ღირსი საბა განწმენდილი (532)

ტროპარი: მთიებო ყოვლადბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბა, დაგვიფარენ განსაცდელთაგან.

სხვა ტროპარი: ცრემლთა მდინარითა უდაბნოი უქმი მოიმუშაკე, და სიყრმით სულისათ სულ თქმათა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყვენ, და იქმენ მნათობ, და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო საბა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: სიყრმითგან მსხვერპლად ღმრთისა უბიწოდ შეწირულ იქმენ და კეთილითა მოქალაქობითა ნეტარებაჲ მოიგე, უწინარეს შობისაცა სარწმუნოდ ღმრთისად გამოსჩნდი ღირსთა ყოველთა განმაშუენებელ, ნეტარო საბა, რამეთუ უდაბნონი ქალაქ-ჰყვენ, ღირსო, რომლისათჳსცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადპატიოსანო.

 

ღირსნი მამანი, წმიდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილნი (+796)

კონდაკი: ქუეყანისა და ხორცთა ფუფუნებაი უგულებელს-ჰყავთ ცხადად, ყოვლადსანატრელნო, და უდაბნოსა ცხოვრებაი აღირჩიეთ, ხოლო სოფლისა შუენიერებაი და საზრდელი საწუთოის მოიძულეთ, ვინაცა ღისრს იქმენით ზეცისა სასუფეველსა, და გუნდსა თანა მოწამეთა დამმარხველთასა იხარებთ; ამისთვისცა პატივისმცემელნი ხსენებისა თქვენისანი გიგალობთ თქვენ წადიერად და ვიტყვით: გვიხნენით ჩვენ ჭირთაგან, წმინდანი მოწამენო.

 

წმიდა მოწამენი მანუელი, საბაილი და ისმაილი (+362)

კონდაკი: სარწმუნოებითა ქრისტესითა მოწყლულთა ყოვლადნეტართა და მისთა სარწმუნოებით მსმელთა სასმელისათა სპარსთა სამისნონი და სამსახურებელნი ქუეყანად დააკვეთენით, სამებისა რიცხვნო, მეოხებასა ყოფდით ჩუენ ყოველთათვის.

 

მოწამე საბიანე (287)

კონდაკი: საღმრთოდ აღორძინდი შენ მსგავსად ყუავილთა დაუჭკნობელთა და ვითარცა, რა ვაზი, მრავალნაყოფიერ იქმენ, ღმერთშემოსილო საბინე, აწცა, რომელნი სარწმუნოებით პატივს ვსცემთ ხსენებასა შენსა, აღგვავსენ შენითა სიხარულითა და ევდრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა მოციქულნი: შილა, სალუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე - სამოცდაათთაგანნი (I)

კონდაკი: ვაზად გამოსჩნდით ქრისტეს ვენახისა, გამოიხვენით ტევანნი სიბრძნისანი სათნოებათა შინა, გვიწვდიეთ ჩუენ ღვინო ცხოვრებისა, რომლისა მიმღებელნი არვივსებით შვებითა, მედღესასწაულენი თქუენისა ხსენებასანი, რომელსა შინა ევედრენით მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა, უფლისა მოციქულნო.

 

წინასწარმეტყველი სამოელი (XI ს. ქრისტეს შობამდე)

კონდაკი: ვითარცა მრავალ პატიოსანი ძღუენი, პირველ მუცლადღებისა მიეცი შენ ღმერთსა და სიყრმითგან, ვითარცა ანგელოზმან, მსახურე, ყოვლადსანატრელო, და ღირსიქმენ უფროს ყოფადისა მოთხრობად; ამისთვის გიგალობთ შენ: გიხაროდენ წინასწარმეტყელო ღმრთისაო სამუელ, დიდო მღვდელმთავარო.

 

წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი (299-306) და აბიბო (322)

ტროპარი: საკვირველებანი წმიდათა შენთა მოწამეთანი, ზღუდედ უბრძოლველად მოგანიჭებ ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახუანი წარმართთანი განაქარვენ, და სკიპტრაჲ მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთმოყუარემან.

კონდაკი: მაღლით მოიღეთ მადლი ბრძენნო, განსაცდელთა შინა შეწევნად ყოვლად-ქებულნო, ამისთვისცა მწარისა სიკუდილისაგან ქალი იხსენით წმიდანო, ჭეშმარიტად თქუენ ხართ ედესისა დიდებაჲ, და ყოვლისა სოფლისა სიხარული.

