მოციქულთასწორნი: მეფე მირიანი და დედოფალი ნანა (IV)

ტროპარი: მოციქულთა სწორნო, წმიდანო მირიან და ნანა, ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

 

წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IV)

ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო ადრიანე და ნატალია ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: დედაკაცისა ღმრთივ-განბრწყინვებულისა საღმრთონი იგი სიტყვანი გულსა დაიდევ, ანდრიანე, მოწამეო ქრისტესო, და სატანჯველთა მიმართ გულს მოდგინეთ შებმა ჰყავ, და მეუღლისა თანა მოიღენ გვირგვინი უხრწნელებისა.

სხვა კონდაკი: მოწამეთა საღმრთო ხსენება გამობრწყინდა, და კიდენი სოფლისანი ბრწყინვალედ განანათლნა, და სიხარულით ესრეთ ღაღადებენ: შენ ხარ, ქრისტე, გვირგვინი მოწამეთა შენთა და სიხარული.

 

წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი (VII)

ტროპარი: საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდართა მათსა ღირს იქმენ, საქმეჲ მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ნეოფიტე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ახლითა გალობითა უგალობდეთ ახალ ნერგსა მამისა ზეცათასა, ნეოფიტეს ყოვლად სამღუდელოსა, რომელმან სისხლითა თვისითა პორფირად შეღება, მოისიბრძნა სამოსლისა მღვდელობილისა, და მისსა მიმართ ვხმობდეთ: ითხოვე მამაო საწადელო ღვაწლის დამდებელისა მიმართ შენისა ეკლესიათა მშვიდობაჲ შეუძრველი.

 

წმიდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი:
ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე,
კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი,
იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (II)

კონდაკი: აღმობრწყინდა დღეს მოწამისა საღმრთო ხსენებაი, შემოკრებული სულთა დღესასწაულის მოყუარეთასა, რომელმან სისხლითა მარტვილობისა თვისისდათა შეამკო პორფირი სძლია, ეკლესიისა ცუენისა, და სიმდიდრედ დიდ ძალად ნაწილნი თვისნი წმინდანი მოგვანიჭნა მცველად და მფარველად ერისა მორწუნისა.

 

სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენ დიაკონნი (I)

კონდაკი: პატიოსანნი დიაკონნი და თვიტ მხილველნი სიტყუისა, და ჭურნი რჩეულნი გამოსჩნდით სარწმუნოებისა ნიკანორა და პროხორე, პარმენა და ტიმონა დიდებულნო; ამისთვის დღეს საღმრთოდა ხსენებსა თქუენსა ვდღესასწაულობთ და სიხარულითა გულისათა თქუენ გნატრით.

 

წმიდა ნიკიტა აღმსარებელი, მიდიკიის მონასტრის წინამძღვარი (+824)

კონდაკი: ზეციერი სიბრძნე და ცხოვრებაო მოიგე, და ცხადადა ბრწყინავ, ვითარცა მზე, და შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთათა განანათლებ მყოფთა უფსკრულსა შინა ცხოვრებისასა, მამაო ნიკიტა, და წარუმართებ ყოველთა ღმრთისა მიმართ, ვინა ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი (IX)

კონდაკი: სიწმინდითა მით საქმეთა შენთათა განბრწყინდი, ღირსო, და მოციქულთა საყდართა მკვიდრ იქმენ, ნიკიტა, და მსგავსად მზისა განანათლე სამწყსო შენი, მამაო, და ყოველნი აღავსენ საღმრთოთა მოძუღურებითა, ვინაცა გიხმობთ: გიხაროდენ ქალკედონისა მშუენიერებაო.
 

 

წმიდა მოწამე ნიკიფორე (+დაახლ. 257)

კონდაკი: ღმრთისა სიყვარულისა საკრველითა შეკრულმან ნიკიფორე, ცხადად განიხსენ სიბოროტე სიძულილისა და მახვილისა ქედი წარუპყრენ, ვითარცა საღმრთომან მოწამემან, ვინა ევედრე გახორციელებულსა მას მაცხოვარსა ჩუენ ყოველთათვის, რომელი უგალობთ დიდებულსა სახსენებელსა შენსა.

სხვა კონდაკი: ფრთოვან-იქმენ ღმრთისა სიყვარულითა, წმიდაო, რომლისაცა ცხოველი ჯვარი მხართა ზედა აღიღე და არცხვინე სივერაგესა ეშმაკთსა, და იღუაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, და გამოსჩნდი შენ ჭეშმარიტად აღჭურვილი, ნიკიფორე, მესაიდუმლოედ ღმრთისა.

 

წმიდა ნიკიფორე კონსტანტინეპოლელი (828)

კონდაკი: გუნდი მამათმთავართა წმიდასა ხსენებასა შენსა აქებენ და გალობით პატივს სცემენ, ნიკიფორე, რამეთუ მიიღეს სული შენი დიდებით; ამისთვის დღეს ეკლესია პატიოსანი, მადიდებელი ქრისტეს მეუფისა, ადიდებს მხოლოსა კაცთმოყვარესა.

კონდაკი: ზეცით მოიღე ღმრთისა მიერ ძლევისა იგი გვირგვინი, ნიკიფორე ყოვლედიდებულო, და ძლევაშემოსილად გამოსჩნდი; აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი შენი, ვითარცა მღვდელმთავარმან და ქადაგმან ქრისტესმან.

 

წმიდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზი (+342)

ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: მირონით გამო წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსნენ უბრალონი სიკუდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

 

წმინდა მოწამენი მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა (305-311)

კონდაკი: სამებისა წმიდისათვის მხნედ მოღუაწეთა, მრავალმანქანა მტერი იოტეთ, ძმებრთანაშეკრულთა სულითა, ვინა განისვენეთ ხუთთა ქალწულთათანა, ზეცისა სასძლოსა, ღვაწლით შემოსილნო, და ანგელოსთა თანა ყოველთა მეუფისა წინაშე მოუკლებელსა სიხარულსა შინა მდგომარე ხართ.

 

წმიდა მოციქულთა სწორი ნინო (IV)

ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ტროპარი: უნათლისმცემლე ცხოვართა განბნეულთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰკრიბე და მიჰგვარე ქართველნი ღმერთსა მართალსა, დედაო წმინდაო ნინო, ევედრე შვილთა შენთათვის ქრისტესა ღმერთსა.

კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.