წმიდა მოციქული თადეოზი, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 44)

კონდაკი: ვითარცა რა ვარსკვლავი ყოვლადბრწყინვალე, მოგიგო შენ ეკლესიამან, მოციქულო თადეოზ, სასწაულითა შენითა მარადის განათლებულმან, აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი.

 

წმიდა ცხრა კვიზიკელი მოწამე: თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო,
თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი (III)

კონდაკი: მტკიცენი და ყოვლადბრწყინვალენი გუნდნი ცხრათა მოწამეთანი, სამ მთავართასა ღაღადებდეს: სისხლსა და სულსა ჩუენსა ხორცთა თანა, ვითარცა უბიწოსა მსხვერპლსა, შევსწირავთ შენდა, მეუფეო, ჩუენცა აღგვრაცხენ შენთანა ზეცისა პირმშოთა თანა, ვითარცა ღმერთმან მოწყალემან.

 

წმიდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი:
ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე,
კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი,
იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (II)

კონდაკი: აღმობრწყინდა დღეს მოწამისა საღმრთო ხსენებაი, შემოკრებული სულთა დღესასწაულის მოყუარეთასა, რომელმან სისხლითა მარტვილობისა თვისისდათა შეამკო პორფირი სძლია, ეკლესიისა ცუენისა, და სიმდიდრედ დიდ ძალად ნაწილნი თვისნი წმინდანი მოგვანიჭნა მცველად და მფარველად ერისა მორწუნისა.

 

წმიდა მოწამენი: თალალე, ალექსანდრე და ასტერი (+284)

კონდაკი: მოწამეთა თანა ვნებულად გამოსჩნდი და იქმენ მხედარ ჭურვილად მეუფისა დიდისა განცდით, და სატანჯველითა სილაღე იგი კერპთმსახურებისა დასრთგუნე; ამისთვისცა უგალობთ პატიოსანთა ხსენებსა შენსა, ბრძენო თალალე.

 

წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი (XIII)

ტროპარი: წმიდათა შორის საკვირველო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღვთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მხედრობანი ქრისტეს მოყვარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამხვენ სპანი აგარიანთანი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 

ღირსმოწამე თებრონია ქალწული (დაახლ. 304)

კონდაკი: სიძეო ჩემო ტკბილო ქრისტე, ღაღადებდა ფებრონია:  არა საშრომელ-ჰყავ სრბაი ჩემი შემდგომად შენდა, რამეთუ სიტკბოებითა სიყვარულსა შენისათა სულისა ჩემისა სასოებაო აღვისუბუქნე და შუენიერებამან წყალობისა სენისამან გულსა ცემსა დაატკბო სენთვის ვნებათა სასუმელისა შესმად, რაითა ღირსად სასძლოსა შინა ბრძენთა თანა ქალწულთა დღესასწაულობად შენ მიერ აღვირაცხო მე; ამისთვისცა, ღუაწლისა მძლეო, პატივისმცემელნი ესე ღუაწლთა და შრომათა შენთანი გევედრებით შენ: მეოხ გუეყავ, რაითა არა დაგვეხშას ჩუენცა ბჭენი სასძლოსანი.

 

წმიდა პირველმოწამე, მოციქულთა სწორი თეკლა (I)

ტროპარი: რომელი დაემოწაფე სიტყვასა პავლესსა უბიწოო, და დაემტკიცე სარწმუნოებასა ზედა პეტრესსა, ღმრთივ-წოდებულო, პირველ მოწამე იქმენ, და პირველ მოღვაწე შორის დედათა აღხედ ცეცხლსა ზედა, და არა შეგეხო ალი მისი, მხეცნი და კურონი შენგან შეძრწუნდეს, სასწაულითა ჯუარისათა. ქრისტესა ევედრე ყოვლად ქებულო, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ქალწულებისა სიკეთითა განბრწყინდი, და მარტვილობისა გვირგვინითა შეიმკვე, და მოციქულება ვითარცა დიდებულსა პავლეს, და ცეცხლისა ალი ცვარად გარდააქციე, და კუროსა გულის წყრომა ლოცვითა შენითა დააცხრვე, ვითარცა პირველ მოწამემან.

