი.

 

წმიდა დიდმოწამე არტემი (+362)

ტროპარი: მოწამემან შენმან უფალო არტემი ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი: კეთილ მსახურსა და გვირგვინ შემოსილსა მოწამესა, და მტერთა უძლეველთა ძლევისა აღმადგინებელსა, შემოკრებულნი ღირსებით გალობათა მიერ შევასხმიდეთ არტემის, მესაიდუმლოესა მადლისასა, და საკვირველებათა მდიდრად მომნიჭებელსა, რამეთუ ევედრების ღმერთა ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა მოწამე საქართველოს მეფე არჩილი (+644)

ტროპარი: სიბრძნისა ზეცით მომღებელმან, სიბრძნე იგი ცრუ სჯულთა განაცოფე, და საქიქელ ჰყავ მათი იგი ამაო მსახურება, და დაიკალ მისთვის, რომელი ჩუენთვის დაიკლა ჯვარსა ზედა, და მეფობისა წილ საწუთოსა იშვებ საუკუნოდ განღმრთობილი. არჩილ, სამგზის სანატრელო მეფეო, მეოხ გვეყავ სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: აწ განსხრებოდე ქუეყანაო ქართველთაო, რამეთუ შენ სორის დაითხია სისხლი, მრჩობლ მეფობითა შემკულისა არჩილ ღუაწლისა მძლისა და უძლეველისა, რომელმან დასდვა სული თვისი ერისთვის, მსგავსად მხსნელისა, და აწ წინაშე წიდისა სამებისა იხარებს, და მეოხ არს დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

კონდაკი: ნათელცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან, ახლად მოწამედ გამოჩინებულად, სპარსთა აღვირ აღმსხმელო და მართლუკუნ მქცეველო, ღუაწლით შემოსილო მეფეო, რომელმან უსჯულოსა მის მეფისა ქადაგებანი არად შერაცხენ და მეოხ ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

მოწამენი: ტერენტი, პომპიოს, აფრიკან, მაქსიმე, ზენონ, ალექსანდრე, თეოდორე და სხვანი ოცდაცამეტნი (III)

კონდაკი: მოწამეთა პატიოსანი სახსენებელი მოვიდა დღეს, მხიარულ მყოფელი ყოველთა დაბადებულთა ტერენტი ბრძნისა და მოყუასთა მისთა, მოსწრაფედ უკუე მივრბიოდეთ, რაითა მოიღოთ კურბნებაი, რამეთუ ამათ ღმრთისა მიერ მოიღე მადლი სულისა წმინდისა კურნებად სენსა სულთა ჩუენთასა.

 

წმიდა ალექსანდრე (+340), იოანე (VI) და პავლე ახალი (+784) - კონსტანტინოპოლის პატრიარქნი

კონდაკი: ქრისტეს სიყვარულითა აღტკინებულთა, დიდებულნო, უღელი მისი აღიღეთ, პატიოსანი ჯვარი, და მობაძავ ცხოვრებისა მისისა გამოსჩნდით, და საღმრთოსა დიდებისა მისისა ზიარ იქმენით, ალექსანდრე ღმრთივგანბრძნობილო იოანეთურთ საკვირველით და პავლე დიდებულითა, ვინაიცა საყდრისა მისისა წინაშე მდგომარე ხართ წადიერად, მას ევედრენით სულთა ჩუენთათვის.

 

მღვდელმოწამე ანთიმოზი - ნიკომიდიელი ეპისკოპოსი (+302)

კონდაკი: მღვდელთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინებულმან, წამებისა გზისა სრუმყოფელმან, კერპთა სამსახურებელნი დაშრიტენ, ღმრთივგონიერებით ბრწყინვალექმნილმან სამწყსოა შენისამან; ამისთვისცა მაქებელნი შენნი საიდულმლოდ გიღაღადებთ შენ, ძვირთაგან მარადის მიხსნიდ ჩუენ ოხათა შენთა მიერ, მამაო წმიდაო ანთიმოზ.

 

წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები:
ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე (IV)

კონდაკი: ნათლით შემოსილი დღე ბრწყინვალედ აღმობრწყინდა მწყემსთა ქერსონეს შინა მღვდელმთავრობით ცხორებულთა, რომელსა დღესასწაულსა უგალობთ, რამეთუ ივნის სამწყსოსათვის ქრისტესისა და ვედრებით უღაღადებთ: მღვდელმოწამენო, ევედრენით მწყემსმთავართა თავსა ქრისტესა, რაიტა ჩუენტა მარჯვენთა ცხოვართა თანა დგომათ ღირს გუყვენეს, რაითა გიგალობდეთ თქუენ: გიხაროდენ მამნო, მღვდელმთავარნო, ქრისტესთვის სისხლთა თუენთა დამთხეველნო.

 

წმიდა მოწამენი: აღათონიკე, ზოტიკე, თეოპრეპე, აკვინდინე, სევერიანე, ზენონი და სხვანი (IV)

კონდაკი: გონებაი კეთილი მოიგე, ღმრთივგანბრძნობილო და ყოვლად ურწმუნონი კაცნი მოაქციენ სარწმუნოებად, და არა შეუშინდი სატანჯველსა, აგათონიკე დიდებულო, ვინაიცა მკვიდრ იქმენ კეთილთა და მიიღენ ვნებულთა შენთა თანა ღირსად გვირგვინი.

 

წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო (+დაახ. 137)

კონდაკი: სოფიო პატიოსნისა რტოთა, წმიდად გამოჩინებულთა: პისტი, ელპიდი და აღაპი, განასულელეს სიბრძნეჲ ელინთა, მადლითა და მოღვაწებითა ძლევა შემოსილად გამოჩინებულთა, და გვირგვინი უხრწნელებისა ყოველთა მეუფისა ქრისტეს ღმრთისაგან მოიხვნეს.

 

წმიდა დიდმოწამე ევსტათი პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე (+ დაახ. 118)

ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო ევსტათი, თეოპისტია, აღაპი და თეოპისტე ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ვნებათა ქრისტესთა ცხადად მიმსგავსებული, და სარწმუნოებით მისისა სასმელისა მსმელი ევსტათი, ზიარ და თანა მემკვიდრე დიდებისაცა იქმენ თვით მის, ყოველთა ღმრთისა მიერ, მაღლით მომღებელი მოტევებისა.

 

ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია (+304)

კონდაკი: იქმენ შენ მტკიცე სულითა, ირინე, და სარწმუნოებით განეწყვე, და ცხადად არცხვინე ბოროტსა, და ქრისტეს მიმართ მოუწოდე ბევრეულთა ერთა სიმრავლისა, ნეტარო, და პორფირი განცხადებული გმოსიეს, და აწ ანგელოზთა თანა იხარებ.

 

წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე
და აღაპიტე დიაკონნი, რომანოზ მხედარი - რომაელნი (+258)

კონდაკი: ცეცხლითა ღმრთაებისათა აღტკინებულმან ცეცხლნი ვნებათანი სრულიად დაშრიტენ, მოწამეთა სიმტკიცეო, ღმერთშემოსილო ლავრენტი, და ვნებათა შინა სარწმუნოდ ღაღადებდი: ვერარამან განმაშოროს სიყვერულსა ქრისტესსა.