 

წმიდა მოწამენი: აღათონიკე, ზოტიკე, თეოპრეპე, აკვინდინე, სევერიანე, ზენონი და სხვანი (IV)

კონდაკი: გონებაი კეთილი მოიგე, ღმრთივგანბრძნობილო და ყოვლად ურწმუნონი კაცნი მოაქციენ სარწმუნოებად, და არა შეუშინდი სატანჯველსა, აგათონიკე დიდებულო, ვინაიცა მკვიდრ იქმენ კეთილთა და მიიღენ ვნებულთა შენთა თანა ღირსად გვირგვინი.

 

წმიდა მოწამენი: პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე,
სელევკი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, ისაია და დანიელი (+307-309)

კონდაკი: წინამდებარეთა საშინელთა სატანჯველთა რა ხედევდით, ახოვანო მოწამენო, უშიშითა გონებითა სიხარულით იხარებდით და არა იურვოდით ხორცთათვის, რომლისათვისცა დაიმკვიდრეთ საუკუნო დიდება და მარადის ევედრებიტ ჩუენთვის ღმერთსა, რომელნი ვაქებთ ღუაწლთა თქუენთა.

 

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)

ტროპარი: მოთმინებითა შენითა მოიგე სასყიდელი შენი, ღირსო მამო, და ლოცვითა შინა სამარადისოდ მღვიძარე იყავ, გლახაკნი შეიყუარენ და ესენი პოვნიერ-ჰყვენ, მამაო წმიდაო სამსონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ვითარცა მკურნალის ყოველად სახარულევანისა და მეოხისა ღმრთივშემწყნარებელისა საღმრთოსა ლარნაკისა შენისა მიმართ მილტოლვილნი, ღმრთივგანბრძნობილო სამსომ ღირსო, სიყუარულით მოსრულნი, ფსალმუნითა და გალობითა მოხარულნი ქრისტესა ვადიდებდეთ, რომელმან მოგცა შენ ესე ვითარნი მადლნი კურნებათანი.

 

წმიდა ღირსი მამა სერაფიმე საროველი (+1833)

ტროპარი: სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადე­ბე­ლითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოჲ მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამის­თვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოჲ ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.

 

წმიდა მოციქული სვიმეონ კანანელი, მოშურნედ (ზილოტად) წოდებული (I)

ტროპარი: მოციქული წმიდაო სჳმეონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი: მტკიცედ დამდებელსა სულთა შინა კეთილ მსახურთასა სიბრძნისა დოღმატსა, ქებითა ვნატრიდეთ ყოველნი, ვითარცა ღმრთის-მეტყველსა, სვიმეონს, რამეთუ საყდარსა დიდებისასა წინაშე მეუფისა მდგომარე, ყოველთა თანა ანგელოსთა იხარებს, დაუცხრომელად მვედრებელთა ჩუენ ყოველთა-თჳს.

 

წმიდანი: მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველი (I)

ტროპარი: სვიმეონ მოხუცებული ვადიდოთ, რომრლმან ახარა ადამს გამოხსნა ბნელისაგან და აღმოყვანებაი კვალად მუნვე სამოთხედ, და ჩვენ, მგალობელთა მისთა მოგვმადლოს ცოდვათა მოტევება.

კონდაკი: მოხუცებული დღეს განხსნასა ევედრების საკრველისაგან ამის ხორციელისა ცხოვრებისათა და ქრისტესა მიიქვამს მკლავთა ზედა, შემოქმედსა და უფალსა.

 

წმიდა მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი, ხორციელი ძმა უფლისა (107)

ტროპარი: ნათესავად ქრისტეს, მღვდელმთავარო სვიმეონ და მხნედ მღვდელმოწამედ გქადაგებთ შენ საცდურისა უჩინოდ მყოფელად, და სარწმუნოებისა დამმარხველად, რომლისა თვისცა დღეს ყოვლადწმინდისა ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი ცოდვათაგან ხსნისა მოველით ლოცვითა შენითა.

კონდაკი: ვითარცა რა ვარსკვლავი ყოვლად დიდი, აქვს დღეს ეკლესიისა კეთილმეტყველი სვიმეო და ნათლისა მიმართ მიგიძღვისა, რომელნი ვღაღადებთ: გიხაროდენ, მოწამეთა პატიოსანო გვირგვინო.

 

ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და იოანე, თანამმარხველი მისი (+დაახლ. 590)

კონდაკი: ხორცთა შინა ვიოთარცა უხორცოთ გამოჩენა და სათნოებათა მიერ ყოვლისა სოფლისა განმანათლებელსა სვიმეონს, ანგელოზთა თანასწორსა და ღმერთშემოსილსა ვაქებდეთ მისთანავე იოანეს მარადის სახსენებელსა, სარწმუნოებით და სიყვარულით უგალობდეთ, რამეთუ ევედრებიან უფალსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

ღირსი მამა სიმეონ მესვეტე (459)

ტროპარი: სვეტმოთმინებისა ქმნილი, ებაძვე პირველთა მამათა, ღირსო, იობს – ვნებათა შინა, და იოსებს – განსაცდელსა, და უჴორცოთა – მოქალაქობასა, მყოფი ჴორცთა შინა. მამაო წმიდაო სჳმეონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი: ზენათა ძიებითა, ზენათა შეერთებული, და ცად მეორედ სვეტისა აღმმართებელი, ამათ მიერ თანა მზრახველ ანგელოსთა იქმენ შენ, ნეტარო, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელმად ჩუენ ყოველთათვის.