 

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი (+474-491)

კონდაკი: ხორცნი განლიე მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა, და შემოქმედისა შენისა მიმართ ვედრებითა ცოდვათა შენთა მისატევებელად, ხოლო მიიღე სრულიად შენდობაი შეცოდებათა და გვიჩვენე ჩუენცა გზაი იგი შენდობისა სინანულითა.

 

წმიდა ცხრა კვიზიკელი მოწამე: თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო,
თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი (III)

კონდაკი: მტკიცენი და ყოვლადბრწყინვალენი გუნდნი ცხრათა მოწამეთანი, სამ მთავართასა ღაღადებდეს: სისხლსა და სულსა ჩუენსა ხორცთა თანა, ვითარცა უბიწოსა მსხვერპლსა, შევსწირავთ შენდა, მეუფეო, ჩუენცა აღგვრაცხენ შენთანა ზეცისა პირმშოთა თანა, ვითარცა ღმერთმან მოწყალემან.

 

ღირსი თეოდორე სტუდიელი (+826)

ტროპარი: მართლმადიდებლობისა წინამძღვარო და კეთილ მსახურებისა და კრძალულებისა მოძღვარო, თეოდორე, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღვდელმთავართა კანონო ღვთივ სულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ჩუენ, ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მმარხველობითა ანგელოსებრ სცხოვნდებოდი, და დევნულებითა განაშვენენ შრომანი შენნი, და უხორცოთა თანა ზიარ იქმენ თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონი ( დაახ. 306)

ტროპარი: დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი.

ტროპარი: იშუებს ტირონი და განსცხრების ღუაწლთა შენთა სიმრავლესა, მხნეო თოდორე ღირსო, აღმოსდის კურნება სასწაულთა შენთა და ჩუენ, მგალობელთა შენთა გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობა.

კონდაკი: სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი, მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო.

 

წმიდა თეოდორე ტრიხინი

კონდაკი: გამოჩნდი ყოვლადსაკვირველად ცხოვრებითა, თეოდორე ბრძენო მამაო, და ძაძისა იგი კუართი უფროის ქუეყანისა მეფეთა საუნჯეთა შერაცხე შენ; ამისთვისცა მოიხვენ უხრწნელნი იგი ზეცისა სამოსელნი და მარადის ევედრები ღმერთსა, ღირსო, ჩუენ ყოველთათვის.

 

ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი (613)

ტროპარი: საცნაურ იქმენ საჩჩოთაგან განწმენდილ და გამოსჩნდი სავსე მადლითა, და სასწაულითა სოფელი განანათლენ, და სიმრავლე მადლითა, და სიმრავლე ეშმაკთა განიოტენ, ყოვლადქებულო, თეოდორე, ვინაცა ევედრე ჩუენთვის უფალსა.

კონდაკი: ვითარცა ცეცხლსა ეტლსა ზედა აღმხედრებული სათნოებითა, ღმერთშემოსილო, აღხედ ზეცისა საყოფელსა და ვითარცა ანგელოზი კაცთა თანა იქცეოდი, და ვითრცა კაცი ანგელოზთა თანა გარემოს განსცხრები; ამისთვის გამოსჩნდი საღმრთოთა სასწაულთა შემწყნარებელ, თეოდორე ღირსო.

 

ღირსი თეოდორე განწმენდილი (348)

კონდაკი: სახლსა შინა ღმრთისასა, ვითარცა ფინიკი, აღყვავენ შენ, ხოლო ნაყოფნი სათნოებათანი უფლისასა შესწირენ მარხვითა სახარულევანითა, მამაო ღირსო; ამისთვის სანატრელ ხარ, ვითარცა უხოორცოთა თანა მოდასე.

 

წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი (+319)

ტროპარი: მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და მეუფისა ბრწყინვალედ მოიგე, თეოდორე, რამეთუ ჯაჭვ ჭური სარწმუნოებისა შეიჭურე გონიერებით და მოსარ ეშმაკთა ბანაკი, და ძლევაშემოსილას მოღუაწედ გამოსჩნდი; ამისთვის მარადის გნატრით მორწმუნენი.

