წმიდა მოწამენი: პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე,
სელევკი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, ისაია და დანიელი (+307-309)

კონდაკი: წინამდებარეთა საშინელთა სატანჯველთა რა ხედევდით, ახოვანო მოწამენო, უშიშითა გონებითა სიხარულით იხარებდით და არა იურვოდით ხორცთათვის, რომლისათვისცა დაიმკვიდრეთ საუკუნო დიდება და მარადის ევედრებიტ ჩუენთვის ღმერთსა, რომელნი ვაქებთ ღუაწლთა თქუენთა.

 

მოწამენი: იუსტინე ფილოსოფოსი და სხვა იუსტინე, და მათთან:
ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, რუსტი და ხარიტა (165)

კონდაკი: საღმრთოთა მათ ბრძენთა სიტყუათას შენთა მიერ, იუსტინე, ყოველნი ეკლესიანი ღმრთისანი შეიმკვებიან და ცხოვრებისა შენისა ბრწყინვალებითა სოფელი განათლდების, ხოლო სისხლთა დათხევითა გვირგვინი მოიღე და ანგელოზთა თანა სდგა წინაშე ქრისტესა, ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა მოწამე ვასილისკო (დაახლ. 308)

კონდაკი: ვნებათა შინა მტკიცედ და მხნედ გამოსჩნდი შენ, და სასწაულთა შინა ყოვლადსაკვირველ და ცხადად სახელი ქრისტესი აღიარე, და მძლავრსა არცხვინე; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ბასილიკოს, და მარადის გიხმობთ ყოვლადპატიოსანო: გიხაროდან, მოწამეთა ბრწყინვალეო სამკაულო.

 

წმიდა 42 ამორეველი მოწამე - კონსტანტინე, თეოფილე,
აეტი, თეოდორე, მილისენი, კალისტე, ვასოჲ და სხვა (+845)

კონდაკი: ქუეყანასა ზედა ქრისტესთვის იღუაწეთ და მიიღეთ ზეგარდამო დიდებისა იგი გვირგვინი, და უფლისა მიერ მადლი, განმაძლიერებელნი თქუენი, და ყოველნივე ზახებანი მტერთანი განაბნიეთ, და ქრისტე ღმრთისათვის ტკივილთა დათმენა და სისხლთა დათხევა მიიტვალეთ, ხოლო მაქებელთა თქუენთა მარადის იხსნით განსადელთაგან.

სხვა კონდაკი: ახალ გამოჩინებულნი ვარსკვლავნი სარწმუნოებისა გულსმოდგინედ ქრისტესთვის ვნებულნი, საქებელითა გვირგვინითა ღირსებით ყოველთა გვირგვინოსანვყვენეთ მვედრებელნი ჩუენთვის ქრიტსე მიმართ, ვითარცა სუეტნი და ზღუდენი ქრისტიანობილისა მთავრობისანი.

 

წმიდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი (+502)

ტროპარი: ძლევანი ყოვლადდიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნით განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღვაწლითა შენითა განაშუენე და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.

კონდაკი: ზესთამბრძოლო უძლეველო, კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, რომელმან სადიდებლად ღმრთისა იღუაწე და ერსა შენსა ქრისტეს-მოყუარესა ანდერძად მიეც: მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდექით და ეძიებდით ქრისტესთვის სიკუდილსა, რაჲთა წარუვალი დიდებაჲ მოიგოთ, სიხარულით აღვასრულებთ ხსენებასა შენსა და გიგალობთ: გიხაროდენ, ვახტანგ მეფეო წმიდაო, სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებით შენდამი მოლტოლვილთაო.

 

მღვდელმოწამე ვლასი, სებასტიელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 316)

კონდაკი: საცხებელითა მღვდელთათა და წამებითა სისხლთა მიერ შემკობილ იქმენ, დიდებულო მამაო ვლასი, და მაღალთა შინა ბრწყინვალედ მდგომარე ხარ, ვინაცა ტაძარსა ამას შენსა შემოკრებულთა მოგვხედენ და შენდამი მღაღადებელთა გვფარევდ ჩვუენ მარადის.

სხვა კონდაკი: ორძილო საღმრთო, ყუავილო დაუჭკნობელო, ქრისტეს ვენახისაო რტოო, მრავალ ვნებულო ღმერთშემოსილო ვლასო, სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი სიხარულით აღგვავსენ და ავედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.