 

ღირსი სისო დიდი (+429)

კონდაკი: გამისჩნდი სენ მოღუაწებითა ქუეყანასა ზედა ანგელოზად და განანათლებ, ღირსო, მორწმუნეთა გონებასა ღმრთისმეტყუელებითა მარადის; ამისთვის სარწმუნოებით პატივს გცემთ შენ, სოსო.

 

წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე
და აღაპიტე დიაკონნი, რომანოზ მხედარი - რომაელნი (+258)

კონდაკი: ცეცხლითა ღმრთაებისათა აღტკინებულმან ცეცხლნი ვნებათანი სრულიად დაშრიტენ, მოწამეთა სიმტკიცეო, ღმერთშემოსილო ლავრენტი, და ვნებათა შინა სარწმუნოდ ღაღადებდი: ვერარამან განმაშოროს სიყვერულსა ქრისტესსა.

 

წმიდა მოწამე სოზონტი (+დაახლ. 304)

კონდაკი: ჭეშმარიტსა და ღმერთშემოსილსა მოწამესა, და მოღუაწესა კეთილმსახურებისასა გამოცდილსა, შემოკრებულნი დღეს ხმამაღლად შევასხმიდეთ სოზონტის, მესაიდუმლოესა მადლისასა, და საკვრველებითა მდიდრად მომნიჭებელსა, რამეთუ ევედრების ქრისტესა ჩუენ ყოველთათვის.

 

მღვდელმოწამე იანუარ ეპისკოპოსი და მისთანა წამებულნი
ფავსტო, პროკულ და სოსიოს დიაკონნი, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი (დაახლ. 305)

კონდაკი: სამღვდელოთა საცხებელიტა განშუენდით, დიდებულნო იანვარა და თეოდორე, და წამებისა სისხლითა შეიმკვენით, და ბრწყინავთ მაღალთა შინა მოხარულნი, და ჩუენ გარდამოგვხედავთ ტაძართა შინა თქუენთა მოსრულთა, და მას შინა დაუცხრომელად მღარადებელთა, ვითარმედ დაგვიფარენით ჩუენ ყოველნი შეწევნითა კაცთმოყვარისა ღმრთისა.

 

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი (I)

კონდაკი: გამოსჩნდით ვითარცა ვარსკვლავნი ყოვლადბრწყინვალენი, და განანათლებთ ყოველსა სოფელსა ნათლითა ქადაგებისათა, საღმრთონონ მოციქულნო იასონ და სოსიპატრე, აცხოვნენით სარწმუნოებით პატივისმცემელნი თქუენი.

 

წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო (+დაახ. 137)

კონდაკი: სოფიო პატიოსნისა რტოთა, წმიდად გამოჩინებულთა: პისტი, ელპიდი და აღაპი, განასულელეს სიბრძნეჲ ელინთა, მადლითა და მოღვაწებითა ძლევა შემოსილად გამოჩინებულთა, და გვირგვინი უხრწნელებისა ყოველთა მეუფისა ქრისტეს ღმრთისაგან მოიხვნეს.

 

წმიდა სოფრონ იერუსალიმელი (638-644)

კონდაკი: საღმრთოჲთა შურითა აღძრულმან, ჭეშმარიტებათა ბრძანებანი პირითა განავრცენ, და საფუძველსა ეკლესიათასა სჯულ უდევ, და მას შინა მყოფთა მონაზონთა ქცევანი განუწესენ, ბრძენთა პატრიარქთა შორის სოფრონ იერუსალიმელო, ყოვლად ბრძენი სიტყვანი ზრახვათა შინა აღირჩიენ, რომლითა წინა-ძღვანვითა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მღუდელ-მთავარო, მართლ-მადიდებელთა სიქადულო.

 

წმიდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი:
ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე,
კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი,
იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (II)

კონდაკი: აღმობრწყინდა დღეს მოწამისა საღმრთო ხსენებაი, შემოკრებული სულთა დღესასწაულის მოყუარეთასა, რომელმან სისხლითა მარტვილობისა თვისისდათა შეამკო პორფირი სძლია, ეკლესიისა ცუენისა, და სიმდიდრედ დიდ ძალად ნაწილნი თვისნი წმინდანი მოგვანიჭნა მცველად და მფარველად ერისა მორწუნისა.