კონდაკი: სიმხნისა სულისათა განიმტკიცე სარწმუნოებაი და სიტყა ღმრთისა, ვითარცა ლახვარი, ხელთ იდევ, და მტერი დასწერტე, მოწამეთა შორის დიდებულო თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

მოწამენი: ტერენტი, პომპიოს, აფრიკან, მაქსიმე, ზენონ, ალექსანდრე, თეოდორე და სხვანი ოცდაცამეტნი (III)

კონდაკი: მოწამეთა პატიოსანი სახსენებელი მოვიდა დღეს, მხიარულ მყოფელი ყოველთა დაბადებულთა ტერენტი ბრძნისა და მოყუასთა მისთა, მოსწრაფედ უკუე მივრბიოდეთ, რაითა მოიღოთ კურბნებაი, რამეთუ ამათ ღმრთისა მიერ მოიღე მადლი სულისა წმინდისა კურნებად სენსა სულთა ჩუენთასა.

 

წმიდა ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი (307-308)

კონდაკი: შრომითა მით შენითა უშრომელსა ცხოვრებასა მიენთხვიე, ხოლო სისხლითა შენითა სკორის მოსახლე იგი და შეგინებული მტერი ქრისტეს ეკლესიისა მოაშთვე, მოწამეო ყოვლადსანატრელო თეოდოსია, და ზეცისა განწყობილთა თანა იხარებ, მფარველი პატივისმცემელთა ხსენებისა შენისათა.

 

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული:
ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (303)

კონდაკი: ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე, და გვირგვინი ყოვლადბრწყინვალენი მოიხვენით პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულმოწამეთა თანა, ვიანიცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა მოწამენი: პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე,
სელევკი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, ისაია და დანიელი (+307-309)

კონდაკი: წინამდებარეთა საშინელთა სატანჯველთა რა ხედევდით, ახოვანო მოწამენო, უშიშითა გონებითა სიხარულით იხარებდით და არა იურვოდით ხორცთათვის, რომლისათვისცა დაიმკვიდრეთ საუკუნო დიდება და მარადის ევედრებიტ ჩუენთვის ღმერთსა, რომელნი ვაქებთ ღუაწლთა თქუენთა.

 

წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79)

კონდაკი: ბოროტსა მას მანქანებასა მძლავრთასა არცხვინე შენ და წამრმართთა ამხილე უღმრთოებისა მსახურებაი, და აღმოუბრწყინვე ყოველთა კაცთა მეცნიერებაი იგი ღმრთისა მოძუღურებითა ღმრთისმსახურებისათა, ღმრთივგანბრძნობილო მოწამეო; ამისთვის ხსენებასა შენსა სიყუარულით პატივს ვსცემთ ჩუენ, ყოვლადბრძენო ლეონტი.

 

წმიდა დიდმოწამე ევსტათი პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე (+ დაახ. 118)

ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო ევსტათი, თეოპისტია, აღაპი და თეოპისტე ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ვნებათა ქრისტესთა ცხადად მიმსგავსებული, და სარწმუნოებით მისისა სასმელისა მსმელი ევსტათი, ზიარ და თანა მემკვიდრე დიდებისაცა იქმენ თვით მის, ყოველთა ღმრთისა მიერ, მაღლით მომღებელი მოტევებისა.

 

წმიდა მოწამენი: აღათონიკე, ზოტიკე, თეოპრეპე, აკვინდინე, სევერიანე, ზენონი და სხვანი (IV)

კონდაკი: გონებაი კეთილი მოიგე, ღმრთივგანბრძნობილო და ყოვლად ურწმუნონი კაცნი მოაქციენ სარწმუნოებად, და არა შეუშინდი სატანჯველსა, აგათონიკე დიდებულო, ვინაიცა მკვიდრ იქმენ კეთილთა და მიიღენ ვნებულთა შენთა თანა ღირსად გვირგვინი.

 

ღირსი თეოფანე სიღრიანელი (+818)

კონდაკი: მაღლით მოიღე საღმრთო განცხადებაი და მოსწრაფედ წარხედ შორის საწუთოსა ამის შფოთისა, და მარტო მყოფობითა სასწაულტმოქმდება და წინასწარმეტყველება ღირსად მოიგე, სიმდიდრისა და მეუღლისაგან დაკლებულმან.

 

ღირსი თეოფილაქტე, ნოკომიდიელი (+842-845)

კონდაკი: მნათობათ ბრწყინვალედ გამოუჩნდი კიდეთა სოფლისათა, წიმნდაო თეოფილაქტე, და თან არსად მამისა და სულისა წმიდისა სიტყუა ჰქადაგე, საღმრთოთა ცხოვართა კრებული განამტკიცენ, და სათნოს სამებისა განსცხადენ, რომლისა წინა სდგა, ითხოვე ჩუენთვის დიდი წყალობაი.

 

წმიდა 42 ამორეველი მოწამე - კონსტანტინე, თეოფილე,
აეტი, თეოდორე, მილისენი, კალისტე, ვასოჲ და სხვა (+845)

კონდაკი: ქუეყანასა ზედა ქრისტესთვის იღუაწეთ და მიიღეთ ზეგარდამო დიდებისა იგი გვირგვინი, და უფლისა მიერ მადლი, განმაძლიერებელნი თქუენი, და ყოველნივე ზახებანი მტერთანი განაბნიეთ, და ქრისტე ღმრთისათვის ტკივილთა დათმენა და სისხლთა დათხევა მიიტვალეთ, ხოლო მაქებელთა თქუენთა მარადის იხსნით განსადელთაგან.

სხვა კონდაკი: ახალ გამოჩინებულნი ვარსკვლავნი სარწმუნოებისა გულსმოდგინედ ქრისტესთვის ვნებულნი, საქებელითა გვირგვინითა ღირსებით ყოველთა გვირგვინოსანვყვენეთ მვედრებელნი ჩუენთვის ქრიტსე მიმართ, ვითარცა სუეტნი და ზღუდენი ქრისტიანობილისა მთავრობისანი.

 

წმიდა მოციქული თომა (I)

ტროპარი: იქმენ მოწაფე ქრისტესი, თავთა მათ მოციქულთა კრებულსა თანა აღრაცხულ, ხოლო ურწმუნოებითა ქრისტეს აღდგომაჲ გამოიძიე, და მისისა პატიოსნისა ვნებისა განხილვითა, მორწმუნე იქმენ, თომა, ყოვლად ქებულო, და აწ გვითხოვე ჩუენ მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

კონდაკი: ვითარცა სიბრძნისა მადლითა აღვსებულმან, და ქრისტეს მოციქულმან, და მსახურმან საკვირველმან, სინანულით ღაღად-ჰყავ შენ: შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი.

 

ღირსი თომა მალეელი (X)

კონდაკი: დიდად მხნედ და უძლეველად გამოსჩნდი შენ, აღეტყინე რა საღმრთოთა სიყვარულითა, და მეფესა ხორციერლსა და ყოველსა მშუენიერებასა მძლე-ექმენ, მტასა ზედა მალეელისა მკვიდრობაი აღასრულე და მიერითფგან არხედ ცათა მეუფისა მიმართ; თომა, მას ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: იოანე - ექვთიმეს მამა, იოანე (თორნიკ-ყოფილი), გაბრიელი და ექვთიმე (X)

ტროპარი: ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.

სხვა ტროპარი: ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი, ბრძენნო, და მრავალ-წილად მოისთულენით სათნოებათა თქუენთა ნაყოფნი, და იქმენნით მწყემს სამწყსოთა ქრისტჱსთა, და გამოზარდენით იგინი მწუანვილოვანთა ზედა მოღუაწებისაჲთა, ხოლო განრაჲხვედით სოფლით დიდებით, მამათა კრებულსა თანა აღირაცხენით, ღირსნო მამანო ჩუენნო ათონელნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

წარდგომა: მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილეთ საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰჴდით, და იჴსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის თქუენ მარადის, ყოვლად-ქებულნო მამანო ჩუენნო, ათონელნო, და პატივს-სცემს ჴსენებასა თქუენსა. ქრისტესა ევედრენით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

კონდაკი: უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და ქუეყანაჲ აღავსეთ კეთილმსახურებისა წერილითა, ანგელოზნი განკჳრდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკჳრვოჲ აჩუენეთ საქმენი, მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ყოვლისა სოფლისა მნათობნო!